მზე - მორიელიღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისნი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.
ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.
ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ–ერთი თვისება – ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს ამ გზას – ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ვერძსაგან – განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.
ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შდცომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრედე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.
მთვარე - თხის რქაძლიერი ნებისყოფა და სულის სიღრმე, სერიოზულობა, შრომისმოყვარეობა, მუდმივობა საქმეებში და ურთიერთობებში. გონების პრაქტიკული წყობა და რეალისტური შეხედულება ყველაფერზე. გამოხატული პატივმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და მიზანმიმართულება. კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია ფხიზელი გონებით და ცივი ანგარიშიანობით. მაგრამ ყველაფერში შეინიშნება "მიწის სიმძიმე". სიყვარული- წესრიგის, განაწესის და ნებისმიერი ინსტრუქციების მიმართ . ძლიერი სწრაფვა მატერიალური ფასეულობებისაკენ, უზრუნველყოფილი სიბერისაკენ. თუ სატურნი ძლიერია და დაუზიანებელი და მთვარესთან კარგ კონფიგურაციას ქმნის, ეს ნიშნავს, რომ ამ ინდივიდში იჭარბებს გონება, კონცენტრაციის უნარი, უბრალოება, სიზუსტე. მომჭირნეობა, ეს ყველაფერი მოუტანს წარმატებას სამსახურებრივ სფეროში, სახლში, საზოგადოებრივ სამიანობაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში- კარგი არაფერია.
1 დეკანადა -შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება, მიზანსწრაფვა და მიზანმიმართულება, პროფეს. ცოდნა და წარმატება, განსაკუთრებით წარმოებაში და ხელობაში. თუ ,მარსი ან სატურნი დაზიანებულია უფრთხილეს სიმსივნეებს.
2 დეკანადა- საუკეთესო წარმატება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობაში, მებოსტნეობაში.
3 დეკანადა- პრაქტიკულობა, პატიოსნება, მრავალმხრივობა, გაბნეულობა, ეგოიზმი, უნდობლობა, ყოყმანი.
ასცენდენტი - ტყუპებიანიჭებს ადამიანს ზღვარგადასულ მენტალობასა და ზედაპირულობას საგნების აღქმაში (ყველაფერი ტვინის გავლით). აღინიშნება წამიერი და მკვეთრი გააზრების უნარი. არ უყვარს დიდი ხანი რაიმეზე კონცენტრირება.
ეს ადამიანი დინამიურია, ხშირად არ ეთანხმება საკუთარ თავს, თუმცა ის განუმეორებლად ბრწყინვალეა!
თუ მის გარემოცვაში არაფერი იცვლება, მაშინ ის საკუთარ ხელში იღებს სადავეებს. თუ გადაეჩვევა მავნე თვისებებს - ზედაპირულ აღქმასა და ზერელედ საკუთარი თავის წარმოჩენას, - მას შეუძლია ბევრს მიაღწიოს.
მერკური - მშვილდოსანიამ მერკურის ძალიან ფართო ხედვა აქვს და ამავდროულად არ აქცევს ყურადღებას დეტალებს. როგორც წესი, ყველაფერს აღიქვამს რაც აინტერესებს, ამასთან განურჩევლად. რაც მისი ინტერესების არეალს არ ეხება უყურადღებოდ ტოვებს. ამ მერკურის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ რთულია მისი გაგება. არაჩვეულებრივად ხედავს თავის მიზანს, იმას რაზეც დაიწყო საუბარი, მგრამ ახასიათებს თემიდან გადახვევები, აყალიბებს იმდენად გრძელ წინადადებებს, რომ მართლა რთული ხდება თქმულის არსის გაგება.
მერკური მშვილდოსანში ძალიან არჩევითია კონტაქტებში, ურჩევნია ჰქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭიროა. ანუ იმათთან ვისაც ძალიან მაღალ დონეზე აფასებს. წარმოუდგენლად აბსტრაქტულია, ამიტომ ლოგიკური პიროვნებისთვის რთულია მისი გაგება. ბრწყინვალედ ვლინდება ხელოვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურაში.
