
2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი კირჩხიბებისათვის
ქალი – კირჩხიბი – საკმაოდ მგძნობიარე და მამაკაცების ყურადღების მიმპყრობი პიროვნებაა, თუმცა, მამაკაცებთან ურთიერთობაში თავშეკავებული და ცივია. ასეთი ქალები თავის მგძნობიარობას თვლიან თავიანთ სისუსტედ და არა მარტო ის სურთ, რომ მამაკაცებმა ეს არ დაინახონ, არამედ ხშირად თავის თავსაც არ უტყდებიან ამაში.
ასეთი ქალები ყოველთვის ცდილობენ არ იყონ ისეთი, როგორიც არიან შინაგანად. ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული ქალის ნიღაბის ქვეშ იმალება ადვილად განაწყენებადი და მგძნობიარე ნატურა, ხოლო ამის დამალვის მცდელობისას ისინი გამოიყურებიან უხეშებად და მიუწვდომლებად.
როგორც წესი, ქალი კირჩხიბი ინტიმური ურთიერთობის დამთავრებისთანავე კარგავს მამაკაცის მიმართ ინტერესს და შესაბამისად, იგი ცდილობს გამოავლინოს მისი ხასიათის უარყოფითი მხარეები, რომ მამაკაცმა თავი დაანებოს. თუ ის შეხვდება იმ მამაკაცს, რომელიც იზრუნებს მასზე და გაალღვობს მის გულს, ასეთი ქალი სექსში მიიღებს განუმეორებელ სიამოვნებას, თუმცა შესაძლებლია კი ასეთი მამაკაცების პოვნა ?
მამაკაცი – კირჩხიბი – თავის თავში დარწმუნებული ეგოისტია, ამიტომ მათ არ აწუხებთ მიტოვებული ქალის განცდა და ცრემლები. როგორც წესი, მათ ანკესზე ეგებიან კეთილი და მიმნდობი გოგონები, ხოლო შედარებით უფრო ასაკოვანი და გამოცდილი ქალები უფრთხიან კირჩხიბ მამაკაცს, ვინაიდან იციან მისი ნატურა.
ახალგაზრდა გოგონები ადვილად მოიხიბლებიან კირჩხიბით, თუმცა, იგი სინდისის ქეჯნის გარეშე მიატოვებს მათ მაშინვე, როდესაც ყველაფერს მიიღებს, რაც უნდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეროტიულია, ინტიმურ ცხოვრებაში იგი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ქალს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. მას ადვილად შეუძლია გაანაწყენოს ქალი საწოლში და ამის გამო, მასთან ურთიერთობით შეიძლება დატკბენ მხოლოდ ის ქალები, ვისაც აქვს ასეთივე ნატურა.
კირჩხიბი ძალიან უფრთხილდება თავის სექსუალურ ჯანმრთელობას და უთმობს მას ბევრ დროსა და ძალას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კირჩხიბი იყოს კარგი მეოჯახე, ვინაიდან მისი პერსონა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო გარშემო მყოფნი ცდილობს დაიმორჩილოს აგრესიული ზეწოლით. თავისთავად, იგივე ემუქრება კირჩხიბის მეუღლესაც. ძალიან ხშირად მამაკაცი კირჩხიბის მეუღლეები არიან დაშინებული და უბედური ქალები, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც კირჩხიბის მეორე ნახევარი ხდება სულიერად უფრო ძლიერი და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე ქალი.
კირჩხიბის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: მორიელი, ვერძი
ნეიტრალური პარტნიორები: ტყუპები, ლომი, ქალწული, თევზები
შეუთავსებელი პარტნიორები: თხის რქა, სასწორი

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი ლომებისათვის
ქალი – ლომი – გონიერი და წყნარია, თუმცა, ამავდროულად დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია დაიპყროს ნებისმიერი მამაკაცი.
ქალი ლომი არც ისე ვნებიანი ნატურაა და ამის გამო სექსს უყურებს ზედმეტი ემოციების გარეშე, ხოლო რაღაც შემთხვევები კი საერთოდ ცივად.
ქალი ლომი არ წარმოადგენს ისეთ ადამიანს, რომელსაც აწყობს მხოლოდ ერთი ღამის ურთიერთობები. ყოველ მამაკაცს იგი უყურებს და შესაბამისად აფასებს როგორც მომავალ პარტნიორს – მეუღლეს.
