kalaaარ არის იოლი მერწყულის შებმა, უნდა გაიაროთ პროცედურები :
1.ნაკლები ელაპარაკეთ და ბევრი მომაჯადოვებელი ღიმილი გაუშვით (ოღონდ ეს ყველაფერი ლაივში და არა ვირტუალურად)
2.ელაპარაკე მეგობრობაზე, რომ გყავს ბევრი მეგობარი და არც გამორიცხავ რომ გააცნო მას, ოღონდ არ დააკონკრეტო როგორ გააცნობ მათ მერწყულის თავს, შეყვარებულად თუ მეგობრად... (ამ დროს უკვე მერწყული ხარშავს და ფიქრობს რა უნდა შენთან - მეგობრობა თუ სიყვარული)
3.არასდროს გამოუტყდეთ გრძნობაში პირველი, ნურც სიყვარულზე ესაუბრები, ზუსტადაც, რომ მუნჯური მოქმედება გმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაფრთხება, იმიტომ რომ მერწყულს ნადირობა უყვარს და არა პირიქით რომ ის მოინადირონ.
4.იყავით მისთვის განათლებული,ღრმა, მიზანდასახული, ინტელექტუალური, შარმიანი და ქალური არსება და ის ამას დააფასებს აუცილებლად.
5.დაიცავით ყველაფერში ზომიერება მასთან ურთიერთობისას.
6.არასდროს შეიქმნათ ჩადრიანის და პატიოსნების განსახიერების იმიჯი მის თვალში.
7.ისაუბრეთ მასთან თამამად ყველა თემაზე
8.არასდროს გამოიყენოთ სარკაზმი და მლაშე იუმორი მასთან
9.დაანახეთ ძლიერი პიროვნება და არასდროს იწუწუნოთ მასთან, მერწყული სისუსტეზე ძალიან ცუდად რეაგირებს და საკმარისია სუსტ ტიპაჯად ჩაგთვალოთ, რომ ის გადაწყვეტს თქვენ არ იყოთ მისი.
10.მერწყული ანგარიშით იყვარებს და ქორწინდება, უნდა ითქვას რომ ჩვენ განსხვავებული გრძნობა ვიცით, რასაც სიყვარულს ვეძახით, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი აღმოჩნდება რომ თურმე ყველაზე კარგია ვარიანტია სტაბილურობის და ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
პ.ს. შეიძლება თქვენი მერწყული იდეალური არ იყოს, მაგრამ მასთან ცხოვრების განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ მასზე უკეთესი თქვენს გვერდით ვერავინ წარმოგიდგენიათ და ზუსტად ასეთი ქმარი და შვილების მამა გჭირდებათ.
ძალიან რთულია მერწყული მიატოვოთ, მაგრამ ძალიან იოლია მისი შენარჩუნება