თითო ნიშანი წარმოიდგინე 30 გრადუსი.
რაც შეეხება ასპექტებს.
5 მთავარი ასპექტია.
შეერთება და ოპოზიცია(ნეიტრალური ასპექტები)
შეერთება არის 2 პლანეტა შეერთებული. ანუ მათ შორის 0-7 გრადუსი უნდა იყოს. ზოგგან მეტი გრადუსია დაშვებული. შეერთების დროს პლანეტები ან ერთ ნიშანშია, ან მეზობელ ნიშნებში. მაგალითად მზე ვერძის ბოლოს(ვთქვათ 28 გრადუსში) და მერკურის კუროს დასაწყისში. (მე-2 გრადუსში) მათ შორის იქნება 4 გრადუსი.
ოპოზიცია 180 გრადუსია პლანეტებს შორის. ანუ ისინი ყველაზე მეტად არიან ერთმანეთს დაშორებული. მაგ. მზე ვერძში, ვერძისგან ყველაზე შორს მისი ოპოზიცია სასწორია. მთვარე სასწორში. მზეს და მთვარეს შორის ოპოზიციაა. ამ დროს არის სავსემთვარეობაც.
თუმცა შეიძლება ოპოზიცია იყოს პლანეტებში, მაგრამ ისინი არ იყვნენ ოპოზიციურ ნიშნებში. მაგალითად მზე ვერძის ბოლოს და მთვარე მორიელის ბოლოს. ან მშვილდოსნის დასაწყისში. ანუ მთავარია 175-185 გრადუსში იყვნენ.
კვადრატურა (უარყოფითი ასპექტი.) პლანეტებს შორის დაშორებაა 90 გრადუსი.
მაგალითად ვერძიდან 90 გრადუსში(თითო ნიშანი =30 გრადუსი. 90:30=3. ანუ ვერძიდან მე-3 ნიშანი არის კიბო და უკან თუ დავატრიალებთ ნიშნებს თხისრქა.) ანუ პლანეტა ვერძში ძირითადად კვადრატურას ქმნის იმ პლანეტასთან რომელიც კიბოში და თხისრქაშია.
ტრიგონი და სექსტილი (დადებითი ასპექტები)
ტრიგონი არის 120 გრადუსი. ძირითადად საერთო სტიქიის ნიშნებშია პლანეტები. ანუ 120:30=4 მაგ. ვერძიდან მე-4 ნიშანი ლომია. უკნიდან თუ მოყვები მშვილდოსანი. მისი თანასტიქიელები. ეს ყველაზე დადებითი ასპექტია.
სექსტილი -60 გრადუსი პლანეტებს შორის. თითო ნიშანი თუ 30 გრადუსია, გამოდის ყოველი მე-2 ნიშანი. მაგალითად. ვერძიდან მე-2 ნიშანია ტყუპები. უკნიდან მერწყული.
ანუ მონათესავე სტიქიის ნიშნები.
ცეცხლის სტიქიის მონათესავე ნიშანია ჰაერი. ტყუპები და მერწყული კი ჰაერის სტიქიები არიან. რაც შეეხება სასწორს ის ოპოზიციაა..... რადგან ვერძისგან ყველაზე შორსაა.
შეიძლება ნიშნები ასე არ დაემთხვეს მაგრამ ასპექტები იყოს პლანეტებში. (თუმცა სუსტად იმუშავებს ეს ასპექტი)
მაგალითად ვერძის 28 გრადუსში მზე და კირჩხიბის მე-2 გრადუსში მთვარე. მათ შორის 60 გრადუსია ამიტომ სექტილი იქნება. დადებითი ასპექტი. მაგრამ მთვარე რომ იყოს კირცXიბის 28 გრადუსში მაშინ უკვე კვადრატურა იქნება.
შეკითხვები თუ გაქვს დასვი. არ მოგერიდოს.

შეიძლება ერთ წაკითხვაში ვერ გაიგო, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიგებ.