ბოლო დროს შევამჩნიე,რომ ერთმანეთით აქტიურად დაინტერესდით,კითხვებს უსვამთ მეტის გასაგებად და ა.შ.,რაც ოფფ-პოსტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა თემებში. ამიტომ,ჩემი აზრით,უკეთესია ამ თემის გაცოცხლება: დაუსვით ერთმანეთს კითხვები და უკეთ გაიცანით
შეგახსენებთ: თემაში ოფფ-პოსტად ითვლება მხოლოდ კითხვის დაუსმელი პოსტები

"ცხელი სავარძელი" თქვენთვის შეიძლება იყოს ასეთი

ან ასეთი

ასევე შეგახსენებთ თემის წესებს (ოდნავ შეცვლილს) :
* სავარძელში ჯდება ერთი უზერი 24 საათით
* უზერი სავარძელში ჯდება საკუთარი სურვილით
* ვიცავთ რიგს
* თუ უზერი არ გამოცხადდება დროულად, ველოდებით 1 საათი და შემდეგ ადგილს იკავებს რიგში მყოფებიდან მომდევნო
* თემაში შეგიძლიათ დაპოსტოთ სურვილი თამაშში მონაწილეობის შესახებ, კითხვა სავარძელში მჯდომის მისამართით ან უპასუხოთ იმ შემთხვევაში თუ სავარძელში ზიხართ
იმისთვის თუ გინდათ ჩაეწეროთ სავარძელში დაჯდომის მსურველთა რიგში, დააკოპიროთ სიის ბოლო ვერსია და მიამატოთ სიის ბოლოს თქვენი ნიკი
"ცხელ სავარძელში" ჩაჯდომის მსურველთა სია:
1. ?
2. ?