დღეს შევდივართ სწრაფი კვების ((ნუ არც ისე სწრაფადა გემსახურებიან

, მაგრამ ასე დავარქვათ ))
ობიექტში. აი ადრე სასადილოს და Закусочная რომ ეძახდნენ იმ პონტშია. ხოდა პირველ სართულზე
ადგილი არ იყო, კიდევ კაი, თორემ ამაზე დავიწყებდით ფიქრს მაღლა დავჩდეთ თუ დაბლა
ავედით მაღლა. ავიღე მენიუ, ვათვალიერებ - უშედეგოდ. მივაწოდე - ათვალიერებს, მომაწოდა,
მიდი შენ აირჩიეო

დავიწყე თავიდან. არამეთქი რასაც შენ მეც ის. ბოლოს რაღაც გაუეკვეველი
მოგვეწონა და არ ვიცით რისგან მზადდება. დავუძახეთ მიმტანს. მოვიდა. აგვიხსნა. მერე სხვაც ავახსნევინეთ.
ჩადი და მოვიფიქრებთთო. წავიდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ აგვეღო ბურგუნდიული
ჩავედი - შევუკვეთე. ამოვედი, და ვეუბნები, მეთქი ეს შევუკვეთე და თუ გინდა ჩავალ შევცვლი
თქო, დაფიქრდა ცოტა ხანი და ჯანდაბას რაც არის არისო