ქალი ლოგინში და შემდგომ...
ვერძთანსაერთოდ ლოგინში ხართ რო? ისევე როგორც ვერძი მამაკაცისთვის,ქალი ვერძისთვისაც დამახასიათებელია "შემთხვევითი" სექსუალური კავშირები. მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ანტურაჟი,დრო და ადგილი,მნიშვნელოვანია მხოლოდ სურვილი,რომელიც ვერძს ყოველთვის აქვს. ეს ქალი უაღრესად სექსუალურია.
ვერძი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან სიყვარულსა და სექსს.
"სექსი მომწონს ჩემს საყვარელ ადამიანთან,"გამოტყდა ერთერთი მათგანი,"ან ნებისმიერთან,თუ იმ პერიოდში საყვარელი ადამიანი არ მყავს"
თუკი ეს მხურვალე ქალბატონი შეყვარებული არაა,მაშინ პარტნიორს ირჩევს ფიზიკური მიმზიდველობის მიხედვით_კარგ ადამიანს კარგი სექსი ურჩევნია. ქალთა ამ ეგზემპლარისგან ისიც გვსმენია, რომ "მამაკაცმა მხოლოდ ის ერთი საქმე უნდა აკეთოს,რაც ყველაზე უკეთ ეხერხება,რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და მრავალმხრივობა კაცებს არ შეუძლიათ."
მაგრამ თუ ვერძი შეყვარებულია,მაშინ პირველივე სექსის შემდეგ მის გულში ინთება უნაზესი სენტიმენტების მთელი კასკადი და ასეთ დროს მისი განცდები და გრძნობების რომანტიული გამოხატულება ჰოლივუდური ფილმების სასცენარო მასალაა.
"შემთხვევითი" სექსის შემდეგ ვერძი საკუთარ საქმეებს მიუბრუნდება.განა ის რომ, რამე მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ ფაქტს,უბრალოდ ძალიან ბევრი გადაუდებელი საქმე აქვს. და სულაც არ არის საჭირო თქვენი დახმარება,თქვენ მაინც არაფერი არ იცით! სექსშიც კი "ისე რა" იყავით რა. თქვენ რა,მასთან ჩასახლება ხომ არ გადაგიწყვეტიათ??? ყველაფერი დამთავრდა,სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
კუროსთანქალი კურო მამაკაც კუროზე გაცილებით სექსუალურია. არავითარი ხანგრძლივი პრელუდიები,აღმგზნები საშუალებები და დამატებითი ხელსაწყოები საჭირო არაა. მთავარია,ლოგინი იყოს მყუდრო და მოსახერხებელი. სექსი მისთვის აუცილებლობაა. თუ მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს,ის საკმაოდ მცირე დროში ახერხებს ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილის გაცნობას "ერთმნიშვნელოვნად ნათელი განზრახვებით" და ყოველგვარი მორიდებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვებს,თუ უკეთესი პარტნიორი იპოვა ან სულაც ვინმე შეუყვარდა. ამდენად,მას საკმაოდ პრაგმატული(უფრო მამაკაცური) მიდგომა აქვს ამ დელიკატური საკითხის მიმართ.
უშუალოდ სექსის დროსაც,თუ კაცი კუროსთვის სექსის მგრძნობიარე მხარეს აქვს მნიშვნელობა,ქალი კუროსთვის ცალსახად პრიორიტეტულია ამ საქმის ფიზიოლოგიური მხარე. ის შესანიშნავი პარტნიორია,თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადმე პასიურია.
შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება მარტივად, უფრო სწორად სწრაფად. დაუკმაყოფილებელმა კურომ კიდევ გამძვინვარება იცის და გასაგები,ხალხური ლექსიკით ახსნა,რას ფიქრობს ყურცქვიტა იმპოტენტებზე. სიტყვამ მოიტანა და, აღგზნება და ვერდაკმაყოფილება ყველაზე უტყუარი მეთოდია კუროს წყობიდან გამოსაყვანად.
