logosსურათების თემაში სურათის გარეშე ბოდიში,მაგრამ ვერ დაგაპოსტინებთ
ამჟამად განყოფილება რომ ჩათს მიაქვს,მგონი ეგეც ადვილი დასადგენია

მაგრამ ბოლო დროს ზედმეტები მოხდა.ჩემს ლინკებს თუ გადახედე მიხვდებოდი,რაც
იცი მე რაში შევცდი? ახლა მივხვდი-ზედმეტად ვითმინე და ლოიალურიც ვიყავი.თხოვნაზე ამ განყოფილებაში რეაქცია არ აქვთ და მაინც თავისას "უბერავენ" .კარგით რა,თქვენ თუ არ გინდათ ელემენტარული წესრიგი იყოს,გინებებზა,შებმებმა და ჭორიკნობამ არ წაიღოს განყოფილება,წაიღოს.ნაგავი ისედაც ნელ-ნელა გროვდება და თავის დროზე სწორედ მაგ ნაგვის გამო დავთანხმდი მოდერობას,მიხედავო
ჩემი დიდი სურვილია პირადი ჯანმრთელობის მიზეზების გამო,საერთოდ დავტოვო ეს განყოფილება,აქ კბენის,დაგესვლის,ტყუილი პრეტენზიების,ბრალდებების მეტი დიდი ხანია ვერაფერს ვისმენ და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ისახება.
უბრალოდ "ჟირკა" მქონდა "მე მაინც მივაღწევ ოდნავ წესრიგს,რამდენიმე თემაში მაინც აღარ იჩეთავებენ" .რატომ უნდა მივიღო ასე სერიოზულად უკვე არ მესმის ან ყველაზე ძვირფასი ,რასაც წლებია ველოლიავები,რატომ უნდა შევწირო განყოფილებას,ვერც ამას ვხვდები. ხომ უკეთესია ,რომ ეს ყველაფერი დავიკიდო? არა იმიტომ,რომ სუსტი ვარ . . . იმიტომ,რომ მომბეზრდა და იმას მივხედავ,რაც მეძვირფასება .
დაკიდებას დადებითი აქვს ჩემთვის (ნუ,რა ეგოისტი ვარ) -აღარც გესლს გადმოანთხევენ ჩემზე;აღარც PM-ში მაგინებენ მხოლოდ იმიტომ,რომ მოდერი ვარ ;აღარც "აზაბოჩენი" PM-ებით შემაბავენ (მოდერობამდე ეს არ ხდებოდა,ჩემთვის ვპოსტავდი) ,აღარც გამლანძღავენ . . . და.ა.შ.
წავედი,იმისთვის ვიბრძოლებ,რაც მართლა მინდა .რაც ჩემი მიზანია და უაზრო ფორუმულ კამათზე არ მოვცდები. თქვენ კიდევ დარჩით,პოსტეთ რაც გინდათ,გინდათ საჩეთაო გაიხსენით,გინდათ შეკრების 10 თემა გახსენით,ეპროვოკატორეთ,უკბინეთ,ლანძღეთ . . .
რამდენიმემ მკითხა რატომ არ მოდიხარ შეკრებებზეო,მიზეზს ვერც ამ პოსტზე ხვდებით?
გმადლობ . . . განყოფილება(ვ )
პ.ს. კარგით ახლა,ვითომც გულები შეგიტოკდათ ,ისეთ პოსტებს ნუ გამოუშვებთ
=============
როგორი იყო?
This post has been edited by Miss_Manette on 12 Aug 2010, 02:48