რომ გაიგოს დაქორწინდება თუ არა ესა თუ ის პიროვნება, ასტროლოგი ორიენტირდება რა მისი დაბადების ჰოროსკოპით. განიხილავს ამ ადამიანის პოტენციალურ შესაძლებლობებს,- ექნება მას ერთი ან ორი ქორწინება, თუ საერთოდ არ დაოჯახდება. ამისათვის 1-ლ რიგში ნახულობენ ზოდიაქოს რომელ ნიშანში მდებარეობს მე-7 სახლი, რომელიც პასუხისმგებელია ქორწინებაზე, თანამშრომლობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე.ასტროლოგიაში არსებობენ გარკვეული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც განაწყობენ ქორწინების ან მრავალქორწინებისაკენ, ან პირიქით შეუძლიათ მარტოობაზე მიგვანიშნებდნენ. მაგალითად ზოდიაქოს ისეთი ნიშნები როგორიცაა კიბო, სასწორი, კურო- ეს ის ნიშნებია რომელიც ქორწინებისკენ განაწყობს.
კიბოს მართავს მთვარე, ეს პლანეტა კიდევ პასუხისმგებელია დედობაზე, მიდრეკილებაზე შექმნა ოჯახი და ა.შ. ამიტომ თუ მე -7 სახლი კიბოშია, მისი მფლობელი უპრობლემოდ შექმნის ოჯახს. ამ ადამიანისთვის ოჯახი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და ის მთელი ძალებით შეეცდება მის შენარჩუნებას.
თუ მე -7 სახლი
საწორშია.მაშინ ადამიანს აქვს უდიდესი მოთხოვნილება, რომ ის უყვარდეთ. ამიტომ მაშინაც კი თუ ის წარუმატებლობას განიცდის ერთ ურთიერთობაში , ძალიან ადვილად ამყარებს ახალ ურთიერთობებს. ამიტომ აქაც დაქორწინებსი პრობლემა არ უნდა იყოს.
კუროს მართავს ვენერა-სიყვარულის და პარტნიორობის პლანეტა. ამიტომ თუ მე-7 სახლი არის კუროში, როგორც წესი ამ ადამიანს ქორწინება აუცილებლად ექნება და თუ სხვა ასპექტებიც კარგი აქვს, მაშინ ერთი ქორწინება ექნება მთელი ცხოვრების გან-შI.
თუ მე-7 სახლი მდებარეობს ტყუპებში, მშვილდოსანში, თევზებში- ეს მიგვითითებს მრავალ ქორწინებაზე.
ტყუპებს მართავს მერკური- ასეთი ადამიანები ახალი შეგრძნებების და პარტნიორების მუდმივ ძიებაში არიან. ამიტომ ისინი იშვიათად ჩერდებიან ერთ პარტნიორზე.
მშვილდოსნებს მართავს იუპიტერი- ეს პლანეტა აძლევს პარტნიორების დიდ არჩევანს, ამიტომ ასეთი ადამიანი იმყოფება განუწყვეტელ ძიებაში და რომც დაქორწინდეს, დიდი ერთგულებით არ გამოირჩევა. თუ ჰორიზონტზე უფრო უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა- ეს ადამიანი ყოველგვარი ზედმეტი სინანულის გარეშე ანგრევს ოჯახს.
თევზებსაც იუპიტერი მართავს , ამიტომ შეიკავოს თავი ერთი პარტნიორის მეორეთი შეცვლისაგან, ძალიან ძნელია.
დამოუკიდებლობაზე მიგვანიშნებს ისეთი ნიშნები, როგორიცაა თხის რქა, მერწყული, ქალწული.
თხის რქას მართავს სატურნი, -ეს ჩუმი და ცივი პლანეტაა. ამიტომ ასეთი პარტნიორი რთულია ურთიერთობებში, უყენებს ძალიან ამაღლებულ მოთხოვნებს თავის მეორე ნახევარს, ამიტომ ხშირად რჩება ამაყ მარტოსულობაში.
მერწყულს მართავს ურანი - არაორდინალურობის , დამოუკიდებლობის და რევოლუციის პლანეტა. ასეთი მე-7 სახლის პატრონს საკმაოდ არაორდინალური შეხედულება აქვს პარტნიორობაზე. ის არ იციკლება ერთგულებასა და მონოგამობაზე. ეს არის თავისუფალი ურთიერთობების მოყვარული.
მე-7 სახლი ქალწულში- მისი მფლობელი ზედმეტად კრიტიკულია პარტნიორის არჩევაში. ის ითვალისწინებს ყველაფერს, დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული გემოვნებით. კომპრომისები აქ არაა მიღებული. მას ძალიან ეშინია არ შეცდეს არჩევანში, ამიტომ მისთვის წარმოუდგენლად რთულია პარტნიორის პოვნა.
თუ ,მე-7 სახლი მდებარეობს ვერძში, ლომში ან მორიელში- ეს მიგვითითებს სირთულეებზე პარტნიორის ძიებასა და ოჯახურ ურთიერთობებში.
