როგორ მოაწონოთ თავი მშვილდოსანს

( პირადად ნურავინ მიიღებს!!!)
მშვილდოსნებს სჭირდებათ , კიარადა ისინი უბრალოდ მოითხოვენ ორიგინალობას. და ერთი რჩევა:არანაირი ტრიუკები. მშვილდოსანი თქვენგან მხოლოდ საუკეთესოს მოითხოვს. დროის უმეტესი ნაწილი თქვენ მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა( კითხვების დასმა მშვილდოსნის საყვარელი საქმიანობაა

)
თუ თქვენ გსურთ რომ მიიღოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე, უმჯობესია მაშინვე იკითხოთ. მაგრამ იყავით მზად იმისთვის, რომ შემდეგ შეხვედრაზე პასუხი სრულიად განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დროის ამ შუალედში.
მშვილდოსნებს უყვართ გამარჯვებულები, ამიტომ ემზადებით რა მათთან შესახვედრად შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეთ. ის მზადაა შეიცნოს თქვენი ის დაფარული პოტენციალი, რომლის შესახებ თქვენ თვითონაც კი არ გაქვთ წარმოდგენა.
მშვილდოსანი გულწრფელი იქნება თქვენთან, თუ რაღაც ისე არ მიდის, -ამას თქვენ მისი სახის გამომეტყველებით მიხვდებით. ის თუ იღიმის ე.ი. ყველაფერი კარგადაა. თქვენც გაიღიმეთ და დატკბით მასთან ყოფნით.
მშვილდოსანი ყოველთვის მიისწრაფვის იქით სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. შეეცადეთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. თუ მას უყვარხარ , მაშინ უსაზღვროდ გენდობათ. გამოიყენეთ ეს ძალა გონივრულად, გახსოვდეთ მშვილდოსანი ყოველთვის ბავშვად რჩება და საჭიროებს კეთილ წარმმართველ ხელს.
........................................................
მიმაგრებული სურათი