მზე, სანამ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება, რამოდენიმე დღის გან-ში (26.11- 16.12) გადის გველისმჭერის თანავარსკვლავედს, მაგრამ რადგან ზოდიაქოს თანავარსკვლავედები მხოლოდ 12 უნდა იყოს, შესაბამისად წელიწადის 12 თვისა, გველისმჭერს არ თვლიან ზოდიაქოში. ასტროლოგია ანიჭებს მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან თვლის, რომ ამ დროს დაბადებული ადამიანი ატარებს ხასიათის ინფერნარულ (адский, дьявольский) თვისებებს. ეს თანავარსკვლავედი მოიცავს ეკვატორიალური ცის ვრცელ რეგიონს და კარგად არის შესწავლილი.
მაგრამ დიდი ხნის გან-ში ასტროლოგები და მაგები არ ესაუბრებოდნენ ადამიანებს ზოდიაქოს მე-13 ნიშანზე, როცა კეთილი და ბოროტი ძალები იწყებენ შეურიგებელ ბრძოლას ადამიენბის სულების დასაუფლებლად.
ცოდნა გველიმჭერზე მოდის დღევანდელი ევროპელების წინაპარი არიელებიდან.
მეტნაკლებად ეს ცოდნა შერჩენილი აქვთ ინდუისტ და ზორო-ასტრალურ ქურუმებს.
გველიმჭერი ბატონობს 2 კვირა. პირველი ემთხვევა მორიელის დამთავრების პერიოდს, მეორე- მშვილდოსნის აღმავლობის პერიოდს.
სიმბოლურ ჰოროსკოპში, რომელიც შედგება 12 თანაბარი ნაწილისაგან, დაფარული სახით შედის გველისმჭერის ნიშAანი, რომლსაც აქვს გასავლელი სხვა სამყაროებში-ასტრალი, მენტალი, კარმული ურთიერთკავშირი. გველისმჭერს არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი ზოდიაქოში. გრაფიკულად ის არის რძიანი გზის პროექცია ზოდიაქოს წრეში.
მორიელ-მშვილდოსნის დროს ხანდახან "დამწვარ გზას" ეძახიან. ეს არის ასტროლოგიაში სიმბოლო გზისა, რომელზეც ჩვენ გველოდებიან ყველაზე მძიმე გამოცდები. ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, ამ დროს დედამიწის თავზე ცეცლლწაკიდებული ეტლით გადამფრენმა მზის შვილმა ფაეტონმა დაწვა ყველაფერი ცოცხალი და კოსმოსური ქაოსიდან ზედაპირზე გამოძვრნენ ურჩხულები.
ძველი არიელები ასეთ დროს იხსენებდნენ სამყაროს მბრძანებელ ზაკხაკს, რომელიც ბოროტი ძალებით იყო შეპყრობილი. მას მხრებზე ამოზრდილი Hქონდა ადამიანისმჭამელი გველები.
მორიელ-მშვილდოსნის პერიოდი არის ბოროტი ძალების მძლავრობის პერიოდი.
ამ ორი კვირის განმავლობაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ თავისი თავის იმედი. გველისმჭერი გვასწავლის: შიში-არის ბოროტის მთავარი იარაღი და ბოროტის ყველაზე საშინელი გამოვლინება არის ტყუილი.
ის ვინც გაიცნობიერებს ამას და დასძლევს შიშს, გათავისუფლდება. სხვებს ელოდებათ ფაეტონის ბედის განმეორება,-ჩავარდნა და "დამწვარი გზა" ფეხქვეშ. მორიელის მშვილდოსანში გადასვლის პერიოდი ( ე.წ. მორიელის 30 გრად. ან Mსვილდოსნის ნულოვანი გრად.) იწოდება გათავისუფლების წერტილად.
ნამდვილი ასტროლოგები ყოველთვის ითვალისწინებენ გველისმჭერელის გავლენას ადამიანის ბედზე.
