ჩვენ გოზინაყს ვაკეთებთ..
იტალიელები ავეჯს ყრიან...
ძველ წელს გადაყარეთ ხლამი
How to lose აბეზარაs the ანუ
GeT на хуй ს ალტერნატივები
(რეკომენდებულია მათთვის,ვისაც კარმის გაფუჭება არ უნდა

)
ვერძიმთავარი სამიზნე: მამაკაცური თავმოყვარეობა, მარად ახალგაზრდული გული.
ყოველთვის,როცა პრობლემები წარმოექმნება,არ დაიშუროთ კეთილი რჩევა-დარიგებები,წაუკითხეთ ნოტაციები მორალურ თემებზე, მოექეცით როგორც პატარა ბავშვს და არა ზრდასრულ მამაკაცს. როდესაც სამსახურში წასასვლელად ემზადება,შეახსენეთ,რომ გარეთ ცივა,ქუჩები მოყინულია,მანქანები სიპ გზაზე სრიალებენ და ფრთხილად უნდა გადავიდეს ქუჩებზე. დიდ კამპანიაში,ყველას გასაგონად,აუკრძალეთ ნაყინის და ცივი სასმელების მირთმევა; შეუსწორეთ ჰალსტუხი და შარფი;ეამბორეთ შუბლზე.. ერთი სიტყვით,მოიქეცით როგორც მზრუნველი დედიკოები იქცევიან. დიდხანს ასეთ მოპყრობას ვერძი ვერ აიტანს და ერთხელაც მოუნდება, თავი დააღწიოს ქალს,რომელმაც მისი მეურვეობა გაბედა.
თავიდან ის შეეცდება ყველა შესაძლო მეთოდით დაგიმტკიცოთ,რომ ნამდვილი მამრია და არა პატარა ბავშვი; რომ თქვენი მზრუნველი საქციელით მას აკომპრომიტირებთ. ამისათვის ვერძი მიმართავს "ლოგინში გადარწმუნების" ტაქტიკას. აქ კი მოწყენილი ხმით უნდა უთხრათ,რომ თქვენ,ორივეს მგზნებარე ვნებები ჩაგიცხრათ, სათუთად ჩაუკეცოთ გვერდებში ადიალა,ზურგი შეაქციოთ და "თქვენთვის" ჩაილაპარაკოთ,რომ ხვალისათვის უამრავი საქმე გაქვთ.
ერთ მშვენიერ დღესაც სადღესასწაულოდ ამცნეთ,რომ ამ წუთიდან სარეცხის და სამზარეულოში ტრიალის ვალდებულება მას ეკისრება. თქვენ ხომ თანასწორუფლებიანი პარტნიორები ხართ?! თუკი ამდენი ხანი მარტომ ზიდეთ მძიმე ოჯახური ჭაპანი,დროა ისიც გაისარჯოს სახლისთვის. ასევე შეგიძლიათ გაამხნევოთ, რომ ქალური საქმეები,ქალზე არანაკლებ კარგად გამოუვა.
როდესაც აუზზე ან კინოში დაგპატიჟებთ,უთხარით, რომ მსგავსი გასართობები ახალგაზრდებისთვისაა, თქვენი დრო კი წავიდა. ნახავთ, რა სწრაფად იპოვის ვერძი ისეთ ქალს,რომელიც მას საკუთარი მამაკაცური ღირსების რწმენას და ახალგაზრდობის შეგრძნებას დაუბრუნებს.
თუ გაიგო,რაც გაუკეთეთ,მთელი ცხოვრება თქვენზე ნაწყენი იქნება და არასოდეს გაპატიებთ.
საერთოდ,აჯობებდა, პირდაპირ გეთქვათ მისთვის,რომ განშორება გსურთ,ის ხომ გაგიგებდათ?! ვერძს არ ახასიათებს საკუთარი სიყვარულით ან თუნდაც არსებობით თავის მობეზრება.
კურომთავარი სამიზნე: სიმშვიდე, ეჭვიანობა.
თუკი აქამდე მშვიდი და გაწონასწორებული იყავით,ახლა გაგიჟდით და გადაირიეთ. როდესაც თქვენით უკმაყოფილო კურო შენიშვნებს მოგცემთ, იყავით დაბნეული,უყურადღებო და ნერვიული. დაადანაშაულეთ თქვენს ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში; უთხარით,რომ ნერვებს გიშლით.
მოუწყვეთ ეჭვიანობის სცენები,ყოველთვის, როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს გამოელაპარაკება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ფარმაცევტ გოგონას წამლის რეცეპტს ეკითხება,დემონსტრაციულად გაღიზიანდით და შემდგომ ხშირ-ხშირად წამოაძახეთ ხოლმე "თვალებით ღალატი". თავიდან თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ თქვენი უმსგავსო ქცევებით თქვენსავე მიზნებს ეწინააღმდეგებით,რადგან მსგავსი რეაქციები მის მამაკაცურ თავმოყვარეობას ეპირფერება.დარწმუნებული იყავით,რომ ასეც იფიქრებს:თქვენ ის ძალიან გიყვართ,მისი დაკარგვის გეშინიათ და ამიტომაც გაუბერეთ. შეუქმენით გაუსაძლისი პირობები,მიიყვანეთ ისეთ ზომამდე,რომ იფიქროს "საჩხუბარ მიზეზს მაინც მივცემო". კუროც ადამიანია და მის ნაქებ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ერთხელაც ეს "განსხვავებულიც" აივსება და კურო დაასკვნის,რომ გვერდზე ფლირტი ან რომანი ვეღარ გააუარესებს თქვენ ისედაც საშინელ ურთიერთობას.
