n97
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 191
წევრი No.: 157999
რეგისტრ.: 25-December 12
|
#37178818 · 9 Jul 2013, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩაამატეთ სარჩევში:
მამაკაცი ვერძი & ქალი ლომი
"- როგორი ჭკვიანი ვყოფილვარ, - გაიძახოდა იგი - რა ჭკვიანი! - და მამლის ხმა ამოუშვა ვენდი გაოცებული შეჰყურებდა, იმის აღიარება მოუხდა, რომ იგი საშინელი კუდაბზიკა ყოფილა - შენ ოხუნჯი ხარ! - წამოიძახა მან. - შენი აზრით, მე არაფერი გავაკეთე? - ჰო, ცოტა." იდეალური წყვილი - ჯეკი ჩანი და ლინ ფენცზიაო ძუ ლომთან ცხოვრება ადვილი არაა. იგი შეიძლება იყოს ამაყი, პატივმოყვარე, ეგოისტი და ქედმაღალი. ამავდროულად, ძლიერი, ენერგიული, კეთილი, სულგრძელი, თუ არავინ უარყოფს და პატივს სცემს მის ჭეშმარიტ უპირატესობას. ვერძ-მამაკაცთან, რომელიც არ შეულახავს თავმოყვარეობას და აღფრთოვანებულია მისით, დამყოლი იქნება. ვერძი არასდროს ამბოხდება ლომის ექსტრავაგანტურობის გამო, უფრო მეტიც, მოუწონებს კიდეც. ლომ-ქალს არ მოსწონს, როცა პირში ეუბნებიან, რომ მფლანგველია. მას გონივრულადაც შეუძლია ფულის ხარჯვა, მაგრამ ფუფუნების ნივთებზე ფული არადროს დაენანება.ორივეს უყვარს საჩუქრების მიღება-მიძღვნა. თუ ვერძს ლომი გულწრფელად უყვარს, არაფერს დაიშურებს, რომ ფუფუნებაში გაზრდილმა მისმა რჩეულმა, მის გვერდით, დედოფალივით იცხოვროს. ვერძი დარწმუნებულია, რომ ყველა ქალმა მის კეთილდღეობაზე, მისი სურვილების ასრულებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ ლომის გვერდით, იგი ხასიათის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს და მისი სურვილების ამსრულებელიც იქნება.არ გეგონოთ, რომ ორი ცეცხლოვანი ნიშნის ცხოვრება უღრუბლოდ მიედინება. ისინი პერიოდულად კამათობენ. ზოგჯერ, საკონფლიქტო სიტუაცია ფლირტის ან ღალატის გამოც იქმნება. ორივე ნიშანი საკმაოდ ეჭვიანია და ხშირად, პარტნიორის ნერვების მოსაშლელად, სხვის მოხიბვლას იწყებს. თუ ლომი ქალი გრძნობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ, იგი ცივი და უკარება ხდება. არანაირ ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას, ან პირიქით - მაქსიმალურად ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, რათა სხვა მამაკაცებში ინტერესი გამოიწვიოს. მაგრამ, არ დაბადებულა ჯერ ისეთი ვერძი, რომელიც თავისი საყვარლის ფლირტზე ან ღალატზე თვალებს დახუჭავს. ორგულობის უმნიშვნელო გამოვლენის შემთხვევაშიც კი, "ეჭვიანობის სცენებს" მოუწყობს საყვარელ ქალს. მაგრამ თუ მათი კავშირი მყარია, "ლაითმა" ეჭვიანობამ შეიძლება კიდევ უფრო ააგიზგიზოს ორი ცეცხლოვანი ნიშნის სიყვარული. