დღევანდელმა უნის ბოლო ზარმა შთამაგონა^^
რამდენიმე ფრაზაა მთლად ცოცხალია და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მიერ არის ნათქვამი

მაგ: ქალწული ))))
უნივერსიტეტის ბოლო ზარზე *
ვერძი - „დროზე დამაწერე, მაქვს ახლა ამდენი დრო?!“
კურო - „რამე გემრიელი დამახატე რა“
ტყუპები - „ დამაწერე ვენი, ვიდი, ვიცი და მერე კეისარიც მიახატე, ოღონდ სულ 2 წუთი მაქვს, ლექტორი მელოდება, თან ორი, გადასაბარებლები მაქვს, ხოდა.. დამახატე უკვე?“
კირჩხიბი - ტირის..
ლომი - „რიგში ჩადექით და ისე დამაწერეთ, რამდენი ხართ კაცო“
ქალწული - „ფრთხილად დამაწერე, შიგნით თეთრი პერანგი მაცვია და არ გადავიდეს“
სასწორი - „ყველანი მიყვარხართ! რა ბედნიერი დღეაააა!“ (თან პეპლებსა და ყვავილებს ახატავს ჯგუფელებს)
მორიელი - „ეგღა მაკლია ხალათი დაგასვრევინოთ ამ დებილი დღის გამო“
მშვილდოსანი - „აქედან ყველანი რესტორანში მივდივართ, იქიდან ნარიყალაზე ავიდეთ, მერე მეტეხიც მოვინახულოთ და იქნებ ცოტა ფული მასესხოთ? არ მაქვს და.. “
თხის რქა - ფიქრობს თავისთვის „ბანკეტზე ფულის დადებას არ ჯობია მაგ ფულით საჭირო რამე ვიყიდო? ერთ საღამოში ამდენი თანხა რა ცანცარობაა“
მერწყული - „ხალათების მაგივრად კასკებზე რომ დავიწეროთ? აა, კასკები არ გვაქვს ხო.. რამე უფრო ორიგინალურს მოვიფიქრებ“
თევზები - „ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა, რა მალე გადის დრო.. მალე ყველანი მოვკვდებით..“ (თვალცრემლიანია და ეხუტება ასევე ცრემლიან კირჩხიბს)