ცერერა არის ყველაზე დიდი ასტეროიდი მზის სისტემაში.
მისი ორბიტა ძალიან ჰგავს პლანეტისას(მას ჯუჯა პლანეტასაც უწოდებენ), ის მოძრაობს მარსსა და იუპიტერს შორის..
ცერერა ჰოროსკოპში პასუხისმგებელია შრომისუნარიანობაზე, პროდუქტიულობაზე.
ეს არის წესრიგზე ზრუნვა და აწმყოზე უარის თქმა უკეთესი მომავლისთვის...
ცნობილი ასტროლოგი კლერ სანტაგოსტინი ატარებდა გამოკვლევას ასტრომედიცინის სფეროში, ჰქონდა ლოგიკურ აზროვნებას მოკლებული, ანალიზის უუნარო ბავშვების ჰოროსკოპები და ცდილობდა დაედგინა კანონზომიერება და ეძებდა ცუდ ასპექტებს მერკურთან, მაგრამ ასეთი კანონზომიერება ვერ მოიძებნა. სამაგიეროდ მოიძებნა ცერერას მდებარეობაში..
დადგინდა რომ ცერერა პასუხისმგებელია გონების მათემატიკურ წყობაზე, შესაბამისად ანალიზის უნარზე: თუ მერკური აკავშირებს და აწესრიგებს დეტალებს გონებაში, ცერერა სორტირებას და კლასიფიცირებას უკეთებს.. თუ მერკური არის "სიტყვის აზრი" მაშინ ცერერა არის "რიცხვის ჭკუა".. თუ მერკური არის ადაპტირებადი გონება, მიმღები გონება, ცერერა არის ანალიტიკური, დამხარისხებელი გონება..
ამიტომაა რომ ცერერა ქალწულის მმართველად ითვლება, მაშინ როდესაც მერკური ტყუპებისაა...
This post has been edited by logos on 14 Aug 2010, 12:38
მიმაგრებული სურათი