Just, ინფორმაციული პოსტი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვერძი ქალი
როცა ბაირონი წერდა: ”სიყვარული მამკაცისთვის მხოლოდ ცხოვრების ნაწილია, ქალისთვის კი მთლი ცხოვრებაო”, მას ეტყობა ვერძი ქალი მხედველობიდან გამორჩა. ვერძ-ქალს მხოლოდ ეჩვენება რომ სიყვარული მისთვის ყველაფერია, სინამდვილეში იგი იმდენადაა გატაცებული გარე სამყაროთი და საკუთარი თავით, რომ სიყვარულს არ ძალუძს მოიცვას მთელი მისი არსება.
ვერძი ქალი ძალზე ძლიერია, როგორც სულით ისე ფიზიკურად. ყოველთვის თავად აღებს ხოლმე კარს და არასოდეს ელოდება, როდის შესთავაზებენ გალანტურად პალტოს. თვითონ მიიწევს მაგიდასთან სკამს, მოუკიდებს სიგარეტს და საერთოდაც, იბრძოლებს არსებობისთვის. ამას იგი ნებისმიერ მამაკაცზე უკეთ გააკეთებს. თუმცა სწორედ თავისი ამგვარი საქციელით, იგი გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა თავმოყვარეობას.
ვერძ-ქალს უყვარს პირველობა, ინიციატივის გამოჩენა და ეს მის სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ხშირად იგი თავად უხსნის მამაკაცს სიყვარულს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ყოყმანობს და თავის გრძნობებში ვერ ერკვევა.
თუ გსურთ მარსით მართულ ამ ქალბატონს თავი მოაწონოთ, შეყვარებულ მონას ნუ დაემსგავსებით. მას ეს ნამდვილდ არ მოეწონება. იყავით დამოუკიდებელი და იდუმალებით მოცული. მაშინ იგი თავად დაგიწყებთ დევნას. მამაკაცის გულგრილობა მის თავმოყვარეობას ძალზე მტკივნეულად ეხება. გამოწვევას კი, აბა რომელი ვერძი არ პასუხობს?
აი კომპლიმენტებს რაც შეეხება, აქ საცმე ცოტა რთულადაა. ვერძ ქალს მართალია სიამოვნებს, როცა მისი მისამართით აღტაცებას გამოთქვამენ, მაგრამ გადამეტებული პირფერობა და მომაბეზრებელი ქათინაურები მალე ბეზრდება და ძალიან აღიზიანებს.
მამაკაცი რომ უყვარდეს, ვერძი ქალი პირველ რიგში მისით უნდა ამაყობდეს. თუმცა მის ნიჭსა და ტალანტს კაციც უნდა აფასებდეს. თავისი გულისწორისთვის ამ ქალს არაფერი ენანება: დრო, ფული, მატერიალური თუ სულიერი ფასეულობები. თუმცა გახსოვდეთ, რომ იგი ბუნებით ეჭვიანია და თანასწორი თამაში უყვარს, ამიტომ თუ თქვენში სიყალბე დაინახა, ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.
გაანაწყენებული ვერძის ხასაიათში ცვლილებებს უმალ იგრძნობთ, სიცოცხლით სავსე მხიარული ქალი, უეცრად ყინულის ლოდად გადაიქცევა. ამასთან გახსოვდეთ, ვერძის ცეცხლი ხანმოკლეა, ყინული კი არასოდეს ლღვება. აი რატომაა, მისი სიჩუმე განრისხებაზე საშიში.
თუმცა ბუნებით ეჭვიანი და მესაკუთრეა, საკუთარ თავზე შეზღუდვებს ვერავისგან იტანს. ამასთან, როგორც წესი იგი ქალთა საზოგადოებას, მამაკაცების კომპანიაში ყოფნას ამჯობინებს და მის პარტნიორს, ეჭვიანობის მძაფრი ისრების განცდა არაერთხელ მოუწევს.
სამაგიეროდ თუკი მართლა უყვარხართ, იგი სულითა და ხორცით ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება. ორი რომანი ერთად, მისი პატიოსანი, გულმართალი ნატურისთვის აფსოლუტურად მიუღებელია.