სექსში ცივი ტემპერამენტის გათვალისწინებით ლომი ქალის მეუღლე რჩება თავის თავთან მარტო და დაუკმაყოფილებელი. შესაბამისად, ასეთი მამაკაცი ხშირად იწყებს სხვა ქალის ძიებას და ღალატობს მეუღლეს, რათა მიიღოს სასიამოვნო შეგრძნებები და იგრძნოს, რომ მას კიდევ რაღაც შეუძლია.
შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც ასევე ცივად უყურებს სექსს, როგორც ქალი, იქნება საუკეთესო მეუღლე მისთვის.
მამაკაცი – ლომი – ცდილობს ყველას დაანახოს თუ როგორ ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული ადამიანია იგი, თუმცა, ძალიან ხშირად ხდება, რომ მაჩოს ნიღაბის უკან იმალება თავის თავში რწმენის არმქონე ადამიანი. მას ძალიან ეშინია დაცინვის ან მის უარყოფის, თუ მისი სექსუალური შესაძლებლობები არ გააკვირვებს მის პარტნიორს.
ლომი ხშირად შედის ერთ დღიან საეჭვო სექსუალურ კავშირებში, რათა დაარწმუნოს თავის თავი და გარშემომყოფნი, რომ მას სექსში კიდევ რაღაც შეუძლია. თუ ლომს შეხვდება ჭკვიანი ქალი, რომელიც გამოიცნობს მის ხასიათს, მაშინ იგი შეძლებს ლომის მართვას.
ლომი დააფასებს იმ ქალს, რომელიც დაარწმუნებს, რომ იგი ყველა მამაკაცს შორის საუკეთესოა, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალი ამას ამბობს გულწრფელად და ამისათვის ქალი უნდა ფლობდეს საკმაო გონს. ზუსტად ასეთი ქალი დაიპყრობს ლომის გულს, გახდება მისთვის საუკეთესო მეუღლე და ასეთ ქალთან გაიხსნება ხელახლა ლომი, როგორც მოსიყვარულე მეუღლე და მამა.
ლომის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: სასწორი, ტყუპები, მშვილდოსანი
ნეიტრალური პარტნიორები: ქალწული, მორიელი, თხის რქა
შეუთავსებელი პარტნიორები: მერწყული, ვერძი

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი ქალწულებისათვის
ქალი – ქალწული – აქვს რბილი და კეთილი ხასიათი, ლამაზი და ნაზი გარეგნობა. სექსუალურ ურთიერთობაში ქალწული იხსნება სრულად და ამის გამო მას შეუძლია ინტიმისაგან მიიღოს ნამდვილი სიამოვნება. უყვარს მისი სილამაზით, შარმითა და მიმზიდველობით დატყვევებული მამაკაცების ყურება.
ქალი ქალწული სექსში ვნებიანი და ცეცხლოვანი ნატურა არაა. პირიქით, ამ რბილ და წყნარ ქალს შეუძლია მამაკაცს მიანიჭოს ისეთი მოფერება და ყურადღება, რომელთაც მამაკაცი ძალიან დიდი ხანი დაიმახსოვრებს.
ქალწული ქალისათვის მნიშვნელოვანია მამაკაცში გრძნობდეს მყარ საყრდენს, რომელსაც დაეყრდნობა პრობლემების დროს, და ასევე სიხარულსაც გაიზიარებს მასთან ერთად.
მისი შარმი აიძულებს მამაკაცებს დაუბრუნდნენ მას კვლავ და კვლავ.
ოჯახურ ცხოვრებაში ქალწული იქნება საუკეთესო დიასახლისი, დედა და მეუღლე. მამაკაცები ამას ხვდებიან და ცდილობენ არ გაუშვან ასეთი ქალები ხელიდან.
მამაკაცი – ქალწული – ქალებთან ურთიერთობაში არიან მორცხვი და გაუბედავები, ეს კი თავის მხრივ მათ გარკვეულ უხელხულობებს უქმნის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან გაცნობასა და ურთიერთობებში. მათთვის ძნელია იმის გაგება, რომ ქალები ხშირად მათი ლოგიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ხასიათის დადებითი ნიშნებიდან აღსანიშნავია სინაზე პარტნიორის მიმართ და ზუსტად ამაზე ეგებიან ქალები პირველ რიგში, თუმცა, როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ მამაკაცი ქალწულის საქსუალური შესაძლებლობები არც ისე მცირეა, ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან ესეთი მამაკაცი.