თუ თქვენ დაიბადეთ 27 ნოემბრის და 17 დეკემბრის პერიოდში, თქვენ ხართ არა მორიელი ან მშვილდოსანი, არამედ გველისმჭერელი, მორიელის შტრიხებით და მორილეის და მშვილდოსნის დახასიათება შეგესაბამებათ მხოლოდ ნაწილობრივ. თქვენ ინარჩუნებთ თქვენს თავში ამ ნიშნების ძირითად თვისებებს, მაგრამ თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ბედის ადამიანი.
თქვენ შეგიძლიათ გაქრეთ სამუდამოდ, გამოუმშვიდობებლად, უკვალოდ. გაქვთ უნარი სრულიად გარდაქმნის, სხვა ადამიანად გადაქცევის. ზოგიერთი ადამიანებისთვის თქვენ მოგაქვთ დაუჯერებელი სიხარული და ბედნიერება, სხვებისთვის- სიმწარე და ნგრევა. თქვენ უკან შლეიფივით მოგყვებათ მთელი რიგი უცნაური და აუხსნელი მოვლენებისა, რომელთა ახსნა ხანდახან თავადაც არ ძალგიძთ.
გველისმჭერელები ჩვეულებრივ ბევრს გადაადგილდებიან, ყოველთვის გზაში არიან. ხვდებიან უამრავ განსხვავებულ ადამიანს და ყველა მათგანს უძებნიან თავის გასაღებს და აყალიბებენ მათთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მათ შეიძლება ჰქონდეთ რამოდნეიმე ოჯახი სხვადასხვა ქალაქში, რამოდენიმე ცხოვრება ან ცხოვრების შრეც კი, ურთიერთობის სხვადასხვა წრეები.
ის არსით ნამდვილი ქამელეონია, რომელიც იცვლის ფერს, შეფერილობას, ქცევის მანერას, რომელსაც ნებიმსიერ წუთს შეუძლია შეცვალოს თვაისი ცხოვრება, გადააქციოს ფერფლად წარსული, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
გველისმჭერები შეიძლება ზალიან საშიშნი იყვნენ. თუ თქვენ მიაყენებთ ზიანს გველისმჭერს, მას შეუძლია საპასუხოდ მოგიტანოთ დიდი უსიამოვნებები, ნგრევები და სიკვდილიც კი. და ეს არა იმიტომ , რომ გველისმჭრლები ბოროტი ხალხია და ამს გამზრახ აკეთებენ. ამ ნიშნის ბუნებაა- "დამწვარი გზის" ეფექტი. როდესაც ის თავისი ყოფნის ადგილს ტოვებს, ის ყველა ხიდს წვავს თავის უკან.
ამ ადამიანს შეუძლია დაიწყოს ნულიდან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მაინც შეძლოს ყველაფრის თავიდან აშენება.
გველისმჭერელს შეუძლია 'წაშალოს" თვაისი წარსული და ისე დაიწყოს ცხოვრება ნულიდან, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მას არ ეშინია საშიში სიტუაციების, მას არ აქვს შიშის გრძნობა, მას უყვარს ავანტურები და თავგადასავლები. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ის ჩვეულებრივ გადარჩება, ის არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანია. თუ ხდება ავიაკატასტროფები, ყევლა იღუპება და გველისმჭერელი გადარჩება. ძველი რომაელი ასტროლოგი Манилий წერდა, რომ გველისმჭრელის აღმავლობის პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის გველები აბსოლუტურად უვნებელნი არიან.Такие люди «будут носить змей за пазухой и на развевающихся одеждах, целовать их, не страдая от яда».
ლათინურად ამ თ ანავრსკვლავედს Serpentarius ეწოდება , თარგმანში ის ნიშნავს -"ის ვინც გველს ატარებს".
გველისმჭერელის ცხოვრებაში ყოველთვის არის კონტრასტი- ხან სრული დაცემა, ხან ბრწყინვალე აღზევება. მესამე არ არსებობს. ის სიამოვნებით ანგრევს იმას რაც ადრე შექმნა, რათა თავიდან შექმნას რაღაცა ახალი. ეძებს ახალ თავგადასავლებს, ისწრაფვის გამოცდებისაკენ. მეორე მხრივ, მას ისე შეუძლია იმხიარულოს და დატკბეს ცხოვრებით, როგორც სხვას არავის. მას შეუძლია სრულიად ჩაიძიროს სიმაოვნების და გიჟური სიხარულის, რისკის და თავგადასავლების მორევში.
