ნუ ახლა გამეცინა-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც ვთარგმნე

ზოდიაქოს ნიშნები და საუზმე
1. ვერძი - *იღებს თოფს* სანადიროდ წავალ და ცხოველს მოვკლავ, შეგვიძლია ამით ვისაუზმოთ.
2. კურო - ო, მშვენიერია. იმ კარგ პასტელის ფერ სუფრის გადასაფარებელს გამოვიტან და ყვავილებს მოვკრეფ ბაღიდან. შენ სუპი გააკეთე და დარწმუნდი, რომ ბევრ ნაღებს გაუკეთებ.
3. ტყუპები - კინოში წავიდეთ და შეგვიძლია გზად შევჭამოთ რამე. ამის შემდეგ, შეგვიძლია იმ "წიგნის კლუბში" შევიაროთ, რომელზეც გიყვებოდი. მერი და სპენსიც იქ იქნებიან და მოგვიანებით მათთან ერთად დავლიოთ.
4. კირჩხიბი - საუზმე? თანახმა ვარ. მაგრამ ამ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საინტერესოა, კიდე რამდენი საუზმე დაგვრჩა? ვისურვებდი, ისევ ბავშვი ვიყო და მეყურებინა დედაჩემისთვის, რომელიც ჩემთვის აცხობდა.
5. ლომი - ვიმედოვნებ, კარგად გამოვიყურები! რას ფიქრობ? იქნებ თმის მელირება გამეკეთებინა ამ საუზმისთვის.
6. ქალწული - საუზმე? არა, გმადლობ. ქლიავების შეკვრა მაქვს და ჩემს მაგიდაზე შევჭამ, სანამ ამ დოკუმენტებში კორექტივები შემაქვს.
7. სასწორი - *ისწორებს მაკიაჟს და შანელ # 5-ს ისხამს* ეს მომხიბვლელი მამაკაცი "როგორ იპოვნო შენი ჭეშმარიტი სიყვარული" სემინარზე გავიცანი, მას მივყავარ საუზმეზე.
8. მორიელი - *დაბალი, შემპარავი ხმით* საუზმე?.. შენ მიგირთმევ ma chérie.
9. მშვილდოსანი - "ადამიანის უფლებები ყველასთვის"-ზე მივდივარ, იცი? შემდეგ ფილოსოფიის ლექციაზე, რამეს ავიღებ კაფეტერიაში.
10. თხის რქა - მისტერ ბრაუნმა დამპატიჟა ლანჩზე ადმინისტრაციულ სასადილო დარბაზში. როგორც იქნა დამიფასდა ჩემი მძიმე შრომა.
11. მერწყული - *მიმართავს თავის მეგობარ გოგონას* ჰეი, ძმაო, რა თქმა უნდა! შუაღამისას მოგაკითხავ და პლიაჟზე გავალთ, დელფინებს გავუნაწილებთ ჩვენს დამარილებულ ხახვს.
12. თევზები - საჭმელი უბრალოდ ენერგიაა. შენ შეგიძლია მიიღო იგივე, თუ იქნები მოსიყვარულე, თანამგრძნობი და დაკავდები იოგათი *ჩაისუნთქავს ღრმად*
* * *
Selfish_kid