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომი-ქალი დიდხანს ვერ ივიწყებს ძველ საყვარლებს, რომანებს. არა, მას არ სურს, ძველი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ვერ ივიწყებს იმ პერიოდს, როცა აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ. ინახავს საყვარლების საჩუქრებს, წერილებს და პერიოდულად, რომანტიკული განწყობილების შესაქმნელად, კითხულობს მათ. თუ, ვერძს შემთხვევით ხელში ჩაუვარდება სასიყვარულო ბარათი, შეიძლება ისე იეჭვიანოს და ისეთი ამბავი დაატრიალოს, თითქოს ლომს საყვარელთან წაასწრო. ხშირად ლომი "შემთხვევითაც" კი იხსენებს ძველ საყვარელებს, რათა ვერძი აეჭვიანოს. ეს უკანასკნელი კი მარცხს ჩვეული არაა. იგი ყველაფერში პირველი უნდა იყოს, როგორც სასიყვარულო თამაშში, ასევე ყველაფერ სხვაში.ვერძი ამაყია, როცა წვეულებაზე საპირისპირო სქესის ყურადღებას გრძნობს, რაც ლომ-ქალს მოთმინებას აკარგვინებს. მისთვის საკმარისი არაა, რომ მისი საყვარელი ვერძი მას აღმერთებს, ეს ყველამ უნდა იცოდეს, ყველა უნდა გრძნობდეს. და თუ ვერძი თავს უფლებას მისცემს, საზოგადოებაში სხვა ქალს გაეარშიყოს, ლომი ან კატის ბრჭყალებს გამოაჩენს ან ქანდაკებასავით უემოციო გახდება, მაგრამ როგორც კი ვერძს დაიმარტოხელებს, "დაუვიწყალ სკანდალს" მოუწყობს. თუმცა, საყვარლები ძუ ლომის ცრემლების შეშრობამდე შერიგდებიან. ვერძი ისევ გაანებივრებს თბილი სიტყვებით. ისევ დაუმტკიცებს თავის სიყვარულს და ორივე დარწმუნდება, რომ ამქვეყნად მათ სიყვარულსა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სინამდვილეშიც ასეა, - ვერძი და ლომი მარტო კარგი საყვარლები კი არა, საუკეთესო მეგობრებიც არიან. ლომი-ქალი აფასებს, როცა პარტიორი უხსნის, თუ როგორ და რის გამო უყვარს. იგი ხშირად ზედმეტად მომთხოვნია, თუ ვერძი-მამაკაცი საყვარელი ქალისთვის თბილ სიტყვებს არ დაიშურებს, არ წააგებს. მაგრამ თუ ძუ ლომს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ვერძის ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ასევე იქცევა ვერძიც, თუ მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არ ანებივრებენ, იგი ღიზიანდება, მთელ მსოფლიოს უწყრება და ხშირად ბავშვით ჯიუტი ხდება. საყვარელი ადამიანის დაუნახაობა ვერძში ცეცხლოვან სიბრაზეს იწვევს; ლომში - სიცივეს. ლომი და ვერძი იდეალური საყვარელები არიან. ისინი თავდავიწყებით ეცემიან ვნებას. მათთვის უმნიშვნელო ამბორი ლოყაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სექსუალური ვნების გამოვლენა. ვერძ-მამაკაცში სენტიმენტალიზმი და ცეცხლოვანი გრძნობა ჰარმონიულადაა შერწყმული, რითაც საპასუხო გრძნობას იწვევს ლომ-ქალში. შეიძლება, პარტნიორებმა ერთმანეთში ზოგჯერ მცირე გულისტკენაც გამოიწვიონ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. იმპულსური და გულფიცხი ვერძი ნავსაყუდელს ლომ-ქალის გულში ჰპოვებს; ის კი მას მეფურად დაასაჩუქრებს. საპასუხოდ ვერძი მას საკუთარ თავს მიუძღვნის, რაც არც ერთი ქალისთვის არ მიუძღვნია, სანამ არ შეხვდა მას, - ერთადერთსა და განუმეორებელ ლომ-ქალს.
