სასწორი მამაკაცი არის დანჯღრეული ზაპოროჟეცი,რომელსაც თავი C კლასის მერსედესი ჰგონია. მასთან უნდა იყოთ არაპროგნოზირებადი და ცელქი, უგონო გიზზზობებზეჰ წამსვლელი. საჭიროა, იყოთ მკაცრი და თვითმყოფადი. აჩვენეთ,რომ ნამდვილი წაკლა ხართ,საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი_ასეთ ქალებზე ჭკუას კარგავს. ძვირფასი ფრანცუცული სუნამოები,თამამი აჟურული თეთრეული...ჰო,მართლა ფერთა გამაში არ გადააჭარბოთ,მათ მხოლოდ პასტელის მშვიდი ტონალობები მოსწონთ. თქვენი მოქმედების ტაქტიკაა:ანგელოზის სახიანი ეშმაკი.
სასწორი არის მარადი ბუზიკინი "შემოდგომის მარათონიდან",თან რომ უნდა და თან რომ ვერ შეუძლია. გადაწყვეტილების მიღებას თავისით ვერა და ვერ ახერხებს. ყველაფერი, მის მაგივრად,თქვენი საკეთებელია_ტვინიც თქვენ უნდა იჭყლიტოთ და ნასკებიც თქვენ უნდა ურეცხოთ.
კიდევ მოხეტიალე და მექალთანე რომანტიკოსია. ასეთ მეზღვაურს ყველა პორტში ჰყავს "დაქალი". თუ ურთიერთობა არ გამოვიდა,დიდი ხნით ცრემლების ღვრას არ მოჰყვება. აბა, რისთვის არის დედამიწაზე ამდენი საყვარელი ლამაზმანი? ის თავადაც ძალიან საყვარელი და მეგობრულია(თავისი გაგებით). რეალურად კი მოკლე დისტანციებზე მორბენალი სპრინტერია,ელვისებური სისწრაფით ინთება და ქვრება.
"თავისუფლება,თანასწორობა და ძმობა!"_ამ შაყვარლობის ცხოვრებისეული დევიზია,რომელიც მხოლოდ მისთვის მუშაობს. თქვენ? თქვენ ხართ მარადი პენელოპე ოდისევსის მოლოდინში.
სასწორს ყოველთვის ორმაგი სტანდარტები აქვს. სიტყვაზე, ავიღოთ მისი ცნობილი დახვეწილი გემოვნების მოთხოვნები_ალბათ,იცით უკვე,როგორ აღიზიანებს სამზარეულოდან გამომავალი მძაფრი სუნები,მყვირალა ფერის შპალერი...და ამ დროს თვითონ ნამდვილი გოჭია. მის სახლში მიმოფანტულია ჭუჭყიანი ნასკები და ტრუსები, სახლში ბათინკებით დაბოდიალობს,შენ კიდევ მისი თანდასწრებით სახეზე კრემი არ უნდა წაისვა,წარბები არ დაიპუტო,ხალათით და შლოპანცებით არ იარო და რა უბედურებაა ეს ბიგუდებიანი თავი??? ასეთ სანახაობას ეს ფაქიზო ესთეტი ვერ გადაიტანს! გარესამყაროს ჰარმონიული აღქმა ერღვევა თურმე ყმაწვილს.
რაა? სხვაგან სად უნდა მოდუნდე,თუ არა საკუთარ სახლში?
არა! თქვენ სახლში კულტურული არსება გყავთ,რომელიც ესთეტიზმს მოითხოვს.
რამ გამოგაშტერათ? და არ გინდათ ეხლა თავის მართლება: რა საყვარელია... და რა ტკბილად ირეკლება მის ანგელოზის სახეზე ღიმილი... და ვენერას ცნობილი ნაჩვრეტები ლოყებზე, აჰ...უჰ...
სასწორი ანგელოზის და "ჩვრის" ნიღაბს გულუბრყვილო შტერების მისაზიდად ირგებს. თქვენ ხომ გეგონათ თავიდან, რომ მისი მართვა უადვილილესი იყო?
ბებიათქვენისამ!
