Jerminaაჰმ, მაშინ გასაგებია რატომაც გქონდა ასეთი რეაქცია


_____________
წითელი კაბარე
ვერთქმული სათქმელის ყლუპები დავცალე,
ჭიქაში მისხია შენფერი სასმელი.
დღეს ჩემი ბინაა წითელი კაბარე,
და კუდში დამყვება ცხოვრება თავხედი.
გადავცვლი იმედებს განკუთვნილ ვნებაზე,
და თუკი სამყარო შემირგებს ბოლომდე.
ვილოცებ გრძნობების სუყველა ენაზე.
სანამდე ჩავქრები ავსული, კოცონზე.
მანამდე კაბარეს სცენაზე გამოდის
აშლილი დარბაზი მქუხარედ ეძახის.
სხეულზე ადნება გრძნობების სამოსი
და თითქოს ვერ ამჩნევს გარშემო ვერავის.
უყურებს ნიღბებს და მაინც ვერ არჩევს,
მათ შორის რომელი აგლიჯეს სახიდან.
და ისევ დილამდე იფეთქებს კაბარე,
ვნება კი ძარღვებში გათბება თავიდან.
და თითქოს არც ვიცი დავიწყე საიდან,
მოვდივარ როგორ და მივდივარ საითკენ.
დაღლილმა სხეულმა ბოლოჯერ ჩაგიცვა
მე კი უშედეგოდ ვცდილობ რომ გავიქცე.
სადღაც კი დამიცდა ფეხები ფიქრებზე,
გავედე ოცნებას, დაღწევა გაჭირდა.
სხეულზე მარწუხად მაკვრია სიბნელე,
და სოლო პარტიას ვერ ვიწყებ თავიდან.
გამიშვი, სპექტაკლი მივიდა ფინალთან,
სულ მალე დაუშვებს უფალი ფარდასაც.
მე სახეს ჩამოვფხეკ აზელილ გრიმასას.
ღამე კი გადახრწნილ სურვილებს ჩამარხავს.
დღეს ჩემი ბინაა წითელი კაბარე…