Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(101)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ტყუპები
, II
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22903017
· 10 Dec 2010, 15:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rumpleteazer
QUOTE
ანუ შენ ამბობ, რომ თუკი პლანეტები გადანაწილებულია ისე, რომ ადამიანი იყოს ძალიან გონიერი, არ შეიძლება ის ადამიანი შემთხვევითობის, თუნდაც მუცლადყოფნისას მიღებული ფიზიკური ზემოქმედების გამო გონებაჩლუნგი დაიბადოს?
შემთხვევითობა არ არსებობს, ყველაფერი არის კანონზომიერი. შედეგს ყოველთვის აქვს მიზეზი.
არსებობს ასტროლოგიური მდებარეობები რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მდგომარეობას მუცლადყოფნის დროს. არსებობს ჩასახვის მომენტზე გაკეთებული ჰოროსკოპი და ა.შ.
QUOTE
და შეიძლება ეს ფილტრი ჰქონდეს სხვასაც რომელიც ივნისის მაგიერ ნოემბერში დაიბადა
რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ტყუპების და ქალწულის გავლენა აქვს დიდი, ან მერკური მაღალი სტატუსისაა.
ანუ რამდენიც გინდა წრეზე იარე, გონების ფილტრი, გონება საერთოდ ეს ტყუპების და ქალწულის სფეროა, და ყველა ადამიანში სწორედ ამ ნიშნების განვითარების ხარისხი განსაზღვრავს ადამიანის ამ სფეროებში მის ხარისხს.
ყველა პლანეტას და ნიშანს თავისი ფუნქცია აქვს, გონება-მერკურია, გრძნობები-ვენერა და ა.შ.
და შენ კი ისევ გინდა ყველაფერი აურიო, შემოდიხარ ასტროლოგიის თემაში და ამბობ, რომ გონება ყველას შეიძLება ჰქონდესო, კი ბატონო გონება ყველას აქვს, მაგრამ მენთალური ფილტრი ყველას არა აქვს. რატომ? იმიტომ რომ ყველას არა აქვს მერკურის სფერო განვითარებული და ძლიერი.(ეს არის ასტროლოგიური განმარტება)
QUOTE
ნუ შესაძლებელია რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს გონიერი, შესაძლებელი კიარადა ყველას აქვს გონი, შეგვიძLია ვოდაოთ მხოლოდ "ხარისხზე"
მოდი შევთანხმდეთ იმაში რომ, როდესაც მე ვამბობ გონიერებას, ვგულისხმობ მენთალურ, რაციონალურ, გონებრივ სქემებს, ფილტრს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ვერ ექნება. ვერ ექნება ნებისმიერს ანალიტიკური აზროვნება, ვერ ექნება ნებისმიერს სიმართლესთან მენთალური სქემების შეჯერების უნარი.
ამას სჭირდება კონკრეტული მონაცემი, რომელიც ბევრ ტყუპებსაც კი ვერ ექნება.
მე უკვე განვმარტე თუ რა ვიგულისხმე სიტყვა გონიერებაში, და რატომ არ შეიძლება ნებისმიერს ეს თვისება ჰქონდეს.
გონიერებას, რომელიც ტყუპებს და ქალწულს ახაისიათებს ასტროლოგიაში ერთი დატვირთვა აქვს და ნუ ცდილობ ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობების მანიპულირებით ხალხი შეცდომაში შეიყვანო.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებ ნუ გადადიხარ გარე თემებზე, რომლებიც ასტროლოგიას არ ეხება!
QUOTE
მიტომ რომ სოციუმის გარეშე ტყუპი ვერ არსებობსო ტავად ამბობდი რამდნეიმე გვერდის წინ და მე იმას გიმატებ რომ სოციუმის გარეშე ადამიანი ზოგადად არ არსებობს და ის თვისებები რასაც პლანეტებისგან ვიღებთ სწორედ სოციუმში მჟღავნდება უმეტესად.
როდესაც ვამბობ სოციუმს, პირველ რიგში ვგულისხმობ სხვადასხვა სფიქოტიპის ადამიანებს, ანუ ისევ ასტროლოგიური დატვირთვით რომ ვთქვათ, სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენენ ადამიანზე. (მაგ:მიწის ნიშნების ოჯახში გაზრდილი ტყუპები განსხვავებული იქნება, ვიდრე ჰაერის.)
ანუ ისევ განვიხილავ ადამიანს როგორც ასტროლოგიის პროდუქტს, შენგან განსხვავებით.(ამიტომაც გითხარი რომ თემიდან გადახვევაა)
QUOTE
რაც შეეხება შენახვას ან ვერ შენახვას, მე ვთქვი რომ ინფორმაციას გააჩნია და კონკრეტულ ადამიანს და ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავმეთქი. შეუძლებელია თუნდაც ორ ადამიანს, რომლებსაც იდენტური რუქა აქვთ ყოველივეზე ერთგვარი რეაქცია და ყველაფრისადმი მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეთ.
ჰო რა თქმა უნდა, მაშინ ფსიქოლოგიას არანაირი აზრი არ ქონია, ადამიანის ტემპერამენტების დაყოფას კატეგორიებად და ა.შ.
ნუთუ ვერ ხვდები რომ სისულელეს ამბობ? გინდა თქვა რომ ადამიანებს შორის მსგავსება არ არსებობს? რომ ადამიანების რეაქციები კონკრეტულ ქცევაზე არ შეიძლება იყოს ერთნაირი? სწორედ ამაზეა დაყრდნობილი ფსიქოლოგიაც და ასტროლოგიაც, საუკუნოვანი დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა ეს მსგავსებები და ერთიან სისტემად ჩამოაყალიბეს.
