აქ აღწერილია ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენლები როგორ გამოხატავენ სიყვარულს, (რა თქმა უნდა ცოტა იუმორით...გადმოვაქართულე უცხოური საიტიდან, სახალისოდ მეჩვენა საინტერესოა ვინ რას ფიქრობს ამაზე, პირადი გამოცდილებით რა თქმა უნდა
ანუ
ვერძი
თუ თქვენი რჩეული ვერძია, არ ელოდოთ ხანგრძლივ პრელუდიებს და ესთეტიურ გამოხატვებს. იყავით მასთან მარტივი და ის თვითონ გამოიწევა თქვენსკენ. მას რომ მოეწონოთ არ არის აუცილებელი ჭკვიანი თვალები და მშვიდი ხმა გქონდეთ. მას არ აქვს დრო რომ დაგაკვირდეთ და მოგისმინოთ. ასე რომ ბევრ გოგონებს ვერძების წყალობით შანსები უორმაგდებათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერძებს ბრმები და ყრუები სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სიყვარული... (თუმცა ის ვის არ სჭიდება?!)
კურო
ვისაც კურო შეხვდა

, - მას დიდხანს უნდა ეფეროთ. კარგად და გემრიელად დაანაყროთ და ა.შ. ოღონდ არასოდეს მოსთხოვოთ სამაგიერო, რადგან გადახდა პროცენტებით მოგიწევთ. თქვენზე უთხარით, რომ ცოტას ჭამთ და მას თქვენს ხარჯზე ეკონომიის გაკეთება შეუძლია ...
ტყუპები
თუ თქვენი რჩეული ტყუპია, ისეირნეთ მასთან ერთად საითაც ქარი დაუბერავს . ტყუპები ხომ ჰაერის ნიშანია. თუ ტქვენ ის გჭირდებათ აითვისეთ სპორტული სიარული(ჯოგინგი მაგალითად

)) გაიჩინეთ საინტერესო ნაცნობები, იყიდეთ ჭკვიანური წიგნები და პასუხი გაეცით მის კითხვებს. ოღონდ არ შეაწყვეტინოთ როცა მას საუბარი უნდა და შეეცადეთ ჭკვიანი გამოჩნდეთ. მაშინ ის მიხვდება, რომ ასეთ გოგოს მეტად ვეღარ შეხვდება და შეიძლება დარჩეს თქვენთან.
კირჩხიბი
თუ თქვენ შეგხვდათ კირჩხიბი, გაითვალისწინეთ - ის ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანია. მისი ნდობა დიდხანს, მოთმინებით და დაჟინებით უნდა მოიპოვოთ. გულით მიუდგეთ მის ნათესავებს, შეაქოთ მისი მისწრაფება ოჯახური სიმყუდროვისა და კერისაკენ. გამოკვებოთ საყვარელი პროდუქტებით(რომლებსაც ის მიჩვეულია) და ა.შ. ასე ნელნელა წლიდან წლამდე ის თქვენ მიგეჩვევათ და აღარ მოინდომებს დაშორებას არავითარ შემთხვევაში. რას იზამთ, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ ..
ლომი
ლომს მიიზიდავს განცხადება რომ მას შეუძლია налево и направо სიარული, თქვენი ნებართვის გარეშე. ეს მას მისცემს საშუალებას დაქორწინდეს სინდიდის ქენჯნის გარეშე. თუ საქმე ქორწილამდე მივა, ჩაატარეთ ეს ღონისძიება მდიდრულად და ბრწყინვალედ. არა უშავს თუ მაგარი მერსედესის და ბრილიანტის საყიდელი ფული აღარ დაგრჩებათ.- მთავარია, რომ ამდღეს მაქიმალური მომხიბვლელობა და გრძნობების განუმეორებელი ბრწყინვალება გქონდათ. ლომს ეს ძალიან მოეწონება. თქვენც რა თქმა უნდა ...
ქალწული
თუ შეგვხვდათ ქალწული, ტყუილად გიხარიათ. ეს მამაკაცი როგორც წესი საშინლად პუნქტუალურია. მას აღელვებს არა იმდენად გრძნობები რამდენადაც კონსტრუქციულობა სიყვარულში. მას შეუძლია ამაზე პროპორციონალური ლექსები და მყუდროდ საკითხავი პროზა დაწეროს. და თქვენც გრძნობებთან ერთად დაგშლით უწვრილეს ნაწილაკებად. ეს არის ჯანსაღი გონების და ფხიზელი აზროვნების ადამიანი, ამიტომ მასთან სულ უნდა იყოთ- მოწესრიგებული, მიზანმიმართული, ჭკვიანი გოგონა. ის შეაფასებს ამ მსხვერპლს თქვენგან სათანადოდ და შეეცდება იყოს სამაგალითო ქმარი, მონდომებული საყვარელი და მზრუნველი მამა.
მაგრამ თუ ცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას და გაზრდას- მიუჩინეთ თითოეულ ნივთს თავისი ადგილი. მამაკაც -ქალწულს ეს წარმოუდგენლად სჭირდება.
სასწორი
მისთვის მთვარი ელიტური მოქცევაა (უმაღლეს დონეზე). შეეცადეთ სასხვათაშორისოდ ჰკითხოთ, დღე-ღამის რა დროს რომელი ღვინო მოსწონს. მაშინ მან შეიძლება იფიქროს, რომ თქვეც არა გიშავთ და თქვენი სახელი პირვეელ ნომრად შეივყანოს მობ-ში. მისთვის აუცილებელია იცოდეს უკანასკნელი ბოჰემური ცნობებიდა მიდრეკილია ანგარიშით ქორწინებისკენ. ეს მას სამართლიანად ეჩვენება, ის კიდევ ყოველთვის სოციალურ სამართლიანობას იცავს(თავის სასარგებლოდ