სასწორი "ადნალუბია"_მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. კონკრეტული ქალი,როგორც ასეთი,მას საერთოდ არ აინტერესებს. თავის წარმოსახვაში შექმნილი ხატება ჰყავს და მას ეთაყვანება. ამიტომ თქვენ ხშირად აღმოჩნდებით გაუგებრობების წინაშე:დღეს თუ მისთვის ყველაფერი ხარ,ამაღელვებელი ერთგულებით ჩაგცქერით თვალებში,კვარცხლბეკზე აყავხართ და ფეხებში გიგორდებათ კუდის ქიცინით,პინა შეირხა და....თქვენ მის ფერხთით უბრალო მტვრად იქეცით.
დაგვიჯერეთ,ამ დროს სულ ფეხებზე ჰკიდია თქვენი გრძნობები და ემოციური განცდები. ის სულმოკლე და ენერგეტიკულად გაუმტარი არსებაა. უყვარს კამათი და პირზე დუჟმომდგარი საკუთარი სიმართლის მტკიცება.
რა უნდა უყოთ ამ მორალურ მახინჯს,რომელიც თქვენს ცხოვრებას 50/50 ზე თამაშად აქცევს?
თქვენ უნდა გქონდეთ რკინის "ხვატკა" და კანატის ნერვები. ის დამოკიდებული უნდა იყოს თქვენზე ყველგან და ყველაფერში. იყავით მტკიცე და ინიციატივიანი, გრამი მერყეობაც კი არ დაიშვება. გამოიმუშავეთ თავდაცვა მისი ცაკალელი ფიზიონომიისგან. თქვენი მიზანია დაარწმუნოთ,რომ მხოლოდ თქვენთან მიაღწევს ნირვანას(ან წონასწორობას,რომელსაც ასევე გამუდმებით ესწრაფვის,მაგრამ თავისით არც მისი მიღწევა არ შეუძლია). განუვითარეთ აზრი,რომ თქვენი დაკარგვით ყველაფერს გამოემშვიდობება, მოუწევს ჯოჯოხეთში ამოჰყოს თავი და მისი მფარველი ანგელოზი მხოლოდ თქვენ ხართ,რომ თქვენს გარეშე სრული არარაობაა.
სასწორის არშეყვარება რთულია:გალანტური და მანჭია მაიმუნის უზომო მომხიბვლელობა ნებისმიერს აურევს თავგზას.
მორიელთან ყველა დროისა და ყველა ხალხის ყველაზე ცნობილი ინტრიგანი კარდინალი რიშელიე სახსენებლადაც არ ღირს.
დიადი მსახიობი,გენიალური მოთამაშე და სექსუალური ათლეტი ერთ ფლაკონში.
ძველი მეომარი ცხვრის ფარაში მოხვდერილ ბებერ მგელს ჰგავს_გამოცდილია,ეშმაკი და დაუნდობელი.
მას იტაცებს თავად ნადირობა-თამაშის პროცესი. ყველაფერს ცდის: მოგთაფლავთ,მოგხიბლავთ,"დაგემორჩილებათ",გიყიდით.....არ დანებდეთ!
არც კი ვიცით,მოგილოცოთ თუ თანაგიგრძნოთ თქვენი არჩევანი. თუ თქვენ სადომაზოხისტური ნატურა ხართ,მაშინ როგორც ამბობენ "უფალი იყოს თქვენი შემწე!",
აი,თუ რომანტიული და მეოცნებე ქალი ხართ,დაჯავშნეთ პალატა საგიჟეთში,აიღეთ ოთხი ფიცრის ზომები და შეიძინეთ საკუბოვე კაბა.
აბა,თავად განსაჯეთ: გვერდით არ გაიხედო! სამსახურიდან მის გამოთვლილ დროში დაბრუნდი! დაბრუნებულმა წითელი "შპილკების" ამარა სახლი აპილისოსე!
ღამით აკრობატული ნომრები შეუსრულე იატაკზე,მაგიდაზე,სავარძელზე,ჭერზე!..ბოლოს კი თბილ მკერდში ჩახუტებული დააძინე!
დასვენება?არა გენაცვალე,როგორ ფიქრობთ,კონცლაგერში გესტაპო დაგასვენებთ?
აბა,რა გეგონათ ამ მავრს უბეში რომ ისვამდით?.. და ხმაურიანი სკანდალები,მიზეზით თუ უმიზეზოდ?..ცივი ომი,თქვენი ფსიქიკის პროფილაქტიკისათვის,კვირაობით რომ ხმას არ გცემთ ხოლმე? სრული კაიფია!