ამ დროს შენ გინდა ერთი ხელის მოსმით ისტორიის სანაგვეზე გაუშვა ყველაფერი? :რეტროგრადულიმერკური:
QUOTE
რაც შეეხება ინფორმაციის დამახინჯებას, მე ვამბობ, რომ ნებისმიერი ვერბალური ინფრომაცია ინტერპრეტირებული სახით მიეწოდება სხვას, ვერცერთი ადამიანი (ფენომენალური ნიჭი თუ არ აქვს) ზუსტ ციტირებას ვერ მოახდენს. შესაბამისად არავის გადააქვს უცვლელი სახით არანაირი ინფორმაცია.
ციტირებაზე არაა აქ საუბარი. აქ ლაპარაკია ინფორმაციის შინაარსზე, მის გაგებაზე.
მე ვთქვი რომ თევზები მიღებულ ინფორმაციას ხარშავს ემოციებში, კიბოც ასე შვრება, მორიელიც.
ტყუპები კი გონების ფილტრში ხარშავს და სიმართლის კონკრეტულ შაბლონს ადარებს გონებაში, უქვემდებარებს ლოგიკას. განსხავებას ვერ ხედავ?
მე იმაზე არ გეკამათები რომ ინფორმაციის დამახინჯება სხვას არ შეუძლია. მე იმაზე გეკამათები რომ ტყუპების მიერ ინფორმაციის დამახინჯება დაკავშირებულია გონებასთან მეთქი. და რახან თევზებისგან განსხვავებით ტყუპებს უყვარს ჭორაობა, გონებაში გადახარშულ ინფორმაციას არ ინახავს. თორემ თევზებზე ძლიერი აფერისტი ტყუპები არაა.
ახლა გაიგე რასაც ვამბობ? რატომ იგონებ საკამათო თემას? ენის ლესვა მოგწონს?
QUOTE
საბოლოო ჯამში კი ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რას ვუწოდებთ ჭორაობას, მე უკვე ვთქვი რომ ეს ჩემთვის მოაზრება შეგნებულად ან უტვინობის გამო ისეთი ინფორმაციის გავრცელებად რომელიც ვიღაცას ან აზარალებს ან გულს ატკენს და გარდა ამისა იმ ინფორმაციის გავრცელებადაც რომელთანაც არაფერი გესაქმება.
და ამას ყველა ტყუპი არ აკეთებსმეთქი და "ცუდები და კარგები" ყველა ნიშანში არსებობენ.
იმაში ხომ მეთანხმები რომ ტყუპებს უყვარს ლაქლაქი? რომ ინფორმაციის შენახვა არ შეუძლია? სხვა ნიშნებს ნაკლები მოთხოვნილება აქვს ამის, ვიდრე ტყუპებს, ხომ მასეა? მაშ რატომ გამორიცხავ იმას რომ ამ ლაპარაკში შეგნებულად თუ შეუგნებლად შეიძლება ინფორმაციის დამახინჯება მოხდეს, და ეს ყველაზე მეტად სწორედ ტყუპებს ეხებათ, იმიტომ რომ ლაპარაკზე ტორმუზები არა აქვთ.
შევთანხმდით იმაში რომ ტყუპების პირიდან ყველაზე მეტი შანსია ჭორი გამოდივეს, ვიდრე სხვა დანარჩენებისგან?
QUOTE
მე არ უარვყოფ რომ ტყუპი ყბედია, არავითარშემთხვევაში.
თუნდაც ამიტომ.
QUOTE
შენ კიდევ მიმტკიცებ რომ აქ მხოლოდ პლანეტებზე უნდა ვისაუბრო მე კიდევ მინდა რომ სხვა ასპექტებიც მონაწილეობდნენ და მგონი იმის ნება არ მოუნიჭებია შენთვის არავის ჯერ, გადაწყვიტო ამ განყოფილებაში შესაძლებელია თუ არა პლანეტების გარდა სხვა მოქმედ ფაქტორებზე აქცენტების კეთება.
მე არ მექნებოდა პრეტენზია შენთან, რომ არა შენი უგულებელყოფა ასტროლოგიური პოსტულატებისა.
მარტო მშვილდოსანი არ არის ოპტიმისტი, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ სჯეროდეს მომავლის.
მარტო ტყუპები არაა გონიერი, იმიტომ რომ გონი ყველას აქვს.
მარტო კიბო არ არის მეოჯახე, იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს ოჯახის მოთხოვნილება. და ა.შ.
ახლა კი გეკითხები რაზე გესაუბრო, თუ ყველა ასტროლოგიურ მონაცემს უარყოფ? როგორ გესაუბრო ასტროლოგიაზე, თუ შენ გწამს რომ ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისება გამომდინარეობს სხვა ფაქტორებიდან და არა ასტროლოგიურიდან?
* * *
vinchenz@
QUOTE
ასეთი რამ ტყუპებს არ ემართებათ, რადგანაც ათასი საშუალებაა რითიც ამ საშიოშროებების თავიდან აცილება შეიძლება და ამ საშუალებების გამოძებნაში ტყუპებს ვერავინ შეედრება,რა თქმა უნდა თუ მარსზე არ გაუშვი და არ დასვი სრულ მარტოობაში
და რატომ ხდება ასეთი გულმოდგინე ძიება ამ საშიშროების თავიდან აცილების მიზნით? რატომ?????
იმიტომ რომ მარტოობის ეშინია!!! რ.დ.გ.
QUOTE
და ზემოთ ჩამოთვლილიდან უღირსი პიროვნება რომელია და რა შუაში იყო? ანუ იმ ზემოთ ჩამოთვლილის გამო დაუკავშირებს ვიღაც ნაგვებს ცხოვრებას და დაიჭერს მათთან ურთიერთობას?