საოცარი მიზანსწრაფულობის წყალობით, ვერძი ქალისთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ თავქარიან არსებას ძალა შეწევს, ნებისმიერ თუნდაც ყველაზე უცნაურ, ახირებულ და არარაციონალურ ჩანაფიქრსაც კი შეასხას ფრთები. ვერძ ქალს უყვარს საჩუქრების გაცემა, ფულის გასესხება, მოგივლით ავადმყოფობისას და მხარში ამოგიდგებათ ძნელბედობის ჟამს. თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ სიყვარული მისთვის პირველ რიგში, ურთიერთ თანადგომას ნიშნავს, აქედან გამომდინარე თავადაც იგივეს მოელის თქვენგან.
რაც შეეხება ქორწინებას, ცოლის როლში იგი შესაძლოა სასჯელად მოგევლინოთ რადგან მისი ინტერესები გამუდმებით სახლს გარეთ იქნება მიმართული. ეს იმიტომ, რომ სახლი ძალზე მცირე ფართობია მისი შემოქმედებითი ენერგიისათვის.
ვერძი-ქალები ჩინებული მზარეულები არიან, თუმცა სამზარეულოში ტრიალი არ უყვართ და არც სხვა საოჯახო საქმეები ეხატებათ მაინც და მაინც გულზე. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო, მათ ამ მსხვერპლის გაღებაც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ცხადია იგი პერანგსაც დაგიუთოვებთ და ღილებსაც დაგიკერებთ, მაგრამ არ გეგონოთ ამას სიამოვნებით აკეთებდეს.
ლიტერატურაში ვერძი ქალის ტიპიური სახეა, მარგარეტ მიტჩელის რომანის ”ქარწაღებულნის” მთავარი გმირი, სკარლეტ ო’ ჰარა. სკარლეტის ხასიათის დეტალური შესწავლა, ვერძ-ქალზე სრულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით.
ვერძი მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა, თუმცა თავის პირმშოს ხელში ხშირად არ აიყვანს და ზედმეტ მფარველობას არასოდეს გაუწევს. ბავშვებთან იგი მკაცრია და მის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, თუკი ისინი სამომავლოდ, დამოუკიდებელ და მტკიცე ხასიათის პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. © ლინდა გუდმენი
==============
ქალი ვერძი:
პირდაპირი
ლოიალური
ოპტიმისტი
ენთუზიაზმით სავსე
ოჯახის გარეთ ინტერესები (ხშირად აქვს კარგად აწყობილი კარიერა)
''სწერვა'' (ზოგჯერ)
მოსწონს,როდესაც ექცევიან როგორც პრინცესას
გულჩვილი
ეძებს ისეთ პარტნიორს,რომელიც მასავით ძლიერია
კარგად ''უგებს'' ტექნიკას
==============
21 მარტიდან 31 მარტამდე მარსის გავლენით - იბადებიან გაბედული, აგრესიული, ძლიერი, არადისციპლინირებული, ვაჟკაცური, სიყვარულში ვნებიანი ადამიანები.
1-დან 11 აპრილამდე დაბადებულები მზის გავლენით - ამაყი, დიდსულოვანი, გაბედული, მბრძანებლობის უნარიანი, პატივმოყვარე ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ სიძნელეების გადალახვა. მათთვის სიყვარული დიდ გატაცებას წარმოადგენს.
12-დან 20 აპრილამდე დაბადებულები ვენერას გავლენით - ვნებიანი და ნაზი, მოხერხებული და იმპულსური, მუსიკისა და დახვეწილი ხელოვნების მოყვარულნი არიან.
ტემპერამენტი და ხასიათი.
ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოვლენა და ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება, ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.
ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობიმოყვარეობით აღსავსენი არიან.
ქალ-ვერძებს უყვართ მოდის გასწრება, აქვთ მიდრეკილება ექსტრავაგანტულობისაკენ, უპირატესობას ანიჭებენ ნათელ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლიმნისფერს, ნარინჯისფერს.
ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც _ პოტენციური გიჟებია, ისინი გმირები, დამპყრობლები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი `მე~-ს, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი.