ასევე შეგიძლიათ საპირისპირო ტაქტიკას მიმართოთ:ეფლირტავეთ და ეპრანჭეთ სხვა მამაკაცებს. თუ ღიად ფლირტი არ გეხერხებათ,მაშინ ისე მოიქეცით,რომ თქვენი განზრახვები ეჭვს არ იწვევდეს. სთხოვეთ რომელიმე მეგობარს თაყვანისმცემლის როლის შესრულება,რომ კუროს თანდასწრებით ქათინაურებით აგავსოთ. ეჭვიანობისგან გაცოფებული კურო გრანდიოზულ სკანდალს მოგიწყობთ,მაგრამ თუ მიზნის მიღწევა გსურთ,არ აჩვენოთ შიში და გააგრძელეთ "რომანი". და მაშინ ის იძულებული გახდება მიგატოვოთ. თქვენს "ღალატს" მისი ერთგული და მგრძნობიარე გული ვერ გადაიტანს. კურო საერთოდ ვერ იტანს დამამძიმებელ ურთიერთობებს და გაურბის ყველაფერს,რასაც მისთვის ტანჯვა მოაქვს.
ეს ორი ძირითადი ტაქტიკა მუშაობს ეფექტურად,თუმცა ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ,გამოიყენოთ პირველი.
სავარაუდოდ,კურო არც ისე მარტივად აუღებს ალღოს თქვენს ჩანაფიქრს. გრძნობები რომ არსებულ რეალობას შეუსაბამოს,დინჯ კუროს დრო სჭირდება. მაგრამ თუ განზრახვას მიგიხვდათ,მისთვის ეს იქნება ბლაგვი საგანი პირდაპირ თავში. წამითაც არ დაეჭვდეთ,რომ შურს იძიებს. კუროსთვის კი შურისძიება ტკბილიააა,15 წლის შემდეგაც გამონახავს მეთოდს,როგორ გატკინოთ გული და ამით შეგახსენოთ,რომ ოდესღაც არსებობდა თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპებიმთავარი სამიზნე: ნერვები.
როდესაც ინფორმაციას მოწყურებული ტყუპები გაზეთებს ხარბად დაეწაფება,გამოგლიჯეთ ხელიდან,შეათრიეთ სამზარეულოში და სალათების კეთების უსაინტერსოეს პროცესს დაასწარით. აუკრძალეთ მეგობრებთან შეხვედრა,აჩრდილივით კუდში სდიეთ,საპირფარეშოსთან დაუდარაჯდით და ყოველ ორ წუთში სიყვარულით გამთბარი ხმით ჰკითხეთ;"რას აკეთებს?". წუთითაც არ დატოვოთ მარტო,თავი მოაბეზრეთ საყვედურებით,გააღიზიანეთ და ნერვები მოუშალეთ.
თუ ეს წვრილმანი ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა,აიძულეთ წამოგყვეთ სადილზე თქვენს მშობლებთან,რომელთაც ვერ იტანს. მის პროტესტს კატეგორიული ტონით უპასუხეთ,რომ ოჯახური სადილები ამყარებს ნათესაურ კავშირებს და ასეთ ბედნიერ წუთებს თავი არ უნდა აარიდოს.
კიდევ შეგიძლიათ გული გადაუშალოთ,რომ დედათქვენი ახალგაზრდობაში ნერვული დეპრესიით იტანჯებოდა და ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მკურნალობდა. შემდეგ,ყოველ ხელსაყრელ მომენტში მიანიშნეთ,რომ გენეტიკურად მიდრეკილი ხართ ასეთი დაავადებებისკენ და თუ მას თქვენი საგიჟეთში გამომწყვდევა სურს,ასევე გააგრძელოს და არაფერი არ დაგიჯეროთ.
იყავით მზრუნველი და ბუზღუნა. დაიწყეთ დღე ნოტაციებით,საღამოს დასაძინებლად ადრე დაწექით და ახსენით ეს თქვენი ნევროპატოლოგის რეკომენდაციით, რომელსაც მიაჩნია,რომ ფიზიკური სიყვარული უარყოფითად აისახება თქვენ ნერვულ სისტემაზე. დარწმუნებული იყავით,რომ ტყუპები მალე ავადმყოფ ნევროსტენიჩკად ჩაგთვლით და გადაწყვეტს,დროზე მიგატოვოთ,სანამ გვიან არაა.