) სხვათაშორის აღმერთებს კომპლიმენტებს და თვითონაც გულუხვად არიგებს მათ. ამისთვის ის ბევრს უყვარს, თვითონ კი მხოლოდ ირჩევს-ვის თანაუგრძნოს და ვის კიდევ გამამხნევებელი დამატებებით უპასუხოს, რომლებიც შეფერილია ნახევარტონებით და ორაზროვნებით

))
მორიელი
გნებავთ ვნებიანი და მჩქეფარე რომანი? მამაკაც მორიელს ეს შეუძლია. თუ მისი ვნების ობიექტი გახდით, არც კი სცადოთ მას გაექცეთ-აზრი არა აქვს.. თუმცა ყველაფერი რაც კარგად იწყება, კარგადვე არ მთავრდება უმეტეს წილად. "ასე მას შეუძლია თქვას" ეს სიმართლე არაა! ეჭვიანობა ყველაფერი კარგის მიმართ,- ეს მისი ხასიათის თვისებაა. თუ შეძლებთ ამ შიშის გაფანტვას, ის თქვენია სამუდამოდ ან ... რამოდენიმე დღით

))
რა უნდა გააკეთოთ მამაკაცი მორიელის შესანარჩუნებლად? სასურველია კვებოთ ცხარე კეძებით, იაროთ ლაშქრობებში, გადმოხტეთ პარაშუტით და რათქმა უნდა იყოთ სექსუალურად აქტიური. და სხვა ქალი მას არ ჭირდება...
მშვილდოსანი

