მზე გყავს თევზში ,მთვარე -მშვილდოსანში
თქვენ პროგრესული მოაზროვნე ხართ, რომელიც პირდაპირ და ავანგარდულად აზროვნებს დროსთან შეფარდებაში და ხანდახან მომავალშიც კი გაიჭრება ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ დიდი გავლენა მოახდინოთ გარშემომყოფებზე თქვენი განჭვრეტილობით, გამჭრიახობითა და უნარით -ხმამაღლა გამოხატოთ თქვენი აზრები. მეცნიერებისა და სოციალურ საკითხებზე თქვენ აზროვნებთ მეტად მაღალ და ფართო კატეგორიებში. აბსტრაქტული აზროვნება იმდენად ბუნებრივია თქვენთვის, რომ თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო განათლება, თქვენ რისკის ქვეშ ვარდებით, რომ გახდეთ უბრალო ფანტაზიორი.
თქვენი მეტად გაფართოებული ხედვა საგნების და ღრმა სიბრძე განჭვრეტის, თუ იქნება გამყარებული ცოდნის მიღებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ დიად და ცნობილ ფილოსოფოსთა შორის და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რომელ განხრას აირჩევთ, - მეცნიერებას, სოციალურ ცხოვრებას თუ ლიტერატურას, თქვენ ყველგან ავტორიტეტი იქნებით.
თქვენ ხშირად თქვენს დაუშრეტელ ენერგიას ახმართ სხვადასხვა საგნების შესწავლას ან საქმიანობას. სასურველია ეს დიდძალი ენერგია მოხმარდეს მხოლოდ ერთი საგნის შესწავლას, რათა მოხდეს მისი სრულყოფილი დაუფლება.
თქვენ ძალიან თავდაჯერებული ხართ და სულ არ გაღელვებთ ის ფაქტი შეძლებთ თუ არა მთელი მსოფლიო გააოცოთ თუ დარჩებით უბრალოდ გასაოცარი მხოლოდ ახლობელთა წრეში.
თქვენ თავად ქმნით სასურველ სიტუაციებს და თქვენს წინ ყველა კარი იღება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ როცა პირისპირ ეჯახებით რეალობას, თქვენ შესაძლოა არც ისეთი მტკიცე აღმოჩნდეთ.
თქვენს გონებაში ელვისებური სისწრაფით დაჰქრის დიადი იდეები, სხვადასხვა ხასიათის პორტრეტები და თქვენი ფანტაზია განუზომელია. გრანდიოზულობა და სიღრმე თქვენი ფანტაზიების ყველა თქვენს კონკურენტს აყენებს ჩრდილქვეშ და ამარცხებს, თუმცა მათ უფრო მეტი მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭა შეუძლიათ, ვიდრე თქვენ.
თქვენ ნამდვილად არ ხართ მატერიალისტი და თუკი იმდენი გაქვთ, რომ იცხოვროთ, მაშინ იმითი კმაყოფილდებით, რაც გაგაჩნიათ. თქვენ ძვლის ტვინამდე იდეალისტი ხართ და მიუხედავად თქვენი ინტუიციური სიბრძნისა, ისეთი გულუბრყვილო ხართ, როგორც ყველა იდეალისტი.
თქვენ უნდა ეცადოთ იყოთ უფრო გონებამოკრებილი, ეცადოთ გააღვივოთ თქვენი ინტელექტი, რათა უკეთ გადმოსცეთ ის გენიალური და აბსტრაქტული აზრები, რომლებიც ყოველ წუთს გებადებათ გონებაში.
მერკური მერწყულში
მიდრეკილება აქვს პარადოქსული აზროვნებისკენ, გადახვევებისკენ და საკუთარი აზრების ცვლილებებისკენ. თავისუფლების ძალიან დიდი მოთხოვნა გააჩნიათ. ინფორმაციის არჩევა უფრო ვალუნტარისტულია : მე ეს მომწონს, მე ეს არ მომწონს.
ნიჭი აქვთ იმპროვიზაციის, წამიერი გაგების, მიხვედრილობის აფეთქებებით. შეუძლიათ უეცრად მიხვდნენ რაღაცას და მთელი ინფორმაციის ბლოკები აითვისონ.
მათ შეუძლიათ დაივიწყონ წვრილმანები, მაგრამ მნიშვნელოვანი და დიდი ინფორმაციები ახსოვდეთ არაჩვეულებრივად.
ვინაიდან მერწყული იძლება კრეატიულ და არაორდინალურ ხედვებს, ამიტომაც ლოგიკური კავშირები შესაძლოა არაორდინალური ჰქონდეთ. მათ მშვენივრად შეუძლიათ იმპროვიზაცია და დროის მცირე მონაკვეთში მთელი ისტორიის ნაწილის შექმნა, თან ისე რომ დასასრულიც კი იციან წინასწარ.
თუ უყვებიან ვინმეს იმას, რაც მათი მოფიქრებულია, თანამოსაუბრეს რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ინფორმაცია დიდ ხანს მუშავდებოდა.
მაგრამ არის აქვე სხვა მხარეებიც : მათ შესაძლოა ჰქონდეთ არაკონცენტრირებული ჭკუა. ძალიან ადვილია მათთვის ერთი საგნიდან მეორეზე გადახტომა. კარგად ვერ სწავლობენ, თუმცა უდიდესი ნიჭი აქვთ თვითშესწავლის.
მაგრამ აიძულო მას ისწავლოს ის, რაც მას არ აინტერესებს - შეუძლებელია.
