აი,როგორც იქნა ,ვერძების (Aries) II თემა გაიხსნა
მიუხედავად იმისა,რომ ვერძები ეგოისტებად ითვლებიან,ყველას გეპატიჟებით თემაში.თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში . . . ნუ,ბოლომდე მაინც ნუ იგრძნობთ
დავიწყოთ?
მოკლე მიმოხილვა:
თქვენ ხართ ვერძი,თუ დაიბადეთ 21 მარტი-19 აპრილის შუალედში.
გილოცავთ,თქვენ ზოდიაქოს I , ცეცხლის I ნიშანი ხართ
მმართველი პლანეტა-მარსი
ასტროლოგიური თვლები: ალმასი, აქვამარინი, ამეთვისტო.
ქვეყნები: ინგლისი,გერმანია,დანია,საფრანგეთი
ქალაქები:მარსელი,ნეპალი,ბერლინი,ფლორენცია,ვერონა,კრაკოვი,ტოკიო,ბუდაპეშტი,ბირმინგემი
დადებითი თვისებები: (მათ წაიკითხონ,ვინც დადებითის უქონლობას გვსაყვედურობს

)
შეუძლია იყოს ლიდერი
სხვებს ეხმარება ოცნებების ასრულებაში
უყვარს საჩუქრების გაცემა
ენერგიული
რისკიანი
იუმორის მქონე
სამართლიანი
შეუძლია მეგობრისთვის თავიც გასწიროს
მებრძოლი
გონებამახვილი+ სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება
ოპტიმისტი
პირდაპირი
თავგადასავლების მოყვარული
რომანტიული
ვნებიანი
და ა.შ.
უარყოფითი თვისებები:უხეში
იმპულსური
მოუთმენელი
ეჭვიანი
ეგოისტი
ინტერესს სწრაფად კარგავს (თუ მაშინვე უკუკავშირი არ მიიღო)
არადიპლომატიური
კაცი ვერძი:პირდაპირი
ახასიათებს შეჯიბრებითი სტილი (''აბა ვინ მომიგებს'')
პატიოსანი
სწყურია მოგება/გამარჯვება
ინიციატივას იჩენს და სხვები მიყავს იმ მიმართულებით,საითაც თვითონ უნდა
სხვებს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად
სძულს სამუშაო,რომელიც შეუფერებლად მიაჩნია
კომპლიმენტები უყვარს საყვარელი ხალხისგან
ჯგუფში არის ერთ-ერთი ხუმარა (ოღონდ ჯგუფში შემავალი ხალხი უნდა აწყობდეს

)
ხშირად მოიხსენიებენ როგორც ''ცუდ ბიჭებს''
ქალი ვერძი:პირდაპირი
ლოიალური
ოპტიმისტი
ენთუზიაზმით სავსე
ოჯახის გარეთ ინტერესები (ხშირად აქვს კარგად აწყობილი კარიერა)
''სწერვა'' (ზოგჯერ)
მოსწონს,როდესაც ექცევიან როგორც პრინცესას
გულჩვილი
ეძებს ისეთ პარტნიორს,რომელიც მასავით ძლიერია
კარგად ''უგებს'' ტექნიკას
როგორ შეეწყობით ვერძს
ლინდა გუდმენის (ამერიკელი ასტროლოგი) მიერ დახასიათებული ვერძი ქალი როცა ბაირონი წერდა: ”სიყვარული მამკაცისთვის მხოლოდ ცხოვრების ნაწილია, ქალისთვის კი მთლი ცხოვრებაო”, მას ეტყობა ვერძი ქალი მხედველობიდან გამორჩა. ვერძ-ქალს მხოლოდ ეჩვენება რომ სიყვარული მისთვის ყველაფერია, სინამდვილეში იგი იმდენადაა გატაცებული გარე სამყაროთი და საკუთარი თავით, რომ სიყვარულს არ ძალუძს მოიცვას მთელი მისი არსება.
ვერძი ქალი ძალზე ძლიერია, როგორც სულით ისე ფიზიკურად. ყოველთვის თავად აღებს ხოლმე კარს და არასოდეს ელოდება, როდის შესთავაზებენ გალანტურად პალტოს. თვითონ მიიწევს მაგიდასთან სკამს, მოუკიდებს სიგარეტს და საერთოდაც, იბრძოლებს არსებობისთვის. ამას იგი ნებისმიერ მამაკაცზე უკეთ გააკეთებს. თუმცა სწორედ თავისი ამგვარი საქციელით, იგი გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა თავმოყვარეობას.
ვერძ-ქალს უყვარს პირველობა, ინიციატივის გამოჩენა და ეს მის სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ხშირად იგი თავად უხსნის მამაკაცს სიყვარულს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ყოყმანობს და თავის გრძნობებში ვერ ერკვევა.
