ისა და, ახლა ძალიან მაგარი "მარგალიტები" რომ დავდო, ხომ არ გამიბრაზდებით?

მოდერებო, თქვენც იხალისებთ, ფლუდში არ ჩამითვალოთ

უბრალოდ, ამ განყოფილების იუზერებსაც მინდა ცოტა სიხალისე შეემატოთ

არ ვიცი, რასაც ახლა დავდებ, თეთრი იუმორია თუ სავი, ან საცინელია თუ სატირელი, მაგრამ მე უკვე ისე ვიცინე, რომ ცრემლები მომდის
ჩემმა მეგობარმა ამ წამს გადმომიგზავნა ეს მოკლე ამონარიდები
ამონარიდები ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციაში მისული წერილებიდან
”ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..”
”როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”
”ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს”.
”თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით”.
”გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს ”გადაედება” (ეს სიტყვა ბრჭყალებში თავად მკითხველმა ჩასვა, ამიტომ მან სულ სხვა შინაარსი შეიძინა) წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა”.
”გადაედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალთ?”
”ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში”.
”ირგვლივ ყვავის მედიცინა - ხალხი კი კვდება” (ვერაფერს იტყვი, სწორი შენიშვნაა...).
”ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა”.
”დაავადება გაზაფხულივით მომეპარა”.
”ჩემი ასაკი - 58 წელი, სქესი - მამაკაცი, პროფესია - ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ”.
”ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?”
”თქვენი ჟურნალი - სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია”.
”ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?”
”გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას”.
”მართალია თუ არა? მითხრეს, რომ თუ ჭორფლისგან თავის დაღწევა მსურს, 5-6 წუთით თავი უნდა ჩავყო ჭიანჭველების ბუდეში”.
”რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?”
”იმდენად რამდენადაც არ მივეკუთვნები ჭკვიანთა რიგებს, გადავწყვიტე, მომემართა ”ოჯახის მკურნალისათვის”.
”თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება” (თუ ასეა, მგონი, ავშენდით! - დ. დ.).
”კარგი მუშაობისთვის საპატიო დაფით დამაჯილდოვეს”.
”საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით”.
ეს ექიმების მიერ ისტორიებში გაკეთებული ჩანაწერებია:
1. მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო.
2. მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა.
3. ავადმყოფმა გაკვეთაზე უარი თქვა.
4. ანამნეზში სუიციდი არ აღინიშნება.
5. მიუხედავად გაფრთხილებისა ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა.
6. ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა.
7. სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა.
8. პაციენტის მტკიცებით მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ ტარაკნების სახით.
9. ავადმყოფი პალატაში არ არის ე.ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
10. ავადმყოფი საწოლში აქტიურია, ხშირად იცვლის პოზას.
11. დიაგნოზი: მწვავე რესპირატორული ინფექცია. საბოლოო დიაგნოზი: მარცხენა ბეჭის ფრთის დამწვრობა.
12. ავადმყოფის ჩივილები: შარდვა მაღალი წნევით.
13. უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს.
14. მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად- ღვინოს.
15. ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა.
16. ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს.
17. წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი გაეწერა რაიონული პათოლოგანატომის მეთვალყურეობით.
18. მას შემდეგ რაც პედიატრმა ახალშობილი გასინჯა საჯდომზე მსუბუქი წამორტყმის შემდეგ ამოისუნთქა და დაიყვირა.
19. ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის. ამავე დროს ჩანს რაღაცაზე გულნატკენია.
20. სწორი ნაწლავის გამოკვლევამ ნორმალური ზომის ფარისებრი ჯირკვალი გამოავლინა.
21. ავადმყოფი ნ.გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია- ქალწულობა.
22. ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, 2 ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი.
23. მიმართვა უროლოგიურ კლინიკაში: მარჯვენა თირკმლის დაჟეჟილობა თვითმცლელზე.