)) მასთან ფულის ხარჯვაა იოლი. მათ დიდი გული და მსხვილი გეგმები აქვთ. ესაა და ეს!!! თუ თქვენ ოცნებობთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, დიდ ბინაზე და მდიდრულ კვებაზე,- მაშინ აირჩიეთ მშვილდოსანი. ის გაამართლებს ამ იმედებს. სეიძლება მაშინვე არა, მაგრამ თქვენთან ერთად... რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ყოველთვის მოუსმინეთ მის რჩევებს, ყველაზე ჭკვიანური კიდევ -ჩაიწერეთ. როცა მას ნახევარი რჩევები დაავიწყდება,-თქვენ შეახსენეთ. თუ ისწრაფვით რომ გახდეთ ბიზნეს-ლედი(რა თქმა უნდა მსოფლიო სტანდარტებით), ის მოგაქცევთ თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას... მას იზიდავს ყველაფერი საერთაშორისო, თუმცა არა სტანდარტული! ამიტომ არ დაკარგოთ დრო, ისწავლეთ უცხო ენები და გაეცანით უცხოურ კულტურას, ის ბედნიერი იქნება ურთიერთობით ასეთ განათლებულ პიროვნებასთან. თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება რათქმა უნდა ...
თხის რქა
რისი თქმა შეიძლება თხის რქებზე?ბევრი კარგის. გარედან ეს მამაკაცები ზედმეტად სერიოზულები და თავისი პრობლემებით დატვირთული ჩანან. და ხშირად ეს სიმართლეა. მაგრამ მთელი ხიბლი იმაშია, რომ მათ პრობლემები უმთავრდებათ! მაშინვე არა რა თქმა უნდა, მაგრამ წლებთან ერთად... საუკეტესო ვარიანტს პრაქტიკული ქალი ვერ ინატრებს...
თუ თქვენ ხართ პრაქტიკული, ცოტა ოპტიმისტური, ზომიერად შრომისმოყვარე და სრულიად თავისუფალი, ამ ადამიანს გაუხარდება, რომ თქვენ არსებობთ. რას უცდით? მიდით, არ გაუშვათ თქვენი შანსი

) დროა გაულამაზოთ მას ბედი და ისივ ვალში არ დაგრჩებათ. თხის რქას ვალები არ უყვარს. შეიძლება მას უყვარხართ, მიეხმარეთ გამოხატოს თავისი გრძნობები ..
მერწყული
როგორები არიან მამაკაცი მერწულები? სხვადასხვა. ხანდახან თავის თავსაც არ ჰგვანან. მაგრამ რას იზამთ?! თუ თქვენ ხართ მხიარული, გიყვართ მერწყული მის მეგობრებთან ერთად (ცალკე რეკომინდებული არაა), გატაცებული ხართ არატრადიციული სახეობით (სულერთია რისი- სპორტი, ცივი შხაპი და ა.შ), მაშინ თქვენ მერწული გჭირდებათ. თუ თქვენ დაბღვერილი, მარტოსული ხართ და არავის არ ჭირდებით, მაშინ სხვა მამაკაცი მოძებნეთ, მაგრამ ეს სხვაც ალბათ მერწული იქნება. ხომ ვთქვი- ისინი სხვადასვანაირები არიან! სხვათაშორის მათ ბედისწერის სჯერათ. ამიტომ მათი გაცნობა იოლია. მიდით მასთან და უთხარით, რომ მისი ბედი ხართ და იქნებ ეს მართლაც ასეა ..
თევზები
თუ თქვენი თაყვანისმცემელი თევზია, ვერაფერს იზამთ. ის ჩუმად არის (ხანდახან) როცა მას ეკითხებიან და ლაპარაკობს, როცა არ ეკითხებიან, მერე რა?! მოკიდეთ მას ხელი და წაიყვანეთ საკურთხეველთან. თუმცა მოიცადეთ, რაში გჭირდებათ თქვენ ის? რაში და ის საყვარელი, კეთილი და ისეთი მეოცნებეა( ცოტა არაამქვეყნიური). მისი მოტყუება ხომ ზალიან იოლია, მას ყველაფრის სჯერა. არ დაეჭვდეთ, როცა ის დაიჯერებს, რომ თქვენ ყველაზე საუკეთესო ხართ, ესე იგი ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა ასეთი მამაკაცები ქუჩაში არ ყრია

)) თუმცა სცადეთ რომ არ გაუმასპინძლდეთ მას ალკოჰოლით... თუ თევზი გადაეჩვევა ოცნებას, მაშინ თქვენ ბედს არავინ შენატრებს, მაგრამ თუ გნებავთ არა ამქვეყნიური სიყვარული, მელოდრამული ემოციები და გამოუთქმელი სიტყვები- ეძებეთ თევზი! ის არ გაგიცრუებთ იმედებს, ან.. გაგიცრუებთ...

))