არაა აუცილებელი უღირში შეხვდეს. უბრალოდ მარტოობაში ტყუპები არასოდეს დარჩება და მიმღების ძიებაში იქნება სულ, რა გარანტია აქვს რომ ნაპოვნი ადამიანი უღირსი არ აღმოჩნდება? არანაირი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vinchenz@
Acid member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
vinchenz@
Acid member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6795
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05
#22904698
· 10 Dec 2010, 17:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
ლოგოს რა არის იმაში გაუგებარი, რომ სხვა არ განიხილავს ადამიანს მხოლოდ როგორც ასტროლოგიის პროდუქტს? შენ ისე ფიქრობ სხვა ასე, ვინ დააწესა ვალდებულება იმაზე, რომ როგორც შენ ფიქრობ ისე იფიქროს ყველამ? ან რატომ მიგაჩნია თავი ჭეშმარიტების შუქურად (გასაგებია, რომ კომპეტენტური ხარ ასტროლოგიის სფეროში, მაგრამ ცხოვრება მარტო ასტროლოგია არაა)? და ამ განყოფილებაში თუ შემოხვალ მარტო ისე უნდა განიხილო, როგორც შენ მიგაჩნია სწორად? სად წერია ეს და ვინ დააწესა? ჯერ ერთიც არაკომპეტენტურები რომ არა და უბრალოდ დაინტერესებული პირები ( არა პროფესიით და არა ასტროლოგიის სპეციალისტი), ეს განყოფილება არ იარსებებდა, თუ აქ ვინმე კლიენტების მოსაპოვებლად შემოდის, ამ მხრივადაც დავა, კამათი და დისკუსია მის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც ჩამკვდარი და მდორე ზოგადად უინტერესოა. მეორეც თუ თემიდან გადახვევა მოხდება და ცილის წამება და ხალხის დაბოლება, ამისთვის მოდერი არსებობს და ის იზრუნებს დამნაშავის დასჯაზე.
აქ კი ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს და არავინ არავის ახვევს თავზე საკუთარ შეხედულებებს, გინდა დაეთანხმე, გინდა არა, მით უმეტეს უმრავლესობა რაც აქ იწერება პირადი გამოცდილებიდანაა, რომელიც ყველას სხვადასხვა აქვს და არა რაღაც უაპელაციო, გაუსაჩივრებელი ჭეშმარიტების სახით ( ასეთ განცხადებებს სხვა თემებში შეხვდები, ტყუპებისაში არა).
შენ პირადად ხომ არ ეთანხმები? შეგიყვან ეხლა მე ან სხვა ათასი შენ შეცდომაში? ვერა, ხოდა ნუ ნერვიულობ საზოგადოებაზეც, მგონი ყველა თავისთვის წყვეტს რა არის მისაღები მისთვის და რა არა და ამით ასტროლოგიას და არც ასტროლოგებს არანაირი ზიანი არ ადგება - არის ხალხის კატეგორია ვისაც სჯერა 100%ით, არის ვისაც სჯერა 80% და ვისაც 50% და ვისაც საერთოდ არ სჯერა.
დააწეროს ფორუმის ადმინისტრაციამ სექსის განყოფილების პონტში ( 16 წლამდე არ შემოხვიდეთო) რა პროცენტული რაოდენობის დაჯერებული ხალხი შემოვიდეს და გამოთქვას თავისი აზრი ამ განყოფილებაში?
--------------------
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22905032
· 10 Dec 2010, 17:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vinchenz@
QUOTE
ლოგოს რა არის იმაში გაუგებარი, რომ სხვა არ განიხილავს ადამიანს მხოლოდ როგორც ასტროლოგიის პროდუქტს?
ამაში გაუგებარი არაფერია, უბრალოდ როდესაც ასტროლოგიაზე ვმსჯელობთ, კეთილი უნდა ინებონ და სწორედ ასტროლოგიური ცოდნა მოიშველიონ და არა გარე თემების, როდესაც აწყობთ მაშინ ასტროლოგია მუშაობს და როცა არა - არ მუშაობს? თუ არ სჯერათ ასტროლოგიის, მაშინ რატომ შემოდიან? (არ მესმის)
თუ შემოდიან რომ საყოველთაოდ გამოაცხადონ ასტროლოგია ტყუილად, მაშინ ცალკე თემა გახსნან ამისთვის, ასტროლოგია-დიდი სიცრუე.
როცა უნდათ გარე თემებს უკავშირებენ კონკრეტულ თვისებას და როცა უნდათ ასტროლოგიურ მონაცემს. როდესაც კონკრეტულ მონაცემზე მაქვს საუბარი ასტროლოგიური კუთხით, მაშინ ეს ასტროლოგიასთან არ არის კავშირში მათი აზრით, ხოლო როცა მათ უნდათ მაშინ არის? ასე არ გამოვა უბრალოდ, ეს არის შერჩევითი აზროვნება, რომელიც არაადეკვატურია და ეგეთ ადამიანს არასოდეს არ ექნება მიმართული და მწყობრი აზროვნება...
QUOTE
შენ ისე ფიქრობ სხვა ასე, ვინ დააწესა ვალდებულება იმაზე, რომ როგორც შენ ფიქრობ ისე იფიქროს ყველამ?
რას ქვია ვფიქრობ? ლაპარაკია კონკრეტულ ასტროლოგიურ ინფორმაციაზე, რომელიც ან უნდა მიიღო ან არ უნდა მიიღო. თუ არ იღებ, მაშინ სულ არ უნდა შემოხვიდე ამ თემებში. თუ იღებ და გაინტერესებს მაშინ უნდა მიიღო და საკუთარი დაკვირვებებიც გაგვიზიარო. ადამიანი რომელიც აქ შემოდის უნდა ეცადოს მაინც ასტროლოგიური კუთხით იმსჯელოს და სხვა გარე თემებით მანიპულირებით არ უნდა ეცადოს საკუთარი მცდარი შეხედულებების შენიღბვას(მცდარი ასტროლოგიური კუთხით და არა ზოგადად)..
