aannniiiiზოდიაქოთი ლომი ხარ.(მზე ლომში გყავს) ამაზე ყველგან წერია. ამიტომ ეს გავატარეთ.
მთვარე ვერძში გყავს:
ადამიანს ენერგიულს და იმპულსურს ხდის, თავიდან თითქოს წყნარი და მშვიდი ჩანს, მაგრამ ხშირად სხვებისა და საკუთარი თავის გასაკვირადაც კი ადვილად ვარდება ავანტიურიზმში, უეცრად და მოულოდნელად დგამს ფართო ნაბიჯს. მისთვის მოთხოვნილებაა ენერგია სადმე დახარჯოს. ხშირ შემთხვევაში სპორტში. ცხოვრებას უყურებენ როგორც შეჯიბრი, მაშინაც კი როცა ირგვლივ სიწყნარეა მთვარე ვერძში მაინც მოძებნის თუ რას ებრძოლოს ვინაიდან შინაგან ემოციებს განაგებს მთვარე, ადამიანს, რომელსაც იგი ვერძში ყავს, ემოციებს მაშინვე და სწრაფად აღიქვამს. როდესაც პრობლემებზე ფიქრობს, ემართება ნერვოზი,პირველ რიგში ეს აისახება ძილის დარღვევითა და თავის(ასევე თვალების) ტკივილით. შინაგანი ენერგიის აღდგენის საშუალებაა ვინმეს(ან რამეს) ეჩხუბოს, ჯავრი ამოიყაროს. არ გამოსდით მზრუნველობა ბავშვებზე. უნდა სცადონ დეპრესიის დროს პრობლემებზე სხვა ხედვით იფიქრონ (მაგალითად, რომ ხდება კარმული გაწმენდა ამ დროს).
მერკურიც ლომშია:
მათ შეუძლიათ ავტორიტეტის მოპოვება სიტყვით, ჟესტიკულაციით.
საკუთარ თავს და ცხოვრებას წარმოადგენენ როგორც სპექტაკლში.
იზიდავენ ხალხს მჭერმეტყველებით.
აზროვნების დროს პირადი ეგო წინ მოიწევს, აქედანაა ლომის ლოგიკაც.
საუბრობენ და წერენ გულით, აზროვნებენ გულით, აქვთ მსახიობობის გრძნობა.
რაც იციან, იმას წარმოწევენ წინ, თავს სიჩუმით არ დაიჩაგრავენ.
სურთ, ხალხს გააგებინონ რაც იციან.
ვენერა სასწორში:
თუ შეყვარებული ხარ, ხარ სასიამოვნო მოსაუბრე, სულ გინდა ელაპარაკო და თან კარგი მანერებიც არ დაივიწყო, ისე, როგორც გზრდნიდნენ ხარ გრაციოზული, შარმიანი, პაემანზე ყოველთვის სასიამოვნოდ გაცვია. მთლიანი არსებით რომანტიკული ხარ და თავად სიყვარულზე შეყვარებული. გჭირდება შეყვარებული, ის შენ გაგხდის მეტად კეთილს, სათნოს, ატყობ რომ როცა გიყვარს, უკეთესი ხარ. მასთან შეხვედრა გსურს საახლობლო გარემოში, მაგალითად, სახლში ან სადმე მდიდრულ და "სკუჩნ" რესტორანში. თუ ვინმეს გინდათ მოხიბლოთ ვენერით სასწორი, რჩევა: მოიხიბლება წყნარი ხმით წაკითხული ლექსით, აბაზანაში ჩამქრალი შუქით და მხოლოდ აქა–იქ განათებული სანთლებით და მომიფანტული ვარდის სურნელით.. მისი მოხიბვლა ადვილია, მაგრამ არც ქარაფშუტაა. ისე მოეწყობა შენ ხასიათს, რომ წასვლის მერეც დაგწყდება გული, რადგაც სითბო დაგაკლდება ვენერით სასწორები პირველ რიგში გარეგნობას და მანერებს აქცევენ ყურადღებას. ტოვებენ სნობის შთაბეჭდილებასაც. ზოგი მათგანი არის მსუბუქი ყოფაქცევის და ჰომოსექსუალიც.