ვერძისთვის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია დაპირისპირება. რადგან ამ ნიშანს მართავს მარსი- ბრძოლის და კონკურენციის პლანეტა. ასეთი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთOბა რომელიც დაფუძნებულია ვნებაზე. ამიტომ როდესაც დაპირისპირება არაა- ქორწინება ინგრევა.
ლომის ნიშანს მრთავს მზე. მისი მფლობელი თავს გრძნობს მეფედ ან დედოფლად. ამიტომ დაქორწინებაც მას უნდა მხოლოდ და მხოლოდ ასეთივე გვირგვინოსან პატრნიორზე. თუ ბედი მათ არ შეახვედრებს ასეთ ადამიანს,- მათ დიდხანს შეუძლიათ მარტო დარჩენა.
მორიელისათვის ქორწინება იოლი არაა. ამ ნიშანსაც მარსი მართავს, ამიტომაც პარტნიორულ ურთიერთობებში მას უნდა ემოციები და დაპირისპირება. ურთიერთობები, რომლებიც გარშემომყოფებს შეიძლება იდეალურად მოეჩვენოთ, სინამდვილეში კოლოსალური შრომის სედეგია ორივე პარტნიორის მხრიდან.

))
თუ ვისაუბრებთ მარსზე და ვენერაზე, მაშინ ეს პლანეტები მამაკაცის ჰოროსკოპში მიგვითითებენ იმ ქალთა ტიპებზე, რომლებსაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ. ვენერა აირეკლავს, თუ კერძოდ როგორი თანამგზავრი უნდა მას გვერდით ყავდეს და როგორი ქალი შეიძლება შეუყვარდეს. მთვარე კი გვიჩვენებს მამაკაცის მოთხოვნილებაზე -სინაზეზე, ზრუნვაზე,პარტნიორობაზე.
ქალისთვის მზე მიგვანიშნებს მის მოთხოვნილებაზე მამაკაცისადმი. ხოლო მარსი გვიჩვენებს იმ სასურველ ტიპაჟს, თუ კერძოდ როგორი მამაკაცი მიიზიდავს მას. იმისდამიხედვით რომელ ნიშანში ხვდებიან ეს ორი პლანეტა, როგორია მათი ძალა და ასპექტები, ეს იქნება მაჩვენებელი ამ კონკრეტული ქალის ან მამაკაცის მოთხოვნილებებისა შექმნას ოჯახი ან პირიქით არ ჰქონდეს დაოჯახების სურვილი.

)) ბევრი ვწერე, მაგრამ მგონი საინტერესოა. ახლა ვთქვათ ვის რომელ ზოდიაქოში გვყავს მე-7 სახლი.
მე მაგალითად ტყუპებში და აღწერილობა ემთხვევა ჩემს ცხოვრებას.
მზე მშვილდოსანში მყავს და მარსი ვერძში.
p.s.
კითხვა მაქვს აქ folkman-თან logos -თან და ყველასთან ვინც მეტნაკლებად ერკვევა ასტროლოგიაში, როდესაც მე-7 სახლი 2 ზოდიაქოს მოიცავს ერთდროულად, მაშინ რა ხდება???????
მე-7 სახლის მმართველის მდებარეობა რუკაშიმე-7 სახლის მმართველი...** სახლშიქორწინება ჰოროსკოპში (ზოგადი)ქორწინება ქალის ჰოროსკოპში (1)ქორწინება ქალის ჰოროსკოპში (2)ქორწინება კაცის ჰოროსკოპშიპლანეტები მე-7 სახლში (ზოგადი მიმოხილვა)პლანეტები მე-7 სახლშიპლანეტები ზოდიაქოებსა და სახლებშიმზის შეერთება დესცენდენტთანმზე მე-7 სახლში მზე მე-7 სახლშიმთვარე მე-7 სახლშიმთვარე მე-7 სახლშიმთვარე მე-7 სახლშივენერა მე-7 სახლშივენერა მე-7 სახლშიმერკური მე-7 სახლშიმერკური მე-7 სახლშიპლუტონი მე-7 სახლშიპლუტონი მე-7 სახლშიმარსი მე-7 სახლშიიუპიტერი მე-7 სახლშმერკური/იუპიტერი/მზე მე-7 სახლშიურანი მე-7 სახლშინეპტუნი მე-7 სახლშიმე-7 სახლი ვერძშიმე-7 სახლი ვერძში (2)მე-7 სახლი კუროშიმე-7 სახლი კუროში (2)მე-7 სახლი კუროშიმე-7 სახლი ტყუპებშიმე-7 სახლი კირჩხიბშიმე-7 სახლი ლომშიმე-7 სახლი ქალწულშიმე-7 სახლი ქალწულში (2)მე-7 სახლი სასწორშიმე-7 სახლი მორიელშიმე-7 სახლი მშვილდოსანშიმე-7 სახლი თხის რქაშიმე-7 სახლი მერწყულშიმე-7 სახლი თევზებში This post has been edited by Papillon on 21 Dec 2011, 19:50