შენ თავისუფლების მოყვარული იქნები, მიდრეკილი ფილოსოფიური და რელოგიური თემებისადმი, ოღონდ შეზღუდულად მოაზროვნე რელიგიური ტიპი კი არ ხარ, ჭვრეტა გაქვს ფაქტებით გამყარებული. გექნება იუმორის ნიჭი და საღ კომუნიკაციას დამყარებ მიყვარს მერკური ამ ნიშანში რადგან, ამ ხალხს განსაკუთრებული ხედვა აქვს, შეუძლიათ უმნიშვნელო სხვისთვის გახადონ მნიშვნელოვანი თავიანთთვის უამრავი არგუმენტების დასტით, იაზროვნონ საღად და ქონდეთ დამოუკიდებლობის შეგრძნება სხვათა მიმართაც . აზროვნებენ ისე რომ ყოველ უარყოფით მოვლენას მოყვება დადებითი და პოზიტიურადაც ანახებენ სხვებსაც. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, გაქვს იმედი. გაქვს სწრაფი აზროვნების უნარი, ოღონდ შეიძლება რაიმე საქმე ენთუზიაზმზე დაიწყო. ყოველთვის მაღალი იდეალები და შეიძლება ბევრმა ნიშანმა ვერ გაუძლოს როგორ იმსჯელებ მათთვის არასაინტერესო თემებზე, რაც შენთვის ზე თემებია. აქ იუმორის ნიჭი დაგეხმარება და ასე რომ მაინც სასიამოვნო/საინტერესო მოსაუბრედ ითვლები. ოღონდ უარყოფითი ის შეიძლება გქონდეს რომ კარგი მსმენელი ვერ ხარ, როცა ვინმე რამეს გიყვება და ეს არ არის შენი ზე იდეალი ან რამე სხვაზე ჩაფიქრდები იმ მომენტში და ზოგ შემთხვევაში მათდამი სიუხეშესაც გამოიჩენ. ატაკებ პირში რომ სულ არ უხდება ეს ვარცხნილობა და ტყუილად ლაპარაკობს ამაზე ბევრს.
ვენერა - მშვილსოსანივენერა (post #24193776)მარსი - ტყუპებიასეთ ადამიანს ენერგიის ცვალებადობა აქვს, მალე სწყინდება ყველაფერი, გაბრაზებისას იარაღად სიტყვებს იყენებენ და ცდილობენ სხსვებზე ინტელექტუალები გამოჩნდნენ. დებატები მისი საქმეა. არ ერიდება ტყუილს დაჭორაობას. ცდილობს იყოს ნაკითხი და ინფორმაციის მოძიებით დაამარცხოს „მტერი“. მათი ენერგია ძირითადად ნერვულ სისტემებს ეხებათ. ტყუპების ნიშანი მართავს ხელებს. ამიტომ ისინი თავიანთ ენერგიას ხარჯავენ ინსტრუმენტებზე დაკვრით.
მარსი ტყუპებში
ცვალებად , ჰაეროვან ნიშანში მარსი ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ მარსს მუდამ სჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს. როდესაც საკეთებელი არაფერია ეს მარსი თავს ამოწურულად გრძნობს, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ეს ადამიანები ელექტროგენერატორებად იქცევიან. სხვებზე მეტად ეს მარსი რეაგირებს მოწყენილობაზე ფიზიკური რეაქციით. გაბრაზებული მარსი ტყუპებში სიტყვებს ''იარაღად'' იყენებს, ის ენამწარე და სარკასტული ხდება.