ყველა კუროს აქვს პატარა საიდუმლო,სათადარიგო ეროგენული ზონა,რომელიც მასში იწვევს სასიამოვნო განცდათა ჯაჭვს. "ვინც ფლობს ამ საიდუმლოს,ის მართავს კუროს"_ამტკიცებენ ასტროლოგები. "საიდუმლოს" ამოხსნა ნდობის ფაქტორზეა დამოკიდებული,რადგან კუროსთვის უცხოა სირცხვილის გრძნობა ამ სფეროში და ის ღიად საუბრობს საკუთარ სექსუალურ შეგრძნებებსა თუ პრობლემებზე.
"შემთხვევითი" სექსის შემდეგ კურო..მამაკაცებო ყურადღებით! კურო ერთადერთი ქალია მთელი ზოდიაქოდან,რომელიც თქვენ გაჭმევთ და გასმევთ,მოგითითხნით ბუტერბროდებს,ჩაის დაგისხამთ და გაგებით მოგეკიდებათ. ცხადია, უანგაროდ არა! მას შემდეგ რაც თქვენ დანაყრდებით,თქვენ არაორაზროვანი და კატეგორიული ფორმით შემოგთავაზებენ გაიმეოროთ ყველაფერი,რაც უკვე გააკეთეთ,თავიდან. ამჯერად უფრო ნელა და საფუძვლიანად,თორემ რაღაც ვერ გაიგო რეებს ფაფხურობდით იმ სიჩქარეში.აბა გაბედეთ და უარი უთხარით!
ტყუპებთანქალი ტყუპი ლოგინში გახსნილი და თავისუფალია.
"მე ისეთი მრავალფეროვანი ფანტაზიები მაქვს..სამწუხაროა,რომ მამაკაცები თითქმის არასდროს იზიარებენ"_აღნიშნა ერთმა ტყუპებმა. მას მართლაც არაფერი აკვირვებს,თუმცა უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს. მისთვის საინტერესოა სიახლე განიხილოს,სცადოს,მოსინჯოს,ექსპერიმენტი ჩაატაროს და არა ყოველდღე "ერთიდაიგივე მომაბეზრებელი, სტანდარტული სექსი" ჰქონდეს. ხანგრძლივი დროით ეს ქალი არ გეყოფათ.
ტყუპების კიდევ ერთი მახასიათებელი თვისებაა ლაპარაკი. სექსამდე,სექსის დროს,სექსის შემდეგ! ეს სიტყვიერი ეროტომანკები წარმოსთქვამენ ყველაფერს "დან" და "მდე",რასაც აკეთებენ ან პარტნიორისგან ითხოვენ. "მიმდინარე პროცესების" დეტალურ ნიუანსებში თხრობა,ტყუპების ავტორობით, ხშირ შემთხვევაში უკურეაქციებს იწვევს მამაკაცებში.
"შემთხვევითი" სექსის შემდეგ ტყუპები ჯერ ანეკდოტებს მოგიყვებათ,მერე დოლარის კურსს განიხილავს,მერე U2 ს ახალ კლიპზე გადავა,მერე ისევ ანეკდოტი, მერე სიგარეტი გაუთავდება და მეზობელთან გავა სათხოვნელად...მორჩა. თქვენ შეგიძლიათ უკან გაჰყვეთ და საკუთარი არსებობა შეახსენოთ,მაგრამ ამას აზრი არ აქვს.
კირჩხიბთანმგრძნობიარობისა და ეროტიულობის მიუხედავად,კირჩხიბი ქალი სუსტი საყვარელია. მოდუნება უჭირს და მისი მრავალრიცხოვანი კომპლექსებისგან განთავისუფლება რთულია. თავიდან ეს განპირობებულია სიმორცხვით და პარტნიორთან შეუგუებლობით. მას დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცს მიეჩვიოს. შემდგომ თავის ნეგატიურ როლს ასრულებს დაფეხმძიმების შიში,მერე კომპოტები აქვს მოსახუფი და ა.შ.
თუმცა კირჩხიბთან საქმის დაჭერისას,თქვენ ვერასოდეს გაიგებთ,მართლა კარგად გრძნობს თქვენთან თავს თუ თვალთმაქცობს,რადგან თქვენი დაკარგვის ეშინია. ის უყოყმანოდ ყრის ფარხმალს მამაკაცური ძალის წინაშე და ხშირად ირჩევს კეთილდღეობის იმიტირებას,რაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,მარტივად გამოსდის. არანაირი მოთხოვნები პარტნიორისადმი მას არ გააჩნია.
