მზე თხის რქაა, ანუ თხის რქის თვისებები: მმართველი პლანეტაა სატურნი, ორგანიზებული, სამეგობროდ კარგი, დიდი მოთმინება გაქვს, კარიერისტი ხარ, წინააღმდეგობების ადვილად გადალახვის უნარი შეგწევს, მიზანი გაქვს და რქებით მიდიხარ ამ მიზნისკენ, შეუპოვრობა. თხის რქა მიწის ნიშანია ანუ მელანქოლია და დეპრესიულობაა დამახასიათებელი, ოპტიმიზმი უნდა გამოიმუშავო, ეგოისტებიც ხართ, გულდახურულები, ადვილად არ იხსნებით ადამიანთან, სანამ კარგად არ შეამოწმებთ, რომ მისი ნდობა შეიძლება, გრძნობებს ვერ გამოხატავთ და ადამიანებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ცივები ხართ.
მთვარე მორიელშია, ანუ ქვეცნობიერად ხარ მორიელი, მთვარე მორიელში
მთვარის ნათელი მხარე მორიელის ნიშანში: ადამიანი ხდება უფრო გამტანი, ემოციური, უძლიერდება იდეალისტური თვისებები.
მთვარის ბნელი მხარე მორიელის ნიშანში: ადამიანი ხდება ჯიუტი, ეჭვიანი, მოუთმენელი, ძალაუფლების მოყვარული.
მორიელი - ასტროლოგიურად განასახიერებს სიკვდილს, კვლავწარმოებას და ემოციურობას. მორიელი ხაზს უსვამს მთვარის მგრძნობელობას და ამავდროულად წარმოაჩენს მის ძალას. თუ თქვენს პირად ჰოროსკოპში აღმოაჩენთ რომ მთვარე მდებარეობს მორიელის ნიშანში, მაშინ თქვენ გაგაჩნიათ დიდი სულიერება გრძნობებში, რომლებიც თქვენს მოქმედებებს აძლევენ ბიძგს...
ადამიანები რომლებსაც მთვარე მორიელის ნიშანში ყავთ, გამოირჩევიან უნარით სათანადოდ დამალონ საკუთარი გრძნობები. პლანეტისა და ზოდიაქოს ნიშნის ასეთი მდებარეობა ხალხს ურთიერთწინააღმდეგობრივ თვისებებსაც სძენს. მათ მართავთ ძლიერი ემოციები, მაგრამ ამავდროულად ისინი უარყოფენ გრძნობათა მამოტივირებელ როლს. (???) ისინი ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი განცდების (მაგ. სიბრაზით და ეჭვიანობით) და ამიტომაც ყოველივე ამას მალავენ სიმშვიდისა თუ კეთილგანწყობის ნიღბის ქვეშ.
ასეთი ხალხი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფითა და დაკვირვების განსაკუთრებული უნარით. მათი ნააზრევი ღრმა და ზუსტია. ფენომენალური მახსოვრობა მათი ნიჭიც არის და წყევლაც. როგორც წესი ის მათ ეხმარება სხვადასხვაგვარი სამუშაოების შესრულების პროცესში, თუმცა აიძულებს მათ დიდი ხანი განიცადონ ემოციონალური ტრავმა. ზოგიერთი მათგანი არასოდეს ივიწყებს წყენას და წლობით ელოდება შურისძიებისთვის შესაფერის მომენტს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბოროტები და ჩასაფრებულები არიან, თუმცა ყოველთვის მზად არიან იმ ჭრილობების გასახსენებლად, რომლებიც წლების წინ მიაყენეს მათ თავმოყვარეობას.
"მიმწოლი" და "გამტანი" თვისებები საშუალებას იძლევა წარმატებით იქნეს გადალახული წინააღმდეგობები, თუმცა სამწუხაროდ სწორედ "მთვარით მორიელები" ეჩეხებიან სირთულეებს სხვებზე ხშირად. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში როგორც წესი არის რაღაც საიდუმლო პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან ან ჯანმრთელობასთან.
თუმცა ვნებას ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მთვარით მორიელების ცხოვრებაში, მათი სექსუალურობა შეიძლება გარდაიქმნას სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად შემოქმედებით საქმიანობაში ან კარიერულ წინსვლაში, ისეთ საქმეში, რომელშიც საკუთარი თავის ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამსახური მათთვის მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მათი მეშვეობით ისინი უკეთ გამოხატავენ საკუთარ თავს. საკუთარი თავის მიმართ აქვთ მაღალი მოთხოვნები. არიან პატივმოყვარეები და შეუძლიათ საქმის კარგად ადმინისტრირება.
მთვარით მორიელები მგრძნობიარეები არიან, რაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს იზიდავს, თუმცა ამას თვითონვე ვერ ხვდებიან. მათი პირადი ცხოვრება ამ თვისებას სირთულეებისკენ მიჰყავს, რაც შეიძლება გამოიხატოს მრავალჯერ ქორწინებაში... სხვის დაქვემდებარებაში მოხვედრის შიში ასევე ახდენს ზეგავლენას მათ სასიყვარულო ურთიერთობებზე. უჭირთ მინდობა. სინამდვილეში კი ისინი ემოციურად დაცულობის საჭიროებას გამიცდიან. საფრთხის მუდმივი გრძნობა არ აძლევს მათ საშუალებას ძლიერ უყვარდეს.