QUOTE
და ამ განყოფილებაში თუ შემოხვალ მარტო ისე უნდა განიხილო, როგორც შენ მიგაჩნია სწორად?
არაერთხელ მიკამათია სხვებთანაც, მაგრამ ყველა ასტროლოგიური ცოდნის ფარგლებს არ ცდებოდა. ყველა შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ თეთრზე შავი არ უნდა თქვა და ყვითელზე მწვანე... ის რომ ტყუპები-ინფორმაციული ნიშანია ამას სჭირდება დავა? ის რომ ტყუპები სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე რთულად ახერხებს ინფორმაციის შეკავებას საკუთარ თავში- ეს საკამათო როგორ უნდა იყოს გამაგებინე? ეს ჩემი პირადი აზრი კი არა, ეს არის ასტროლოგია, რომელსაც თAვისი წესები აქვს, თAვისი საფუძვლები, მათი იგნორირება ასტროლოგიაზე მსჯელობის დროს არ შეიძლება.
ახლა როგორ გელაპარაკო შენ ხელოვნებაზე, როდესაც ხელოვნების საფუძვლები არ მესმის? როგორ გითხრა რომ ჩემი აზრით მიქელანჯელო უნიჭო იყოო, განა მაქვს უფლება ეგეთი ვარაუდი გამოვთქვა, როდესაც აზრზე არ ვარ ხელოვნების ისტორიის და მიქელანჯელოს ნამუშევრების?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tata_Sonne
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Tata_Sonne
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08
#22905224
· 10 Dec 2010, 17:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
აუ ძალიან მიყვარს შენი პოსტები
რომ არ შემექე არ შემეძლო
კიდე ის ავიწყდება ხალხს, რომ არსებობს პირადი რუქა (მხოლოდ ასტრო. პარქორებით თუ ვიმსჯელებთ) და სიტყვაზე მერკურით კურო და კირჩხიბი (ალბათ განსაკუთრებით კირჩხიბი) იმდენს არ ილაპარაკებს არც პირად ცხოვრებაზე და არც ზოგადად მიღებულ ინფორმაციაზე, რამდენსაც მერკურით ტყუპები საუბრობს.
ვიცი კურო მერკურით ტყუპები, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს, ვიდრე ტყუპები მერკურით კურო...
--------------------
You’re dining with a psychopathic murderer.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vinchenz@
Acid member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
vinchenz@
Acid member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6795
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05
#22905534
· 10 Dec 2010, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
QUOTE
ამაში გაუგებარი არაფერია, უბრალოდ როდესაც ასტროლოგიაზე ვმსჯელობთ, კეთილი უნდა ინებონ და სწორედ ასტროლოგიური ცოდნა მოიშველიონ და არა გარე თემების, როდესაც აწყობთ მაშინ ასტროლოგია მუშაობს და როცა არა - არ მუშაობს? თუ არ სჯერათ ასტროლოგიის, მაშინ რატომ შემოდიან? (არ მესმის)
თუ შემოდიან რომ საყოველთაოდ გამოაცხადონ ასტროლოგია ტყუილად, მაშინ ცალკე თემა გახსნან ამისთვის, ასტროლოგია-დიდი სიცრუე.
ჩემი პირადი აზრი ასტროლოგიასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი-ანუ დეტალები შესაცნობად ამა თუ იმ ადამიანისა საკმაოდ სასარგებლოა, მაგრამ პრაქტიკა და უშუალოდ ურთიერთობის ძალას ადამიანის შეცნობის საშუალებებეს შორის , ჩემთვის პირველ ადგილზეა. მე აქ შემოვდივარ იმ დეტალებზე საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასართობად, აქედან მიღებულ ინფორმაციას რეალურ ცხოვრებაში ვეძებ, ხშირად ვპოულობ, ხშირად ვერა, 100% შემთხვევებში რომ ვპოულობდე სხვა საქმე იქნებოდა.
QUOTE
როცა უნდათ გარე თემებს უკავშირებენ კონკრეტულ თვისებას და როცა უნდათ ასტროლოგიურ მონაცემს. როდესაც კონკრეტულ მონაცემზე მაქვს საუბარი ასტროლოგიური კუთხით, მაშინ ეს ასტროლოგიასთან არ არის კავშირში მათი აზრით, ხოლო როცა მათ უნდათ მაშინ არის?
გასაგებია რაც არ მოგწონს, მაგრამ ასტროლოგიაც ხომ ერთხელ თქვი, რომ მრავალი ადამიანის რუქების შესწავლის საფუძველზე აწესებს ზოგად მახასიათებლებს, ანუ ადამიანების, როგორც ცოცხალი არსებების რუქები რომ არ შეესწავლა, ვერაფერსაც ვერ დააწესებდა და იმ ადამიანების რუქების შესწავლით, რომლის საფუძველზეც ზოგადი მახასიათებლები წესდება, თვისებების რაღაც პატარა ნაწილი ექნებოდათ ერთნაირი-დანარჩენი ვერა, იმიტომ რომ მერე გარე ფაქტორები შემოდის, რამდენიც არ უნდა ვეწინააღმდეგოთ ამას და როცა გარე ფაქტორი შემოდის, რომელსაც ასტროლოგია ვეღარ მოიცავს თAვისთAვში, როგორ მოვარგოთ ის რეალურ ცხოვრებას?
QUOTE
რომელიც ან უნდა მიიღო ან არ უნდა მიიღო.