თუ ტყუპები თქვენს განზრახვას მიხვდა,ჯერ გაბრაზდება,მაგრამ მერე ჩათვლის,რომ თქვენ საკმაოდ ცინიკური იუმორის გრძნობა გაქვთ და რადგანაც ეს ხუმარა ნიშანი ძალიან აფასებს ამ თვისებას ადამიანებში,გადაწყვეტს იმავე ჟანრში გაგეხუმროთ. აქ კი უკვე ფრთხილად,რადგან ტყუპები საერთოდ ვერ ერკვევა მეთოდებში.
კირჩხიბიმთვარი სამიზნე : დედა, ოჯახი.
ყოველთვის,როცა თავის დედუკას გაიხსენებს და მის კულინარულ უნარებს ცამდე ქებით განადიდებს,მკაცრი ტონით შესთავაზეთ მის ფრთისქვეშ დაბრუნება. არც კი გაეჯიბროთ დედილოს ბატის კომშით ფარშირების ოსტატობაში; პირიქით,ეცადეთ საჭმელად უვარგისი კერძები მოამზადოთ. ხოლო მისი საყვარელი თეთრი პერანგი უხარისხო სინთეტიკის წითელ წინდებთან ერთად გარეცხეთ.
თუ თქვენმა მარწუხებიანმა თქვენი რჩევა ყურად იღო და სასადილოდ მშობლიურ სახლში სტუმრობას მოუხშირა,მოუწყვეთ სკანდალები,სულ წუთებში გამოუთვალეთ დედიკოსთან გატარებული დრო. უყვირეთ და ვულგარული ლექსიკით აუხსენით,რომ აჯობებდა დედამისის მსგავს ყეყეჩზე დაქორწინებულიყო და ისეთივე გონებაჩლუნგი შვილები ეყოლებოდა,როგორიც მისი უნიჭო დაა/ლუზერი ძმა. არ მოგერიდოთ მისი ნათესავების შეურაცხყოფა. იქედნურად ჩაუკაკლეთ,როგორ დაინახეთ მამამისი ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის წიწკვთან საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში და დედამისი უკანასკნელი იდიოტკაა,სულ რომ ტვინს ტ**ავს იმის მტკიცებით,რა სამაგალითო ოჯახი აქვს და რა შესანიშნავი წყვილია.
არასოდეს მოიცალოთ მისთვის. დახარჯეთ მთელი დრო კოსმეტოლოგთან,სტომატოლოგთან,სტილისტთან,ვიზაჟისტთან,მასაჟისტთან და ქალაქის წამყვან კუტურიეებთან ვიზიტებში. ნელნელა და მეთოდურად მიიყვანეთ გაცოფების ზღვრამდე და ბოლო აკორდი:გადადეთ გაცნობის წლისთავის აღსანიშნავად,რესტორანში წინასწარ დაჯავშნული რომანტიული ვახშამი სანთლების შუქზე. უთხარით,რომ კლასელი მეგობრები შეგხვდნენ და სამსახურის შემდეგ,მათთან ერთად მაკდონალდსში მიდიხართ. ნუ დაუმალავთ სიმართლეს,გულწრფელად აღიარეთ,რომ თქვენ უფრო საინტერესო ვარიანტი აირჩიეთ,სხვებთან უკეთესად ერთობით,ბოლოსდაბოლოს სალაპარაკო თემა მაინც გაქვთ. და როდესაც კირჩხიბი მიხვდება,რომ თქვენს შორის კავშირი გაწყდა,ის გადაწყვეტს, მიატოვოს ქალი,რომელმაც ასე გააუბედურა.
კმაყოფილი ხართ??? უგულო ნაგავო!
ძალიან ფრთხილად და დამაჯერებლად უნდა იმოქმედოთ. თუ კირჩხიბმა თქვენი ეშმაკობა იეჭვა,თავს დამცირებულად იგრძნობს. ჯერ ერთი,თქვენს დასანახად ისე დაიტანჯება, აუცილებლად გაგიჩნდებათ დანაშაულის გრძნობა,რომლის მოცილებაც საკმაოდ რთულია. მაგრამ დიდი ალბათობით,კირჩხიბმა თუ თქვენი გამწარება გადაწყვიტა,მაშინ თქვენს ჯიბრზე,არსადაც არ წავა,კუბოს კარამდე ჩაგაფრინდებათ მარწუხებით და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ.
ლომიმთავარი სამიზნე: სიამაყე, ავტორიტეტი.
ყოველთვის,როდესაც პუბლიკის წინაშე თავისი ნანადირევით (ანუ თქვენით) თავის მოწონებას განიზრახავს,ისე გამოეწყვეთ,ნაგვის გადასაყრელადაც რომ არ გაისვლებოდეს. მოგიწევთ დილიდან დაღამებამდე ორთოპედიული ჩუსტებით,დაჭმუჭნული ხალათით და სხვადასხვა ბუნებრივი ნიღბით სახემოთხვრილს დეფილირება. აღკვეთეთ მისი აღშფოთება არგუმენტირებულად: ქალის სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!