ქალი კურო & ტყუპი მამაკაცი
"ვენდისთვის მტკივნეული იყო იმის აღარება, რომ შარშანდელმა წელმა პიტერისთვის ერთი დღესავით სწრაფად გაირბინა. თავად მისთვის ის წელი უსაშველოდ გაიწელა. პიტერი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო". იდეალური წყვილი – კარმენ ელექტრა და დეივ ნავარო თუ კურო ქალბატონი დარწმუნდება, რომ ტყუპი მამაკაცი ნამდვილად შეუყვარდა, იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ მას თავი მოაწონოს, შეაყვაროს. მოხიბვლის "იარაღი" კი მას ყველაზე საინტერესო აქვს: ეროტიული მგრძნობელობა, ნაზი ვნება, მდიდარი იუმორი, კულინარიული შედევრები, მოთმინება და მამაცობა... თუ არც ერთი ეს ხერხი არ გაჭრის და ქალი კურო ტყუპ მამაკაცს საკურთხეველთან ვერ მიიყვანს, ღრმად ამოიოხრავს და საყვარლის როლს დასჯერდება. თუმცა ამ როლშიც არ იჯდება გულხელდაკრეფილი. იმავე "იარაღით" ტყუპის მორჯულებას შეეცდება. "ვინც ელის, ის მიიღებს" – აი, მისი ფილოსოფია. ტყუპი თავდაპირველად ყველანაირად ეცდება თავი დააღწიოს მზრუნველ-სექსუალურ არსებას, მაგრამ საბოლოოდ მისთვის ერთ გულს გაიმეტებს (ორარსება ტყუპს ხომ გულიც ორი აქვს?!) მეორეს კი, ყოველი შემთხვევისთვის, თავისთვის დაიტოვებს. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როცა კურო ქალი თავად უმსხვრევს მამაკაცს გულს, როგორც წესი, იგი მოთმინებით ზის და ელის სატრფოს. იგი ყურს არ უგდებს მეგობრების რჩევას, რადგან, ძნელია მისი გადარწმუნება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მისი მოლოდინი და მონდომება მართლდება კიდეც. თუ სხვა საკითხებში კურო მოწესრიგებულ-მობილიზებულია, სიყვარულში იგი "ბრინჯივით იბნევა". მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კურო ქალი ძალიან ჯიუტია და თუ შეიყვარა, პარტნიორმა როგორც არ უნდა გული ატკინოს, მას თავისი მამაკაცი მაინც ჯიუტად უყვარს. კარგი ვარიანტია, თუ ტყუპი მამაკაცის მთვარე მიწის ან წყლის ნიშანშია მოთავსებული, ხოლო კურო ქალატონის – ცეცხლის ან ჰაერის. ისინი ამ ფორმით იდეალურ კავშირს შექმნიან, რადგან ერთმანეთისგან მიიღებენ იმას, რაც თავად აკლიათ. ტყუპ მამაკაცს ერთი ქალი მალევე ბეზრდება. მისმა პარტნიორმა ეს კარგად უნდა იცოდეს და მუდმივად უნდა შეეძლოს ტყუპის გაკვირვება თავისი ხასიათის, ქცევის მრავალფეროვნებით. კურო ქალს კი ხასიათის მხოლოდ სამი ფორმა აქვს: გააფთრებული, ჩაფიქრებული და სიყვარულისგან დამშვიდებული. მან ადვილად უნდა დათმოს თავისი სტაბილურობა და ადვილად უნდა შეეგუოს ცვლილებებს. ტყუპ მამაკაცს ახასიათებს დროდადრო ქალის მიტოვება, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ კი მისი ისევ "აღმოჩენა" და ურთიერთობის თავიდან დაწყება. კურო ქალს აქვს ერთი საინტერესო თვისება, რომელიც ტყუპი მამაკაცის გვერდით საერთოდ უნდა დაივიწყოს. მან უნდა მოიბოდიშოს, როცა რამე დააშავა და არ ჩაიკეტესოს თავის ნაჭუჭში ან პირიქით, საპასუხო საყვედურებით არ აავსოს პარტნიორი, კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოს! რაც შეეხება სექსს, ამ მხრივ წყვილს არანაირი პრობლემა არ შექმნება. კუროსთვის ფიზიკური სიყვარული მამოძრავებელი ძალაა. პარტნიორისგან იგი უსაზღვრო ვნებას ელის და თავადაც გასცემს მას. ტყუპ მამაკაცს კი შეუძლია სექსუალურ ფანტაზიას ფანტასტიკურ სიამოვნებად აქციოს. ისიც ვთქვათ, რომ კურო ქალის გრძნობა შეიძლება ადრე თუ გვიან დასრულდეს და მან ისევე ჯიუტად დაივიწყოს საყვარელი მამაკაცი, როგორ ჯიუტადაც უყვარდა.