ფაქტიურად, დებატები ამ ადამიანების სპეციალობაა. რომლებშიც გამარჯვებას ისინი გონებამახვილური არგუმენტებით არწევენ. ზოგადად ისინი ,,ყბედები'' არიან. (ტყუპების გავლენა). ამ მარსის ზოგი წარმომადგენელი საკმაოდ მოუსვენარია. და საერთოდ მათი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი მათი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ბევრი მარსი ტყუპებში მიმართავს თავის ენერგიას ხელებში(ტყუპები ხომ ხელებს მართავენ), ეს ადამიანები ხშირად კარგად უკრავენ და უყვართ ვიდეოთამაშებიც. ბევრი გატაცებულია puzzl-ებით და თამაშEბით. ისინი ადვილად ერგებიან ცვლილებებს, ხშირად ეჭიდებიან ერთდროულად რამოდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი მათი სფერო არაა. მათტვის კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ისწავლიან. ასეა თუ ისე მარსი ტყუპებში თავისი ზიზღით რუტინისადმი და მრავალმხრივობით, ზოგადად ძალიან დაკავებულ ხალხს მოიცავს.
იუპიტერი - ლომიეს მდებარეობა განიჭებს ოპტიმიზმს, თავდაჯერებულობას, სულგრძელობას. გაქვს დიდი ფიზიკური ენერგია და სხეულის ძლიერი აგებულება. მკვეთრად ახდენ შენი სტატუსის დემონსტრირებას და გაფურჩქვნას. ხარ მნიშვნელოვანი აღლუმებზე, საეკლესიო რიტუალებზე და ჩინებული ყველა ცერემონიაზე. შენი ღირსეული მანერები, ქცევები შთააგონებს ნდობას და ქმნის კარგ ლიდერულ თვისებებს. ელი აღიარებას და დაფასებას შენი კეთილგანწყობის სანაცვლოდ. და შესაძლოა ცოტა განაწყენდე თუ ყოველთვის ვერ მიიღებ მას. გაკლია ზომიერება აზარტულ თამაშებში, ბიზნესში, ყველაფერში. შენი თავდაჯერებულობა ძალიან მაღალია.
სატურნი - თხის რქასასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.
ურანი - თხის რქაამბიციური, ხშირ შემთხვევაში სერიოზული ხალხია, პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნებით. მათ შეუძლიათ წლებით ადრე დანახვა საკითხების და მითითება, თუ რომელი გზაა მართებული. შეიძლება იყვნენ ერეტიკოსები და ექსცენტრიულები.უყვართ ცვლილებები სამუშაოსა და გარემოცვაში.
ხშირად არიან იმპულსურები, შეიძლება იმოქმედონ მანამდე, სანამ დაფიქრდებიან. მიდრეკილება რადიკალიზმისაკენ. კარგად შეუძლიათ ამბიციების, თავისუფლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბალანსირება. არ ეშინიათ პრობლემების. ადამიანების განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტულები არიან, არ აქვთ პრობლემა ისე მოექცნენ მათ, როგორც თანასწორთ.
კარგად ართმევენ თავს, ისეთ საქმეებს, სადაც პუბლიკის მხრიდან ნდობაა საჭირო. არ ეშინიათ პროცედურის შეცვლის მიზნის მისაღწევად.
არიან ლოგიკურები და ნათელი, ძლიერი გონება აქვთ. შეუძლიათ იყვნენ არაჩვეულებრივი პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები.
ნეპტუნი - თხის რქასაკმაოდ მკაცრიც და მდგრადიც ხარ ღრმად გულში , ასე ვთქვათ ქვეცნობიერად ... შიგნით, თუმცა იმდენად ღრად, რომ ხანდახან შენც ვერ ამჩნევ ხოლმე პლუტონთან სექსტილის გამო არ გაგიკვირდეს, თუ ინტუიცია გექნება საკმაოდ განვითარებული.. ბარემ აქვე გეტყვი, რომ პლუტონი მორიელშია უძლიერეს პოზიციაში და პირველ სახლში, რაც თავისებურ ქარიზმულობას გმატებას და ცოტა აგრესიასაც ... ასევე ინტუიციასთან ერთად შეიზლება წინასწარმეტყველური სიზმრები იყოს და არამარტო სიზმრები.
