2012ის კიდე სჯერა ვინმეს?
აგე გამახსენდა და ჩემს შარშანდელ სტატიას დავდებ ამ თემაზე..

21.12.2012 – აპოკალიპსის ახალი თარიღი. მას ბევრი ელის, მაგრამ ამავდროულად, მისი ძალიან ბევრს ეშინია.
29 წლის სოფო შარაბიძეს 2012 წლის შესახებ თეორიების არ სჯერა და თვლის, რომ ყველაფერი მოგონილია და ადამიანს არ ძალუძს მომავლის წინასწარმეტყველება.
სხვაგვარად ფიქრობს 21 წლის მიშა, რომლის აზრითაც ძველი წინასწარმეტყველები ჭკვიანები იყვნენ და ნაკლები შანსია რომ რამე შეშლოდათ. მისი აზრით, დედამიწას მართლაც ელოდება კატაკლიზმები ამ პერიოდისათვის.
25 წლის სალომეს აზრით, ეს სიმარ¬თლეც რომ იყოს არ ღირს ამაზე ფიქრით თავის გადაღლა. "ჯობს დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და მომავალზე ნაკლებად ვიფიქროთ"_ ამბობს ის.
მიუხედავად ასტრონომი მეცნიერების მიერ მისი უარყოფისა, ქვეყნიერების დასასრულის ამ თარიღმა იმდენად დიდი გავრცელება ჰპოვა მსოფლიო საზოგადოებაში და იმდენად გაიდგა ფესვები მხატვრული ფილმებისა თუ სხვადასხვა ვებსაიტების დახმარებით, რომ ცოტამ თუ იცის, რეალურად ვინ წამოიწყო ამაზე საუბარი, რატომ მაინცდამაინც ეს თარიღი, რატომ მაინცდამაინც პლანეტა ნიბირუ და მთავარი, რეალურია თუ არა კაცობრიობის დასასრულის შესახებ ეს აზრი.
ამ დღეს ვარაუდობენ, რომ მზის სისტემის პლანეტები ერთ მწკრივში გასწორდებიან, ანუ იქნება პლანეტების აღლუმი, თუმცა ცნობილი რვა პლანეტის გარდა ჩვენს პლანეტასა და იუპიტერს შორის დედამიწაზე ოთხჯერ დიდი ე.წ. ნიბირუ ჩადგება. ის იქნება მზის ტოლი და სისხლივით წითელი, გამოიწვევს კატაკლიზმებსა და დედამიწის პოლუსების ცვლილებას, უფრო პესიმისტური თე-ორიის მიხედვით კი საერთოდაც კაცობრიობის არსებობის დასასრულს. ამ იდეის მომხრენი დასადასტურებლად უკანასკნელ პე-რიოდში მომხდარ ოთხ უდიდეს მიწისძვრასაც იმოწმებენ.
მათი აზრით ეს კატაკლიზმების დასაწყისია. პირველად, პლანეტა ნიბირუსთან შეჯახების შესახებ ვისკონსინელმა ნენსი ლიდერმა ისაუბრა. მისი თქმით მას ბავშვობაში ნაცრისფერი უცხოპლანეტელები ე.წ. ზეტები დაეკონტაქტნენ, რომელთაც მას ტვინში გადამცემი ჩაუმონტაჟეს. 1995 წელს მან ვებ-საიტი `ძეტატალკ.ცომ~ შექმნა, სადაც მათთან კონტაქტის შესახებ ყვებოდა. პირველად ის ფართო საზოგადოების წინაშე 1997 წელს გამოჩნდა, როდესაც კომეტა ჰოლი-ბოპის შესაძლო საფრთხეზე მსჯელობდნენ. ის ზეტების სახელით ამბობდა: ეს კომეტა არ არსე-ბობს და რეალური საფრთხე დედამიწაზე 4-ჯერ დიდი პლანეტა იქსისაგან, იგივე ნიბირუსაგან მოდის, რომელიც სულ მალე 2003 წლის 27 მაისს ჩაივლის დედამიწასთან ძალიან ახლოს, შეუცვლის მას პოლუსებს, დაარღვევს მის ელექტრომაგნიტურ ველს და გაანადგურებს ცივილიზაციას. 2003 წელს კატასტროფას იაპონური კულტის ჩინო-შოჰოს წევრებიც ელოდნენ, თუმცა ამ თარიღმა დედამიწისათვის მშვიდად ჩაიარა. ნენსი ლიდერმა ძველი თარიღი განსაზღვრულ ტყუილად მონათლა და ახალ თარიღად 2012 წლის 21 დეკემბერი დაასახელა. ინტერნეტსივრცეში პლანეტა იქსთან იგივე ნიბირუსთან 2012 წელს შეჯახების თეორია დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ნიბირუს შესახებ ინფორმაციას ეძებთ, უბრალოდ ჩაწერეთ ეს სიტყვა გუგლის საძიებო სისტემაში, ის მილიონნახევარ გვერდს გიჩვენებთ. 