woman_ანუ ამ წინადადების დამწერის აზრით 3600 წლის წინ ცივილიზაცია დაიღუპა? ობოჟე რას არ გაიგებ

აბსოლუტურად მცდარად მიმაჩნია, ლოგიკური ჯაჭვია უბრალოდ დარღვეული. საიდან მოიტანა ამის დამწერმა რომ ეს ასე მოხდება? ზოგადად მეცნიერებს მსგავსი დასკვნები, ძველი გამოცდილებიდან მოაქვთ და როგორც ძველი ანუ 3600 წლის წინანდელი გამოცდილება გვაჩვენებს, ასეთ მოვლენას არ შეუძლია ცივილიზაციის დაღუპვა.
გარდა ამისა, რას ნიშნავს მზის სისტემაში პლანეტის შემოსვლა? ნებისმიერი ადამიანი ვინც ასტრონომიაში ერკვევა, სულ ოდნავ მაინც მიხვდება რომ ეს მზის სისტემაში შემოსვლა
1. აბსოლუტურად არ შეიძლება რომ ამდენად პროგნოზირებადი, მოწესრიგებული და სისტემატური იყოს
2. ეს პროცესი არ არის ბუნებრივი იმდენად რომ ასე თქვა აი პლანეტა ნაბირუმ კარი გააღო და მზის სისტემაში შემოვიდა
მზის სისტემა, მართლაც სისტემაა, რომელიც ძალიან ნელა და ძალიან ბევრი მილიონი წელი ყალიბდებოდა იმ სახით როგორი სახითაც ახლა არსებობს, შესაბამისად არ სეიძლება ასე უცბად მაისში ერთი პლანეტა შემოვიდეს

ამას ბევრი ძალიან ბევრი მილიონი წელი დასჭირდება. თუმცა როგორც წესი მზის სისტემას აკლდება პლანეტები ან პლანეტების თანამგზავრები და არა პირიქით. პირიქით ხდება მხოლოდ სისტემის ფორმირების პროცესში როდესაც ვარსკვლავი იბადება და მის გარშემო წარმოქმნილი მტვერი დროთა განმავლობაში ქმნიან გარკვეულ ობიექტებს რომლებიც ორბიტებზე მოძრაობენ.
არის ისეც რომ ობიექტი შეიქმნება მაგრამ ორბიტაზე ვერ მოხვდება და ასეთ პლანეტებს განდევნილებს უწოდებენ ასტრონომიაში, თუმცა განდევნილი პლანეტის უკან დაბრუნება სეუძლებელია, ეს მოლდრამა არ არის ასტრონომიაა

ასევე არსებობს ორბიტების უამრავი ფორმა და არ არის ყველა ისეთი მრგვალი როგორიც ჩვენს მზის სისტემაში, არსებობს ელიფსური ფორმის პლანეტის ორბიტაც, რომელიც აღმოჩენილია და არა ჩემი მოგონილი. ასევე არ არის სავალდებულო რომ მზის სისტემაში ყველა პლანეტას ერთნაირი ფორმის ორბიტა ქონდეს, ესეც აღმოჩენას ეყრდნობა და არა ჩემს დასკვნებს, ორბიტის ზომაზე არც ვსაუბრობ რადგან შეუძლებელია ერთი ზომის ორბიტა ქონდეს პლანეტებს მზის სისტემაში, უფრო სწორად დროში არსებობისთვისაა შეუძლებელია, თორემ როგორც ფენომენი არა, უბრალოდ ბოლოს ერთი პლანეტა ან საერთოდ არცერთი არ დარჩება, ანუ იქნება მზის სისტემა სადაც 1 პლანეტა იმოძრავებს მზის გარშემო ან საერთოდ არცერთი.
მოკლედ ცოტა ასტრონომია, მინიმუმ ის რასაც სკოლაში ასწავლიან და დარწმუნდებით რომ ეს მზის სისტემაში პლანეტის შემოსვლა და ამის გამო კაცობრიობის დაღუპვა მხოლოდ სასაცილოა
This post has been edited by HAG on 13 Mar 2011, 20:57
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.