მამაკაცი ვერძი & ქალი თევზები
"მამა, მისტერ დარლინგი ასე დაქორწინდა დედაზე: ერთხელ, ყველამ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა და ყველა მისკენ გაეშურა ხელის სათხოვნელად. მამამ ეტლი დაიქირავა და ყველას დაასწრო". იდეალური წყვილი – პოლ ნიუმენი და ჯოან ვუდვორდი მამაცი ვერძისა და ქალური თევზების კავშირი იდეალურია. რომეო და ჯულიეტა, ტარზანი და ჯეინი. ან თუ გნებავთ, მარსის სადიზმი და ნეპტუნის მაზოხიზმი. თუ ვერძს ხიბლავს ტირანის როლი, თევზებს – მისი მსხვერპლის. იდეალური დუეტია, – ვერაფერს იტყვი. ძლიერი ვერძი მამაკაცი მუდამ მზადაა დაიცვას სუსტი ქალი თევზები. ისინი ცხოვრებისეულ გზას ხელიხელჩაკიდებულები გავილიან და ოქროს ქორწილსაც ისე შეხვდებიან, თითქოს გუშინ დაიწერეს ჯვარი. გათხოვებამდე ქალი თევზის მობილური ზარებს ვერ უძლებს. მას უამრავი მამაკაცი უნიშნავს პაემანს. ის კი ცდილობს არავის აწყენონოს. შეიძლება, ერთი რომელიმე მამაკაცი მოსწონდეს, უყვარდეს კიდეც, მაგრამ სხვებსაც შეხვდება, თანაგრძნობის გამო. მას ისინი ეცოდება. გათხოვების შემდეგ კი ქალი თევზების მობილურზე ზარები არ შეწყდება. მაგრამ ესენი იქნებიან: კოლეგები, მეგობრები ნათესავები, რომლებიც ქალ თევზს საკუთარ გასაჭირზე უყვებიან. ეს უკანსკნელი კი გულისყურით მოუსმენს. მისი მეუღლე, – ვერძი დასაბმელი გახდება. ხუმრობა ხომ არ არის, საყვარელი ქალი მას ყურადღებას არ აქცევს და სხვებს ფსიქოანალიტიკოსივით უსმენს. მაგრამ თევზი ქალი მისთვისაც გამონახავს დროს. ის ყველაფერს მიატოვებ, ოღონდ მისმა საყვარელმა მამაკაცმა თავი კომფორტულად იგრძნოს. მობილურს კი მაშინ ჩართავს, როცა მის ვერძ ქმარს ეძინება, ან მეგობრებთან ერთად გასართობად წავა. თევზი ქალი იდეალური ცოლია. მშვიდი და წყნარია, არასდროს შეუბრუნებს სიტყვას აღელვებულ ქმარს. ინტერესეთი უსმენს, თანაგრძნობით ეპყრობა, ცდილობს გამოსავალი მოაძებნინოს. უვლის, ანებივრებს. საქმეებითა და პრობლემებით დაკავებულ ვერძს კი ხშირად ავიწყდება, რომ თევზი ქალი უნდა გაანებივროს, გვერდით დაუდგეს, მოეფეროს. მაგრამ ეგოისტი ვერძი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. როცა მას უყურადღებობასა და უხეშობაში ადანაშაულებენ, ვერც კი ხვდება რა დააშავა. შეიძლება ცოტა ხანი კეთილი და მოსიყვარულე იყოს, მაგრამ შემდეგ ისევ ეგოისტ და მომთხოვნ ქმრად გადაიქცევა. ერთი მხრივ, ეს თევზი ქალის ბრალიცაა. იგი ზედმეტად ანებივრებს ქმარს და ხშირად საკუთარ თავს სწირავს მის კეთილდღეობას. თევზი ქალი შეიძლება ქმრის ერთგული დარჩეს, მაგრამ არც სხვა თაყვანისმცემელი მამაკაცების ყურადღებას უარყოფს. ვინმემ ხომ უნდა აგრძნობინოს, რომ ქალია. სხვათა შორის, არც ვერძი ზის გულხელდაკრეფილი. მასაც სიამოვნებს ქალების მხრიდან ყურადღება. თევზი ეჭვიანი არაა, იგი ენდომა ქმარს. რასაც ვერ ვიტყვით ვერძზე, მაგრამ ამ უკანასკნელს ისე ეშინია საყვარელი ქალის დაკარგვა, რომ ცოლის ყველა თაყვანისმცემელს ცხვირ-პირს დაუმტვრევს.
