აბა რატომ ჩხუბობ ჩუმად ხართო

რა ვთქვათ

იკივლოს სხვამ და ვიკივლებ მეც

(სხვა თემებში რო პოსტავენ და თავის თემაში ერთს არაფერს იტყვიან კი გწყინს მარა რათ გვინდა ისეთი ნათქვამი არაფრის მომტანი რომ არის

ვიცი მაგას მეტყოდი

)
მესაზღვრეები - პლიუს მინუს სამი დღე
მზე- ძირითადი მანათობელია რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვსაზღვრავთ ზოდიაქოს ნიშან-თვისებებს.
მზე ერთი ნიშნიდან მეორეში გასასვლისას თანდათან კარგავს წინა ზოდიაქოს ნიშან თვისებებს და აღივსება მომდევნო ზოდიაქოს ნიშან თვისებებით.
ამათ იმ ზოდიაქოს ნიშნის ბოლო სამ დღეს დაბადებულ ადამიანებს, ხშირად აქვთ შემდეგი ზოდიაქოს ნიშან თვისებები. მაალითად, ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ბოლო სამი დღის განმავლობაში დაბადებული ადამიანები მეტ-ნაკლებენ ატარებენ საკუთარ თავში შემდგომი ზოდიაქოს ნიშნის,- ანუ კუროს თვისებებს, ხოლო იმათ კი, ვინც პირველ სამ დღეში იბადება როგორც წესი, ხასიათში აქვთ წინა ზოდიაქოს ნიშან თვისებები. მაგალითად,კუროს ზოდიაქოს ნიშნით პირველ სამ დღეში (20,21, 22 აპრილს) ნდაბადებულები, საკუთარ თავში გამოავლენენ ზინა წინა ზოდიაქოს ნიშნის (ანუ ვერძის) ნიშან-თვისებებს.
ასეთი ადამიანები ერთდროულად ატარებენ ორი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს, გამორჩეულები ხდებიან, რადგან მათ ერთდროულად მართავენ ორი ნიშნის მფარველი პლანეტები. ამიტომაც ასეთი ადამიანები, გარკვეულწილად, როგორც მეტად დიდი ნიჭიერებით, ასევე ხასიათების მეტი სირთულეებით გამოირჩევიან და მათ ასტროლოგები ,,მესაზღვრეებს'' უწოდებენ. ამასთანვე ეს იფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, ხოლო მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება პირადი ჰოროსკოპის მეშვეობით.
მე
მშვილდოსანი- თხის რქა (18დეკემბერი - 24 დეკემბერი)
,,შეიარაღებულია და ძალზე საშიში'', - ასე შეიძლება ამ პერიოდში დაბადებულთა დახასიათება. მშვილდოსანის სიზუსტე, ენერგიულობა, გამრავლებული თხის რქის პატივმოყვარეობაზე და შრომისუნარიანობაზე, გვაძლევს განსაკუთრებულად ნებისყოფიან და მიზანსწრაფულ პიროვნებას (ი.სტალინი, მ.სააკაშვილი) უნდათ მათ თუ არა, ისინი უმრავლეს შემთხვევაში მაინც ლიდერებად ყალიბდებიან. მათგან გამოდიან ბრწყინვალე მხედართმთავრები, კინორეჯისორები, რგნიზატორები, პედაგოგები და... საბედისწერო ქალები რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმეის გარეშე ატყვევებენ მამაკაცთა გულებს.
თხის რქა - მერწყული (18 იანვარი - 23 იანვარი)
ზოდიაქოს ნიშანთა ასეთი ნაზავი მეტად კაშკაშა იერსახეს ატარებს. ამ წყვილში ერთმანეთს ხვდებიან, თხის რქის მართველი პლანეტა სატურნი, რომელიც აჯილდოებს ადამიანს ტრადიციულობით, საზღვრებით, პედანტურობით და მერწყულის მართველი ურანი, რომელიც თავისუფლების ჩარჩოებს მიღმა ყოფნის მეხოტბეა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ ასეთ ადამიანთა ცხოვრება, უფრო მეტად, წინაღობებით გადალახვით სირბილს გავს. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან, ხოლო მათ გეგმებში მუდმივად იჭრება ახალი. მათ შორის დაბადებულებში ხშირად ვხვდებით ნიჭიერ პროგრამისტებს, დიზაინერებს, ნოვატორებს, მოწინავე ტექნოლოგიების შემქმნელებს. საოჯახო ბედნიერებას ვერ პოულობენ სწრაფად, თუმცა 30-35 წლის შემდეგ ისინი მეტად საიმედო და სტაბილურ მეუღლეებად იქცევიან.