ზმნა "უნდა" ბევრში ალერგიას გამოიწვევს
ის რაც სავალდებულოა ფორუმის წესებში წერია, დანარჩენი თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული,მგონი ესაა ამოსავალი წერტილი აქ ყოველ შემთხვევაში, რადგანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა არაკომპეტენტური და დილეტანტი იუზერების ინტერესი ( ვისი ღრმა, ვისიც ნაკლებად) ეს განყოფილება არ იარსებებდა, ან თემები ჩაიძირებოდა და არც დილეტანტს და არც პროფესიონალს არ ექნებოდა საშუალება საკუთარი აზრის გამოთქმის, კლიენტური მოზიდვის, გართობის და სხვა ათასი რაღაცის საშუალება. ხოდა მე პირადა ვერ ვხედავ სხვადასხვა კუთხით განხილვის საშინელ სახეს და მცდარობას.
შენ თუ ხედავ კეთილი, პატივს ვცემ შენს შეხედულებას.
Tata_Sonne
QUOTE
სიტყვაზე მერკურით კურო და კირჩხიბი (ალბათ განსაკუთრებით კირჩხიბი) იმდენს არ ილაპარაკებს არც პირად ცხოვრებაზე და არც ზოგადად მიღებულ ინფორმაციაზე, რამდენსაც მერკურით ტყუპები საუბრობს.
ნამდვილად, ჩემი მერკური კირჩხიბშია და არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი, იშვიათად რომ ვახსენო რამე, მაგრამ სანამ ეხლა ამას ამოვიკითხავდი აქ, ეს მანამდე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაჩვენა და ვინ მეტყვის, ეს ასტროლოგიური განლაგების ბრალია, თუ ცხოვრებისეული გამოცდილების?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tata_Sonne
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Tata_Sonne
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 57824
რეგისტრ.: 7-April 08
#22905635
· 10 Dec 2010, 18:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vinchenz@
რათქმაუნდა ორივე ერთად
და ამოკითხვა რათ უნდა... არც მე ვიცოდი ბოლო 2 წლამდე, რომ მთვარე კუროში მქონდა, მაგრამ მანამდეც ვატარებდი ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ბევრ თვისებას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22906130
· 10 Dec 2010, 18:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vinchenz@
QUOTE
, რამდენიც არ უნდა ვეწინააღმდეგოთ ამას და როცა გარე ფაქტორი შემოდის, რომელსაც ასტროლოგია ვეღარ მოიცავს თAვისთAვში, როგორ მოვარგოთ ის რეალურ ცხოვრებას?
საქმე რაშია იცი? კონკრეტული თვისება ადამიანში დევს თAვიდანვე, გარე ფაქტორები კი მხოლოდ ააქტიურებენ ან აპასიურებენ მას, იძლევიან მისი გამოვლენის საშუალებას ან ბლოკავენ.
ტყუპების კონტაქტურობაც ასეა. ეს თვისება ჩადებულია მასში თავიდანვე, მაგრამ თუ მაგალითად მზე 12 სახლში მოხვდა, მას გაუჭირდება თავისი კომუნიკაბელურობის გამოვლენა საზოგადოებაში. გარე ფაქტორები სადაც ის მოხვდება შეზღუდავენ მასში ჩადებულ ამ თვისებას.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს თვისება მას გაუქრება.
სწორედ ამას ვამტკიცებ ამდენი ხანი, რომ თვისებები რომელიც ასტროლოგიური თვალსაზრისით ჩვენ მოგვეცა, მეტნალებად არის გამოვლენილი, და ეს მხოლოდ დროის ამბავია, როდის იპოვიან გზას და ადგილს გამოვლენისთვის..
QUOTE
მე პირადა ვერ ვხედავ სხვადასხვა კუთხით განხილვის საშინელ სახეს და მცდარობას.
ვერც მე ვხედავ. უბრალოდ ასტროლოგიაზე მსჯელობისას ასტროლოგიური ინფორმაციის იგნორირება არ შეიძლება.(როგორც დადებითი ასევე უარყოფითი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Slon-he
Doppelgänger
ჯგუფი: Members
Slon-he
Doppelgänger
ჯგუფი: Members
წერილები: 3885
წევრი No.: 115043
რეგისტრ.: 4-May 10
#22912845
· 11 Dec 2010, 02:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ
--------------------
When night falls
She cloaks the world
In impenetrable darkness,
A chill rises
From the soil
And contaminates the air,
Suddenly...
Life has new meaning...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9133
წევრი No.: 57942
რეგისტრ.: 8-April 08
#22913186
· 11 Dec 2010, 03:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
QUOTE
მაში გაუგებარი არაფერია, უბრალოდ როდესაც ასტროლოგიაზე ვმსჯელობთ, კეთილი უნდა ინებონ და სწორედ ასტროლოგიური ცოდნა მოიშველიონ და არა გარე თემების, როდესაც აწყობთ მაშინ ასტროლოგია მუშაობს და როცა არა - არ მუშაობს? თუ არ სჯერათ ასტროლოგიის, მაშინ რატომ შემოდიან? (არ მესმის)
თუ შემოდიან რომ საყოველთაოდ გამოაცხადონ ასტროლოგია ტყუილად, მაშინ ცალკე თემა გახსნან ამისთვის, ასტროლოგია-დიდი სიცრუე.
ნუი ცდილობ დამაბრალო რაღაც.
ის რომ გარკვეულ დეტალების მიღებაზე უარს ვამბობ, არ ნიშნავს რომ მთლიანად ასტროლოგიას უარვყოფ.
რელიგიასთან გაგივლებ პარალელს, თუნდაც ის რომ კანონიკაში რაღაც წესს არ ეთანხმები, არ ნიშნავს რომ არ გწამს ღმერთის არსებობა.
ხელოვნება და მიქელანჯელო ახსენე, მანდაც იგივეა, ბევრი ამტკიცებს რომ მიქელანჯელოს ყველა ნამუშევარი შედევრია, დარწმუნებით ვამბობ არ არის. აქვს ისეთებიც, რომლებიც მარტივად რომ გითხრა, საკმაოდ ნაკლები ღირებულებისაა მხატვრული თვალსაზრისით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ძალიან დიდი მოქანდაკე არ არის. და ასე დაუსრულებლად.