აიძულეთ,გიყიდოთ ძვირფასი სამკაულები და არასოდეს ატაროთ,როცა სადმე ერთად გახვალთ. იმის ნაცვლად,რომ ღირსეულად წარმოაჩინოთ ხალხში,შეარცხვინეთ! ღიად დაუპირისპირდით მის ბრწყვინვალე აზრებს. აიძულეთ ისეთ ქალზე დაიწყოს ფიქრი,ვინც მას ღირსეულად წარადგენდა საზოგადოებაში.
იმისათვის,რომ ლომი ბოლომდე მოტეხოთ,საჭიროა დაამსხვრიოთ მისი ავტორიტეტი. დაიწყეთ ფლირტი თქვენს შეფთან და ღიად აღფრთოვანდით მისით. მის გასაგონად,"ხმამაღლა იფიქრეთ",რომ თქვენ სამსახურზე გაცილებით მეტი გაერთიანებთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ლომს საშუალება,თქვენს ღალატში დარწმუნდეს. დაეთანხმეთ ხოლმე მის აზრებს და დაამატეთ,რომ თქვენი უფროსიც ასე ფიქრობს და რადგან მან თქვა,წყალი არ გაუვა,ჭეშმარიტება იქნება. დაუპირისპირდით ასევე უფროსის ავტორიტეტით. სხვა მამაკაცის აღიარებით,ლომი ისე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს,თქვენთან საუბრის სურვილი აღარ ექნება და მალე დანახვასაც აღარ მოისურვებს.
თუ შეამჩნია,რომ ფარული მიზანი გამოძრავებთ და მისით მანიპულირებენ,რომ თქვენ ტყუილებამდე და თვალთმაქცობამდე დაეშვით მის თავიდან მოსაცილებლად,მისი ჭრილობები ძალიან ღრმა იქნება და შესაძლოა შეგიძულოთ. და მაშინ ძალა არ დაზოგოთ,რომ თქვენგან წავიდეს,რადგან როცა ლომს ვინმე სძულს,ისეთ მძლავრ უარყოფით ენერგიას ასხივებს,ადრე თუ გვიან გაგანადგურებთ.
ქალწულიმთავარი სამიზნე: აკურატულობა, წესრიგი.
უპირველეს ყოვლისა,იქეცით არეულობის ჩემპიონად. მიყარ-მოყარეთ ყველაფერი; მორთეთ სკამები ტანსაცმლით,იატაკი წინდებით,ნიჟარა დაურეცხავი ჭურჭლით, ჩატოვეთ აბაზანაში თეთრეული ასე 4-5 დღით. მის შენიშვნებზე,შთაგონებული სახით მიაშტერდით გამსკდარი კონსერვისგან იმპრესიონისტულ ჟანრში მოხატულ ჭერს და აუხსენით,რომ ეს ბალაგანი კიარა,შემოქმედებითი ქაოსია,რაც თქვენი შთაგონების წყაროა და აღმერთებთ. სავარაუდოდ,თქვენი "წესიერი" თავად დაიკაპიწებს ხელებს,მაგრამ არ დაიბნეთ,კატეგორიულად აუკრძალეთ დალაგება,მუზა რომ არ დაფრთხეს.
ვინაიდან ქალწული ძალზედ გაწონასწორებული არსებაა,ის არ მოგიწყობთ ბაზრის იაფფასიან სცენებს. თუმცა დარწმუნებული იყავით,რომ ნერვები უკვე საკმაოდ მოჭიმული აქვს. ის გამოძებნის,მისი აზრით,ოპტიმალურ ვარიანტს:time out ს აიღებს და დროებით გაგეცლებათ,რათა საშუალება მოგცეთ საკუთარი შეცდომები გაიაზროთ და "დაჭკვიანდეთ".
თქვენ ხომ გინდათ "კეთილისმსურველებისგან" შეიტყოს,რომ სხვას ხვდებით?
ამ ეგზომ უსიამოვნო ამბის გაგების შემდეგ ქალწული უკანვე მობრუნდება. თქვენ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ და ყოველ დღე ცხვირიდან ძმრად ადინოთ თქვენი "მიტოვება". დაუღალავად უმეორეთ,რა ნაძირალაა,რომ თქვენ მიგატოვათ,ასეთი საწყალი და უმწეო. მან უნდა იგრძნოს თავისი "დანაშაული" და პატიება ითხოვოს. მოუსმინეთ და გააგრძელეთ ბრალდებები. ჩაიხვიეთ,როგორ გაგაუბედურათ. შეგიძლიათ ასევე უთხრათ,რომ ცხოვრების გამრავალფეროვნება გსურთ,ამ მუდო დეგენერატს ვეღარ აიტანთ.
რადგან მას მხოლოდ ავეჯზე მტვერი და გაზეთების სორტირება აინტერესებს. მის შენიშვნებზე იქედნურად გაიღიმეთ,კრიტიკა ერთ ყურში შეუშვით,მეორედან გაუშვით ან საერთოდ,მხრები აიჩეჩეთ და ზურგი შეაქციეთ. სულ მალე თქვენი წესიერი გადაწყვეტს მიგატოვოთ,ამჯერად საბოლოოდ.