კირჩხიბი ხშირად განიხილავს სექსს,როგორც "გადასახადს". მაგალითად,უყიდეთ რაიმე ძვირფასი საჩუქარი და ის თავს ვალდებულად ჩათვლის, ყველა თქვენი სექსუალური კაპრიზი უსიტყვოდ შეასრულოს.
დაიცავით ყველა ტრადიციული რიტუალი და ღმერთი გფარავდეთ მომაკვდინებელი მოწყენილობისგან.
ერთადერთი რეალური მიზეზი,რის გამოც კირჩხიბი ქალი ინტიმურ ურთიერთობას თანხმდება, არის გათხოვება,საკუთარი პატარა ბუდის მშენებლობის პერსპექტივით.
შემთხვევითი სექსის შემდეგ კიბოსთან საუბრებით და კოცნებით ვერ გამოძვრებით.პარკეტზე ციკლოვკა უნდა გაუკეთოთ ან სახურავი შეუკეთოთ და თქვენ გააზრებასაც კი ვერ მოასწრებთ, ისე გაჩნდება თქვენს პასპორტში შტამპი. ასე რომ, იამაყეთ, თქვენ აგირჩიეს! დიახ, დიახ, ზუსტადაც რომ აგირჩიეს.დაე, თქვენი ცხოვრების უახლოესი მომავალი წინასწარ გათვლილია და შეწინააღმდეგება ყოვლად უშედეგოა,სამაგიეროდ...გახსოვთ ტოლკიენი?
"რატომ მაინცდამაინც მე?მე ხომ ჩვეულებრივი ჰობიტი ვარ?!"
"იმიტომ რომ შენ რჩეული ხარ!"-კიბო.
ლომთანსექსი, როგორც ასეთი ფიზიკური სიამოვნების წყაროდ ცნობილი საქმიანობა,ძუს არ აინტერესებს, ანუ ფიზიკური შეგრძენებები და დაკმაყოფილების ფაქტორი მისთვის უმნიშვნელოა. მისთვის მთავარია ემოციური მხარე.
შეყვარებული ლომი ნაზი და ვნებიანია. მზადაა,პარტნიორის ყველა სურვილი შეასრულოს,ოღონდ მას ესაჭიროება წამყვანი,რადგან საკმაოდ მწირი ფანტაზიები აქვს. როდესაც სექსუალური ურთიერთობის ემოციური მხარე თავს წურავს(ვთქვათ დიდი ხანია გათხოვილია და გრძნობები ჩვევებმა ჩაანაცვლა),ის პრინცესასავით იქცევა,რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აღელვებს და თითს არ გაანძრევს პარტნიორის სიამოვნებისთვის.
ყველაზე "გადამწყვეტ მომნეტში" მისი გონება დაკავებულია ისეთი საკითხებით,როგორიცაა:რამდენად სექსუალურ და დახვეწილ პოზაში იმყოფება, როგორ რაკურსშია, ტუში ხომ არ გაედღაბნა, ვარცხნილობა ხომ არ გაუფუჭდა და ა.შ. მისთვის რაიმე არაორდინალურის შეთავაზება არ ღირს,უარს გტკიცავთ(შესაძლოა საერთოდ სექს-ბოიკოტი გამოგიცხადოთ დიდი ხნით).
მისი ეგოცენტრიზმი ხშირად წარმოშობს სურვილს,იქონიოს საძინებელში სარკის ჭერი ან დაკავდეთ სექსით სარკის წინ,რათა საკუთარი გარეგნობით დატკბეს.
ჭეშმარიტი ძუ თქვენთან შემთხვევითი და არა მისი ინიციატივით შემდგარი სექსის შემდეგ ნამდვილი დედოფალივით მოიქცევა,რომელმაც შემთხვევით ქაქს დააბიჯა,ანუ თავს ისე დაიჭერს თითქოს არც არაფერი მომხდარა და თქვენ საერთოდაც არ გიცნობთ.შემთხვევითი კავშირები მათ სამეფო დიდებულებებს არ ეკადრებათ.ხოლო თქვენ, მისი იგნორის შემხედვარე, ეჭვებში ჩავარდებით,გქონდათ კი საერთოდ სექსი?