თუ გსურთ მარსით მართულ ამ ქალბატონს თავი მოაწონოთ, შეყვარებულ მონას ნუ დაემსგავსებით. მას ეს ნამდვილდ არ მოეწონება. იყავით დამოუკიდებელი და იდუმალებით მოცული. მაშინ იგი თავად დაგიწყებთ დევნას. მამაკაცის გულგრილობა მის თავმოყვარეობას ძალზე მტკივნეულად ეხება. გამოწვევას კი, აბა რომელი ვერძი არ პასუხობს?
აი კომპლიმენტებს რაც შეეხება, აქ საცმე ცოტა რთულადაა. ვერძ ქალს მართალია სიამოვნებს, როცა მისი მისამართით აღტაცებას გამოთქვამენ, მაგრამ გადამეტებული პირფერობა და მომაბეზრებელი ქათინაურები მალე ბეზრდება და ძალიან აღიზიანებს.
მამაკაცი რომ უყვარდეს, ვერძი ქალი პირველ რიგში მისით უნდა ამაყობდეს. თუმცა მის ნიჭსა და ტალანტს კაციც უნდა აფასებდეს. თავისი გულისწორისთვის ამ ქალს არაფერი ენანება: დრო, ფული, მატერიალური თუ სულიერი ფასეულობები. თუმცა გახსოვდეთ, რომ იგი ბუნებით ეჭვიანია და თანასწორი თამაში უყვარს, ამიტომ თუ თქვენში სიყალბე დაინახა, ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.
გაანაწყენებული ვერძის ხასაიათში ცვლილებებს უმალ იგრძნობთ, სიცოცხლით სავსე მხიარული ქალი, უეცრად ყინულის ლოდად გადაიქცევა. ამასთან გახსოვდეთ, ვერძის ცეცხლი ხანმოკლეა, ყინული კი არასოდეს ლღვება. აი რატომაა, მისი სიჩუმე განრისხებაზე საშიში.
თუმცა ბუნებით ეჭვიანი და მესაკუთრეა, საკუთარ თავზე შეზღუდვებს ვერავისგან იტანს. ამასთან, როგორც წესი იგი ქალთა საზოგადოებას, მამაკაცების კომპანიაში ყოფნას ამჯობინებს და მის პარტნიორს, ეჭვიანობის მძაფრი ისრების განცდა არაერთხელ მოუწევს.
სამაგიეროდ თუკი მართლა უყვარხართ, იგი სულითა და ხორცით ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება. ორი რომანი ერთად, მისი პატიოსანი, გულმართალი ნატურისთვის აფსოლუტურად მიუღებელია.
საოცარი მიზანსწრაფულობის წყალობით, ვერძი ქალისთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ თავქარიან არსებას ძალა შეწევს, ნებისმიერ თუნდაც ყველაზე უცნაურ, ახირებულ და არარაციონალურ ჩანაფიქრსაც კი შეასხას ფრთები. ვერძ ქალს უყვარს საჩუქრების გაცემა, ფულის გასესხება, მოგივლით ავადმყოფობისას და მხარში ამოგიდგებათ ძნელბედობის ჟამს. თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ სიყვარული მისთვის პირველ რიგში, ურთიერთ თანადგომას ნიშნავს, აქედან გამომდინარე თავადაც იგივეს მოელის თქვენგან.
რაც შეეხება ქორწინებას, ცოლის როლში იგი შესაძლოა სასჯელად მოგევლინოთ რადგან მისი ინტერესები გამუდმებით სახლს გარეთ იქნება მიმართული. ეს იმიტომ, რომ სახლი ძალზე მცირე ფართობია მისი შემოქმედებითი ენერგიისათვის.
ვერძი-ქალები ჩინებული მზარეულები არიან, თუმცა სამზარეულოში ტრიალი არ უყვართ და არც სხვა საოჯახო საქმეები ეხატებათ მაინც და მაინც გულზე. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო, მათ ამ მსხვერპლის გაღებაც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ცხადია იგი პერანგსაც დაგიუთოვებთ და ღილებსაც დაგიკერებთ, მაგრამ არ გეგონოთ ამას სიამოვნებით აკეთებდეს.
ლიტერატურაში ვერძი ქალის ტიპიური სახეა, მარგარეტ მიტჩელის რომანის ”ქარწაღებულნის” მთავარი გმირი, სკარლეტ ო’ ჰარა. სკარლეტის ხასიათის დეტალური შესწავლა, ვერძ-ქალზე სრულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით.
ვერძი მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა, თუმცა თავის პირმშოს ხელში ხშირად არ აიყვანს და ზედმეტ მფარველობას არასოდეს გაუწევს. ბავშვებთან იგი მკაცრია და მის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, თუკი ისინი სამომავლოდ, დამოუკიდებელ და მტკიცე ხასიათის პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.
=============
წინა თემის ლინკი:
ვერძი This post has been edited by Miss_Manette on 14 May 2010, 19:42