შესაძლოა თქვენთვის ჭკუის სწავლებაც უნდოდეს,მაგრამ უფრო დიდ იმედგაცრუებას განიცდის,რაც მის ცხოვრებაში სამუდამო მტკივნეულ კვალს დატოვებს. ამიერიდან ორმაგად ფრთხილად მოიქცევა და თქვენ მის მეხსიერებას შემორჩებით,როგორც სასტიკი და დაუნდობელი ქალი.
სასწორიმთავარი სამიზნე: ჰარმონია, საზოგადოებრივი აზრი.
არ მოასვენოთ საქმეების გარჩევებით და სკანდალებით.რა თქმა უნდა,ის ეცდება სიტუაცია შეამსუბუქოს,მაგრამ უკან არ დაიხიოთ! სანამ თქვენი შეცბუნებული სასწორი ერთი კონფლიქტის ჩაფარცხვას ცდილობს გულმოდგინედ,მეორეს მიზეზი ეძებეთ.
დასცინეთ მერყეობის გამო და ყოველ ჯერზე ხაზგასმით აღნიშნეთ,როგორი ნამდვილი მამაკაცია და ყოველთვის დარწმუნებით იცის,რა უნდა. არ გეხერხებათ მინიშნებები? მაშინ პირდაპირ ხიეთ,რომ დღითიდღე სულ უფრო ემსგავსება ქალს და ის დროა,სპეციალისტს მიმართოს. იმავდროულად თავი კვირაში ერთხელ დაიბანეთ,ჩაიცვით ფეთხუმივით და დაწექით ლოგინში ცხიმიანი მკვებავისგან სახეალაპლაპებული.
მიზნის მისაღწევად უარი თქვით ლამაზად გაწყობილ სუფრაზე და თეფშებს მაინცდამაინც დიდი მონდომებით ნუ გარეცხავთ. სადილში სულ ბუზის ჩაგდებას თუ ვერ ბედავთ,მაშინ მის თვალწინ გრძელი თმა ამოიღეთ. სასწორი არც ამაზე მოაწყობს სკანდალს. უფრო შეშფოთდება და ტაქტიანად მიგანიშნებთ ჰიგიენური წესების დაცვის აუცილებლობაზე,რაზეც დაბეჯითებით უნდა უპასუხოთ,რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. უწოდეთ შარიანი ჯიჯღინა,მას დანაშაულის გრძნობა გაუჩნდება,რომელიც ყოველ ჯერზე გაიზრდება,როცა თქვენთვის კვლავ შენიშვნის მოცემა მოუნდება.
მის კულტურულ ნაცნობებთან სტუმრობისას,დემონსტრაციულად უფათურეთ ხელები საჯდომზე. სუფრასთან მიიქციეთ საყოველთაო ყურადღება პირის წკლაპუნით. მოიკრიბეთ გამბედაობა და მოიწმინდეთ წვინტლები ხელით ნაქარგი,ახლად გაკრახმალებული ხელსახოცით. მას თქვენი ისე შერცხვება,გადაწყვეტს...აარა,დაშორებას მაინც არა..გადაწყვეტს,თქვენთან ერთად სტუმრად აღარ იაროს და აი,თქვენ შესანიშნავი მიზეზი მორიგი სკანდალის მოსაწყობად,ვულგარული ბრალდებებით და უსუფთაო თეფშების ლეწვით. დაადანაშაულეთ ყველა შესაძლო ცოდვაში. უთხარით,რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,რადგან თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენის რცხვენია.
მისი თანდაყოლილი ჰარმონიულობის და წონასწორობის მოთხოვნილება დიდხანს ვერ აიტანს ასეთ ზეწოლას და აღშფოთებული ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტს,გაეცალოს ესოდენ დისჰარმონიულ და დესტრუქციულ არსებას.
თავიდან სასწორი თქვენი ცინიკური ქცევების მიზეზების ძიებას საკუთარ თავში დაიწყებს. ბევრ უძილო ღამეს გაატარებს იმაზე ფიქრში რა ეშლება. საკმაოდ დიდი ხანი გავა,სანამ მიხვდება,რომ თვითონ არაფერ შუაშია და მაშინ თქვენ ყველაზე სასტიკ ადამიანად ჩაგთვლით დედამიწის ზურგზე.
მორიელიმთავარი სამიზნე: ეჭვიანობა.
იმოქმედეთ განსაკუთრებული სიფრთხილით,მაქსიმალურად გამოიყენეთ ქალური ინტუიცია ,რადგან როცა მორიელს შურისძიება სწყურია,ყველაფერზე წავა და განსაკუთრებით საშიში ხდება.
ყოველთვის, როდესაც თქვენს ლოგინს მოუახლოვდება,დაიწყეთ წუწუნი თავის ტკივილებზე,გულის რევაზე და ა.შ. თავიდან მას შეაშფოთებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასწრაფო წესით ექიმთან მიგავლენთ გამოკვლევებზე და როდესაც ანალიზები აჩვენებს,რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ და ყველაფერი წესრიგში გაქვთ,ძალიან გაჯავრდება და შურისძიების წყურვილით აღივსება.