პროფესიები
ვერძმა, ჩვეულებრივ, სკოლის მერხიდანვე იცის, თუ რა პროფესიას აირჩევს. მათგან გამყიდველები, კომივოიაჟერები, ლექტორები, დანტისტები, ვეტერინარები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ყასაბები, შესანიშნავი მექანიკოსები, ქირურგები, მოქანდაკეები გამოდიან. ისინი კარგად ეწყობიან ცეცხლს და ლითონს. ვერძის დაკუნთული სხეული სპორტულ კარიერას მოასწავებს. არჩეული პროფესიის მიუხედავად, ვერძს სურს იყოს საუკეთესო მებრძოლი, ის პირველობისკენ მიისწრაფის. ფულთან დამოკიდებულება - მარჯვეა ფულის შოვნაშიც და მის დახარჯვაშიც არა იმდენად გავლენის, რამდენადაც ძალაუფლების მოსაპოვებლად.
სიყვარული
მზად არის სიყვარულისა და სექსისათვის ადრეულ ასაკში, უფრო ადრე, ვიდრე ეს მიღებულია საზოგადოებაში, ამის გამო ვერძებს ახალგაზრდობაში ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები. ზოგჯერ დიდი უსიამოვნება გადახვდებათ ხოლმე თავს, იმის გამო რომ ბიჭი-მამაკაცი ნებისმიერ წესებს არღვევს მისი პირველი სურვილების განსახორციელებლად. გოგო-ქალი კი შეგნებულად ჭირვეულობს და თავად გახდება მისი გაუპატიურების მიზეზი. აქვთ ტენდენცია ყველა ასაკში ერთი შეხედვით შეყვარებისკენ. თუ შეუყვარდათ, ვერაფერი აღუდგება წინ მათ ვნებებს. მათ ხშირად იზიდავს აკრძალული ხილი, ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ მის მოპოვებას. სანაცვლოდ შეუძლიათ საკუთარი თავის გაღება. ისინი დიდსულოვანი, და ზოგჯერ ანგარიშიანები არიან. მამაკაცებში არის რაღაც მოჩვენებითი, თუმცა ქალებსაც უყვართ თავიანთი უპირატეს-ობების დემონსტრირება. შეუძლიათ იყონ ძალიან ერთგულნი, მაგრამ მხოლოდ დროებით, მანამ სანამ ურთიერთობებს გაარკვევენ. განმეორებადობის პირველი ნიშნისთანავე ისინი წყვეტენ ურთიერთობებს. ვერძი ვერ იტანს, როდესაც მას რამეში ზღუდავენ.
ვერძების ქორწინება უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის, ვიდრე სხვა ნიშნებისა.
ქორწინებასა და მეგობრობაში ვერძმა თავი უნდა აარიდოს კირჩხიბს, მორიელს, თევზებს. ის ეწყობა ტყუპებს , მშვილდოსანს, ლომს.
=====================
ვერძი მუდამ მზადაა ცვლილებებისთვის, აბსოლუტურად არ ეშინია მათი, პირიქით ცდილობს გამოიწვიოს ისინი. და ეს იმიტომ ხდება რომ ცვლილებები მას რაიმე ახალს სთავაზობენ, რაც მისთვის ჟანგბადივით საჭიროა..
სასიყვარულო რჩევები ქალ ვერძებს: ვერძი ქალის დადებითი თვისებებია :სპონტანურობა ,ენერგიულობა და მზრუნველობა,არის ვნებიანი,,დაბადებულია ლიდერობისთვის,ამიტომ მისთვის არასასურველია ზარმაცი და ''დუნე'' პარტნიორი. თუმცა ზოგჯერ ვერძი ქალი ცუდ თვისებებს ამჟღავნებს:არის უხეში და ცივი.მათთვის უკეთესია თუ სხვა ადამიანებს ტავის არაეგოისტურ მხარეს დაანახებენ ( ანუ ''შეაბამენ'' :გიგი: )
სიყვარულს ყველაზე მეტად ''პოულობენ'' ლომებთან და მშვილდოსნებთან.ნაკლებად-თევზებთან და კირჩხიბებთან
თუმცა განვიხილოთ ყველა ნიშანი ცალ-ცალკე.