მარსი თხის რქაში
აქვთ ამბიციები და მაქსიმუმი სურთ. არ ჯერდებიან მიღწეულს და უყვართ შრომა. მათი სურვილები ძლიერია, მაგრამ უმეტესად მატერიალურ სურვილებს ეხება. ბუნებით მესაკუთრეა და შრომობს თავისთვის. რეალისტური დამოკიდებულება აქვს საქმეზე და საკუთარ პოტენციალზეც. სექსს აღიქვამენ როგორც სტრატეგიას და თეორიის დონეზე ფლობენ, რაც ეხმარებათ. ძლიერი ინდივიდუალიზმი აქვთ მაგრამ სიმორცხვე არ აძლევთ საშუალებას გამოიხატონ.
იუპიტერი თევზებში:
რელიგია, ოკულტიზმი, ხელოვნება, დიზაინი, მოდელირება, ფსიქოლოგია, მედიცინა, ქველმოქმედება, საიდუმლოს დაცვა, ინტუიცია, ზომიერი თანაგრძნობა.
სატურნი – მშვილდოსანში: მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.
ურანი მშვილდოსანში
ეს ხალხი შეიძლება გამოირჩეოდნენ რელიგიაზე, ფილოსოფიასა და აღზრდაზე ახალი შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით.
თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. უყვართ თავგადასავლები. არ ხიბლავთ ზედმეტი წესრიგი და ზეორგანიზებულობა. დამახასიათებელია სიამაყე და სიმამაცე. როგორც წესი გააჩნიათ უშეცდომო შეხედულებები, ფინანსური კეთილდღეობა ურანს ამ მდებარეობაში ხშირად ინვესტიციების სახით მოაქვს. მოგზაურობის დროს შემთხვევითი სიტუაციები და ახალი ნაცნობები კარგ შანსებს იძლევა. დიდ გამოცდილებას იღებენ უცხო ქვეყნებში.
ნეპტუნი თხის რქაში - საკმაოდ მკაცრიც და მდგრადიც ხარ ღრმად გულში , ასე ვთქვათ ქვეცნობიერად ... შიგნით, თუმცა იმდენად ღრად, რომ ხანდახან შენც ვერ ამჩნევ ხოლმე პლუტონთან სექსტილის გამო არ გაგიკვირდეს, თუ ინტუიცია გექნება საკმაოდ განვითარებული.. ბარემ აქვე გეტყვი, რომ პლუტონი მორიელშია უძლიერეს პოზიციაში და პირველ სახლში, რაც თავისებურ ქარიზმულობას გმატებას და ცოტა აგრესიასაც ... ასევე ინტუიციასთან ერთად შეიზლება წინასწარმეტყველური სიზმრები იყოს და არამარტო სიზმრები ..
პლუტონი მორიელში:
თქვენ იმ პერიოდში დაიბადეთ, როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ემოციური სირთულითა და სიღრმით. თქვენი ცხოვრება იდუმალებითაა სავსე. ეს თაობა გამოიკვლევს ბიოლოგიურ, გენეტიკურ სტრუქტურებს, შეეცდება ამოიცნოს სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოება. შექმნიან კიდეც ლაბორატორიებს, სადაც ჩატარდება ამაზე კვლევები. საქმე შეეხევა ახალ არქეოლოგიურ მიგნებებს, ოკეანეების გამოკვლევით ახალ იმპულსებს მივიაგნებთ. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან იდუმალებისკენ. თქვენ გიზიდავთ სექსი, ძალაუფლება და ოკულტიზმი, ასევე ჰიპნოზი, კარატე და მსგავსი ფიზიკური თუ გონებრივი საქმიანობები. გაღელვებთ ინტრიგები და საიდუმლოები, რის გამოც შეიძლება მეტი ძალადობა, დანაშაულები ან ფსიქიური ავადმყოფობები თქვენს თაობაში იყოს.
მზე ლომში და ვენერა სასწორში მშვენიერია. 2ვე პლანეტა მისთვის ყველაზე შესაფერის ნიშანშია.
ასევე იუპიტერი თევზებში, მაგრამ რეტროგრადულია. მარსი თხისრქაში ეგზალტირებული(ძლიერი მდებარეობა)პლუტონი მორიელში. (თავის ნიშანშია)
რა შეიძლება გამოიწვიოს ამდენმა ძლიერმა მდებარეობამ პლანეტებისა? დაბნეულობა? გაურკვევლობა? რა გზა აირჩიო და რომელს დაუჯერო. არვიცი მაგრამ ფაქტია კოსმოსს უყვარხარ.
წარმატებები.
---
პ.ს. თაიკო

ნახევარზე მეტიუ შენი პოსტი იყო.
This post has been edited by folkman on 26 Sep 2010, 16:00