თქვენგან მასხრად აგდების საპასუხოდ,ისეთ საყვარელს იპოვის,რომელსაც არ აწუხებს თავის ტკივილები და გულისრევები. თქვენ კი იმის ნაცვლად,რომ აღშფოთდეთ,დემონსტრაციულად გახალისდით მისი "ბედნიერებით". დაბნეული მორიელი გადაწყვეტს,რომ კრამიტი დაგიცურდათ და როდესაც ამ საინტერესო ვარაუდს თქვენც გაგიზიარებთ,სასწრაფოდ აკრიფეთ ნივთები და მოუსვით უკანმოუხედავად,ყოველგვარი საკონტაქტო ინფორმაციისა და მისამართის გარეშე. ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია გასაქცევად და თავის საშველად,რადგან მას არავითარი სურვილი არ გაუჩნდება უკან სდიოს და ძალები დახარჯოს ჭკუიდან გადასულ იდიოტკაზე.
კიდევ შეგიძლიათ "გამოუტყდეთ",რომ დაგღალათ მისმა რთულმა ხასიათმა. დასცინეთ,როდესაც პრობლემები შეექმნება; უთხარით,რომ ნამდვილ მამაკაცებს ასეთი რამ არ ემართებათ. ბოლოსდაბოლოს შეიქმენით ისეთი იმიჯი,თითქოს N რაოდენობის შემთხვევითი საყვარლები გყავთ.ეს კი მისთვის ნამდვილად ბოლო წვეთი იქნება.
მშვილდოსანიდაიწყეთ დილა ზუზუნით,იწუწუნეთ ყველაფერზე,მიეცით მილიონი დავალება,წამოუყენეთ ულტიმატუმები. მაგალითად,დაუმალეთ ფეხსაცმელები და იმ პირობით დაუბრუნეთ,თუ თაროს ჩამოკიდებს ან ჭურჭელს დარეცხავს. თუ შეტყვეთ,რომ რომელიმე ტელეგადაცემამ დააინტერესა,გადაურთეთ იმ მიზეზით,რომ მთელი კვირაა ამ საინტერესო გადაცემას ელით Discovery ზე, ფოლაქების დამზადების შესახებ. ან სულაც აყურებინეთ საპნის ოპერებს; უთხარით,რომ ოცნებობთ თქვენი პარტნიორი სერიალის გმირ ხუანივით იქცეოდეს. აკომენტარეთ მიმდინარე სიუჟეტი. მიანიშნეთ,რომ ჯერ არ ყოფილა ის ნამდვილი მამაკაცივით და რომანტიული საყვარელივით იქცეოდეს. ძალიან მალე თქვენი მშვილდოსანი დაასკვნის,რომ თქვენ მაგრა გაჟრიალებთ და გადაწყვეტს,დროებით გაგეცალოთ,რომ აზრზე მოხვიდეთ. თუ ის ზემომთმენი კაცია,მაშინ მეორე ტელევიზორს შეიძენს თქვენს ტვინის ბურღვას რომ არ უსმინოს და ეს უკვე კარგის ნიშანია.
იმისთვის,რომ საბოლოოდ გამოიყვანოთ წყობიდან შეგიძლიათ ახლობლების წრეში რამდენიმე პიკანტური დეტალი გაუხმაუროთ ინტიმური ცხოვრებიდან. როგორც კი ჭორები მის ყურამდე მიაღწევს,მშვილდოსანი გაცოფდება და საერთოდ გაწყვეტს თქვენთან კავშირს.
კიდევ სინანულით მოიგონეთ თქვენი პირველი დიდი სიყვარული. დაადანაშაულეთ დედათქვენი,რომ მომავალი გაგიუბედურეთ თავისი აკრძალვებით,თორემ ვინ იცის,რა ბედნიერი იქნებოდით ახლა "იმასთან",ზოგ-ზოგიერთები უშნოდ რომ არ ჩარეულიყვნენ. დარდით ჩააცქერდით თვალებში მშვილდოსანს და ხმამაღლა გაიხსენეთ,როგორ ბრწყინავდნენ "მისი" თვალები პირველი კოცნის დროს. ცოფდებაა? ძალიანაც კარგი,თქვენც ეგ არ გინდათ?!
ბოლოსდაბოლოს მშვილდოსანი ხმამაღალ ნოტებში გირჩევთ, წაეთრიოთ იმ თქვენ ყოფილთან,თუ ასე ძალიან გენატრებათ. შემდეგ თავის ჩემოდანსაც ჩაალაგებს და სამუდამოდ გაქრება.
იმოქმედეთ ტაქტიანად.მშვილდოსანმა თუ რამე იეჭვა, ძალიან სასტიკად გაგამწარებთ და შემდეგ უზრუნველყოფს თქვენი სახელის ლაფში ამოთხვრას საერთო ნაცნობებთან.
თხის რქამთავარი სამიზნე - ზერიოზულობა!
