* * *
რაღაც თემაში ვიპოვე ლინკი, ჰოდა მაინც არაფერზე ვლაპარაკობთ საინტერესოზე და დავწერ რაღაცეებს (თუმცა გასართობი, არაკომპეტენტური ვიდი აქვს საიტს).
გიიიგანტური პოსტიაააა.....
http://www.liveinternet.ru/users/peyrifoy/post106839439/1. შურიძიებაზე, სტერვოზულობაზე და ძაღლურ ხასიათზეა:
მორიელი ითვლება ყველაზე სტერვოზულ ნიშნად, თუმცა დაუმსახურებლად. სინამდვილეში ბევრად უფრო საზიზღარი ხასიათი აქვთ თევზებს, უბრალოდ ამას ვერავინ ხედავს. სკორპების სტერვოზულობა ასეთი ლეგენდარული იმიტომაა, რომ ყველაფერს მნიშვნელოვნად თვლიან, ყველაფერს ყურადღებას აქცევენ. ამიტომ რასაც არ უნდა შეეხოთ ყველაფერზე რეაგირებენ.
მორიელის აგრესია გამიხატება არა მოწინააღმდეგის დამარცხებაში, არამედ მისთვის რაც შეიძლება მძიმე მორალური ტრავმის მიყენებაში, რომლითაც ის თავისი მტანჯველი ცხოვრების ბოლომდე იარსებებს.
მორიელის დევიზად ითვლება "бей своих, чтоб чужие боялись" ახლობლებისთვის უმძიმესი ტკივილის მიყენება ყველაზე ადვილია, რადგან იცი სუსტი წერტილები, თუმცა ისე არასდროს იქცევიან რომ ადამიანები ჩაიკეტონ და გაიქცნენ მათგან, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანები მაინც ენდობიან მორიელებს.
სკორპების შხამის წინაარმდეგ იმუნიტეტი მხოლოდ ტყუპებს აქვთ, იმ მარტივი მიზეზით რომ ფეხებზე კიდიათ აგრესია და დაგესვლას არასერიოზულად უყურებენ.
2. რა დაგამადლათ ღმერთმა(რუსულიდან ცოტა ძნელია მხატვრული თარგმანი, ამიტომ მშრალად დავწერ):
მორიელს მიეცა ადამიანების გონების განჭვრეტის ნიჭი.მაგრამ არ მიეცა უფლება, რომ ელაპარაკა ამაზე.
მას ბევრჯერ უნდა მიადგეს ტკივილი იმის გამო რასაც ხედავს და ამჩნევს, ამ ტკივილის გამო კი დაკარგავს ყველაფრის რწმენას. მორიელი დაინახავს ადამიანში იმდენად ბევრს, რომ აღიქვამს ცხოველად.
ის იბრძოლებს საკუთარ თავში ამ ცხოველური საწყისის დასათრუნად და ბრძოლაში დაკარგავს საკუთარ გზას.
მაგრამ საბოლოოდ, ტანჯვის საზღაური დიდი იქნება.
3. ალკოჰოლური ჰოროსკოპი
მორიელს ძალიან უყვარს ალკოჰოლი. მაგრამ სასმელი მას ყველაზე მეტად ვნებს, რადგან აკარგინებს კონტროლს იმ უზარმაზარ ემოციეზე, რომელსაც ასე კარგად მალავს.
მთვრალი მორიელი სხვებს არ ვნებს, უბრალოდ ვერ ასწრებს სანამ თვითონვე არ მიიყენებს მნიშვნელოვან ტრავმას.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მორიელი კარგავს საფრთხის აღქმას და შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს.
ალკოჰოლი სექსის მტრად ითვლება, მაგრამ გარყვნილების მეგობარია, რაშიც სკორპებს ვერავინ შეედრება, ამიტომ სიფრთხილე მართებთ სასმელთან მიმართებაში.
4. ავტომოყვარულების ჰოროსკოპი:
მორიელებს უყვართ მანქანები, რომლებზეც შეუძლიათ ამაყად თქვან "машина-зверь"
უნდა ყავდეთ რამე ძალიან სწრაფი და ძლიერი, რადგან სკორპებს მთელი სამყაროს (და მანქანებისაც) სიმყარეზე გამოცდა უყვართ.
ხშირად ხვდებიან ავარიულ სიტუაციებში, თან ფიქრობენ "არაუშავს, მანქანას თუ დავამტვრევ ფეხით წავალ სახლში".
თუმცა მორიელი თავისი მანქანის ერთგულია, რომელიც მასთან ერთად იმტვრევა, ნადგურდება და ისევ აღდგება ფერფლიდან. ასე გრძელდება ბოლომდე, ბოლო წვეთ ბენზინამდე და დაუსრულებელი გზის ბოლო კილომეტრამდე.
5. საოჯახო ნივთების ჰოროსკოპი:

მორიელი გავს სამზარეულოს კომბაინს, შეუძლია ყველაფერი დაფქვას, დაშალოს და გაანადუროს. მას სურს ბატონობა სამყაროზე, ამისთვის კი ჯერ ყველაფრის განადგურებაა საჭირო სანამ შექმნი იმას, რაც გინდა. ისევე, როგორც მზადდება კერძი კომბაინის მიერ დაფქული, დაჭყლეტილი, დაჩეხილი, დაწურული ინგრედიენტებისგან.
6. როგორ შევითრიოთ საწოლში მორიელი

მამრი სკორპი:
ის ეთამაშება და აწვალებს ქალს იმიტომ, რომ ასე სიამოვნებს. მალე ქალი ემოციურად ინგრევა და კაც სკორპს ესეც სიამოვნებს. თუ გინდათ მასთან ყოფნა უბრალოდ ჩაუვარდით მკლავებში და ყველაფერზე დათანხმდით. მერე ააააუცილებლად წადით ფსიქიატრთან!!!
ის ძალიან ძლიერია, როცა თვალებში უყურებს ქალებს ყველაფრის გახდის სურვილი უჩნდებათ, თუნდაც ქუჩაში იყვნენ.
ერექცია აქვს ყოველთვის, პრეზერვატივი როცა უნდა

მდედრი სკორპი:
ის საშინლად სექსუალური და ვნებიანია, მაგრამ ამავდროულად ემოციურიც. ძალიან მიმზიდველი, მაგრამ მკაცრი. კაცებს გონიათ რომ მასთან სექსი მხოლოდ სერიოზული მიზნების ქონის შემთხვევაში შეიძლება. უყვართ ძლიერი კაცები. არ ამბობენ უარს ჯანსაღ სადო-მაზოხიზმზე და საერთოდაც, ეროტიულ თამაშებში არ კომპლექსდებიან. სექსი და სიყვარული აუცილებელია იყოს ხანგრძლივი და ხარისხიანი. თუ სხვა გზა არაა ძვირფასი მაინც. ფრთხილად იყავით, თუ მოგინდათ ან შეგიყვარდათ ყველაფერი შეიძლება დაგაკარგინოთ, თავიც, საფულეც და ოჯახიც(თუ გყავთ).
კოცნა და სკორპები: ისინი ახერხებენ კოცნის საშუალებით ყველაფერი გაგრძნობინონ, დაწყებული ვნებით და დამთავრებული ზიზღით. ხან ერიდებიან სხვის დასანახად კოცნას, ხან შუა ქუჩაში ხანგრძლივად და ვნებიანად იკოცნებიან. არ უყვართ უცხო ხალხის კოცნა, თუ ხშირად გკოცნით ე.ი. ძალიან ახლოს ხართ მიასთან.
გაერთეთ საღამომდე
This post has been edited by imbalance on 13 Sep 2010, 16:33