ის რომ მე არ მჯერა მხოლოდ ასტროლოგიის და მჯერა ასტროლოგიასთან ერთად კომპლექსური გავლენების ადამიანზე, არ ნიშნავს რომ ასტროლოგიის არ მჯერა.
შენ კიდე მიქმნი შთაბეჭდილებას, რომ არ შეგიძლია რამდენიმე სხვადასხვა ასპექტი დაინახო და ცალსახად, მხოლოდ ასტროლოგიას იყენებ. სხვა ინტერესები არ გაქვს ასტროლოგიის გარდა არაფერი? მხოლოდ ამითი შემოიფარგლები?
QUOTE
უბრალოდ ასტროლოგიაზე მსჯელობისას ასტროლოგიური ინფორმაციის იგნორირება არ შეიძლება.
არ ვაიგნორირებ, უბრალოდ ვამბობ რომ არის რაღაც რაც ასტროლოგასაც ცდება. ასტროლოგია არ არის ყოვლისმომცველი, არის რაღაც, რაც მის მიღმაც რჩება. და არ მოგვიწევდა ამდენი გვერდი ასტროლოგიის გარდა სხვა თემებზე საუბარი, შენ რომ მკაცრად არ გამოგეცხადებინა, რომ ადამიანი მხოლოდ ასტროლოგიის პროდუქტია.
--------------------
ჰორორ ფილმები ჰეფი ენდით მთავრდება, მეტალი ჰეფი ენდით არ მთავრდება © გია ხადური
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22913408
· 11 Dec 2010, 04:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rumpleteazer
QUOTE
ის რომ გარკვეულ დეტალების მიღებაზე უარს ვამბობ, არ ნიშნავს რომ მთლიანად ასტროლოგიას უარვყოფ.
საქმე იმაშია რომ შენ გარკვეულ დეტალებს კი არა, საფუძვლების მიღებაზე ამბობ უარს, რის გარეშეც ასტროლოგიას ეკარგება აზრი.
შენთვის თუ მხოლოდ გართობაა ასტროლოგიური დახასიათებების მიღება არ მიღება, სხვისთვის ბევრად უფრო სერიოზული შესწავლის საგანი.
QUOTE
რელიგიასთან გაგივლებ პარალელს, თუნდაც ის რომ კანონიკაში რაღაც წესს არ ეთანხმები, არ ნიშნავს რომ არ გწამს ღმერთის არსებობა.
ძალიან ცუდი პარალელია. იმიტომ რომ შენ არათუ რაღაც წესს არამედ მთავარ ჭეშმარიტებას უარყოფ, რაზეც აგებულია მთლიანად ასტროლოგია. ტიპოლოგიას, კლასიფიცირებას არ აღიარებ. კონკრეტული ნიშნისთვის დამახასიათებელ განუმეორებელ და უნიკალურ თვისებებს არ აღიარებ. ეს იგივეა რომ თქვა ქრისტიანი ვარო, მაგრამ ღმერთის არსებობის არ მწამსო, ეს ხომ აბსურდია?
QUOTE
ხელოვნება და მიქელანჯელო ახსენე, მანდაც იგივეა, ბევრი ამტკიცებს რომ მიქელანჯელოს ყველა ნამუშევარი შედევრია, დარწმუნებით ვამბობ არ არის. აქვს ისეთებიც, რომლებიც მარტივად რომ გითხრა, საკმაოდ ნაკლები ღირებულებისაა მხატვრული თვალსაზრისით.
ძალიან გინდა ყველა სფეროში კომპეტენტური გამოჩნდე?(ტყუპების ავადმყოფობა)
კერძოდ რომელ ნამუშევარს გულისხმობ, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ ნაკლები ღირებულებისაა? დამიკონკრეტე ფლიზ! ძალიან დამაინტერესა შენმა მრავალმხრივმა გათვითცნობიერებულობამ
QUOTE
ის რომ მე არ მჯერა მხოლოდ ასტროლოგიის და მჯერა ასტროლოგიასთან ერთად კომპლექსური გავლენების ადამიანზე, არ ნიშნავს რომ ასტროლოგიის არ მჯერა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ კამათის დროს ბევრჯერ უარყავი ასტროლოგიის მთავარი პოსტულატი: ყოველ ნიშანს აქვს განსაკუთრებული თავისებურებები, უნიკალური თვისებები, რომლებიც მისთვის ტიპიურია.(გარემოს ზემოქმედების მიუხედავად)
კერძოდ:
1)ტყუპის ინფორმაციული თავშეუკავებლობა, რომელიც ჭორების გავრცელებას იწვევს.
2) ტყუპების გონიერება, ყველანაირი ინფორმაციის, იდეის თუ მოვლენის -მენთალურ სქემებში გატარება, გაცნობიერება. - რომელზეც შენ თქვი რომ ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ახასიათებდესო.
3) ტყუპის უნარი პირადული თემა საჯაროდ განიხილოს ახალი ამბების ჭრილში, შენ უარყავი და მიაწერე არა ტყუპებს არამედ ქართველთა ეთნიკურ მახასიათებელს.
აქედან დასკვნა: ტყუპების ასტროლოგიური ნიშნის მთავარი მახასიათებლები, დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან უარყავი. ანუ ფაქტობრივად ტყუპი დატოვე მისი მთავარი მისიის გარეშე, რაც ასტროლოგიური ცოდნის უგულებელყოფას და სრული იგნორირებას უტოლდება!
QUOTE
შენ კიდე მიქმნი შთაბეჭდილებას, რომ არ შეგიძლია რამდენიმე სხვადასხვა ასპექტი დაინახო და ცალსახად, მხოლოდ ასტროლოგიას იყენებ.
