ერთხელ ვცადე... გამაფრთხილეს არ შვრაო...
მაგ ორს შორის ძლიერი მიზიდულობის ძალაა (ჰოროსკოპიც ასე ამბობს) მაგრამ ვერ აწყობენ ურთიერთობას...
მორიელს გონია თავისი სიცივით და უხეშობით უფრო დააინტერესებს ლომს მაგრამ ამის მაგივრად აღიზიანებს...
ლომი ქალები ვერ იტანენ წვალებას, ცივ დამოკიდებულებას, უხეშობას, უყურადღებობას... ეს ყველაფერი ზედმეტიც არ უყვართ...
როგორღაც ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო... რომ აეჭვიანო ეგ ხო საერთოდ - სულ დაკარგავ...
ლომ ქალებს ვნება და სითბო ჭირდებათ...
ლომი ქალი თავისუფალ ურთიერთობაზე თანახმაა როცა უყვარს მაგრამ თუ დაეჭვდა რომ შენ არსერიოზულად აღიქვამ და მხოლოდ სექსისთვის გინდა, დალშე გკიდია, ძალიანაც რომ უნდოდეს შენთან - მაინც არ იქნება
მე ვერ ავიტანე მორიელი ბიჭი და თქვენი არ ვიცი...
ვერძს და კუროს უფრო ვენდობი...
მეც ჩამოვწერ გამოცდილებიდან/მეგობრებისგან/ზოგადი დაკვირვებითაც:
მშვილდოსანი - კლოუნი, კარიერისტი, სულ ტონუსში - ვერცხლისწყალივით დაქრის, ბაბნიკი - ყველა ლამაზი ქალი მისთვის უნდა, შენი თანდასწრებით სხვებსაც ურცხვად უყურებს... (ერთხელ იგივე რომ გავუჩალიჩე კი გამოვიდა წყობიდან

) მაგრამ სამაგიეროდ ვნებიანია... თბილიცაა... უბრალოდ როცა შია - ავიწყდები...
კირჩხიბი - ოჯახის შექმნა რომ მოგინდება ამას უნდა მიაკითხო

მაგრამ ზედმეტად ღელავს იმაზე თუ რას ფიქრობენ მეზობლები, საინტერესო მოსაუბრეა, ყოველთვის აქვს რაღაც მოსაყოლი და კარგად გადმოცემის უნარი აქვს...
მორიელზე დავწერე მგონი - ვითომ თბილია შინაგანად მაგრამ სანამ ეგ გარეთ გამოიტანს ამ სითბოს მანამდე ძვლებიც აღარ დაგრჩება... სიცივის ნიღაბი აქვს აფარებული, ვითომ არ ადარდებ, უყურადღებოცაა - თუმცა სპეციალურად, ასე გონია ამით უფრო დაგაინტერესებს... გონია რომ ვნებიანია - სინამდვილეში უხეშია... ერთადერთი ბავშვები ყავთ ამათ მომადლიერებულები... კარგი მამები იქნებიან ალბათ, მაგრამ არა ქმრები... სადო-მაზო ხალხია... ეჭვიანობის პიკია თან მაგრამ გულში იხვევს და სულ ცდილობს სამაგიერო გადაგიხადოს...
მერწყულს თუ ძალიან მოეწონე - არ ამოგასუნთქებს... ფიზიკურად თუ არა სმს-ით მაინცაა მუდამ შენთან...
თევზი - მხიარულია, იუმორის ძააააააააააალიან მაგარი გრძნობა აქვს, საინტერესო ადმაინია - ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ესაუბრო, თბილიცაა, მაგრამ შორიდან... მორცხვია გრძნობების გამხელაში... გინამიოკებს - გინამიოკებს... გივლის შორიდან მაგრამ ძალიან ახლოს არ მოდის... შენ უნდა ჩამოეკიდო კისერზე... (თუ დროზე მიხვდი რომ მოწონხარ)
კურო არანორმალურად თბილია, ვნებიანიცაა, მაგრამ ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე, გრძნობებში გულწრფელია მაგრამ საკმარისია 1 ფეხი გადაგიბრუნდეს და ვეღარასოდეს შემოაბრუნებ, ეჭვიანია, ცდილობს არ გამოხატოს - არ გამოსდის ოღონდ, ერთგულიცაა მაგრამ სილამაზისკენ მაინც გაურბის თვალი... სიყვარულში მგონი არ უმართლებს, ისევ თავისი თავიდან გამომდინარე...
ვერძი - კარიერისტი, უყურადღებო, იუმორის გრძნობაც დიდად ხელს არ უწყობს, დასტოინია, სერიოზული, იშვიათადაა ცუდ ხასიათზე, არასოდეს მოგახვევს თავზე თავის პრობლემებს (თუ აქვს საერთოდ) არც ენაკვიმატია, არც ბევრი ლაპარაკი უყვარს, მიუხედავად იმისა რომ არ მატყუარა არაა, მაინც არასოდეს იცი რა უტრიალებს თავში, ერთი შეხედვით ცივია, მაგრამ მაინც იგრძნობა მისი ძლიერი ხასიათი, ამაყი ბუნება, ჟილკა, ამტანობა, გამტანობა, სითბო და ვნებაც... ჯანდაბა... ალბათ ეს მომწონს ვერძში...
ტყუპები, თხის რქა, ქალწული, სასწორი არ ვიცი, არასდროს შემხვედრია...
თქვენც დაწერეთ, ეგებ გამომადგეს სამომავლოდ, ერთი 2-3 წელიწადში

ლომი კინაღამ გამომრჩა - აი მე ხომ ქალი ლომი ვარ მაგრამ ჩემნაირს - კაცს ვერ ვიტან
ლომი ლომთან რომ დააბა დაჭამენ ერთმანეთს
This post has been edited by ТЕА on 6 Jan 2015, 18:44