თხის რქას უყვარს დროდადრო "თავისიანებთან" მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და ასეთ დროს თავისი რჩეულისგან ჭკვიანურ რეპლიკებს და რჩევებს ელოდება. ზუსტად ეს მოლოდინი გაძლევთ მრავალფეროვან არჩევანს,მოუშალოთ ნერვები. აი,წარმოიდგინეთ,ის განწყობილი სერიოზული საუბრისთვის,საკუთარ გულისნადებს, ეჭვებს,გეგმებს გიზიარებთ და თქვენგან რჩევებს ელოდება. თქვენ კი ამ დროს ისვრით ფრაზებს ელაჩკა შუკინას ლექსიკონიდან, ნუ წიპა:"კალასალ'ნაჰ!" დაძაბეთ გონება და შეეცადეთ რაიმე ჭკვიანური არ წამოროშოთ,ისაუბრეთ ახალი სტილის ქვედაბოლოებზე,მოდურ მაკიაჟზე,ექსტრავაგანტულ ვარცხნილობაზე.
გახდით განსაკუთრებულად ეროტიული და ცელქი გოგონა,ხშირად მოეფერეთ,ყოველ "სალაპარაკო მაქვს"-ზე ლოგინში შეათრიეთ. თხის რქა ჭკუით მოგებას შეეცდება და შესაძლოა სერიოზულ საუბარზე რომელიმე კაფეში ან ბარში დაგპატიჟოთ,მაგრამ თქვენც ხომ არ ხართ სულელი? შესთავაზეთ ფეშენებელური დაწესებულების(თხის რქა იაფფასიან ადგილებში არ დაბრძანდება) საპირფარეშოს სექსით "კურთხევა". თავიდან რამდენჯერმე კი მოეწონება,მაგრამ მალე თავის არიდებას დაიწყებს,მსგავსი ექსპერიმენტები დამღლელია.
არის კიდევ ერთი პატარა,მაგრამ მუშა მეთოდი: გამოიკეტეთ ოთახში მარტო. მის გაოცებულ კითხვაზე: "რა დაგემართათ?",უთხარით,რომ თურმე თქვენც მასზე არანაკლებ გყვარებიათ იზოლირება და პარტნიორისგან დასვენება.
* აღიარეთ,ხომ მართალი იყო,როცა ამბობდა,რომ სხვებთან ყბედობა დროის ფუჭი ხარჯვაა და ყველაფერს ჯობია მარტომ იფიქრო და გაანალიზო?
რამდენიმე დღის/კვირის/თვის შემდეგ,როდესაც თქვენს თავშესაფარს დატოვებთ,აღმოჩნდება,რომ გვერდზე ოთახში იზოლირებული თხის რქაც ზუსტად იმაზე ფიქრობდა,რომ თქვენთან ყოფნა აუტანელი გახდა და უნდა მიგატოვოთ.
გაითვალისწინეთ,რომ ასეთი საშინელი ტკივილის განკურნება საკმაოდ რთულია და ეცადეთ, რაც შეიძლება ჰუმანური იყოთ მის მიმართ. თხის რქა არ გისაყვედურებთ,არ დაიწყებს საქმეების გარჩევას,არც ცხოვრებას მოგიწამლავთ. უბრალოდ საერთოდ ამოგშლით მეხსიერებიდან და თქვენ მისთვის უბრალოდ აღარ იარსებებთ.
მერწყულიმთავარი სამიზნე - თავისუფლება, მეგობრები.
დაიწყეთ იმით,რომ მაქსიმალურად შეუზღუდეთ ინდივიდუალური თავისუფლება.დაიქირავეთ დეტექტივი,რომელიც სიტყვასიტყვით ჩაგიკაკალავთ მის ყოველ ნაბიჯს და ერთ თითქოს მშვენიერ და უღრუბლო დღეს გულუბრყვილოდ ჰკითხეთ,რას აკეთებდა ელექტროტექნიკის მაღაზიაში,როდეს თქვენ ფულს საერთო დასვენებისთვის ზოგავთ. ასევე ნუ მოგერიდებათ ხმამაღლა გამოთქვათ ეჭვი,რომელი მისი მეგობარი ახდენს მასზე ასეთ მავნე გავლენას,რომ თქვენს კეთილ რჩევებს საერთოდ აღარ ითვალისწინებს.
როცა რისხვის პირველი ტალღა გადაუვლის,ჩაფიქრდება საიდან გაქვთ ესეთი დაწვრილებითი ინფორმაცია,როცა თავად არაფერი უთქვამს. თუ მსგავსი სიტუაცია რამდენჯერმე განმეორდა,მაშინ ის მიხვდება, რომ ხაფანგში გაება და დაუყოვნებლივ თავის გათავისუფლებას მოინდომებს.
მერწყულთან კონფლიქტებისკენ მიმავალი საუკეთესო საშუალება არის სისტემატურად დასცინოთ მის პიროვნებას და იდეალებს,უწოდეთ საღ აზროვნებას მოკლებული უტოპისტი და მიამიტი თვალებდაფსებული,გამოავლინეთ მკაფიო უპატივცემულობა მისი აზრების მიმართ. მუდმივად თავს მოახვიეთ თქვენი შეხედულებები,მიეცით მითითებები,რა და როგორ უნდა აკეთოს. გააღიზიანეთ ბობოქარი ვნებებით. არცერთი მერწყული არ მოითმენს ამჩატებულ და აზაბოჩენ ქალს.