მერკური მერწყულში ხშირად იძლევა რადიკალურ გადახვევებს, შეხედულებათა ცვალებადობას. ამიტომაც ასეთი განლაგება ხშირად არის მეცნიერებში და გამომგონებლებში, რომლებიც ზუსტად მერწყულის საშუალებით შედიან ახალ განზომილებაში.
ურთიერთობაში შეუძლიათ იყვნენ საკმაოდ ორიგინალურები, ექსცენტრულები და უცნაურებიც კი. შეუძლიათ მოიქცნენ სხვებისთვის გაუგებრად, უცნაურად გამოთქვან აზრები და მიდრეკილნი იყვნენ პარადოქსული მსჯელობისკენ.
მერკური მერწყულში იძლევა ურთიერთობებში სწრაფ ცვლილებებს და მეტამორფოზებს. შესაძლებელია მან უეცრად გაწყვიტოს უმიზეზოდ კონტაქტი.
თანამოსაუბრენი ვერ ასწრებენ მიყვნენ მის აზრებს. მათი ინტელექტის ჭეშმარიტება შეიძლება ხშირად დაფარული იყოს მათ აზრთა ურთიერთწინააღმდეგობებში.
ვენერა კუროში: გრძნობების სირბილე,სურვილების ჰარმონიულობა,გაწონასწორებულობა. მოსწონთ მყარი,საიმედო ურთიერთობები,მუდმივობა.სილამაზისა და ჰარმონიის შინაგანი აღქმის თანდაყოლილი უნარი. მაღალი მგრძნობელობა. ესწრაფვის მყუდრო,მშვიდ და რბილ გარემოს.
არ სურს ცვლილებები,მოულოდნელობები. ვერ ეგუება ექსტრემალურ სიტუაციებს,მღელვარებას.
საუკეთესო შემთხვევაში: იოგის უნარები. ნივთებისა და სულიერი სილამაზის ესთეტურად გამოვლინების შესაძლებლობა.
უარეს შემთხვევაში:ნივთმოყვარება, სიძუნწე, გამომყენებლობა, "მეშჩანობა", მატერიალიზმზე ბრმად დამონებ.( აქ უფრო ვრცლად შეგიძლია წაიკითხო
ვენერა (post #23513809) )
სატურნი - თხის რქა
სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.
ურანი - თხის რქა
ამბიციური, ხშირ შემთხვევაში სერიოზული ხალხია, პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნებით. მათ შეუძლიათ წლებით ადრე დანახვა საკითხების და მითითება, თუ რომელი გზაა მართებული. შეიძლება იყვნენ ერეტიკოსები და ექსცენტრიულები.უყვართ ცვლილებები სამუშაოსა და გარემოცვაში.
ხშირად არიან იმპულსურები, შეიძლება იმოქმედონ მანამდე, სანამ დაფიქრდებიან. მიდრეკილება რადიკალიზმისაკენ. კარგად შეუძლიათ ამბიციების, თავისუფლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბალანსირება. არ ეშინიათ პრობლემების. ადამიანების განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტულები არიან, არ აქვთ პრობლემა ისე მოექცნენ მათ, როგორც თანასწორთ.
კარგად ართმევენ თავს, ისეთ საქმეებს, სადაც პუბლიკის მხრიდან ნდობაა საჭირო. არ ეშინიათ პროცედურის შეცვლის მიზნის მისაღწევად.
არიან ლოგიკურები და ნათელი, ძლიერი გონება აქვთ. შეუძლიათ იყვნენ არაჩვეულებრივი პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები.
ნეპტუნი - თხის რქა
საკმაოდ მკაცრიც და მდგრადიც ხარ ღრმად გულში , ასე ვთქვათ ქვეცნობიერად ... შიგნით, თუმცა იმდენად ღრად, რომ ხანდახან შენც ვერ ამჩნევ ხოლმე პლუტონთან სექსტილის გამო არ გაგიკვირდეს, თუ ინტუიცია გექნება საკმაოდ განვითარებული.. ბარემ აქვე გეტყვი, რომ პლუტონი მორიელშია უძლიერეს პოზიციაში და პირველ სახლში, რაც თავისებურ ქარიზმულობას გმატებას და ცოტა აგრესიასაც ... ასევე ინტუიციასთან ერთად შეიზლება წინასწარმეტყველური სიზმრები იყოს და არამარტო სიზმრები.
პლუტონი - მორიელი
თქვენ იმ პერიოდში დაიბადეთ, როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ემოციური სირთულითა და სიღრმით. თქვენი ცხოვრება იდუმალებითაა სავსე. ეს თაობა გამოიკვლევს ბიოლოგიურ, გენეტიკურ სტრუქტურებს, შეეცდება ამოიცნოს სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოება. შექმნიან კიდეც ლაბორატორიებს, სადაც ჩატარდება ამაზე კვლევები. საქმე შეეხევა ახალ არქეოლოგიურ მიგნებებს, ოკეანეების გამოკვლევით ახალ იმპულსებს მივიაგნებთ. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან იდუმალებისკენ. თქვენ გიზიდავთ სექსი, ძალაუფლება და ოკულტიზმი, ასევე ჰიპნოზი, კარატე და მსგავსი ფიზიკური თუ გონებრივი საქმიანობები. გაღელვებთ ინტრიგები და საიდუმლოები, რის გამოც შეიძლება მეტი ძალადობა, დანაშაულები ან ფსიქიური ავადმყოფობები თქვენს თაობაში იყოს.
აღმავალი კვანძი თევზში,დაღმავალი -ტყუპში
ასცედენტი -სასწორში