რა თქმა უნდა,ჩვენ გვესმის თქვენი. მას ხომ ისსსეთი მაგნიტური მზერა აქვს, სრულიად აუღელვებლად მოქმედებს და არავითარი სირთულე არ აშინებს. რა მოხდა ახლა, თუ ეს მისი მაგნიტური მზერა ყველა ქალს აშიშვლებს და სირთულეებს თქვენი ფსიქიკის ხარჯზე წყვეტს? ნუ, უყვარს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება ადამიანებზე, მერე რა?!
რა უნდა ქნათ თქვენ საწყალმა და უმწეომ? როგორ უნდა შეინარჩუნოთ ერთდროულად ჯანმრთელობა და ეს ბოროტი ფსიქოლოგი?
თქვენ უნდა მოირგოთ აუღებელი ციხესიმაგრის როლი. კნუტობა და ჩიტუნობა და ქალების სხვა საყვარელი "ობრაზები" დაივიწყეთ! სულის გაშიშვლება მორიელთან არ შეიძლება,არც გრძნობების გამოხატვა,სენტიმენტები ხომ საერთოდ ამოშალეთ მენიუდან. დაე,იჯდეს და ადგინოს თქვენს სულში შხამიანი კუდის საფათურო გეგმები,იღოღიალოს სალ კლდეზე,თავზე ცხელი გუდრონი დაასხით, არ შეგეცოდოთ! სჯობს ტროას ცხენს უფრთხილდეთ:თავის მომკვდარუნება,თქვენს შინაგან სამყაროში შემოსაღწევად,მისი საყვარელი ტრიუკია. სულით ხორცამდე მოთამაშეა და ყველაფერს დადებს ერთ კარტზე. ტოლი არ დაუდოთ ნებისყოფასა და ტემპერამენტში. "არ იწამო! არ შეშინდე! არ ითხოვო!"_აი,თქვენი კრედო.
როცა ლოგინში პირველად წაგათრევთ,ბოლომდე იბრძოლეთ. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ,მით უფრო ამაღლდებით მის თვალში. ლეგენდები მათი სექსუალური შესაძლებლობების შესახებ,სულაც არ არის უსაფუძვლოდ შეთხზული...მაგრამ სხვა დანარჩენში:გადაჭარბებული პიროვნული თვითშეფასება და სრული ვარსკვლავური დაავადება.
მორიელ კაცს რომ გაუგოთ,საჭიროა კააარგად შეისწავლოთ გერმანული პორნოფილმები სერიიდან "შლახენ სი მირ...",ეწვიოთ "სათამაშო აქსესუარების" მაღაზიას და განიახლოთ გარდერობი მედდის,კოლეჯის ცელქი გოგოს,მწყემსი ქალის თუ ფრანგი გუვერნანტკას უნიფორმებით. გემოვნება, იცოცხლეთ_მრავალფეროვანი აქვს.
მშვილდოსანი მამაკაცი არის სერიიდან "ბავშვმა თავი როგორც უნდა ინუგეშოს,მთავარია არ ჩამოიხრჩოსო".ამიტომ თუ მასთან ცხოვრების აწყობა გსურთ; ოჯახის, როგორც საზოგადოებრივი უჯრედის, ჩამოყალიბება, ითმინეთ მისი ნაირფეროვანი მხატვრულ-შემოქმედებითი გამოხტომები.
მაგრამ თუ გსურთ მისი საყვარელი ქალი გახდეთ და არა "უჯრედის" უბრალო წევრი,მაშინ სრული სერიოზულობით უნდა გაისარჯოთ. მთელი თქვენი გამომგონებლური პოტენციალი აამუშავოთ,ისე რომ თავად კიოს გაჰკვირვებოდა.
მაშ ასე,იმისათვის რომ საძიუგა მონსტრის ინტერესები შეინარჩუნოთ,საჭიროა იმოქმედოთ პრინციპით:"შენ მარჯვნივ?კარგი, მაშინ მე მარცხნივ და კარგად იყავი"
ერთ მდელოზე ყალთაბანდობს (უთქვენოდ)?თქვენც საპასუხოდ სხვა მდელოზე გაიქეცით. თუ არ გიყვართ გართობა და თამაშობები,იმიტირება ხომ მაინც შეგიძლიათ?ძალიან შველის,სცადეთ. როდესაც უეცრად გამოფხიზლებული აღმოაჩენს, რომ მის გვერდით აღარ ხართ,მას დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდება მიგაბრუნოთ გაზქურასთან, სარეცხთან, წვინტლიან ბავშვებთან. ეს კი არის თქვენი შანსი გამოავლინოთ სულის მხნეობა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადოთ მის დიქტატურას.