ჩვენ ასტროლოგიაზე ვმსჯელობთ, ასტროლოგიურ თემაში, შესაბამისად მე მეტი არაფერი მომეთხოვება. შენ კი მოგეთხოვება ასტროლოგიურ საკითხვებში როგორც მინიმუმ ნიშნების ტიპიური მახასიათებლების ცოდნა(რაც არ გაქვს)
თუ გინდა სხვა თემებზე საუბარი როგორიცაა: ფსიქოლოგია, რელიგია, მაგია, მითოლოგია , ეკონომიკა, ისტორია, - კი ბატონო ნებისმიერზე დაგელპარაკები, ოღონდ აქ არა
QUOTE
არ ვაიგნორირებ, უბრალოდ ვამბობ რომ არის რაღაც რაც ასტროლოგასაც ცდება
საიდან იცი რომ ცდება? რა იცი ასტროლოგიის შესახებ? რას მოიცავს და სადამდე წვდება? არ იცი, მაგრამ მაინც ლაპარაკობ, იმიტომ რომ ტყუპები ხარ ზედაპირზე ტივტივებ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9133
წევრი No.: 57942
რეგისტრ.: 8-April 08
#22913426
· 11 Dec 2010, 04:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
QUOTE
ძალიან ცუდი პარალელია. იმიტომ რომ შენ არათუ რაღაც წესს არამედ მთავარ ჭეშმარიტებას უარყოფ, რაზეც აგებულია მთლიანად ასტროლოგია. ტიპოლოგიას, კლასიფიცირებას არ აღიარებ. კონკრეტული ნიშნისთვის დამახასიათებელ განუმეორებელ და უნიკალურ თვისებებს არ აღიარებ. ეს იგივეა რომ თქვა ქრისტიანი ვარო, მაგრამ ღმერთის არსებობის არ მწამსო, ეს ხომ აბსურდია?
მთავარ ჭეშმარიტებას არ უარვყოფ, ვამბობ რომ ატროლოგიის გარდა სხვა ფაქტორებიც მუშაობს შენ კიდევ მიმტკიცებ რომ ყველაფერი ასტროლოგიაა და ადამიანს თუ ფეხი აუსრიალდა ბანანის ქერქზე დაეცა და ფეხი მოიტეხა მანდაც ასტროლოგიას ამოქექავ, შეეცდები იპოვო რომელმა ნიშანმა დააგდო ეს ქერქი
და ასე შემდეგ
QUOTE
ძალიან გინდა ყველა სფეროში კომპეტენტური გამოჩნდე?(ტყუპების ავადმყოფობა)
კერძოდ რომელ ნამუშევარს გულისხმობ, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ ნაკლები ღირებულებისაა? დამიკონკრეტე ფლიზ! ძალიან დამაინტერესა შენმა მრავალმხრივმა გათვითცნობიერებულობამ
ხელოვნებათმცოდნე ვარ განათლებით
ასე რომ ისევ შეცდი როცა ტყუპების ავადმყოფობად მომინათლე ეგ
ოჰ ეს სტერეოტიპები
QUOTE
საიდან იცი რომ ცდება? რა იცი ასტროლოგიის შესახებ? რას მოიცავს და სადამდე წვდება?
კარგი ყველაფერს ცდება მხოლოდ ატროლოგია ვართ სხვა არაფერი
QUOTE
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ კამათის დროს ბევრჯერ უარყავი ასტროლოგიის მთავარი პოსტულატი: ყოველ ნიშანს აქვს განსაკუთრებული თავისებურებები, უნიკალური თვისებები, რომლებიც მისთვის ტიპიურია.
კიდევ თავისას უბერავს
მაგას არ უარვყოფთქო გითხარი, მაგრამ არ გინდა და არ მისმენ ასე რომ მოვრჩი მე ამაზე :*
This post has been edited by
rumpleteazer
on 11 Dec 2010, 04:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22913434
· 11 Dec 2010, 04:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rumpleteazer
QUOTE
ხელოვნებათმცოდნე ვარ განათლებით
ძალიან კარგი, მაშინ პასუხის გაცემა უფრო გაგიმარტივდება.
QUOTE
კერძოდ რომელ ნამუშევარს გულისხმობ, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ ნაკლები ღირებულებისაა? დამიკონკრეტე ფლიზ!
????????????????
QUOTE
მაგას არ უარვყოფთქო გითხარი
არ უარყოფ მაგრამ ყველას ახასიათებს ხო? მაშინ რით განსხვავებდიან ნიშნები ერთმანეთისგან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9133
წევრი No.: 57942
რეგისტრ.: 8-April 08
#22913453
· 11 Dec 2010, 04:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
QUOTE
ხლა როგორ გელაპარაკო შენ ხელოვნებაზე, როდესაც ხელოვნების საფუძვლები არ მესმის? როგორ გითხრა რომ ჩემი აზრით მიქელანჯელო უნიჭო იყოო, განა მაქვს უფლება ეგეთი ვარაუდი გამოვთქვა, როდესაც აზრზე არ ვარ ხელოვნების ისტორიის და მიქელანჯელოს ნამუშევრების?
QUOTE
ალიან კარგი, მაშინ პასუხის გაცემა უფრო გაგიმარტივდება.
არ ჩავთვლი საჭიროდ იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ოდნავ მაინც რომ ერკვეოდე ხელოვნებაში გეცოდინებოდა, არ არსებობს შემოქმედი, რომლის ყველა ნამუშევარი ერთი დ აიმავე ღირებულებისაა მხატვრულად.
ყველა ხელოვანს აქვს მისთვის მეტად დ ანაკლებად ღირებული შექმნილი.
მოკლედ აი ეს თემა კიდევ უფრო მეტად ცდება ასტროლოგიას და ამის აქ გარჩევა მართლა სისულელე იქნება.
QUOTE
არ უარყოფ მაგრამ ყველას ახასიათებს ხო? მაშინ რით განსხვავებდიან ნიშნები ერთმანეთისგან?