ქალი კურო & მამაკაცი კირჩხიბი
"პიტერმა ძილში შეჰყვირა, როგორც ჩანს რაღაც უსიამოვნო სიზმარი ნახა. ვენდიმ კი მთელი ღამე გაატარა მის სასთუმალთან. უყურებდა როგორ ეძინა და შუბლზე ნაზად უსვამდა ხელს." იდეალური (ისტორიული) წყვილი ანა ბოლეინი და ჰენრი მერვე გულის სიღრმეში, ნებისმიერი კირჩხიბი მამაკაცი რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის იყოს, ოცნებობს იმაზე, რომ საყვარელმა ქალმა მაქსიმალურად გაანებივროს. ქალი კურო კი, დიახაც, რომ მიდრეკილია იმისკენ კომფორტი შეუქმნას თავის მამაკაცს. თუმცაღა, ამ ორი თვისების გაერთიანებით ერთი ნახვით შეყვარების ისტორიაზე საუბარი ნაადრევია და მე გეტყვით რატომ. კირჩხიბი ის კაცი არ არის, რომელიც გრძნობებს აჰყვება და იმპულსების კარნახით იწყებს მოქმედებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან კურო ქალში მისი ცხოვრების ჭეშმარიტი მეწყვილე დაინახა (ნუ დაგვავიწყდება, კირჩხიბები ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან), იგი ამ უკანასკნელის შტურმით აღებას და დაპყრობას არაფრის დიდებით არ შეეცდება. კირჩხიბი პოტენციურ "მსხვერპლს" ჯერ შორიდან ზვერავს, შემდეგ უფრო ახლო პერიმეტრზე გადმოიჩოჩებს რათა დეტალებში უკეთ გაერკვეს და ნებისმიერი სახის მოულოდნელობა გამორიცხოს, ამის შემდეგ შეიძლება საერთოდაც გულგრილი პოზით გადგეს გვერდზე და თავისი საქმით დაკავდეს. მაგრამ საკმარისია, მისი ინტერესის ობიექტისკენ კონკურენტმა გაიწიოს, კიბო უმალ აამუშავებს თავის საცეცებს და მსხვერპლი გაოცებასაც ვერ მოასწრებს ისე ერქმევა მას უკვე ვიღაცის ცოლი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ იმას, რასაც იგი თავისად ჩათვლის მარტივად არაფრის დიდებით დათმობს. ქალი კუროც არ განეკუთვნება ქალბატონების იმ კატეგორიას თავდავიწყებით რომ იციან გადაშვება ვნებისა და თავგადასავლების მორევში. მისი გრძნობები მამაკაცის მიმართ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხანგრძლივი თაყვანისცემის, ყურადღებისა და პატივისცემის გამოხატვის შემდეგ ღვივდება. კურო მიწის ნიშანია, შესაბამისად ამ ქალს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი ესაჭიროება ურთიერთობისას, საიმისოდ რომ მან თქვენ მიგიღოთ და გაღიაროთ. ახლა ხომ მიხვდით, რატომ არის გამორიცხული კირჩხიბის და კუროს შემთხვევაში ერთი ნახვით შეყვარების სინდრომი? უფრო მეტსაც გეტყვით, სანამ ამ ორის ურთიერთობა მყარი ოჯახური კავშირით დაგვირგვინდება, თვეები და ხშირად წლებიც კი შეიძლება გაგრძელდეს. სამაგიეროდ, როცა ეს წყვილი საბოლოოდ დაუკავშირებს საკუთარ ბედს ერთმანეთს, ორივეს ეცოდინება როგორ მიანიჭოს პარტნიორს ბედნიერება და შეუქმნას იდეალური ოჯახური ატმოსფერო.