ანუ რა გამოდის -მართავ?
NNinaროცა ერთიდაიგივე სიზმარი მანამდე მეორდება, სანამ არ "დასრულდება"-დაიმახსოვრებ. განმეორებითი ჩვენებები გეხმარება

N5 სიზმარი
ზღაპარი
სიზმარი იწყება სადღაც დიდ სახლში, მაღალი კედლები აქვს და გარშემო ბევრი დარბის. ალიაქოთია. მე უბრალოდ ვუყურებ და თითქოს შეუმჩნეველი ვარ.
ხმები მესმის, ერთმანეთს უყვირიან:
-რა მოხდა?
-გოგო მოიტაცეს, სხვა ქვეყნის
-ვინ მოიტაცა?
- ვაშლი რომ შეჭამა იმ გოგოს ბებიამ
( ფიფქია- მე გამახსენდა)
ვაშლებს ისვრიან 1 მიმართულებით (ბომბის ნაცვლად

) , მე არ მხვდება.
დიდ სახლში იღებენ გადაწყვეტილებას- გაუშვან უცხო გოგონა
აცვამენ მას ჩალისფერ-ოქროსფერ კაბას, იგივე ფერის ფეხსაცმელს და ამ დროს ეს გოგო ვხდები მე, თითქოს მის სხეულში "ჩავედი" .
გამომიშვეს და მითხრეს:
-იარე და შენს სახლში მიხვალ ( სახლი სადაა, არ ვიცი). გზაზე შეგხვდება ცხვარი და თხა, თხას ერიდე, დაგეტაკება.
დიდ მინდორში მოვხვდი , ცხვარი და თხა ერთად იყვნენ, ორივე ჩემსკენ წამოვიდნენ, მაგრამ თხა არ დამტაკებია. გზაზე მაცილებდნენ.
ცხვარი პატარა იყო, ბატკანი-თეთრი და ფუმფულა. ხელში ავიყვანე და ისე მომყავდა . ტხა გვერდით მოდიოდა. ძაღლი შემოგვიერთდა.
ძაღლი ლაპარაკობდა და გამაფრთხილა- კუდიანის სახლი უნდა გადავკვეთოთ, მას თვალებში არ შეხედო, ვერაფერს ხედავს , მაგრამ მისი თვალები კლავს.
ძაღლის დახმარებით კუდიანის სახლში შევედით (ისე ვერ გადავკვეთდით), სახლში აკვანი იდგა, იატაკი მყარი იყო და გამიკვირდა (ჭრიალებდა, მაგრამ მაინც მყარი იყო :O ), სახლიდან გამოვედით და ეზოში გავედით.
ეზოში კუდიანი იჯდა- მოხუცი, გრძელი თეთრი თმით, ქალი . ღობისკენ წავედით,რომელიც გადაქცეული იყო და ისე გავედით, ფეხი არაფრისთვის წამოგვიდია ( არადა, "მავთულები" და ეკლები ეყარა) . თუმცა კუდიანი გამოგვედევნა
ძაღლმა გამაფრთხილა:
- არ შეგეშინდეს, ფეხზე დაგსუნავს და არაფერს გიზამს, მთავარია არ შეგეშინდეს .
უცებ კუდიანს ღორის დინგი გამოება (

) , ჯერ ძაღლი და თხა დაყნოსა, მერე მე და ბატკანს მოგვდგა.ბატკანი ჩავიხუტე- ეშინოდა.კუდიანმა ფეხზე დამსუნა, დავიხედე- ოქროსფერი ფეხსაცმლის წინა ნაწილი ტალახით დასვრილიყო- კუდიანმა დასუნვის დროს ტალახი მოაშორა.
... გამაღვიძეს
არადა სიზმარში პირველად ვნახე ზღაპარი