Legally blondeმიპოვე შენც დიდი ასტროლოგი

ჯასთ მა ოფინიონ:

მისი მზე კარგად ეწყობა შენს მთვარეს - საერთო ენაზე მეტყველებენ, ორივე ცოცხალი და ენერგიულია. თან მშვილდოსანი გაერთობა - შენს მთვარეს აფეთქებებს მოაწყობინებს.

მაგრამ გაღიზიანდება თუ ქალწულურად სიტყვებზე გამოეკიდები, ან კრიტიკის ქარცეცხლში გაახვევ.
მისი მთვარეს და შენს მზეს შორისაც იგივე დამოკიდებულებაა - საერთო იდეალები, მიზნები, ორივე შრომისმოყვარეები ხართ, მიზანდასახულები. კარგად გრძნობთ დროის და ფულის ფასს. მაგრამ შენს მთვარეს კურო ალბათ ნელი მოეჩვენება, თუ გრძნობების გამოხატვას არ დააჩქარებს.
თან შენი დესცედენტი ემთხვევა მის მთვარეს - გრძნობებით ზუსტად ის ტიპაჟია, როგორიც შენთვის იქნებოდა იდეალი.
მერკურები ორივეს მიწის სტიქიაში - ორივე იბრძვით რომ თქვეს პროფესიაში იდეალური კარიერა გქონდეთ და ამას გააკეთებთ გონების ხარჯზე მხოლოდ და მხოლოდ. ის ჭკვიანია, შენ უფრო

აზროვნებით ერთმანეთისთვის მისაღები ტიპები ხართ - ერთი მიმართულებით მიდიხართ, მაგრამ კამათი თუ დაიწყეთ ორივე საკმაოდ ჯიუტი და არ დათმობთ საკუთარ პოზიციებს. ორივეს გიყვართ ლოგიკურად, არგუმენტებით გამყარებულად საუბარი თუ კამათი.
შენი მარსი და მისი ვენერა - ორივე მარსით იმართება. აქ ვნება უფრო მეტია ვიდრე ნაზი გრძნობები. ორივე ენერგიული, აგრესიულია - საშინლად ეჭვიანი. ორივეს შეუძლია თავის დაკარგვა გარკვეული მომენტისთვის და აყვნენ ერთმანეთის ემოციებს.
ზოგადად კარგი წყვილია - საუკეთესონი სექსში.
მაგრამ მისი მარსი ვერ აიტანს ზედმეტ უხეშობებს. ყოველგვარ დაძაბულობას აიცილებს თავიდან - გაგანეიტრალებს

მაგრამ თუ ხასიათზეა - თვითონვე შეიძლება იყოს კამათის ინიციატორი.
შენი ვენერა და მისი მარსი - მოეწონება შენი სათუთი გრძნობები, ალბათ გაუჩნდება გრძნობა რომ ფისოს ეფერება, მაგრამ დაღლი ეჭვიანობის სცენებით, განსაკუთრებით თუ ეს სცენა ცრემლების თანხლებით მიმდინარეობს
დაგამშვიდებს რამდენჯერმე, მაგრამ ერთხელაც მობეზრდება.
მისმა ვენერამ შეიძლება დაგიწყოს წვალება - მოსწონს შენი კვლევა, თუნდაც ამ კვლევის დროს "გტკიოდეს". მოგიწყობს გამოცდებს და მოგექცევა როგორც თავის საკუთრებას. კირჩხიბიც მიიღებს წამებულ პოზას და დატკბება თავისივე სევდიანობით.

მთლიანობაში მგონი კარგი წყვილია

მაგრამ

თუ პლანეტების მიხედვით შენს ვენერას და მის მარსს კვადრატი აქვთ, შეიძლება საერთოდ არ იყოს რუკაზე ეს ასპექტი და განეიტრალდება
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი: