როჯერ ვოთერსიც კაი მუსიკოსია. კაი ფსიქოდელურებს წერს
rock in roseსხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ
ყველა ქალწულის ნაცვლად მე ვერ გიპასუხებ მარა ვერ ვეწყობი...

გვერძე თემაში დადო ერთმა
ქალწულიროგორ ამოიცნობთ: თუ მოგეჩვენათ,რომ უკვე სადღაც გინახავთ,ასეცაა. თქვენ ალბათ საინფარმაციო გამოშვების კრიმინალურ კოლაჟში მოჰკარით თვალი ფოტორობოტს,სადაც ჟღერდა სიტყვები:"დანაშაული", "ძებნაშია", "ქალწული"...
როგორ დააინტერესოთ: "შემთხვევით" წამოროშეთ,რომ მემკვიდრეობა მიიღეთ. პარალელურად ამრეზით გაატარეთ თითი ბარის დახლზე და ზიზღით აღნიშნეთ,რა მტვრიანია.
პირველ პაემანზე წაგიყვანთ კრიშნაიდებთან,სადაც სულ რაღაც რამდენიმე თეთრად შეძლებთ მიირთვათ იმდენი ოსპის სუპი,რამდენსაც თქვენი კუჭი და შარდის ბუშტი დაიტევს. გაფრთხილდით,თუ გითხრათ,რომ ერთი შესანიშნავი ადგილი იცის_ფრიალო ხრამთან მდება რომელიმე სარდაფში ან გაუკაცურებულ ალეისკენ წაგათრევთ.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? არ გინდათ!
თუ მიგატოვებთ: სრულიად თვალნათელია,რომ თქვენ ცუდად ალაგებდით სააბაზანო ოთახს ან პოლიციის არქივში ქექვისას,ძებნაში მყოფ დამნაშავის ფოტოს დაადეთ თითი, სიტყვებით:"ის არის!"
თუ მიატოვებთ: ავისმომასწავლებლად დამალავს წყენას და როცა გადაწყვეტთ,რომ როგორც იქნა, თავიდან მოიცილეთ,გამოგეცხადებათ ზურგსუკან......არაა,ყვავილების თაიგულით არა(ეგ ძვირია),ყინულსაჭრელი დანით.
გაინტერესებთ რაზე ფიქრობენ პროფესიონალი ქილერები? დაიწყეთ შეხვედრა ქალწულთან და გაიგებთ.
სრულფასოვანი ფსიქოპატისთვის ნიშანდობლივია:
*აღტაცებით აკეთოს ერთდაიგივე მოსაწყენი სამუშაო, ერთსადაიმავე დამაჩლუნგებელ მანერაში.
*არაჯანსაღი მიდრეკილება ისეთი უმცირესი წვრილმანებისადმი,რასაც არცერთი ნორმალური ადამიანი არ აქცევს ყურადღებას,რადგან ცხოვრება სავსეა გაცილებით საინტერესო მოვლენებით.
*გასაოცარი სქელკანიანობა:მაგალითად,ის ვერც კი ამჩნევს,როგორ ჭრიან მისი ნაცნობები ქუჩას,მასთან შეხვედრას რომ თავი აარიდონ.
ჩახედეთ სიმართლეს თვალებში,სიმპტომები საკმარისზე მეტია:
შეიძლება მწერებს ფრთებს არ აძრობს,სამაგიეროდ მარკების კოლექციონირება იტაცებს.
შეიძლება ლოგინში არ იფსამს,სამაგიეროდ საათობით იზუთხავს მატარებლების განრიგს.
შეიძლება ხანძრების გაჩაღებაზე არ გიჟდება,სამაგიეროდ ტვინი ეკეტება ალგებრაზე.
ყველა ეს სიმპტომი განგაშის საფუძველს იძლევა. და ქალწულისთვის დამახასიათებელი კეფისგამხვრეტი, ავადმყოფური მზერა?..რა თქმა უნდა,თქვენ შეიძლება შუქი ჩააქროთ,რომ ვერ დაინახოთ,მაგრამ მაშინ იმასაც ვერ შეამჩნევთ, როგორ ამოაცურებს ჩუმად ყინულსაჭრელ დანას.
თავისთავად ბატონი ქალწული ყურადღებით ეკიდება თქვენს დიასახლისურ უნარებს. თუ თქვენ გგონიათ,რომ აბაზანის დალაგება მარტოოდენ, შხაპის მიღებისას, ნიჟარაში საპნის ჩაგდებით შემოიფარგლება,ქალწული თავშეკავებას დაკარგავს. მერე რა?..ყველაფერს თავის პოზიტიური მხარე აქვს-სჯობს მყისვე მოგკლან,ვიდრე მთელი ცხოვრება მისი ბუზღუნი ისმინოთ. და ბოლოს ქალწულის დამოკიდებულება ფულისადმი. ჩვენ ნამვილად არ შევცოდავთ ჭეშმარიტებასთან,თუ მას ხელმომჭირნეს ვუწოდებთ. არა! ხელმომჭირნეობა ქალწულის სიძენწეს ვერ ასახავს. უფრო უპრიანი იქნებოდა საშინელი კრიჟანი,რომელიც წამსვლელია,ბრმა მათხოვარს უკანასკნელი გროში ამოაცალოს ქუდიდან.
ქალწული იმდენად უფრთხილდება ფულს,რომ სახლიდან პრაქტიკულად არასოდეს გამოაქვს. სამაგიეროდ ხალისით მოგანიჭებთ საშუალებას,ხარჯოთ საკუთარი ფული...მისთვის ახალი პიჯაკის შესაძენად,როცა ძველს ქიმწმენდაში ჩააბარებს სისხლის ლაქებისგან გასაწმენდად.
This post has been edited by Vereli luka on 13 Jan 2011, 11:25