რა ნიშანშიც არ უნდა მდებარეობდეს მზე, მთვარით მორიელებს ახასიათებთ პრინციპულობა და დიდ ნებისყოფა. მთვარე მორიელში ფორმირებას უკეთებს ძლიერ შინაგან სამყაროს, აჯილდოებს უხვი გრძნობებით და სხვებზე გავლენის მოხდენის ჰიპოთეტური უნარით.
მერკური მშვიდოსანში( ინტელექტი, კონტაქტები) შენ თავისუფლების მოყვარული იქნები, მიდრეკილი ფილოსოფიური და რელოგიური თემებისადმი, ოღონდ შეზღუდულად მოაზროვნე რელიგიური ტიპი კი არ ხარ, ჭვრეტა გაქვს ფაქტებით გამყარებული. გექნება იუმორის ნიჭი და საღ კომუნიკაციას დამყარებ მიყვარს მერკური ამ ნიშანში რადგან, ამ ხალხს განსაკუთრებული ხედვა აქვს, შეუძლიათ უმნიშვნელო სხვისთვის გახადონ მნიშვნელოვანი თავიანთთვის უამრავი არგუმენტების დასტით, იაზროვნონ საღად და ქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება სხვათა მიმართაც . აზროვნებენ ისე რომ ყოველ უარყოფით მოვლენას მოყვება დადებითი და პოზიტიურადაც ანახებენ სხვებსაც. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, გაქვს იმედი. გაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ოღონდ შეიძლება რაიმე საქმე ენთუზიაზმზე დაიწყო. ყოველთვის მაღალი იდეალები და შეიძლება ბევრმა ნიშანმა ვერ გაუძლოს როგორ იმსჯელებ მათთვის არასაინტერესო თემებზე, რაც შენთვის ზე თემებია. აქ იუმორის ნიჭი დაგეხმარება და ასე რომ მაინც სასიამოვნო/საინტერესო მოსაუბრედ ითვლები. ოღონდ უარყოფითი ის შეიძლება გქონდეს რომ კარგი მსმენელი ვერ ხარ, როცა ვინმე რამეს გიყვება და ეს არ არის შენი ზე იდეალი ან რამე სხვაზე ჩაფიქრდები იმ მომენტში და ზოგ შემთხვევაში მათდამი სიუხეშესაც გამოიჩენ. ატაკებ პირში რომ სულ არ უხდება ეს ვარცხნილობა და ტყუილად ლაპარაკობს ამაზე ბევრს. ვიღაც რომ ცუდად ვარო ეტყვის, შენ კარგი გართობა გჭირდებაო და მოუყვება ანეგდოტებს. და კიდევ ამბობენ უკიდებენ მშვილდოსანში მერკურის მქონეები ენებსო და არ ვიცი მართალი თუა, მე მარტო ერთზე შევამჩნიე ეს.
ვენერა მერწყულში( სიყვარულში ხარ მერწყული)
რომანტიულ და სექსუალ ურთიერთობებში გახსნილი ადამიანი ხართ, რომელიც არ არის მიდრეკილი ტრადიციულობისკენ. გიყვართ საზოგადოებაში ყოფნა და ახალი ადამიანების გაცნობა. ბევრი მეგობარი გყავთ, ქალების და კაცებიც. ძალიან აფასებთ მეგობრობას და როგორც წესი გირჩევნიათ მეგობარი იყოთ ვიდრე საყვარელი. ინტელექტუალური ურთერთგაგებისკენ მიილტვით ან სულირი კავშირისკენ იმ ადამიანთან ვინც გიყვართ. ინტიმური ურთიერთობები და ემოციური კავშირი რთულად შეთავსებადია თქვენთვის. ქმრის ან ცოლის სტატუსი არ გხიბლავთ. ვერ იტანთ როცა ეჭვიანობენ ან ცდილობენ გაკონტროლონ. თქვენი აზრით შეუღლებული ადამიანებიც კი არ ეკუთვნიან ერთმანეთს, ამიტომ აფასებთ როდესაც სრულ თავისუფლებას განიჭებენ და არ გიყენებენ მოთხოვნებს ემოციური თვალაზრისით.
მარსი (აგრესია) კუროში დავგუგლავ Vთარგმნი ბარემ მივამატებ კიდევაც

იუპიტერი ლომში( ინტერესების სფეროა) :
ხელოვნება, გასართობი შოუ-ინდუსტრია. ორგანიზატორული ნიჭი, ინიციატივა, ხელმძღვანელობა, უშიშარი ხასიათი, სიყვარული, მეგობრობა. ანუ ეს სფეროები გაინტერესებს და ჰობია შენთვის .
ასცედენტი სასწორშია დახვეწილი გარეგნობა ამათ, გარე სამყარო აღგიქვამს ისე როგორც სასწორს, პირველად შთაბეჭდილება ესაა შენზე....
ზოგადი ესააა რაც შემეძლო მეთქვა სხვა რამეა როგორ ავლენ ამ თვისებებს შენ...
rozoma