ამავდროულად, მამაკაც ქალწულს საკმაოდ ადვილად უყვარდება და როგორ წესი, ყველა ქალს ხედავენ მხოლოდ საუკეთესო მხრიდან, ეს გულუბრყვილობა კი ხშირად საკმაოდ ცუდ შემთხვევებით მთავრდება.
იმასთან ერთად, რომ მამაკაცი ქალწული ნაზი, გულწრფელი და ერთგულია, მან კიდევ შეიძლება პარტნიორს შესთავაზოს ისეთი ექსპერიმენტები საწოლში, რომელიც პარტნიორს სასიამოვნოდ გააკვირვებს.
თუ თქვენ გეყვარებათ და პატივს სცემთ მას, ასეთი მამაკაცი იქნება საუკეთესო მეუღლე და მამა, მაგრამ , თუ თქვენ უღალატებთ მას და იგი გაიგებს ამის შესახებ, მზად იყავით იმისათვის, რომ პასუხად მიიღებთ კარგად მომზადებულ შურისძიებას.
ქალწულის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: ლომი
ნეიტრალური პარტნიორები: თევზი, მერწყული, ქალწული
შეუთავსებელი პარტნიორები: ვერძი, კურო, სასწორი, მორიელი

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი სასწორებისათვის
ქალი – სასწორი – ხშირად ვერ ერკვევა თავის სექსუალურ პარტნიორებში და იმ ერთადერთის ძებნაში შეიძლება შეიცვალოს ბევრი მამაკაცი.
თუ სასწორი თავს დაუკავშირებს ძლიერ მამაკაცს, მაშინ მამაკაცი შესძლებს მის ხელში დაჭერას, ხოლო თუ არჩევანს შეაჩერებს კეთილ და სუსტ მამაკაცზე, მაშინ ქალი შესძლებს მამაკაცის თავის ჭკუაზე ტარებას, თუმცა ასეთი ურთიერთობები მას არ მოუტანს ნამდვილ სიამოვნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ქალ სასწორს აქვს ძალიან დიდი ტემპერამენტი, მის ცხოვრებაში სექსი დიდი ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა, ეს მას ხელს არ უშლის ხშირად იცვალოს მამაკაცები.
ასეთ ქალები არა მარტო უნდა უყვარდეთ, არამედ მთელი ძალებით უნდა ამტკიცონ ეს საქმეებით, რაც სასწორ ქალს ეხმარება გახსნაში და როგორც მისი შედეგი, სულ სხვანაირად დაინახავთ მას. ისინი ხდებიან ბევრად ნაზი და მხიარული, ხოლო ქორწინებაში კი მათი სექსუალური ცხოვრება წყნარდება.
კაცი – სასწორი –არის ადამიანი, რომელშიც ერთმანეთს ებრძვის ორი განსხვავებული ნატურა და მათში შეიძლება ნამდვილი გაორების დანახვა. ერთის მხრივ, მამაკაცი სასწორი უყვართ გარშემო მყოფთ, ისინი კეთილი, ელენგანტურები და მხიარულ კომპანიაში ყოველთვის ცენტრში არიან, მიილტვიან სიმშვიდისა და სტაბილურობისკენ, თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი საშინლად არიან დამოკიდებული სექსზე და სექსი უნდათ მუდმივად.
ხანდახან სულით ძლიერი სასწორი ცდილობს აკონტროლოს საკუთარი თავი და ეს მას როგორც წესი, კარგად გამოსდის. ამ შემთხვევაში მამაკაცი სასწორი საუკეთესო მეუღლეა, თუმცა, თუ სექსი ხდება მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი კარგავენ თავს და ხდებიან ნერვიულნი. მორიგი სექსუალური თავგადასავალი საშუალებას აძლევს მათ, მცირეოდენი ხნით დაწყნარდნენ, მაგრამ, შემდგომ ისევ ეწყებათ შინაგანი ბრძოლა.
შესაძლებელი რომ იყოს სასწორი მამაკაცები მიატოვებდნენ ყველაფერს და თავს მიუძღვნიდნენ მხოლოდ სექსს. როგორც წესი, პარტნიორები უკმაყოფილო არიან სასწორ მამაკაცებთან ურთიერთობით, ვინაიდან ისინი ინტიმურ ურთიერთობებში საერთოდ არ ფიქრობენ ქალებზე და მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიამოვნების მიღება.