ახლა თქვენი სოლო გამოსვლის დროა. წარმოიდგინეთ,რომ ხართ ველური ფაშატი(მით უმეტეს რომ მშვილდოსანს ძალიან უყვარს ცხოველები. განსაკუთრებით ძაღლები და ცხენები. ასე რომ, ერთგული შინაური ძუკნას როლს აირჩევთ თუ გაუხედნავი ფაშატის,ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია),რომელიც გაშლილ ველზე ნავარდობს და ბუნების ამ ველური შვილის დაჭერის არავითარი შანსი არარსებობს.ასეთი მოუხელთებელი უნდა იყოთ თქვენ:ხან იქ გაიელვეთ,ხან აქ. ესესაა ისარს მოზიდავს და ფაფუჰ! თქვენი კვალიც კი აღარსად უნდა იყოს. გსდიოთ ასე თქვენმა ციქალულმა მთელი სიფორთხლე. არადა,თქვენ მოგიწევთ მისი დევნა.
თქვენი დევიზია:"ტრუსებით ტანტალი ჯანმრთელობის საწინდარია"
ეს ცქვიტი და ანცი მამაკაცი ქაოტურად ისვრის თავის ფსევდოსასიყვარულო ისრებს მარჯვნივ და მარცხნივ. თუ ერთერთი თქვენც მოგარტყათ,სიხარული ნაადრევია. სულაც არ იქნება გასაკვირი თუ ეს მოსიყვარულე სუბიექტი,დამწყები კლოუნის მანერებით,პარალელურ რეჟიმში თავის ყოფილ "ერთადერთებს" ურეკავდა და ზუსტად ანალოგიური სულისამაფორიაქებელი ტექსტებით ხელს და გულს სთავაზობდა სამუდამოდ!
მშვილდოსანმა ხშირად თავადაც არ იცის, რა უნდა. მუტაბელური ჯვრის მსხვერპლი ხან გაღმერთებთ და დედოფალივით გეპყრობათ; ხანაც ვერ კი გამჩნევთ,თითქოს უჩინარი ხართ.
მოკლედ,კარგი ტიპია,მაგრამ თლათ არწივიც ვერ არის.

“…а ты такой холодный, как айсберг в океане...” ხომ იცით?ვოოდა,ეგ სიმღერა ამ მკრთალსახიან ფითქინა ლამაზმანზეა.
თხის რქის მრავალშრიანი ყინულოვანი აურის გარღვევის მცდელობები,ტკბილად მოსაგონარ,სამახსოვრო ჰემატომებს დაგიტოვებთ თავზე.
აქ უნდა იმოქმედოთ ეშმაკურად. საჭიროა, იზრუნოთ საქმიანი წაკლას იმიჯის შექმნაზე,პერსონალური კაბინეტით,ქსეროქსით,ფაქსით და ლაქია-security თ კიდევ. საქმიან ქალებზე გიჟდება,ფულს რომ თავისით გამოიმუშავებს,ბოლო გამოშვების მანქანით დადის და კოლექტივს უდგას სათავეში. აი,მსგავს დედაკაცზე მზადაა მთელი ცხოვრება ილოცოს და მის ჭკუაზე იტრიალოს.
და რა უნდა ისეთმა ქალებმა,ვისაც მასსავით ტვინი არ ეკეტება ოფისურ გლამურზე?ხელი ჩაიქნიონ?