არ დამალოთ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება იმ საზოგადოებისადმი,რომელშიც ის ტრიალებს,ღიად აკრიტიკეთ მისი მეგობრები; უთხარით,რომ მხოლოდ დებილი თუ გამონახავდა ამ მუხრუჭებთან საერთო ენას.
გაუჩრიკეთ ჯიბეები და ყოველთვის,როდესაც რაიმე საეჭვოს წააწყდებით,მოითხოვეთ ახსნა-განმარტებები. საღამო ჟამს ააფარეთ ცხვირზე "სიყვარულის სახელმძღვანელო",ქალის დაკმაყოფილების პარაგრაფში ჩადებული სანიშნით. სხვათა შორის აღნიშნეთ,რომ მსგავსი საკითხავები,არამხოლოდ წარმოსახვას ავითარებს,არამედ განათლებასაც იძლევა. თუ ეწყინა და პროტესტი გამოთქვა,უწოდეთ ჩამორჩენილი ბურჟუა და ფარისეველი კონსერვატორი. აი,ამას მერწყული ნამდვილად ვერ გადაიტანს.
თუ მერწყულმა თქვენი გეგმა გაშიფრა,თქვენი თვალთმაქცობით ისე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს,შეეცდება რადაც არ უნდა დაუჯდეს,ასეთივე სისასტიკით გიპასუხოთ. შურიძიების სურვილით გაცოფებული,მეთოდებს არჩევას არ დაუწყებს. ასე რომ,ელოდეთ წელსქვემოთ და წაქცეულზე დარტყმებს. ყველაფერს დაფქვავს, რაც კი თქვენზე იცის..მისი წესიერების იმედი არ გქონდეთ.
თევზებიმთავარი სამიზნე - რომანტიული და მგძნობიარე ნატურა
თქვენ უნდა გაითვალისწინოთ,რომ თქვენი პარტნიორი იმ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება,რომელიც ცხოვრებაში არა ლოგიკით,არამედ ინტუიციით ხელმძღვანელობს. ამიტომ საუკეთესო საშულება მის გასამწარებლად იქნება,დასცინოთ მის წინათგრძნობას და გუმანს. როგორც კი რაიმე ვარაუდს გამოთქვამს,მოითხოვეთ მისგან მტკიცებულებები,განმარტებები და ინფორმაციის წყარო. ცხადია ის მცირედ შეშფოთდება და ეცდება არგუმენტები მოიყვანოს,მაგრამ არ დანებდეთ,მოითხოვეთ კონკრეტული ნივთმტკიცებები,შეახსენეთ ქალური ინტუიციის უპირატესობა,მამაკაცურთან შედარებით,ამით ძალიან მწარედ ატკენთ ლაყუჩებს.
ასევე ეფექტურად მუშაობს პრიმიტიულ-ვულგარული ქცევა. აგრესიის და უხეშობის გამოვლინება თუნდაც სიტყვიერი ფორმით. აიძულეთ რაც შეიძლება ხშირად გამოიკეტოს თავის შინაგან სამყაროში. ოცნებეში ჩაძირული ნაზ და დელიკატურ ქალზე დაიწყებს ოხვრას და მალე მიხვდება,რომ თქვენნაირი ვულგარული ქალის გვერდით არაფერი ესაქმება. თქვენ ხომ მუდმივად ფეხქვეშ უთელავთ ფაქიზ და სათუთ გრძნობებს.
აკრიტიკეთ შეუჩერებლად. დასცინეთ,რომ საერთოდ არ აქვს პატივმოყვარეობის გრძნობა,განსაკუთრებული სარკაზმით მოესიყვარულეთ მის "სამომავლო გეგმებს". ბევრჯერ გაუმეორეთ,რომ ასეთი ქალოია ხასიათით ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. გადაუძახეთ ნაგვის ყუთში ბავშობიდან მოგროვილ სამახსოვრო ნივთების კოლექციას. მის უნიათო პროტესტს უპასუხეთ ცივი ტონით:საქმეს რომ აკეთებდეს,სათამაშოებისთვის დრო აღარ დარჩებოდა. მოუყევით ყველას როგორი დაბნეული და უმწეოა. მისი დაჭრილი თავმოყვარეობა აიძულებს უკანმოუხედავად გაიქცეს თქვენგან იქ,სადაც მას აფასებენ.
დიპლომატიური იყავით,რომ ვერაფერს მიხვდეს. თუმცა როცა მის ტვინამდე დავა,რომ თქვენს ხელში სათამაშოდ იქცა,მაინც ილუზიებით კვებას დაიწყებს და იმედოვნებს,რომ გადაიფიქრებთ ან სულაც,საერთოდაც არ გსურთ მისგან თავის დაღწევა. მართლაც საბრალო სანახავია დაჭრილი თევზი,რომელიც ვერაფრით ხვდება,რით დაიმსახურა თქვენგან ასეთი მოპყრობა და თქვენს ცინიკურ საქციელს წარსული ცოდვების სასჯელად თვლის.