ასეთი მამაკაცები ოჯახურ ურთიერთობებში არიან მხოლოდ ისეთ ქალებთან, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი ტემპერამენტი, ხოლო თუ მათი ტემპერამენტი არ ემთხვევა ერთმანეთს, ინტიმურ ურთიერთობებში ორივე მხარე დაიტანჯება.
სასწორის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: ვერძი, ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული
ნეიტრალური პარტნიორები: კირჩხიბი, თხის რქა, კურო
შეუთავსებელი პარტნიორები: თევზები

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი მორიელთათვის
ქალი – მორიელი – არის საბედისწერო ლამაზმანი, რომელიც ყველა გზით ცდილობს მიიღოს სიამოვნება სექსში. ის ჭკვიანი, ლამაზი და მიმზიდველია, მასში არის რაღაც მითიური, ამოუცნობი და ფარული. მამაკაცები კი ჭკუას კარგავენ მასზე.
მორიელი ქალი სექსუალურ ცხოვრებას იწყებს ადრე, ის არ არის იმათგანი, ვინც წლობით დაელოდება თავის მიჯნურს. მამაკაცები აფასებენ და მეტიც, აღფრთოვანებული არიან მორიელი ქალის გამოცდილებით.
სექსუალურ ურთიერთობებში მორიელი ქალი სრულად ეძლევა პარტნიორს და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორც გამოიყურება, თუმცა იგი ასეთ მოშვებულ მდგომარეობაშიც მშვენიერია.
ასეთი ქალები მათი სილამაზითა და სექსუალურ მიმზიდველობით აიძულებენ მამაკაცებს დაუბრუნდნენ კიდევ და კიდევ, მამაკაცები მზად არიან მათთვის მიატოვონ ცოლ–შვილი, დაანგრიონ საკუთარი კარიერა და ჩაიდინონ კიდევ მრავალი სისულელეები, რათა მორიელი იყოს მათ გვერდით.
ქორწინებაში ქალი მორიელი საკუთარი მეუღლის ერთგული მოკავშირეა, მუდმივალ მხარში უდგას მას და ეხმარება წარმატების მიღწევაში.
მორიელი – მამაკაცი – არაორდინალური, საინტერესო და სიგიჟის ჩამდენი პიროვნებაა. ამას გარდა, საწოლში იგი ბევრს მისცემს ფორას. ის ყოველთვის მომზადებულია, როდესაც მორიგი ქალი ცდილობს მის დაპყრობას. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სრული თავისუფლება, ამის გამო იგი ქორწინებას განიხილავს როგორც მასზე ხელყოფას. ასეთი მამაკაცისათვის სექსს უფრო სპორტული ინტერესი აქვს, ვიდრე რომანტიკული საფუძველი.
იმის გამო, რომ მათ აქვთ ნათელი გონება, ადვილად ხელმისაწვდომი ქალები მათ საერთოდ არ ხიბლავთ და ისინი სიამოვნებას იღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც იპყრობენ ძლიერ და ჭკვიან ქალებს, ხოლო მათ დასაპყრობათ ყველაზე მეტად მათ მოსწონთ საკუთარი ქმედებების წინასწარი გათვლა. ამასთან, როდესაც სასურველ ქალი აღმოჩნდება მის ფეხქვეშ, იგი კარგავს ყოფელგვარ ინტერესს მის მიმართ, თუმცა, იგი ამ შემთხვევაში ყოველთვის იქცევა როგორც ნამდვილი ჯენტელმენი და ქალებს აქვთ საშუალება, სრულად აღიქვან მასთან საწოლში გატარებული დროის განუმეორებლობა, რაც ბევრი ქალისათვის მისაღებიც არის, ვინაიდან მორიელისაგან ისინი იღებენ დაუვიწყარ სექსს.
ისეთი მამაკაცები ქორწინებაში ვერ პოულობენ ბედნიერებას და ხშირად რჩებიან მარტოდ.
მორიელის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა, თევზები
ნეიტრალური პარტნიორები: სასწორი
შეუთავსებელი პარტნიორები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი მშვილდოსანისათვის
ქალი – მშვილდოსანი – გატაცებული პიროვნებაა როგორც უბრალოდ ცხოვრებაში, ასევე სექსშიც. ის ჭკვიანია, ღიაა ურთიერთობებში და აქვს მხიარული ხასიათი.