პრინციპში, კირჩხიბის და კუროს ურთიერთობა შესაძლოა იდეალურად ან იდეალურთან მიახლოვებულად ჩაითვალოს, რომ არა მამაკაცი კირჩხიბისთვის ესოდენ დამახასიათებელი "დედის ტიპის ძიების" კომპლექსი. და ეს კომპლექსი, ნებისმიერი მამრობითი სქესის კირჩხიბში მეტ-ნაკლები ინტენსივობით არის ყოველთვის წარმოდგენილი. ამიტომ გასაკვირი არაა რატომ აღმერთებენ და აფეტიშებენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები მთელი ცხოვრების მანძილზე დედას. თუკი ქალი კურო მის ამ აღფრთოვანებას იზიარებს, პრობლემა ნამდვილად არ გაჩნდება, თუმცა იმ შემთხვევაში როცა კირჩხიბი ზედმეტად ხდება დედის ფაქტორზე დამოკიდებული, ბუნებით ძლიერ კურო ქალში ადრე თუ გვიან ეს აღშფოთებას გამოიწვევს. მართალია კუროს მოთმინება ამ შემთხვევაში ის უნიკალური გასაღებია, რომლის მეშვეობითაც სრულიად შესაძლებელია სიტუაციას ეშველოს, მაგრამ თუ კირჩხიბი იმდენად ინფანტილური აღმოჩნდება რომ ვერ მოახერხებს ერთხელ და სამუდამოდ, საკუთარი სახელი დაარქვას ყველაფერს, ქალი კუროს მოთმინების ძაფიც გაწყდება. კურო მომთმენია, მაგრამ როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცხვირში რგოლს არავის გააყრევინებს. ეს კარგად უნდა ესმოდეს კირჩხიბ მამაკაცს. ამ ორს შორის პრობლემას კიდევ ერთი ფაქტორი – წყენის მალე ვერდავიწყების ჩვევაც შექმნის. თუკი ცეცხლის სტიქიის წყვილები ერთმანეთთან ურთიერთობას ხმაურიანი სკანდალებით არკვევენ, შემდეგ კი მშვიდდებიან და ძველებურად უყვართ ერთმანეთი, კუროსა და კირჩხიბის შემთხვევაში დაგროვილი წყენა ღრმად იდგამს ფესვებს და დროთა განმავლობაში შეიძლება იგი გულგრილობის ცივ აისბერგად იქცეს. ერთიც და მეორეც საკმაოდ ჯიუტია საიმისოდ რომ შერიგებისკენ გადადგას ნაბიჯი, არადა ამ ფაქტს რომ სხვა კუთხით შევხედოთ გაბუტვა ხომ ერთობ არაპრაქტიკული საქციელია, არაპრაქტიკულობას კი ვერც კირჩხიბი იტანს, ვერც – კურო. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ კურომ მისთვის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებას – მოთმინებას მოუხმოს, სანამ მთვარის ფაზებით გამოწვეული კირჩხიბის უახსიათობა გადაივლის; კირჩხიბმა კი თავის მხრივ სითბოსა და ზრუნვის მორიგი ულუფა გაიმეტოს საყვარელი ქალისთვის. "მთვარეულების" განწყობა ხომ ასე გადამდებია, არ აქვს მნიშვნელობა სევდა იქნება ეს თუ სიხარული.
astrologia.ge
This post has been edited by n97 on 9 Jul 2013, 20:56
|