ქალწულთანმამაკაცები ბევრ სასიამოვნო სიტყვას ამბობენ ქალწული ქალების მისამართით და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ქალწული ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორია,რადგან ის ზუსტად ისეთი იქნება,როგორიც მამაკაცს სურს მისი დანახვა. თუ მას ეტყვიან რომ "კამასუტრა" უნდა დაიზუთხოს,ის არ დაიწყებს განსჯას და კითხვების დასმას,ასეც მოიქცევა. მაგალითად, ტყუპები გადაფურცლავს,გაიგებს "აი,თურმე რა ყოფილა კამასუტრაო" და გადააგდებს. კირჩიხიბი დაიწყებს და 5-ე გვერდზე "გატყდება"..ქალწული არა! ის ყველაფერში სანიმუშო და თითით საჩვენებელი მაგალითი უნდა იყოს.
პარტნიორისგან მოითხოვს გაგებას და ხელმძღვანელობას,ამიტომ ძლიერი ნიშნის კაცები მოსწონს,ვინც მას "გამოთლის" და ფორმას მისცემს.
გრიგალისებრი ვნებები და დიდი მგრძნობელობა მისთვის უცხოა. თუმცა ის მარტივად თანხმდება სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს,განსაკუთრებით "ახალი ტექნოლოგიური მიღწევების" გამოყენებით.
ქალწულს არ ახასიათებს ლოგინში ცრუ მოკრძალება და ის ტაქტიკურად მიანიშნებს პარტნიორს, რას ელის მისგან. სიამოვნებით აყვება ნებისმიერ წამოწყებაში,მთავარია საყვარელი ჰყავდეს დაკმაყოფილებული.
ქალწული შემთხვევით სექსშიც კი რაციონალობის მარცვალს დაუწყებს ძიებას.მერე რა რომ უპერსპექტივოა? სამაგიეროდ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და განტვირთვას უწყობს ხელს.ამიტომ ქალწული ერთადერთია, ვინც გულწრფელად თქვენი მადლიერი იქნება.და ეს ქალწულის თანდაყოლილ, პარტნიორის გაგების უუნარობასთან ერთად კომბინაციაში,თქვენ დაუვიწყარ შეგრძნებებს მოგანიჭებთ.წარმოიდგინეთ ესესაა დანაშაულის გრძნობა დაგეუფლათ და ამ დროს "მადლობა" ს გეუბნებიან.მიხრჩობა მოგინდება.
სასწორთანსასწორები საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე არაფერს ჰყვებიან და ყველაფერი, რაც მათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ახასიათებთ,ცნობილია მათი პარტნიორებისგან.
სასწორი ქალი სექსს განიხილავს,როგორც ქალისა და მამაკაცის ხანგრძლივი და რომანტიული ურთიერთობის ლოგიკური დასასრულის ესთეტურ გამოხატულებას.
ხშირად სასწორი სექსზე თანხმდება მხოლოდ იმიტომ,რომ არ სურს "კარგ ადამიანს" აწყენინოს და მამაკაცურ ზეწოლას ნებდება. ხშირად,მაგრამ არა ყოველთვის! ის თანახმაა სექსზე, თუ მართლა შეყვარებულია. ამ დროს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მორალური პრინციპები,გარშემომყოფთა აზრი და რჩევები. ბევრ რამეზეა წამსვლელი, ოღონდ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოს.
სასწორი დიდი ვნებიანობით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ამ ნაკლს სინაზითა და არტისტულობით აკომპენსირებს. მას ყურებით უყვარს და საჭიროებს გრძნობების მოსაფერებელი და ნაზი სიტყვებით გამოხატვას. ხანდახან თავადაც უყვარს ლოგინში ლაქლაქი. სასწორთან სექსი ხშირად ემსგავსება ჩეშირელი კატის გამოსახულებას,რომელიც ნელნელა ილევა და მისგან მხოლოდ ღიმილიღა რჩება.
შემთხვევითი სექსის შემდეგ "ხო გიყვარვააარ?" _იკითხავენ სასწორები.იმავდროულად ის იმის გარკვევას ცდილობს თავის არეულ ტვინში, თავად უყვარხართ თუ არა.უკეთესი არ იქნებოდა საერთოდ არაფერი გაგეკეთებინათ? რას იფიქრებს ეხლა ხალხი? დედას უთხრას? ამის მერე როგორ იფიქრებთ თქვენ მასზე?მაინც ჯერ კარგად არ გიცნობდათ და... ნუ განიცდით,ზუსტად იგივე კითხვები აქვს სასწორს ერთხელ სანაყინეში გასეირნების შემდეგაც.