მას განასხვავებს ხასიათის ისეთი ნიშანი, როგორცაა ცხოვრების დაფასება მის ყოველ გამოვლინებაში და ამაში სექსი გამონაკლისი არაა.
საწოლში ავლენს დაუოკებელ ვნებას და თითქმის არასოდეს არ იღლება სექსით. მისი სექსუალური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად ხშირად ავლენს ფანტაზიებს და უყვარს სიახლის გასინჯვა.
ქალი მშვილდოსანი თანაცხოვრებისათვის ირჩევს ძლიერ და ჭკვიან მამაკაცებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ მამაკაცებთან შეუძლია შეიგრძნოს თავისი თავი და მიიღოს მრავალფეროვანი სიამოვნება.
ქორწინებაში მშვილდოსანს შეუძლია ღალატი და ამის გამო, იგი მშვიდად უყურებს, თუ მისი მეუღლე დარბის სხვა ქალებში. რამდენად სერიოზულობითაც არ უნდა უდგებოდეს მეუღლესა და ოჯახურ ცხოვრებას , ურთიერთობებში მაინც გაჩნდება ბზარი და ამის მიზეზები მისი დაუოკებელი ხასიათია.
მამაკაცი – მშვილდოსანი – კეთილი და სასიამოვნო ადამიანია. მას უყვარს სასიამოვნო და ამოუცნობი ქალები, რომელთა ბუნებაზეც იგი ჭკუას კარგავს და მუდმივად ცდილობს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ლამაზად მოაწონოს თავი.
მშვილდოსანი მამაკაცი ადვილად აყვარებს მის თავს ქალებს და საერთოდ არ ფიქრობს, თუ როგორ გრძნობენ თავს ისინი, როდესაც იგი მშვიდად აუქცევს მათ გვერდს. ის იშვიათად ეჩვევა ერთ ქალს და მას არ უყვარს ერთ ადგილზე დიდი ხანი ყოფნა, რის გამოც საეჭვოა, რომ რომელიმე ქალი მას დიდი ხნით დააინტერესებს.
მას ძალიან უყვარს მრავალფეროვანი სექსი და ცდილობს მიანიჭოს მის პარტნიორს განუმეორებელი სიამოვნება და მთლიანად შეერწყას მას, მაგრამ, ეს ეხება მხოლოდ სექსს, რის შემდეგაც იგი უბრალოდ მიდის, ქალებს კი მხოლოდ ის რჩებათ, რომ უყურონ მის წასვლას და კარგად ხვდებიან, რომ ის ქორწინებისთვის არაა გაჩენილი.
მშვილდოსანია თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: ტყუპები, ლომი, მერწყული, მშვილდოსანი, თევზები
ნეიტრალური პარტნიორები: თხის რქა, მორიელი
შეუთავსებელი პარტნიორები: ვერძი, კირჩხიბი

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი თხის რქისათვის
ქალი – თხის რქა – ორსახოვანი ნატურაა. ერთის მხრივ მისთვის მნიშვნელოვანია, თუ რას იფიქრებენ მასზე გარშემომყოფნი, რის გამოც მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაიცვას გარკვეული ნორმები, რომლებიც ეხება მის სექსუალურ ცხოვრებას, ხოლო მეორეს მხრივ, იგი საკმაოდ ეროტიულია და ხშირად უყვარდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.
ორსახოვანი ბუნების გამო ხშირად მისი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც იგი ხშირად იკეტება თავის თავში, ხოლო ასეთი ჩაკეტვა იწვევს სხვადასხვა კომპლექსების გაჩენას და მისი ვნება რჩება გაუხარჯავი.
მამამკაცები მასში ხედავენ რბილ და კეთილ ქალს, რის გამოც ყველა ძალით მიილტვიან მისკენ.
ხშირად ხდება, რომ თხის რქის ტემპერამენტი იძალებს მის სხვა ნატურაზე და იგი მთლიანად, უკან მოუხედავად ეძლევა სიყვარულს. ამ დროს იგი ნებისმიერს იპყრობს თავისი გაშმაგებულობით, ცეცხლოვანი ტემპერამენტითა და სექსუალური მრავალფეროვნებით.
ქორწინებაში ის ცდილობს იყოს ერთგული, თუმცა მას იშვიათად გამოსდის, დროდადრო მაინც ღალატობს და გულწრფელადაც ნანობს ამის თაობაზე, მაგრამ ნატურა მაინც თავისას აღწევს.
