ადრე დავწერე ერთხელ
ჯერ ეს ერთი ძალიან, ძალიან ანგარიშიანი და ხელმომჭირნე იყო
მეორე ის, რომ თვითონ საქმის მხრივ გამაგიჟა -"იჭედებოდა"
ელემენტალურზე იჭედებოდა, ვთქვათ ერთი წინადადება სად ჩაესვა, დასაწყისში თუ პირველი წინადადების მერე, ამაზე ჩაფიქრდებოდა ხოლმე (არადა, ძალიან გვეჩქარებოდა და თან არც შინაარსობრივად, არც გრამატიკულად ამ წინადადების ჩასმის ადგილი არაფერს ცვლიდა)
ერთხელ ისე გაჭედა ძალიან წვრილმანზე და ჩამაცივდა რასაც შენ ამბობ, მასე არ არისო, გამაგიჟა
არადა დავუსაბუთე, რომ აქამდეც სულ ასე ვიყენებდი ნუ რასაც მეკითხებოდა და მოკლედ, ასე იყო, მაგრამ ვერ შეიგნო, რასაც ქვია გაჭედა და საქმე ჩხუბამდე მივიდა
ანუ, მე ვუყვირე, ვუთხარი, რომ შენთან მუშაობა შეუძლებელიათქო და ის ამ დროს დაჟინებით მიყურებდა და მაინც თავის თეორიაზე ბუტბუტებდა

(ასეთები მეორდება ძალიან ხშირად)
მაგის ამ მუშაობის შენელების გამო, საქმე ძალიან გაგვეწელა
ერთხელ სახლში ვიყავი მაგასთან, სხვათაშორის ღამის გათენება მოგვიწია, მთელი ღამის სამუშაო იყო, თან მარტო იყო იმ დროს, დედამისი სადღაც იყო წასული
მაგრამ როგორც კლასიკურ ქალწულს, უშიშრად გავყევი
მოკლედ რამოდენიმე საათის შემდეგ მოგვშივდა და სუპერმარკეტში გადავედით, რაღაცეები ვიყიდეთ (ამის წინააღმდეგიც იყო, ჯერ საქმეს მოვრჩეთო) და რომ დავბრუნდით, ნუ მაგიდაზე ხო დავაწყვეთ ეს "სასუსნავები" და
გეფიცები, ცოტა რომ აირია მაგისი მაგიდა და იქ ნამცეცი დავარდა და იდეალური წესრიგი აღარ იყო
მერე ძალიან დიდხანს ალაგებდა, განა მარტო გადამაწმენდინა მაგიდა, გამომგლიჯა ტილო და თვითონ საფუძვლიანად ყველაფერი გაწმინდა კომპიუტერიანად და საერთოდ, აღელდა
არ მახსენდება ყველა წვრილმანი, მაგრამ ურთიერთობა დამთავრდა ისე, რომ როცა საქმე დასრულდა
ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი, შენთან აწი კიდევ იძულებით რომ "დამაბან", მეორე დღესვე გადავხტები ფანჯრიდანთქო და იმან მითხრა,მე პირველივე დღესო
ერთი პლიუსი ის შემიძლია დავწერო მაგაზე, რომ მუშაობისას სიზარმაცე არ გამოუჩენია, ანუ აღარ შემიძლია, მე მეძინება და შენ დაამთავრე, ასეთი რამ არ ყოფილა
პ.ს. ხო ნუ, შუალედებში (ძალაუნებურად მთელ დროს რომ ერთად ატარებ) რაღაცეებს ვუყვებოდი ხოლმე, ძალიან ემოციური რაღაც მოვუყევი ჩემზე, რჩევა ვკითხე და მოკლედ, როგორ გითხრა, ვერც ავაღელვე, ვერც ემოციურობა გამოვიწვიე, მშრალად, ერთი-ორი სიტყვით მიპასუხა ჩემი ძაან ემოციური და გულახდილი ლაპარაკსი მერე
აი, ცივსისხლიანი ნუ, ცივსისხლიანი, არ ტოკდება'