matusala_5მადლობა ქრთამისთვის შევეცდები გიპასუხო

ის რომ 3 ან მეტი პლანეტა 1 ნიშანშია ამას სტელიუმს ეძახიან, ერთგვარი სიმძიმის ცენტრი, რომელიც ამ მოცემულ ნიშანს ტვირთავს ცოტა, შენს შემთხვევაში, ეს არის ადამიანი რომლის ცხოვრებაც ორიენტირებულია სტატუსზე, და მიღწევაზე ცხოვრებაში, ის რომ მარსიც მე 10 სახლშია.
ამ ნიშანს ისიც აძლიერებს რომ მზე ასევე თხის რქის სახლშია, მერკურის რაც შეეხება, ასეთი მდებარეობა აძლევს საღ აზრს და რეალისტურ ხედვას ( თუ დაზიანებული არაა ) ლოგიკას და მეთოდიკას, (ეს ზოგადად) თუმცა ცოტა თავშეკავებულობასაც, სურათი რომელიც ცოტა მოკლებულია წარმოსახვას და მკაცრ ჩარჩოში სვამს ადამიანის გონებას და აზროვნებას.
მარსს რაც შეეხება, თუ მე 10 სახლშია, ადამიანის პოტენციალიც აქეთკენაა მიმართული, ან ამ მხრივ ამჟღავნებს თავს ყველაზე კარგად, თანაც არა პიზიკურად არამედ მენტალურად (ჰაერის ნიშანშია და იმიტომ)
მითუმეტეს თუ მე 10 სახლიც თხის რქაშია. საკმაოდ სოლიდურ სტაუსს იძლევა ცხოვრებაში, ეხლა არ ვიცი რა დონეზე ხარ მაგრამ, ზედმეტად სოლიდურიც ნუ გახდები, ყოველ შემთხვვაში ასე იცნობენ ასეთ ადამიანებს.
ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ ადრე თუ გვიან რაგაც სტატუსს მიაღწევ, სხვაგვარად ვერ მოგასვენებს ეს მდებარეობები (ხომ შენი მონაცემებია რაც მომწერე?)......
slon777 შუა არ ვიცი მაგრამ ზემოთ არის ვერტექსი რომელიც ტყუპებსია, ამას ეძახიან მეორენაირად ადამიანის სულს, მის არსს, spirit, ის ტუ როგორი ბუნება დევს ადამიანში.
ქვემოთ რომელიც ვერძშია, არის ფორტუნა, იღბალი, ადამიანის იღბალის მაჩვენებელი წერტილი.....