მამაკაცი – თხის რქა – ძალიან მიზანმიმართული პიროვნებაა, რომელმაც კარგად იცის რაც უნდა და როგორც წესი, აღწევს კიდევაც დასახულს. ეს ძალა და მამაკაცური ხასიათი გადაწყვეტილების მიღებაში, იზიდავს ქალებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თხის რქა ხშირად იცვლის პარტნიორებს, სექსუალურ ცხოვრებაში საკმაოდ პრეტენზიულია და თუ ის იპოვის მის სასურველ პარტნიორს, ძილიან დიდი ხანი დარჩება მისდამი ერთგული. მისი კიდევ ერთი დადებითი ჩვევაა ის, რომ საწოლში ცდილობს გაერკვეს, თუ რა უნდა პარტნიორს და მაშინვე აუხდენს მას სექსუალურ ფანტაზიებს.
ერთი მხრივ, თხის რქა თავის თავში ჰკეტავს მის სექსსუალურობას და არ საუბრობს მის ოცნებებზე ან ფანტაზიებზე, მაგრამ, გამოცდილ პარტნიორთან სექსით მან შეიძლება ბევრი მიიღოს.
თხის რქა აფასებს მის დროსა და თავისუფლებას, ამიტომ, მისი იძულება ქორწინებაზე არ ღირს. ის დაქორწინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხვდება, რომ მას ეს სჭირდება და მისი პარტნიორი კი ის ქალია, რომელთანაც ის შესძლებს გაატაროს მთელი ცხოვრება. თუ თქვენი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნით არის თხის რქა, თქვენ გრჩებათ მხოლოდ ერთი გამოსავალი – დაელოდოთ.
ქორწინებაში თხის რქა საუკეთესო მეოჯახე და მამაა, ხოლო სექსუალური ცხოვრება მასთან ყოველ წელს მეტად სასიამოვნო გახდება.
თხის რქის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: კურო, ქალწული, მორიელი, თევზები
ნეიტრალური პარტნიორები: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი
შეუთავსებელი პარტნიორები: ლომი, მერწყული

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი მერწყულისათვის
ქალი – მერწყული – სასიამოვნო, ურთიერთობაში გახსნილი და კარგი მეოჯახეა. მას უყვარს მხიარულება, თუმცა, საწოლში იგი თავშეკავებულია. პირად ცხოვრებაში მისთვის სექსი არ არის მთავარი არგუმენტი და უყვარს წყნარი, უფრო მეტად რომანტიული სექსი. ამიტომ, თუ თქვენ საწოლში ხულიგნობის და ექსპერიმენტების მოყვარული ხართ, მერწყული თქვენთვის შესაფერისი პარტნიორი არაა. მისთვის კარგი არჩევანი იქნება მამაკაცი, რომელსაც აქვს რბილი და წყნარი ხასიათი, ხოლო საწოლში კი მაღალი ტემპერამენტის მატარებელია.
მერწყულს ცეცხლოვან სექსის მაგივრად, ურჩევნია მხიარული ურთიერთოობა საინტერესო ადამიანებთან. მან შეიძლება ანერვიულოს და აეჭვიანოს მეუღლე, ვინაიდან ცდილობს თავი მოაწონოს სხვა მამაკაცებსაც, თუმცა, მისი მეუღლეს შეუძლია არ ინერვიულოს, რადგან მერწყული არ არის ის ტიპაჟი, რომელიც უღალატებს.
თუ თქვენ გჭირდებათ წყნარი და ყურადღებიანი მეუღლე, მაშინ არჩევანი უნდა შეაჩეროთ მერწყულზე.
მამაკაცი – მერწყული – მისი სექსუალური ტემპერამენტი მაღალი არაა, მას როგორც ასეთი, სექსი არ აინტერესებს და მეტად უყვარს იმის შეგრძნება, რომ მის გვერდით იმყოფება ღირსეული, ლამაზი, ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ქალი. სექსში მას აწყობს მოკლევადიანი, ხშირად კი მხოლოდ ერთი ღამის ურთიერთობები, რათა დაიკმაყოფილოს მისი მცირე მოთხოვნილებები.
მისთვის ნაკლებად მნიშნვნელოვანია, მისი პარტნიორი იქნება გამოუცდელი გოგონა თუ სექსში დიდი გამოცდილების მქონე ქალი. მერწყულს, სექსუალურ ცხოვრების მაგივრად ხშირად ურჩევნია ჩვეულებრივ საუბრები ან წიგნების კითხვა. სექსში იგი როგორც წესი უფრო მიმყოლია, ვიდრე ლიდერი, რადგან მას ასეთი ტემპერამენტი აქვს.