პ.ს. იგულისხმება ქალი ვერძი
ვერძი და ვერძიკავშირი კარგი იქნება თუ ორივე ისწავლის ერთმანეთის ისეთად აღქმას,როგორებიც არიან;თანასწორუფლებიანი ურთიერთობის აწყობას,საკუთარი მეს უკან დაწევას.თუ ასე არ მოიქცევიან მათ შორის დიდი უფსკრული გაჩნდება,რაც ურთიერთობას დაარღვევს
ვერძი და კუროსიყვარული იპოვო კუროსთან შესაძლებელია,ოღონდ ურთ-ბა ფოკუსირებული უნდა იყოს მატერიალურ საგნებზე და მუშაობაზე.კარგი წყვილი იქნება,ოღონდ ვერძმა უნდა დათმოს ამბიციები და კუროს გუნდური მუშაობის სურვილს დათანხმდეს.თუ ვერძი გამოიჩენს ლოიალობას,რასაც კურო ითხოვს,კარგი წყვილი იქნება.კურო ლოგინში რომანტიული იქნება,ვერძს და კუროს ექნებათ ისეთი სექსი,რომელიც ვერძ ქალს არასდროს დაავიწყდება
ვერძი და ტყუპებიტყუპები კარგი მეგობარი იქნება,თუ ორივე ენერგიით არის სავსე.ვერძი ფრთხილად უნდა იყოს ტყუპები ემოციურად არ დაღალოს.ტყუპები ცნობილნი არიან იუმორის საოცარი გრძნობით,რასაც ვერძი ქალი აფასებს. მათ ერთმანეთისადმი მიზიდულობა გააჩნიათ.სამწუხაროდ ტყუპები ვერძისთვის არაა შესაფერისი პარტნიორი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის,თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ლოგინში მხიარულება არ გექნებათ .ვერძს ყველაზე მეტად შეეფერება 2-12 ივნისის შუალედში დაბადებული ტყუპები.
ვერძი და კირჩხიბიკირჩხიბი ემოციურია, მას ხშირად ნახავ მოწყენილს.კირჩხიბი ვერძს აძლევს დიდი თავისუფლებას,მაგრამ სამაგიეროდ ითხოვს სტაბილურობას,რომელიც ხშირად სახლში დარჩენას გულისხმობს.ვერძს თუ მისი სჯერა,,შესანიშნავი სექსი ექნება,მაგრამ კავშირი კარგი არაა ვერძისთვის.შეეფერება 3-13 ივლისის პერიოდში დაბადებული კირჩხიბი.
ვერძი და ლომივერძი ქალისთვის ლომი ძალიან კარგი პარტნიორია.მათი ურთიერთობა უნდა აიგოს პატივისცემაზე.ერთმანეთს არ უნდა გადაამეტონ,თუ ისწავლიან,რომ ერთმანეთს პატივი სცენ,არ აკონტროლონ და არ იეჭვიანონ,საუკეთესო წყვილი იქნება არა მარტო ფიზიკურ,სულიერ დონეზეც კი .ვერძისთვის საუკეთესოა 3-13 აგვისტოს პერიოდში დაბადებული ლომი.
ვერძი და ქალწულიქალწულის ცხოვრებისეულმა ხედვამ შეიძლება ვერძი მოაწყინოს და გააღიზიანოს.ისინი 2 სხვადასხვა სამყაროდან არიან და ერთად ყოფნისთვის ბევრი რამის შეცვლა მოუწევთ.ქალწული კრიტიკოსია,უყვარს ახალი იდეების მოსმენა.კარგი თანამშრომლები იქნებიან,მაგრამ არა პარტნიორები.ქალწულს უყვარს საწოლში სატანადო მოქცევა (წესრიგისკენ მიდრეკილება) ,რაც ვერძისთვის ტრავმა იქნება.ვერძს ყველაზე მეტად შეეფერება 13-23 სექტემბრის პერიოდში დაბადებული ქალწული.
