არც ისე ცოტაა. უბრალოდ უნდა იცოდე შენი მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო, მთვარის ნიშანი და ვენერა, მისი(ბიჭის) მზის და მთვარის ნიშანი და ვენერას ნაცვლად მარსის ნიშანი, ანუ სად ჰყავს მარსი, შემდეგ ამ ნიშნების შეხამება წაიკითხე და ეგაა.
ანუ თუ შენ მზე გყავს ვერძში, მთვარე კუროში და ვენერა ტყუპებში, მას კი ვთქვათ, მზე კირჩხიბში, მთვარე ლომში და მარსი ქალწულში, ჯერ დაიწყე მისი კირჩხიბით. როგორ ეწყობა შენს ვერძს, კუროს და ტყუპებს, შემდეგ მისი ლომი როგორ ეწყობა შენს ნიშნებს და ბოლოს ქალწული.
იმედია გასაგებად ავხსენი, თუმცა მეეჭვება.

საბოლოოდ 9 ბალიანი სისტემიდან ნახავ რამდენ ქულას მიიღებ.

ანუ განვიხილოთ ეს ნიშნები.
მისი კირჩხიბის მზე შენს ვერძს არ ეწყობა -
მისი მზე(კირჩხიბში) შენს მთვარეს(კუროში) ეწყობა+
მზე შენს ვენერას(ტყუპებში) არ ეწყობა-
გადავიდეთ მთვარეზე ლომში.
ლომი ვერძი +
ლომი კურო-
ლომი ტყუპები+
და ბოლოს ქალწულზე ანუ მარსზე რომელიც წარმოვიდგინოთ ქალწულში ჰყავს.
ქალწული ვერძი-
ქალწული კურო+
ქალწული ტყუპები-
გამოვიდა 4+ და 5 - ანუ 9 ბალიანი სისტემით 4 ქულა.
ეს გამოთვლა ძაან უხეში იქნება, მაგრამ მაინც წავა. აქვე შეიძლება მამაკაცის მზეს და ქალის მთვარეს, ასევე მამაკაცის მარსს და ქალის ვენერას, 2 ქულა მივანიჭოთ, რადგან ესენი უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ორი + ან - დავუწეროთ. დანარჩენებს ერთი+ -.