მორიელთანმორიელი ქალი ისეთი ძლიერი სექსუალობით გამოირჩევა,არასოდეს გამოსდის საკუთარი ვნებების კონტროლი. სექსში მომთხოვნია,გაუმაძღარი და აგრესიული. მხოლოდ რჩეული მამაკაცები თუ გაუძლებენ მისგან "ხარისხზე გატესტვას". ლოგინში მორიელმა არ იცის არც ზღვარი,არც აკრძალვები. სწორედ ამ ადგილას იხსნება ის სრულად და აღარფერს მალავს.
მისი სექსულაური ფანტაზიების დიაპაზონი დაუშრეტელია. იწყება მარწყვის და შამპანურის ფონზე,მგრძნობიარე სექსით და სრულდება აგრესიული ფიზიკური აქტით მანქანის უკანა საბარგულზე. ყველაფერს განსაზღვრავს მისი სურვილი. ლოგინში მორიელისთვის დამახასიათებელია მოქმედების მამაკაცური სტილი,ანუ აქტიურ როლს ირჩევს.
ბუნებრივი მოთხოვნილებების გარდა,სექსის მოტივაცია შესაძლოა იყოს:
"სექსი როგორც სარელაქსაციო საშუალება"_მიმართავს დაგროვილი სექსუალური დაძაბულობის მოსახსნელად.
"სექსი როგორც აგრესია"_ახასიათებს "დამშეულ" მორიელს,განსაკუთრებით ემოციური ფიზიკური აშლილობის დროს.
"სექსი როგორც ავტოგრაფი"_თავის დამახსოვრების მიზნით.
"სექსი ჯიბრზე"_ახასიათებს ახალგაზრდულ წლებში,როცა გულნატკენი და განრისხებულია. "მიღალატა ერთხელ? მე ათჯერ ვუღალატებ!"
საკმაოდ ეპატაჟური ქალია. მაგალითად,უბოროტო კითხვაზე "რას აკეთებდი გუშინ?",შესაძლოა მთელი დამსწრე საზოგადოების გასაგონად გიპასუხოთ: "ისეთს არაფერს..მე და ჩემმა EXმა პლანი მოვწიეთ,მერე მის ამჟამინდელ გოგოსთან ერთად გრუპავუხა მოვაწყვეთ..."
იმედია,თქვენ გულუბრყვილოდ არ ფიქრობთ,რომ იტყუება.
სქესობრივი აქტის დასასრული მორიელთან ერთგვარი აბსტრაქციაა,შეუძლებელია. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ გააცნობიერებთ,რომ რასაც აკეთებთ, ეს უკვე სექსი აღარ არის.რამდენიმე დღის შემდეგ_რომ მაინც სექსია.რამდენიმე კვირის შემდეგ კი საბოლოოდ აირევით.საერთოდ,მორიელთან ახლო ურთიერთობა ჯადოსნურ შელოცვას ჰგავს_ვერაფერი ვერ გაიგეთ, მაგრამ ფატალური შედეგი სახეზეა.
მშვილდოსანთან"სექსი?..რა სექსი?...კიდევ სექსი?...მკიდია სექსი!...მაგას ჯობია სანადიროდ წავიდეთ,იარაღი გუშინ გავწმინდე,ბიჭებს გადავურეკავ და ცხენებს დაგვახვედრებენ..მოიცა ჯიპს გამოვიყვან ეხლა.."_ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა ერთმა მშვილდოსანმა ქალბატონმა კითხვას,რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში სექსი?
მშვილდოსანი არც ისე სექსუალურია,მაგრამ უკარებაც არ ეთქმის. სადღაც შუაშია. ისევე როგორც მშვილდოსან მამაკაცს,მასაც უუუზომოდ მდიდარი წარმოსახვა აქვს და ყველაფერში მრავალფეროვნებისკენ მიილტვის.
თუ მშვილდოსანი კომპლექსებს მოკლებულია(და როგორც წესი ეს ასეა),თუ კარგ განწყობაზეა(რაც მისთვის ნორმის ფარგლებშია) და უკომპლექსო პარტნიორიც შეხვდა,მაშინ ლოგინი ემსგავსება სცენას და იწყება კოსტუმირებული,თავშესაქცევი სპექტაკლი თავისი სცენარით,სიუჟეტით და დეკორაციებით.
თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე ნუ იღელვებთ,საქმის ფიზიოლოგიური მხარე მას არ ადარდებს(საერთოდაც მშვილდოსნებს ცოტა რამ ადარდებთ ცხოვრებაში)
მთავარია,განწყობა იყოს ხალისიანი და თავად პროცესისგან მიიღოთ სიამოვნება.
იმის გათვალისწინებით,რომ ენერგია და ენთუზიაზმი საკმარისზე მეტი აქვს,თქვენ წინ ფრიად მხიარული თავგადასავლები გელით.
პროგნოზირება იმისა,რით დასრულდება მშვილდოსანთან სექსი,სრულიად შეუძლებელია.პოლიტიკური პარტიის შექმნით? მუზეუმში ექსკურსიით?ყველაფერია მოსალოდნელი.თქვენს რომელ იდეას აიტაცებს ეს ქალბატონი,რა დაარტყავს თავში?მხოლოდ ექსტრიმი. თქვენ არ მოიწყენთ და ეს არც ისე ცოტაა.მართალია,გადარჩენისთვის ბრძოლა კი მოგიწევთ,რასაც იმედია გაუმკლავდებით.
თხის რქასთანთხის რქის ემოციური და გრძნობითი დინამიკა ნეელა და დიინჯად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ემოციური შებოჭილობა,თითქოს ეშინია მოდუნდეს და ამიტომ დრო სჭირდება "დასადნობად". ნუ დააჩქარებთ თხის რქას,ჯერ ის უნდა მოერგოს პარტნიორს,მიეჩვიოს,ისწავლოს,აითვისოს,მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ,თანმიმდევრულად და არა უცბად.
თხის რქას სექსთან საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. არავითარი ლიფტები,წვეულებები და "მთვრალზე" სექსები. უმთავრესი მიზეზი,რის გამოც თხის რქა სექსუალურ ურთიერთობას აბამს,არის "სექსი როგორც განაყოფიერების საშუალება",ჩვენებურად ბავშვების გულიზე; მისთვის ასევე დამახასიათებელია "სექსი როგორც გადასახადი",რითაც ის აჯილდოვებს პარტნიორს გარკვეული დამსახურებებისთვის; და "სექსი როგორც ავტოგრაფი",როცა თხის რქა მისთვის საინტერესო ადამიანთან სიახლოვეს ესწრაფვის და იმედოვნებს,რომ სექსი ხელს შუწყობს მასთან დაახლოებას. მუდმივ პარტნიორთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თხის რქისთვის დამახასიათებელია საძინებელში "სექსი განრიგით" შემოღება.
ჩვეულებრივ, თხის რქა მომთხოვნი პარტნიორია ლოგინში,მაგრამ მისი დაკმაყოფილება რთულია,რადგან ემოციებისა და გრძნობების განთავისუფლების ეშინია. მას არც მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები უყვარს. რაიმე არაორდინალურის შეთავაზება მის აღშფოთებას იწვევს.
თხის რქას არათუ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე,არამედ საერთოდ სექსზე საუბარი არ უყვარს. თუკი მათზე რაიმე ცნობილია,მხოლოდ მათი ფსიქოანალიტიკოსებისგან.
"ალბათ,ჩემი ქმარი გარყვნილია,რადგან ეს შემომთავაზა!"_დაიჩივლა შეძრწუნებულმა თხის რქამ ერთერთ სეანსზე. "ეს" კი აღმოჩნდა სრულიად უბოროტო ორალური სექსი.
თხის რქა სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ერთ ბგერასაც არ გამოსცემს და გაუნძრევლად დარჩება .თქვენ კი შეძლებთ დატკბეთ მისი კმაყოფილი,მეტიც თვითკმაყოფილი სახის გამომეტყველებით.არც ასტროლოგიაში და არც ფსიქოლოგიაში ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნა,თუმცა ფაქტი ჯიუტია და ფაქტად რჩება_თხის რქას სექსის შემდეგ(და მნიშვნელობა არ აქვს ვისთან) ყოველთვის გამაძღარი სახე აქვს.გამოცანაა.
მერწყულთანმერწყული ქალი არც ისე სექსუალურია,მაგრამ საკმაოდ ეროტიული და არაპროგნოზირებადი არსებაა.