ვერძი და სასწორისასწორს ფიქრი უყვარს.შეუძლია დიდხანს იფიქროს ,ხელახლა დაიწყოს ფიქრი,სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.ეს კი ვერძს წყობილებიდან გამოიყვანს.ეს კავშირი იმ შემთხვევაში იქნება კარგი,თუ ვერძი მოუთმენლობას დაძლევს.თუ ვერძი დაინტერესებულია სასწორით უკეთესია თუ რომანტიულ ურთიერთობას მეგობრობიდან ააგებს და ჩაწვდება სასწორის პიროვნულ სიღრმეს.ვერძებს როგორც წესი,ამის მოთხოვნილება არ აქვთ.ყველაზე მეტად შეეფერება 23.09-3.10 პერიოდში დაბადებული სასწორი
ვერძი და მორიელიმორიელი ძალიან ცბიერია.მასა და ვერძ ქალს შორის ძლიერი მიზიდულობა შეიძლება გაჩნდეს.ვერძ ქალს მორიელი მამაკაცი აინტერესებს და მათგანაც იგივეს გრძნობს.საკმაოდ ძლიერი და კარგი კავშირია მანამ,სანამ მორიელს არ მოუნდება ლიდერობა.ვერძს ეს გააბრაზებს,მთელი ძალით შეეწინააღმდეგება და ეს ყველაფერი საბოლოოდ სექსით დამთავრდება.ხშირად ვერძი მორიელთან სწორედ ვნებიანი სექსის გამო რჩება ,მაგრამ დროთა განმავლობაში იღლება და გარბის.ვერძს 15-23 ნოემბრის პერიოდში დაბადებული მორიელები შეეწყობიან.
ვერძი და მშვილდოსანიძალიან მომგებიანი კომბინაცია!ერთად თითქოს ერთნი არიან (1+1=1). ეს კომბინაცია არის ყველაზე საოცარი,რასაც კი ოდესმე შეხვედრიხარ.ვერძი და მშვილდოსანი ყოველთვის ავსებენ და ერთმანეთს სტიმულს აძლევენ.საუკეთესო საუკეთესოთა შორის მშვილდოსნები არიან 23.11-3.12 პერიოდში დაბადებულები.
ვერძი და თხის რქაეს ყველაზე ცვალებადი კავშირია.თხის რქა მორცხვია ზუსტად იმ დროს,როცა ვერძი ყველანაირად გამოხატავს თავის ემოციებს.თხის რქა კონსერვატიულია,ვერძი არაა.თხის რქა ოცნების გამო არაფერს გააკეთებს,მას დაგეგმვა უყვარს და ვერ ეწყობა იმპულსურ ადამიანებს.მასთან ყოფნის დროს ვერზმა თავი შეიძლება გამოკეტილ ცხოველად იგრძნოს.ისინი ერთად კარგად იმუშავებენ,მაგრამ პირადი ურთიერთობა მძიმე ექნებათ.ვერძებმა ყველაზე უკეთ შეიძლება გაუგონ 2-10 იანვრის პერიოდში დაბადებულ თხის რქებს.წარმატება!
ვერძი და მერწყული:ერთ-ერთი კარგი კავშირია.ამავე დროს მერწყულები ვერძების დიდი მეგობრები არიან.ორივე მათგანს სურს საქმეები საკუთარი არჩეული გზით აკეთოს. რომანტიკის საძებრად ვერძი ქალისთვის უკეთესია თუ მერწყული დაბადებული იქნება თებერვალში.ვერძს უყვარს გაკონტროლება,რაზეც მერწყული არ დათანხმდება.სექსი საინტერესო ექნებათ.
ვერძი და თევზებივერძს მიიზიდავს თევზის იდუმალება.ვერძო,ეს ურთიერთობა ძალიან ბევრის დათმობას ითხოვს შენგანნ.არაა რეკომენდირებული ურთიერთობა.თევზი არ არის ის,ვინც შეიცვლება,მისი გავლენა ძლიერი იქნება,ის ვერძს დააკარგვინებს ინდივიდუალობას.ვერძი უფრო შეეწყობა 12-20 მართის თევზებს
==========
ბევრი სწორია,ბევრიც არასწორი და არ ვეთანხმები.
==========
მე ვიცი . . . ყველაფერი ვიცი
პ.ს. ევერესტის ან ეიფელის კოშკის სიმაღლეს ნუ მკითხავთ
This post has been edited by Miss_Manette on 29 Dec 2010, 09:50