2012 წლის 21 დეკემბერი ბევრ აპოკალიპტურ ასოციაცებს აღძრავს. ის მაიას კალენდრის გრძელი ჯაჭვის ბოლო წრეა. ამ კალენ-დრის მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე მზის ფინალურ ეპოქაში, რომელიც 2012 წელს მთავრდება. მათ მიერ დატოვებული სამი კოდექსიდან წასაკითხად გამოსადეგი ერთადერთი ეგზემპლიარი დრეზდენში ინახება. კოდექსში წერია, რომ მათ თავიანთი კალენ-დარი ღმერთებმა დაუტოვეს შორეულ ვარსკვლავზე გაფრენის წინ. დაუბარეს, როგორც კი დრო მოვაო, დავბრუნდებით და რაც შევქმენით შევამოწმებთო. გამოთვლის მიხედვით ეს ხდება 2012 წლის დეკემბერში, თუმცა ამ ვერსიის უზუსტობას ისიც მოწმობს, რომ არავინ იცის მაიას კალენდრის ათვლის წერტილი, ანუ ის, რაც ჩვენთვის ქრისტეს დაბადებაა, მუსლიმებისთვის კი მუჰამედის. კოდექსში ნახსენებია, რომ ღმერთების დაბრუნება მაშინ მოხდება, როდესაც დედამიწის ღერძი კვლავ დაუბრუნდება იდეალურ მდგომარეობას. იდეალურ მდგომარეობად ვერსიის მომხრეები დედამიწის ღერძის გალაქტიკის ცენტრში მყოფ შავ ხვრელთან გასწორებას მიიჩ-ნევენ, რომელიც მათი აზრით ზუსტად 2012 წელს ხდება. ნიბირუს შესახებ მართლაც არის საუბარი ძველ შუმერულ, ეგვიპტურ, მაიას წყაროებში, თუმცა მას სხვადასხვა სახელით მოიხ-სენიებდნენ. `ეშმაკის პლანეტა~, `წითელი პლანეტა~ `მეორე მზე~, `გვირგვინივით მოციალე~, წინაპრები მას ღმერთებით დასახლე-ბულ პლანეტად თვლიდნენ. ტექსტების გარდა შუმერულმა ცივილიზაციამ მისი გამოსახულებაც შემოგვინახა. ისინი ნიბირუს მრგვალი დისკოს სახით გამოსახავდნენ, რომელსაც ორი უზარმაზარი ფრთა ჰქონდა. ეს სიმბოლო ბაბილონურ, ასირიულ, ეგვიპტურ და სხვა ძველ წყაროებშიც გვხვდება. ძველ ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ მსგავსი საფრენი აპარატით დედამიწაზე პირველად ჩამოფრინდნენ ნიბირუს მცხოვრებნი. ასტროფიზიკოს ალეკო თევზაძის თქმით 2012 წელს მეცნიერები არანაირ უჩვეულო და საშიშ მოვლენებს არ ელიან: ` ამ პერიო-დისათვის მზის სისტემას არავითარი ობიექტი არ მიუახლოვდება, განსაკუთრებით კი ჩვენს პლანეტაზე დიდი, რადგანაც ამის დანახვა უკვე დღეს, ჩვეულებრივი ტელესკოპებითაც იქნებოდა შესაძლებელი. ეს პანიკა 2012 წელს რაღაც შეჯახების შესახებ ალ-ბათ უფრო მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება ვიდრე ასტრონომიას. არ არსებობს პლანეტა ნიბირუს შესახებ რაიმე მეცნიერული ცნობები და დამადასტურებელი ფაქტები. დედამიწის ღერძი ამ პერიოდისათვის გალაქტიკის ცენტრს არ გაუსწორდება, ის ახლა თუ არ ვცდები პოლარულ ვარსკვლავს უყურებს~. მისი თქმით ეს რომც მოხდეს, არანაირ მოვლენას არ უნდა ველოდეთ, რადგანაც მზის სისტემა გალაქტიკის განაპირა მხარესაა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ შავმა ხვრელმა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენს პლანეტაზე. `ისიც, რომ დავუშვათ, რომ რაიმე პლანეტა მარსსა და იუპიტერს შორის ჩადგება 2012 წელს, რაც მეცნიერულად აბსოლიტური სისულელეა, ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს დედამიწაზე. ერთადერთი ციური სხეული, რომლის ძლიერ გავლენასაც დედამიწა განიცდის ეს მთვარეა და ჩვენზე 11-ჯერ დიდი იუპიტერიც კი სრულიად უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს, ამიტომ რაიმე გავლენებსა და კატასტროფებზე საუბარი არასწორია, _ ამბობს მეცნიერი. ზოგადად ასტრონომები მტკიცედ უარყოფენ მსგავსი სხეულის ჩვენს სისტემაში არსებობას, რადგანაც მას დღეს შეუიარაღებელი თვალითაც კი დავინახავდით. იმ ფოტოებს კი, რომლებიც ინტერნეტში ნიბირუს ფოტოების სახით გავრცელდა მზის გამოსხივებას ანაც ოპტიკური ლინზის ბრწყინვალებას უწოდებენ. ბევრი `ნასას~ ინფორმაციის შეგნებულ დაფარვაში ადანაშულებს, ამის არგუმენტად კი `ირასის~ ინფრაწითელი ობსერვატორიის მიერ მოწოდებულ მასალებს ეყრდნობა, რომლებმაც უცხო ციური სხეულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა ეს მოსაზ-რება შემდგომი კვლევების შედეგად არ დადასტურდა. XVIII საუკუნემდე ადამიანებს მხოლოდ მზის, 6 პლანეტისა და მთვარის არსებობის სჯეროდათ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო სამყაროს უსასრულოდ თვლიდა, ამბობდა, რომ პლანეტები მზის ირგვლივ ბრუნავენ და არსებობენ კიდევ სხვა, ჯერ კიდევ უცნობი პლანეტებიც, რომლებიც ასევე ამ მნათობის გარშემო ტრიალებენ. ამისათ-ვის ბრუნო 1600 წელს სიკვდილით დასაჯეს, როგორც ერეტიკოსი. XVIII საუკუნის მიწურულს მოხდა ნამდვილი რევოლუცია ასტრონომიაში. ამ დროს მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ მზის სისტე-მაში კიდევ ბევრი ახალი სხეულის აღმოჩენა იყო შესაძლებელი. დღეს თანამედროვე ასტრონომიული აღჭურვილობა იმდენად განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა ბევრი ახალი ციური სხეულის აღმოჩენა და შესწავლა. აღმოჩნდა, რომ პლუტონი, რომელსაც, მე-9 პლანეტად მივიჩნევდით, სულაც არ არის პლანეტა და ის ასტეროიდების პლუტინოების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც მზის სისტემას ასრულებენ, პლანეტა ნეპტუნის შემდეგ. 2003 წლიდან ასტრონომებმა დამატებითი სამუშაოების ჩატარება დაიწყეს, რათა დაედგინათ სხვა პლანეტებისა თუ უბრალოდ ელემენტების არსებობა ჩვენს სისტემაში. 2007 წლის შემდეგ 500კმ-ზე მეტი დიამეტრიც არცერთი ტრანსნეპტუნური ობიექტი არ აღ-მოუჩენიათ პლუტონზე ახლო ორბიტაზე. მზის სისტემის გარეთ არსებული უცხო ობიექტების აღმოსაჩენად კვლევას კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარული ასტრონომიის პროფესორი მაიკლ ბრაუნი უძღვება, რომელმაც ბოლო მოხსენება 2009 წელს გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ 1500კმ-ზე მეტი დიამეტრით მზის სისტემის უახლოეს წერტილებში არცერთი სხეული არ არის აღმოჩენილი. დავუბრუნდეთ მითიური პლანეტის აღწერილობას. ის 4-ჯერ დიდია დედამიწაზე. მოძრაობს გაწელილ ორბიტაზე და 3600 წელი-წადში ჩნდება მარსსა და იუპიტერს შორის და დასახლებულია მაღალგანვითარებული ცივილიზაციით. ნიბირუს გაწელილი ორბიტა აღწერებში ჰგავს კომეტისას და ის შესაძლოა წინაპრებს კომეტა ჰეილა-ბოპაში არეოდათ, რომელიც თავის ორბიტაზე ბრუნვას 4000 წელს ანდომებს. ის 1995 წელს მოგვიახლოვდა და 18 თვეს იყო ხილული შეუიარაღებელი თვალ-ისთვის. ასტრონომიული გამოთვლებით გაწელილ ორბიტაზე მოძრავ სხეულს პლუტონის ორბიტიდან ჩვენს ორბიტამდე მოსვლისათ-ვის 13 წელი სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ 2012 წელს რაიმე გვემუქრება ის უკვე სატურნის ორბიტაზე ახლოს უნდა იყოს. ასეთ წერტილებში კი თანამედროვე ტელესკოპები 50კმ-ის რადიუსის მქონდე სხეულებსაც ამჩნევენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს 2012 წელს რაიმე პლანეტის მოახლოების ეჭვს. არც პლანეტების აღლუმის უნდა გვეშინოდეს, რომლის შესახებაც კინოფილმ 2012-ის შემქმნელები საუბრობენ. ასტრონომიული გამოთვლებით დედამიწა, მარსი და სატურნი ამ პერიოდში სულაც არ დადგებიან მზის გასწვრივ ერთ ხაზზე და არც მზე გაუს-წორდება გალაქტიკის ცენტრს.
მოკლედ გადმოვაკოპრე ბლოგზე იდო ერთგან. ხოდა მთლად კარგად არ არი აბზაცები გამოყოფილი და არ გამპუტოთ.