''გავყოლივარ'' მაშინ... ბიჭების 1/2 ნაწილს . ოქტომბრიდან მოყოლებული სულ მესიზმრება
ე.ი.
N1 სიზმარი
დედაჩემი მაგზავნის ფეხსაცმლის საყიდლად და გამყიდველთან რომ მივედი 1 ''კომოდში'' ეწყო ყველა ფეხსაცმელი და ამოირჩიეო. თეთრი, ყვითელი, მწვანე... იმდენი იყო, ვერ ამოვირჩიე და წამოვედი სახლში
N2 სიზმარი (ეს სიზმარი ზედიზედ 3 დღე გრძელდებოდა)
ისევ ფეხსაცმლის საყიდლად ვარ. ამჯერად დახეული და ჭუჭყიანი ფეხსაცმელია. რასაც ქვია "კარგი ნახმარი". გამყიდველი დაჟინებით მეუბნება:
-ჩაიცვი , გარედანაა ასეთი ტალახიანი, ჭუჭყიანი და დაძონძილი. იცი შიგნით რა თბილია?
-არა
-ჩაიცვი და თუ არ მოგეწონა, გაიხადე. არ გაძალებ.
ჩავიცვი ... გამეღვიძა
მეორედ იგივე სიტუაცია-ჩაცმის შემდეგ დიდხანს ვათვალიერე და არ მომეწონა ..გამეღვიძა
მესამედ-წინა ისტორიები იგივე და... მესამედ რომ ვნახე- ფეხსაცმელი გავიხადე
დასასრული

N3 სიზმარი
ჩანჩქერთან ვზივარ, ტყეში, ყველაფერი მწვანეა, წყალი კი სუფთა . მშვიდად ვარ, სხვები ბანაობენ, მე -წყლის პირას ვზივარ. მოდის ვიღაც ( არ მახსოვს) და გვერდით ფეხსაცმელს მიდებს:
-აიღე
-არა
-აიღე, შენია
-არაა ჩემი
-აიღე მეთქი, შენთან გამომატანეს....
ძირს , გვერდით მიდებს ფეხსაცმელს, შავია და სუფთა
მეღვიძება
N4 სიზმარი
ისევ ჩანჩქერთან, ამჯერადაც ვიღაც მოდის და მიწოდებს ისევ შავ ფეხსაცმელს
-აიღე
ვართმევ და ამ ფეხსაცმლიანად წყალში შევდივარ. ზუსტად იქ ვდგევარ, სადაც ჩანჩქერი ეშვება. არც ფეხსაცმელი და არც მე არ ვსველდებით, არც მცივა . მშვიდად ვარ
მეღვიძება
N5 სიზმარი ვნახე გუშინ , ეს ზღაპარია, და ცოტა ხანში დავწერ
This post has been edited by Papillon on 2 Feb 2011, 15:41