ძირითადი განსხვავება გველისმჭერელისა სხვა ნიშნებისგან არის ის, რომ ცხოვრება არ აძლევს მას გაჩერების საშუალებას. სხვა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს გაჩერება, დაბრკოლება, კონსერვატიზმი, უკან მობრუნება, გველისმჭერელს -არა! ის მხოლოდ წინ მიდის. თუ ის გაჩერდება , მაშინვე მოხდება შლა და ნგრევა, რაც მას აიძულებს გზა გააგრძელოს.
გველისმჭერის ბუნება ისეთია , რომ მას მხოლოდ ამ ძნელ, არსებითად არაადამიანურ პირობებში შეუძლია ცხოვრება. მისთვის ეს ერთადერთი მისაღები, ადამიანური პირობებია.
გველისმჭერელისთვის მთელი ცხოვრება ეს - ბრძოლათა სერიებია. მის ცხოვრებაში მუდმივად წარმოიშობა სიტუაციები, რომლებშიც მას არავინ ეხმარება და ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ასე მოხდა პაგანინის შემთხვევაშიც, როცა მან მხოლოდ ერთი სიმით დაუკრა.
გველისმჭერელის გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესო,ა მაგრამ ამავე დროს მოუსვენრად გრძნობ თავს. მათ შეიძლება ქონდეთ თავბრუდამხვევი, ერთი შეხედვით მოულოდნელი და დაუმსახურებელი წარმატებებიც კი ცხოვრებაში. მაგრამ მათ ექნებათ ასეთივე წარუმატებლობებიც.
სამწუხაროდ მას მოაქვს წარუმატებლობები იმ ადამიანებისთვისაც ვინც მასთან არიან დაკავშირებულნი. იმ დროს როცა შენ მას მიეჩვევი და გგონია რომ შენ ის შეიცანი, შეისწავლე, ის მთლიანად შენს ხელთაა და შენ მას აკონტროლებ, ის უეცრად აბსოლუტურად სხვანაირი ხდება, ჩნდება სხვა მხრიდან. მასთან ურთიერთობა რთულია, არ იცი როგორ მიუდგე მას. ის ტოვებს ორმაგობის ურთიერთსაწინააღმდეგოს შთაბეჭდილებას, რაც ასე ახასიათებს გველისმჭერელს.
გველისმჭერელი ეს სულიერი გამოფხიზლების ნიშანია, ნიშანი რომლეიც გვაერთებს კოსმოსთან . გველისმჭერელი ეს ისაა, ვინც კარმა დაამარცხა.
ამ ნიშნით დაბადებული გამოჩენილი ადამიანები ; ნოსტრადამუსი, შარლ დე გოლი, ალექსანდრე სუვოროვი, სპინოზა, ლოპე დე ვეგა და ა.შ.
[B]
* * *
davidkutaiseliსხვათაშორის დიდი ხანი არ არის, რაც მე-13 ზოდიაქოზე წავიკითხე და დავინტერესდი, რადგან ამ პერიოდს ემთხვევა ჩემი დაბადების თარიღი.
უცნაურია, მაგრამ ამ ზოდიაქოს დახასიათება თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა ჩემს ცხოვრებას და ამის მერე გამიჩნდა სურვილი მეტი გამეგო გველისმჭერელის ზოდიაქოზე. ყველა ინფო რაც მოვიძიე ნეტში მეტნაკლებად ერთმანეთის გადამღერებაა

( საინტერესო იქნებოდა მეტის ცოდნა ამ ნიშანზე.
მერე კიდევ განვავრცობ ამ თემას , რაც მე მაქვს იმ ინფორმაციით. კარგი იქნებოდა სხვებიც თუ დაწერდნენ , ანუ ისინი ვინც უკეთესად ერკვევიან ასტროლოგიაში.
logos-ის პოსტი საინტერესო იყო