
აშკარად,
ადამიანს ან უგებ ან ვერ უგებ,
შეიძლება მოინდომო ძალიან რომ გაიგო, მარა ამაოა ეგ მონდომება,
ხოდა კიდევ შეიძლება ისეც იყოს რომ გეკიდოს ეგ გაგება/არ გაგება,
უბრალოდ შენი თავის, შენი სურვილების გჯეროდეს ამ ადამიანის მიმართ.
გამოცდილება მასწავლის რომ ადამიანი რომელიც მორჩილებას მოითხოვს, ყველაზე ნაკლებადაა ამისი ღირსი ჩემგან

ხოდა ამ ფილასოფიურ სფიჩზე ბარემ რიუნოსეს (თევზი იყო :yes) ნოველაც მოვარტყათ
როგორ სწამდა ბისეისბისეი ხიდის ქვეშ იდგა და ელოდა მას
ზემოთ კი ქვის მაღად, სუროთი ნახევრად დაფარულ მოაჯირს მიღმა, დროდადრო
გამოდრთებოდა ხოლბე ხიდზე გამვლელგამომვლელთა
თეთრი, ჩამავალი მზის კაშკაშა შუქით
განათებული ტანსაცმლის კალთები, ოდნავ რომ ფრიალებდა ქარში... ის კი არ ჩანდა.
ბისეის მოუთმენლობა დაეტყო, წყალს მიუახლივდა და დაუწყო მზერა მდორე
მდინაარეს, რომელზეც არც ერთი ნავი არ მოცურავდა.
მდინარის გასწვრივ მწვანედ ატეხილიყო ხშირი ლერწამი და თითქოს არტახებშ
მოექცია მდინარე. ლერწამს თავზე აქაიქ
გუმბათებივით დასდგომოდა ტირიფის ჩამოძენძილი
ტოტები. ლერწმის არტახებს ისე შეეკრა მდინარე, რომ კიწრო ზოლადღა მიიკლაკნებოდა .
წყალში ოქროსფრად ლივლივებდა ცაზე შემორჩენილი ერთადერთი სადაფისფერი ღრუბლის
ანარეკლი... ის კი არ ჩანდა.
ბისეი წყალს მოშორდა და ვიწრო თავთხელზე დაიწყო ბოლთის ცემა. დადიოდა და თან
ბინდში ჩამომდგარ სიჩუმეს აყურებდა.
სიდზე მოძრაობა მინელდა, მიწყნარდა ადამიანის ფეხის ხმა, ფლოქვების ხმაური,
საზიდრების რახრახი. მხოლოდ ქარი სისინებდა, დერწამი შრიალებდა და წყალი თქაფუნებდა.
შემდეგ საიდანღაც ყანჩის გამკივანი ხმა მოისმა. ბისეი შეჩერდა. ზღვაზე მოქცევა
დაიწყებულიყო. წყალი ნელნელა
ეპარებოდა შლამიან მეჩეჩს და მალე სულ ახლოს
ალიცლიცდა... ის კი არ ჩანდა.
გაბრაზებული ბისეი ხიდქვეშ, ნახევრად ბინდმოცულ თავთხელზე ჩქარ სიარულს
მოჰყვა. წყალი ნელნელა
ფარავდა მეჩეჩს. ბისეიმ შლამის სიგრილე და წყლის სიცივე იგრძნო
ფეხზე და მოუთმენლად აიხედა ზევით. ხიდიდან უკვე გადასულიყო ჩამავალი მზის კაშკაშა შუქი.
ღია მწვანე დაისის ცის ფონზე შავად მოჩანდა ხიდის ქვის მოაჯირის მკვეთრი სილუეტი... ის კი
არ ჩანდა.
ბისეი შეჩერდა.
წყალი ფოლადივით ბზინავდა, ნელა მიედინებოდა ხიდქვეშ და უკვე ფეხებს ულოკავდა
ბისეის. ერთი საათიც, და ზღვის უმოწყალო მოქცევა დაუფარავს მუხლებს, მუცელს. მკერდა.
წყალი უფრო და უფრო მაღლა მიიწევს და აი, მუხლები უდვე მდინარის ტალღებქვეშ მოექცა...ის
კი არ ჩანდა.
ბისეი იმედა არ კარგავდა, ხან ცას ახედავდა მოლოდინჩამდგარი თვალებით, ხან ხიდს.
წყალი უკვე მკერდამდე მისწვდა.
მდინარეზე კარგა ხანია ლილისფერი ბინდი ჩამოწვა. და აჩრდილიხებრ ნისლიდან
ისმოდა ტირიფებისა და ხშირი ლერწმის სევდიანი შრიალი, ანაზდად ბისეის ზედ ცხვირწინ
ამოუხტა პაწია გულთეთრა თევზი, თავზე გადაუარა და კვლავ წყალში მიიმალა. მაღლა, ცაზე
უკვე აკიაფდა პირველი ვარსკვლავები. სუროთი დაფარული მოაჯირის სილუეტიც შთაინთქა
უეცრად ჩამოწოლილ სიბნელეში... ის კი არ ჩანდა.
შუაღამისას, როცა მდინარის გაყოლებით ლერწამს და ტირიფს მთვარის შუქი მოეფინა,
წყალმა და ქარმა, ერთმანეთს რომ ეჩურჩულებოდნენ, ზღვისკენ გააცუერს ბისეის ცხედარი .
ბისეის სული კი მდუმარედ გაფრინდა სევდიანი მთავარის შუქისაკენ (ალბათ იმიტომ, რომ
შეყვარებული იყო). ისე ფრთხილად დატოვა სხეული, ისე მსუბუქად აუცურდა ფერმიმქრალ ცაში,
სწორედ რომ უჩუმრად, როგორც ადის ხოლვე მდინარიდან შლამის სუენი და წყლის
სიგრილე...
მერე კი, მრავალი ათასეული წლისა და ნაინაირ
გარდაქმნათა შემდეგ, ამ სულს კვლავ
მიანდეს ადამიანის სიცოცხლე. ეს ის სულია, ჩემს სხეულში რომ დგას, აი ასეთში, როგორიც
ვარ. ამიტომაც, თუმცა ამ დროების შვილი ვარ, მაინც არაფერი გამომდის.
მე დღე და ღამ ვოცნებობ და ნიადაგ ველოდები რაღაც უჩვეულოს. რაღაც სასწაულს,
ისევე, როგორც ხიდქვეშ საღამოს ბინდბუნდში მდგარი ბისეი ელოდა თავის მიჯნურს, რომელიც
არასოდეს მოვიდოდა.
This post has been edited by alouette on 18 Oct 2010, 17:13