"ხან მონაზვნის კაბა მინდა ჩავიცვა,რაიმე უსახური,რომ ვერავინ შემამჩნიოს; ხან გამოკვეთილი,მყვირალა წითელი ფერის დეკოლტირებული მაისური..მოკლედ,ჩვენ განწყობის ხალხი ვართ,"_ამბობენ თავად მერწყულები. თუმცა აღსანიშნავია,რომ მისი სიტყვები უმრავლეს შემთხვევაში სიტყვებადვე რჩება და განხორციელება არ უწერია.
ამჯობინებს რა პასიურ როლს,მერწყული საკუთარი იდეებისა და სურვილების რეალიზებას პარტნიორს ანდობს. თუ მას შემოქმედებითი და აქტიური პარტნიორი შეხვდა,რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მისი ფანტაზიების რეალიზებას,მაშინ მერწყულიც ჩაერთვება პროცესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში,მისი ფანტაზიები წარმოსახვაშივე დასამარდება.
მერწყული ზოგადად ძალადობის წინააღმდეგია,არავითარი სადომაზოხისტური თამაშები არ შესთავაზოთ. ორალურ სექსსაც ვერბალური კომუნიკაცია ბევრად ურჩევნია.
გაითვალისწინეთ მერწყულთან სექსი თქვენი სურვილით არ დასრულდება.არც მისი სურვილით სხვათა შორის.თქვენ შეგაწყვეტინებენ უეცარი სატელეფონო ზარით ან კარზე კაკუნით.ან მისი ქმარი დაბრუნდება მოულოდნელად,მას უბრალოდ დაავიწყდა გაეფრთხილებინეთ,მაგრამ ეგ არაფერი,მაინც არაფერი ისეთი არ მომხდარა და.მასთან სექსი დასრულდება მის მეგობრებთან პივის ან ქმართან არყის სმით.
თევზთანისევე როგორც ცხოვრებაში,სექსშიც თევზები ფანტაზიებს ეძლევა. ლოგინში ის ეროტიული და მგრძნობიარეა,უყვარს სხვადასხვა თამაშები,თანაც დიდი რაოდენობით. უპირატესობას აქტიურ პარტნიორს ანიჭებს,რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ინიციატივას და ნელ-ნელა ჩააყენებდა "საქმის კურსში."
თევზები მორცხვი ნიშანია,ამიტომ სარკის წინ სექსი და სხვა ზედმეტობები არ შესთავაზოთ.
"ინტიმურ ფიზიკურ ტკბობას მიცემა აერთიანებს,აახლოებს და კრავს საყვარლებს,ორი უცხო სხეული გარდაიქმნება ერთსულ და ერთხორც, მათ უჩნდებათ საერთო ინტიმური საიდუმლოებები, ორი დაკარგული სულის თანშერწყმას ჰარმონიულობა შემოაქვს ყოფითი დღეებით განპირობებულ დისონანსში...და ბლა ბლა ბლა"_ასე ესმით თევზებს სექსის არსი.
საეჭვოა,თევზები უსიყვარულოდ სექსზე დასთანხმდეს. შესაძლოა, დანებდეს კაცის ზეწოლას,მაგრამ გულში მაინც სულიერი დაახლოების იმედს ელოლიავება.
თევზები მიდრეკილია მაზოხისმისკენ,თუმცა ლამაზ და ესთეტურ ჰიპოსტაზებში. თუკი სექსუალურ ცხოვრებაში თევზები დაუკმაყოფილებელია და პარტნიორის ღალატიც არ სურს,ის თავით ეშვება ძალადობრივი ფანტაზიების უფსკრულში. ფსიქოანალიტიკოსები და სექსოლოგები თევზებ პაციენტებს ზუსტად მათი ფანტაზიებით ცნობენ:როგორ ჩნდება ძლიერი ხელი,თმებით ითრევს,ლოგინზე მიაგდებს და მამაკაცურად მიათახსირებს...და ბლა ბლა ბლა
და თევზები...სწორად გამოიცანით,ეს ზუსტად ისაა,თევზები,ფრთხილად მოგიახლოვდებათ,ბუნდოვნად და ალერსიანად შემოგხედავთ და ჩუმად გთხოვთ:"და კოცნა?"