იამაყეთ საკუთარი თავით და საქციელით
მარტო იმიტომ ღირდა მოდერობა რომ დამენახა როგორნი ყოფილხართ სინამდვილეში.
ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, რამდენიმე თვეა, გარკვეულწილად ფოლკმანი მაგიტომაც მოვითხოვე თუმცა ამ წუთამდე ეს არავინ იცოდა, ფოლკმანმაც კი.
ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ განყოფილებაში მოდერობას დავთანხმდი და ვმოდერირებდი იყო ის რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი განყოფილება იყო. აღასპერისთვის ნათქვამიც მაქვს რომ სხვა არცერთ განყოფილებაში არ დავთანხმდებოდი მოდერობას, რომ არა პარამეცნიერებები.
შესაბამისად იმედგაცრუებაც მეტად გრანდიოზულია ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ალბათ ამდენ ადამიანს რომ არ მოვწონდი როგორც მოდერი მე მართლაც მქონდა პრობლემა და ეს კითხვა მე ჯერ კიდევ მარტში დავსვი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი გამეკთებინა კარგი და მეტი განყოფილებისთვის.
მიუხედავად ამისა და იმ კრიტიკისა რომელზეც საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ყოველ ჯერზე ეხებოდნენ ყველაფერს პირადულს თუ პირდაპირ არა ირიბად თუ ირიბად არა პირადში და ა.შ.
ამიტომ თქვენზე უფრო ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი უსამართლო და უსირცხვილო ადამიანების პოსტების კითხვა აღარ მომიწევს და შემეძლება დავხურო ან საერთოდ არ გავხსნა თემა, ვალდებული არ ვიქნები ყველა თქვენს უსამართლო ბრალდებებს ვუპასუხო და თუ მექნება საერთოდ თქვენთან საუბრის სურვილი გიპასუხოთ ისე როგორც მინდა და თუნდაც ამისთვის დავისაჯო.
აქვე ვიტყვი ჩემს საყვარელ ფრაზას, ბევრს ავიწყდება რომ ყველა ნიკის უკან ადამიანია, გისურვებთ უფრო და უფრო ნაკლებად დაგავიწყდეთ.
ამ თემას ვხურავ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველა სიტყვაზე პასუხი გექნებათ, მადლობა, მაგრამ აღარ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე ისე რომ წარმოდგენაც არ გაქვთ ვინ ვარ და ამა თუ იმას როგორ აღვიქვამ ან როგორ ვიღებ.
ბედნიერი ვიქნები თუ საერთოდ არ შეწუხდებით და აღარ მომწერთ.
პ.ს. folkman წარმატებებს გისურვებ და ვწუხვარ წინ ბევრი იმედგაცრუება გელოდება
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.