არავითარ შემთხვევაში! სადაც არ უნდა მუშაობდეთ,"სისუფთავის მენეჯერიც" რომ იყოთ,თავხედურად უმტკიცეთ თქვენი საჭიროობა და აუცილებლობა ოფისში(ჰიპოთეტურადაც რომ არ განიხილებოდეს),მოუყევით როგორ გაფასებენ კოლეგები,როგორც ოხრავენ თქვენზე კლიენტები,როგორ წამოაყენა შეფმა ახალი ლოზუნგი იმის შესახებ,რომ "თქვენს გარეშე ოფისში ფეხი(და არც სხვა კიდურები) არ დაიდგმება,რადგან თქვენ ხართ ის საწირკველი და წებო,რომელზე დამყარებული მთელი ეს ვარსკვლავური ბიზნესი!!!" და საერთოდ,ხშირად დაუსერეთ ყურები ისეთი სიტყვებით როგორიცაა:ბიზმესი,ლეკტოკი,სკანირი,ინვოიცე და ა.შ
სექსშიც საჭიროა სპეციფიური მიდგომა:სხვების დასანახად თქვენ ყინულის დედოფალი ხართ, უემოციო და უგრძნობი ქვის ქმნილება..როგორც კი განმარტოვდებით,საჭიროა "საქმეში" მძიმე არტილერია ჩართოთ.სექსში ის მარათონელია და ხანგრძლივად დაგროვებული მაღალი პოტენცია სრულ დისტანციაზე ჰყოფნის. სპონტანური სექსუალური აღტკინებების კონტროლირება და დოზირება თხის რქისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენი ამოცანაა ამ თვითკონტროლის გათიშვა,ამიტომ ზეწოლა უნდა იყოს ინტენსიური.არანორმალურად მაღალი სექსუალობა ძალზედ ღრმადაა ჩაფლული,მოიმარჯვეთ ენთუზიაზმი,ქალური თავმოყვარეობა დაიწყეთ თხრა,რათა ამ საგანძურმა დღის სინათლე იხილოს.
მეგობრული და სულიერი დაიკოს სათნო კეთილგანწყობა ამ საქმეში ვერ დაგეხმარებათ,თქვენ ეს ვიღაც ტყუპები ან სასწორი ხომ არ გგონიათ? ჯეელს არსებითი აღგზნება ესაჭიროება. ვინ გატეხავს კერკეტ კაკალს? მართალია,გავლენიანი დედაკაცი და არა მეგობარი პარასკევა.
თხის რქისთვის ასევე დამახასიათებელია ფარისევლობა:საზოგადოებაში,ქუჩაში მუწუკებიანი ახალბედა კადეტივით იქცევა,რომელიც რიდით და მოწიწებით მიაცილებს თავის მშვენიერ ლედის(ანუ თქვენ),ასეთ დროს სასურველია აუწყოთ და შეიფეროთ "კეთილშობილ ქალიშვილთა კურსდამთავრებულის" როლი.
სახლში ეს მარტორქა მონსტრი ნამდვილი ურჩხულია.არ არის გამორიცხული სქესის ან ორიენტაციის შეცვლის იდეამდე მიგიყვანოთ.
მერწყული მამაკაცი არის სერიიდან "წავალ სადმე,არ ვიცი სად; ვნახავ ვინმეს,არ ვიცი ვის; გავაკეთებ რამეს,არ ვიცი რას." მან კი არაფერი იცის კონკრეტულად,მაგრამ თქვენ კი უნდა იცოდეთ. მერწყული მამაკაცი რომ დაანტერესოთ, დაგჭირდებათ შვიდმალიანი შუბლი და საჯარო ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეები.თქვენ უნდა იყოთ ექსტრასენსიც და მედიუმიც, საკეთესო შემთხვევაა თუ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი ხართ,ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
თავი რომ სრულიად დააკარგვინოთ, უნდა იყოთ ექსცენტრული,არაპროგნოზირებადი,გაუგებარი,მაგრამ აუცილებლად პიზდეცინტელექტუალური.
სასურველია თან იქონიოთ აკადემიური ხარისხი და აწ უკვე წარმატებით დაცული დისერტაცია თემაზე"უპს,რაღაც საინტერესო მის ცხვირში"
თქვენო კრედოა "ცოდნა ძალაა" ან "წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია."
თევზები..."მოურთვია ზეცა ვარლკვლავებს..."
თქვენი რომანტიული გარეგნობის მიღმა უნდა იმალებოდეს რკინის ლედი,რადგან ამ სუბიექტთან ურთიერთობაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ გექნებათ. ზეწოლა კატეგორიულად აკრძალულია_ერთი თუ დაგისხლტათ,მერე ვეღარც დაიჭერთ.
იღებთ ერთ ხელში გიტარას,მეორეთი კი ნაგვით სავსე აკვარიუმს უწვდით.
წამოიწყეთ რაიმე ლირიული,სისხლის გამყინავი ბუნებრივი პასაჟებით:"შენს მონატრებას გახლეჩილი ალუბლების ფერი აქვს..."
გაწყენინათ რამე? მაშინ.."თუ არ იცოდი ეს სიყვარული,რად მომიკალი მე ნორჩი გული.."(იმღერება დრამატიზმით)
არავითარი ყოფა,რუტინა და ყოველდღიურობა არ გააგონოთ.
სრუული ელეგია.