იგი ხშირად გატაცებულია სამსახურით. ქორწინებაში მერწყული ერთგული მეოჯახეა, თუმცა, მის მეუღლეს ეს ბედნიერებას არ ანიჭებს.
თუ ქალს წყნარი ხასიათი აქვს და სექსის მიმართ არ იჩენს დიდ ინტერესს, მაშინ მერწყული მისთვის იდეალური პარტნიორია, ვინაიდან იგი ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ადამიანია.
მერწყულის თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: ტყუპები, სასწორი, მშვილდოსანი
ნეიტრალური პარტნიორები: ვერძი, კირჩხიბი, ქალწული
შეუთავსებელი პარტნიორები: კურო, ლომი, მორიელი, თხის რქა

2012 წლის სექსუალური ჰოროსკოპი თევზებისათვის
ქალი – თევზები – იგი იდუმალებით მოცული პიროვნებაა, რომლისთვისაც მთელი სამყარო თამაშია, ხოლო იგი ამ თამაშში მსახიობია. მას თბილი და რომანტიული ურთიერთობები უფრო აინტერესებს, ვიდრე სექსი და შესაბამისად, შეიძლება დავასკვნად, რომ ინტიმურ ურთიერთობებში მას არ აქვს მაღალი ტემპერამენტი. ის მთელი ცხოვრება ეძებს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც ააჩქარებს მის გულისცემას, თუმცა, ბევრი არაა ისეთი მამაკაცი, რომელიც მზად არის აიტანოს მისი საკმაოდ ძნელი ხასიათი.
თევზი ვერ იღებს დიდ სიამოვნებას სექსიდან და ზუსტად ეს ფაქტორი მუშაობს მის წანააღმდეგ, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამაკაცი დაუბრუნდეს ქალს, რომელმაც არ შეაფასა მისი სექსუალური ძალა.
რა თქმა უნდა თევზი გამოდის მწყობრიდან, როდესაც ამას ხვდება, მაგრამ მისთვის უცხოა გრძნობების გაცემა და პარტნიორისათვის სიამოვნების მინიჭება. ზოგიერთი მამაკაცი მათი მადლიერია, რადგან თევზი ხომ თბილი და კეთილი ადამიანია.
იმავდროულად, რომ შეიძლება იყოს კარგი მეუღლეც, თევზს შეუძლია ღალატიც, თუმცა მას არ შეუძლია იმის ახსნა, თუ რატომ უღალატა.
მამაკაცი – თევზები – არის მდიდარი შინაგანი სამყაროსა და გძრნობების მატარებელი, რის გამოც იგი ისე როგორც არავინ, მიმზიდველია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისათვის, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სექსუალურ სფეროს. თუ კი ვინმე შეეცდება ჩაიხედოს მის შინაგან სამყაროში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დადბითი პასუხი მიიღოს, ხოლო თუ ასეთი მცდელობებს კიდევ ექნება ადგილი, დიდი ალბათობით მას პარტნიორი ვეღარასოდეს ვერ ნახავს.
თევზი არასოდეს არ გაამხელს მის სექსუალურ თავგადასავლებს. ის ცდილობს მიანიჭოს ქალებს ის, რაც მისგან სურთ და ამის გამო ხშირად ლამაზად საუბრობს და ქალებს ამის სჯერათ.
დაქორწინებას თევზი გადაწყვეტს მხოლოდ თავისი ინიციატივით, თუმცა, ოჯახის შექმნა მას შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს, ვინაიდან იგი თავს კარგად გრძნობს მხოლოდ მარტოობაში.
ოჯახურ ურთიერთობებში როგორც წესი ის არასოდეს ამთავრებს სათქმელს და არაა გულწრფელი, ხოლო მეუღლეს მუდმივად მოუწევს იმის გამოცნობა, თუ რა სურს ან შეემთხვა მას.
თევზების თავსებადობა ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
საუკეთესო პარტნიორები: კურო, კირჩხიბი, ქალწული, მორიელი, თხის რქა
ნეიტრალური პარტნიორები: ტყუპები
შეუთავსებელი პარტნიორები: ვერძი, ლომი
This post has been edited by 3333333 on 16 Jun 2012, 19:36