ვაჰ აი კიდე არ მისმენს
არის რაღაც თვისებები, რაც ზოგადსაკაცობრიოა.
არის რაღაც მახასიათებლები, რაც გარკვეულ მენტალობას ახასიათებს მხოლოდ, თუნდაც ეროვნული ნიშნით.
და ეს თვისებები აქვს ყველას, უბრალოდ ამა თუ იმ ნიშანს შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტად, ვიდრე სხვას.
ისევ ის, რაზეც დავიწყეთ.
ჭორაობა.
ტყუპს ეს აქვს მეტი, ბევრად მეტი ვიდრე სხვას, მაგრამ ეს თვისება საქართველოში ახასიათებს ადამიანთა 80 (ყველაზე ცოტა) პროცენტს.
და ამას ვწერდი ზუსტად თავიდან რაზეც ახტი და დახტი. რომ ეს არ არის ყოველთვის მერკურის ბრალიმეთქი როდესაც ვამბობდი.
This post has been edited by
rumpleteazer
on 11 Dec 2010, 04:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
Konstantin_Logos
სიყვარულია ღმერთი
ჯგუფი: Members
წერილები: 5712
წევრი No.: 29873
რეგისტრ.: 13-February 07
#22913477
· 11 Dec 2010, 04:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rumpleteazer
QUOTE
არ ჩავთვლი საჭიროდ იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ოდნავ მაინც რომ ერკვეოდე ხელოვნებაში გეცოდინებოდა, არ არსებობს შემოქმედი, რომლის ყველა ნამუშევარი ერთი დ აიმავე ღირებულებისაა მხატვრულად.
ეს არის პასუხისგან თავის არიდება. და იცი რატომ? იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ გაქვს. უბრალოდ "ცოდნის" დემონსტრირება გინდოდა.
QUOTE
ყველა ხელოვანს აქვს მისთვის მეტად დ ანაკლებად ღირებული შექმნილი
ახლა ცდილობ ზემოთ ნაბოდვარის გამოსწორებას, მაგრამ სამწუხაროდ გვიანია...
პ.ს.: და შენ რა იცი რომ გვერდით ხელოვნებათმცოდე არ მიდგას?
QUOTE
ტყუპს ეს აქვს მეტი, ბევრად მეტი ვიდრე სხვას, მაგრამ ეს თვისება საქართველოში ახასიათებს ადამიანთა 80 (ყველაზე ცოტა) პროცენტს.
ჰო, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ტყუპებზე და არა საქართველოს მოქალაქეებზე. ტყუპები კი მთელს მსოფლიოშია გაბნეული.
ეს თვისება საქართველოს საკუთრებაა? არა. სამაგიეროდ ტყუპების ტიპიური მახასიათებელია, რომელიც ყველგან ვლინდება, საქართველოშიც და ავსტრალიაშიც.
გასაგებია?
This post has been edited by
logos
on 11 Dec 2010, 04:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
rumpleteazer
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9133
წევრი No.: 57942
რეგისტრ.: 8-April 08
#22913493
· 11 Dec 2010, 04:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
logos
QUOTE
ეს არის პასუხიდან თავის არიდება. და იცი რატომ? იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ გაქვს. უბრალოდ "ცოდნის" დემონსტრირება გინდოდა.
რომ მიგახვედრო რა "ხარისხობრივი" სხვაობაა კაზა ბუონაროტიში დაცულ ჯვარცმასა და სანტო სპირიტოს ჯვარცმას შორის მომიწევს ოთხი იმდენის წერა, რაც უკვე დავწერე ამ ტემაში.
ეხლა რომ მოგწერო მე შენ რა სხვაობაა რონდანინისა და პალესტრინას შორის მომიწევს ვწერო სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჯვარცმებზე.
ტყუპი ვარ და ქაქანი მიყვარს, მაგრამ არა იმ დონეზე რომ ფორუმზე დისერტაციები დავიცვა, თან შენი განწყობაა უკვე ისეთი რომ აუცილებლად უნდა შემეწინააღმდეგო.
QUOTE
ო, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ტყუპებზე და არა საქართველოს მოქალაქეებზე. ტყუპები კი მთელს მსოფლიოშია გაბნეული.
გასაგებია დ აიმის გამო რომ მე სადღაც ვახსენე რომ ეს კონკრეტული თვისება მარტო ტყუპებს არ ახასიათებთ და სოციალურიათქო არ უნდ აგამომკიდებოდი.
და არ აგეტეხა ერთი ვაი უშველებელი.
და გავაგრძელებდით ტყუპებზე ლაპარაკს ჩვეულ რეჟიმში.
ამ თემაში ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ტყუპების უმეტესობას (მერკური და ასც ვისაც ტყუპებში ყავს) გრძელი თითები აქვთ ხოლმე (ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, ვისაც ვიცნობ ყველას ასე აქვს), ვიღაც რომ შემოვიდეს და მითხრას, რომ ეგ სხვა ნიშნებსაც შეიძლება ჰქონდეთ, თუ გენეტიკურად მის წინაპრებსაც ესე ჰქონდათო რა უნდა ვქნა ავუხტე რომ მხოლოდ ტყუპებს გვაქვს გრძელი თითები და გადაშენდითქო?
logos
QUOTE
პ.ს.: და შენ რა იცი რომ გვერდით ხელოვნებათმცოდე არ მიდგას?
ლოლ
ეს იმას გავს, პატარა ბავშვებმა რომ იციან ხოლმე, აი ჩემი ძმა მოვა და ასე და ისე გიზამს.
იხ. ტომ სოიერში წარმოსახვითი ძმებით პაექრობის სცენა
This post has been edited by
rumpleteazer
on 11 Dec 2010, 04:45
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(101)
« პირველი
...
76
77
[78]
79
80
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1305 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.