ვალდებულებებიო.... არ მიყვარს აღება, მაგრამ თუ ავიღე ჩემს თავზე რამე ვალდებულება ვასრულებ ბოლომდე, 101 %-ით!
ვაკეთებ იმას რაც აუცილებელია, თუნდაც არ მაინტერესებდეს, მაგრამ საკმარისია ვაანალიზებდე რომ საჭიროა და ის კეთდება.მაგრამ რამე თუ არ მაინტერესებს, ან არ მინდა და ვინმე მავალებულეეეეებს.... ოოოოოოო!!! მელანოოოო....
არ გავაკეთებ და პირიქით, დიდი სიამოვნებით ავურევ....
მეგობრობასაც შეეხეთ ხო? არა, აბა ვინმემ გაბედოს და თქვას რომ მერწყულზე უკეთ ფლობს ამ დიად გრძნობას? გრძნობა ემოციასთანაა კავშირიში, ვერ შევადარებ მეგობრობას ემოციას, ეს რაღაც სულიერი სიმსივნეა ამოუკვეთავი და მეტასტაზებივით მოდებული მთელს ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც მჯერა რომ საიქიოშიც გავიყოლებთ....
მეგობრობაში ვიღებთ თითქმის ყველა ვალდებულებას, რაც შეგვიძლია რათქმაუნდა და ვასრულებთ ბოლომდე და სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს მეგობრისთვის კეთდება :*
ერთი რაც არ მიყვარს, ვალის გაცემა-მიღებაა... თუ გინდა მერწყული დაკარგო, ისესხე მისგან თანხა, გასესხებს და დაკარგული ხარ ჩათვალე, არ გასესხებს და მაინც დაკარგული ხარ, თუნდაც არ ჰქონდეს ფული... მერწყულის დამშვიდობების ტაქტიკა საკმაოდ მშვიდი და დიპლომატიურია, მაგრამ კითხვის ნიშნებს ტოვებს, რომელიც მერწყულს საპასუხოდ საერთოდ არ აინტერესებს... იყავი ძლიერი, რომ მერწყულთან შეინარჩუნო სტაბილურობა... გამჭირვალობა და გახსნილობა ზომიერების ფარგლებში, და სიტყვა "ზომიერება" ეს ისაა, რასაც მერწყული იცავს თითქმის ყველგან, ასე, რომ ნებისმიერს მოგეთხოვებათ ამის დაცვა... ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველას და ყველაფერს წაადგება
ვიღაცას შენძრეული და ეშმაკი ადაიანები ვგონივართ...საქმე იცით რაშია? ჩვენ ვართ უბრალოდ კარგი დიპლომატები, საერთოდ კი სუსტებს თვალში არ მოვუდივართ

ბოროტების ჩადენა ადამიანს შეუძლია, სიკეთეა რთული საკეთებელი, ზოგი ბოროტებას გულიდან ჩასდის, ჩვენ ამის ხელოვნებას გონებრივად ვფლობთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გული არ გვაძლევს საშუალებას ეს ხშირად განვახორციელოთ, თუ განვახორციელეთ და შედეგები არც თუ იშვიათად - მწარეა, ამ სიმწარეს როგორც შედეგს მე პირადად ძალიან განვიცდი ხოლმე.
პ.ს. რაღაც მრავალაზროვანი პოსტი გამომივიდა, მაგრამ საერთოს იხილავთ დოქიანებო ვიცი და სხვათათვის ალბათ, რომ გამოსადეგარი იქნება. ეცადეთ მერწყულთან მუდმივად ფხიზლად იყოთ,სიმთვრალეშიც კი, არა საშიშროების თვალსაზრისით, არამედ ეს უბრალოდ საჭიროა არაერთი მიზეზის გამო, კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი, რეალურად გააკეთეთ ამის ანალიზი