რამდენიმე წესი მშვილდოსან მამაკაცთან ურთიერთობის დროს
1. მშვილდოსანი მალე აღფრთოვანდება ქალით, რომელიც ეფექტურობით გამოირჩევა და ყურადღების ობიექტია.
თუ გსურთ მისი განწყობა ისევე მალე არ ჩაქრეს, როგორც გაჩნდა, უნდა შეეცადოთ გაუმყაროთ ეს ყველაფერი ახალ-ახალი თვისებებით თქვენს ხასიათში, ის სიამოვნებით მიჰყვება თქვენი ხასიათის ლაბირინთებს და არც მათში ჩაკარგვაზე იტყვის უარს (რადგან დარწმუნებულია, რომ გამოსვლა არ გაუჭირდება)
2. მშვილდოსანი ცეცხლოვანი საყვარელია, მაგრამ არა ცეცხლოვანი ქმარი!
3. მშვილდოსანი მიგატოვებთ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი უნებური შეცდომით კვარცხლბეკიდან ჩამოგიყვანთ, რომელზეც აგიყვანათ. ის ხომ იდეალისტია, როგორც კი იპოვის თქვენში რამე ისეთს, რასაც ვერ წარმოიდგენდა და იმედი გაუცრუვდება, ეს შეუქცევადი მოვლენა გახდება და ის მიგატოვებთ.
4. მშვილდოსანი ხალხში თქვენ ისე გეპყრობათ, როგორც მეგობარს და ძირითადად სტუმრებზეა ორიენტირებული, თუმცა საკმარისია მარტო დარჩეთ, გონზე ვერ მოხვალთ ისე აღმოჩნდებით ლოგინზე

ასე რომ ნუ გეწყინებათ მისი "ჯიგრული" ქმედებები სახალხოდ.
5. მშვილდოსნისთვის იუმორი ყველაფერია, ის არასოდეს შეხედავს ქალს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია.
6. არ გაუბრაზდეთ მას, თუკი გულმხურვალე სიყვარულის ახსნების მერე უეცრად გადაწყვეტს თქვენგან წავიდეს. ის იმ მომენტებში არ იტყუებოდა, მას მართლა უყვარდით იმ წუთებში.
7. ის მოხეტიალეა, თუ თქვენ არ გაიზიარებთ მის ინტერესებს ის სხვასთან ერთად განახორციელებს მათ.
8. მშვილდოსანი ენერგიული ტიპია, რომელმაც თუ არ დახარჯა ეს ენერგია აგრესიაში გადასდის. თუკი მშვილდოსანმა უმიზეზოდ დაგიწყოთ აგრესიულობა და უხეშობა, ესე იგი დროა იჩხუბოთ და დაიცალოს ამ ყველაფრისგან.
თქვენ გაოცდებით, არ არსებობს ქვეყნად ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორიც მშვილდოსანია ჩხუბის შემდეგ.
9. თუ მშვილდოსანმა შეწყვიტა თქვენთან სხვადასხვა საკითხების გარჩევა და საუბრის ინტენსივობა დაეცა, განგაშის ზარებს შემოკარით, მას ვიღაც ჰყავს!
10. მშვილდოსანი არ ეძებს პარალელურ ურთიერთობებს, უბრალოდ მას გზად აწყდება სხვადასხვა ქალი და როგორც რაინდი, ის უარს ვერ ამბობს მათთან ურთიერთობაზე ))
და ბოლოს.. ის ყველაზე კეთილშობილია მათ შორის, ვისაც ცხოვრებაში ქალს შეუძლია შეხვდეს!
მშვილდოსან კაცთან ურთიერთობა ეს იგივეა, რომ იარო ედემის ბაღში და ხეხილს ცეცხლი ეკიდოს..
© მე
მიყვარხართ
This post has been edited by woman_ on 13 Aug 2010, 12:54