პლუტონი - მორიელითქვენ იმ პერიოდში დაიბადეთ, როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ემოციური სირთულითა და სიღრმით. თქვენი ცხოვრება იდუმალებითაა სავსე. ეს თაობა გამოიკვლევს ბიოლოგიურ, გენეტიკურ სტრუქტურებს, შეეცდება ამოიცნოს სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოება. შექმნიან კიდეც ლაბორატორიებს, სადაც ჩატარდება ამაზე კვლევები. საქმე შეეხევა ახალ არქეოლოგიურ მიგნებებს, ოკეანეების გამოკვლევით ახალ იმპულსებს მივიაგნებთ. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან იდუმალებისკენ. თქვენ გიზიდავთ სექსი, ძალაუფლება და ოკულტიზმი, ასევე ჰიპნოზი, კარატე და მსგავსი ფიზიკური თუ გონებრივი საქმიანობები. გაღელვებთ ინტრიგები და საიდუმლოები, რის გამოც შეიძლება მეტი ძალადობა, დანაშაულები ან ფსიქიური ავადმყოფობები თქვენს თაობაში იყოს.
ლილიტი - მშვილდოსანიფრთხილად იყავი ავანტიურიზმთან და ზედმეტად მატერიალიზმთან... ფულისმოყვარეობამაც არ გადაგძალოს... ზომიერება ამ საკითხში განსაკუთრებით გჭირდება.
ქირონი - კირჩხიბიამ პარამეტრის მქონე ადამიანისთვის, საკუთარი სულიერი და მატერიალური სიმდიდრის მოვლა და მათი განკარგვა საკმაოდ რთულია.შესაძლოა, წარსულში ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცუდი გამოცდილება ჰქონდეს დაგროვებული, რის გამოც, ვერ ახერხებს მესაკუთრეობის მძაფრი განცდის კონტროლს.არადა სწორედ ამ სიმდიდრის (ის, რაც მას სამყარომ საჩუქრად უბოძა: ფიზიკური სილამაზე, შესაძლებლობები) სწორად მართვა, მათი საჭიროების გაცნობიერება, შექმნიდა სტაბილურობას პირად და საზოგადოებრივ ურთიერთობებში.
ჩრდილოეთის კვანძი - მერწყული, სამხრეთის კვანძი - ლომითქვენ ხართ ადამიანი რომელსაც გააჩნია დიდი ნებისყოფა და მიჩვეული ხართ სხვების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის,თქვენთვის დამახასიათებელია ბრძანებლობა და ეგოიზმი.სულიერი ცხოვრება ნაკლებად გაინტერესებთ.თუმცა დაბადებული ხართ მეცენატეთ და მფარველად.გიყვართ ყურადრების ცენტრში მოქცევა-მნიშვნელობა არ აქვს რა გზით.
თქვენთვის ცხოვრებასი აუცილებელია-გახდეთ იდეალისტი,იმუშაოთ ანაზგღაურების მოთხოვნის გარეშე, და ისწავლოთ ადამიანის დაფასება ,მათი სულიერების მიხედვით.უნდა გაითავისოთ რომ თქვენი პარტნიორები-თქვენი მოსამსახურეები არ არიან,მეგობრობას, თავისუფლებას და სიყვარულს თქვენთვის უფრო მნიშვნელობა უნდა ქონდეს,ვიდრე დიდებას და ძალაუფლებას,თუ თქვენ გარემოცვაში ბრძანებლობას განაგრძნობთ,მაშინ ბედს შეუძლია დაგსაჯოთ-წაგართვათ ძალაუფლება,დიდება,ავტორიტეტი და მეორე ხარისხოვნად გაქციოთ,კარგი იქნებოდა თუ ამ დროს უკვე შეძენილი მგობრები მოვიდოდნენ თქვენ დასახმარებლად.
თქვენი მიზნების რეალიზება შესაძლებელია თანამოაზრე-მეგობრების წრეში,როდესაც თქვენ ,თქვენ მდიდარ ინდივიდუალობაზე დაყრდნობით,მომავლის იდეალებისკენ ისწრაფვით.
იფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი შენ იყავი?
