მარიონეტების ქვეყანაში ერთი მარიონეტი მეფე ცხოვრობდა, ცხოვრობდა და ამ ქვეყანას მართავდა კიდეც. ასწევდა თავის ძაფზე დამაგრებულ ხელს ზევით და იტყოდა: მე ასე მნებავს დღეს... ან კიდევ: ჩემზე უკეთესი არავინ არის, ამიტომაც ყველამ თაყვანი მეცით და მუხლებზე იხოხეთ მთელი დღეო. ვინც ვერ დაიწყებდა მუხლებზე ხოხიალს გარკვეული მიზეზების გამო, და ეს მიზეზი ის იყო, რომ მარიონეტებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ საკუთარი კიდურების მართვა, მეფე მათ თავის მარიონეტ ჯალათს მიუგდებდა, ის კი წვალობდა და წვალობდა, რომ ამ "ურჩი" ქვეშევრდომებისთვის თავები დაეყრევინებინა. ჰმ, ან კი როგორ მოკვეთდა თავს ვინმეს, როცა დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო და მთელი მისი არსებობა და ქმედითობა ძაფებზე იყო დამოკიდებული. ასე წვალობდა და ამ წვალებაში დაუგროვდა თავმოსაკვეთთა დიდი რაოდენობა, რაოდენობა, აბა.
მეფე კი ყოველ დილით დაიტყაპუნებდა თავის კარგა ნაპატიებ მუცელზე ხელს და იტყოდა: ახლა კი ვიცეკვეოთო - და ააცანცარებდა ფეხებსა და ხელებს ხან მორიგებოთ, ხან კი ყველას ერთად ჰაერში ასწევდა და იყო ასე, მიწასა და ცას შორის გამოკიდებული და ხარობდა თავისი მოქნილობით, მაგრამ ის კი არ იცოდა რომ ნება ამისა მისი არ იყო.
ოოო, დიდო მეფეო, თვენ რა ლამაზი, რა მოქნილი და რა ჭკვიანი ხართო - ეტყოდნენ მარიონეტები და თავებს უკანტურებდნენ, ვაი მას, ვისაც თავისდაუნებურად ეს თავკანტური არ გამოუვიდოდა, იმ წამს - ჯალათოოო - იყვირებდა მეფე ასე ჰაერში გაკვანწული და ჯალათიც თავკანტურით მოხტუნაობდა ძაფებზე ჩამოკონწიალებული.
ერთხელაც მარიონეტების ქვეყანას უზარმაზარი ჩრდილი დაეცა. ჩამობნელდა სასახლეშიც. მეფეს შეეშინდა და სცადა საკუთარი ტახტის ქვეშ შემძვრალიყო, მაგრამ ხელ-ფეხი არ ემორჩილობოდა, სცადა თავისი ქვეშევრდომებისათვის ეხმო საშველად, მაგრამ არც პირი დაემორჩილა და უცბად მთელი სამარიონეტეთი უხილავმა ხელმა ზევით ასწია და სადღაც უძირო სიშავეთში გადაუძახა. ვერც მეფე, ვერ მისი ნაზირ-ვეზირები, ვერც ჯალათი, ვერც დასჯილები და ვერც დასასჯელები ვეღარ ახერხებდნენ მოძრაობას, მოძროაბას კი არა ერთი სიტყვის თქმასაც ვერ აბამდნენ თავს.
.....
- ეს დაძონძილი თოჯინები უკვე გადასაყრელია - თქვა შაპიტოს დირექტორმა - მათ მაგივრად ახალი მარიონეტები უნდა შევუკვეთოთ ოსტატს.
- ამათ რა ვუყოთ? - თვალით ანიშნა თავდახურულ სკივრზე მოადგილემ.
- ცეცხლში დაწვით.
* * *
არაგვის პირი... რიყე ქვიანი.
სიჩუმე ხმიანი. თვალები ტყიანი.
მუგუზლებივით მწველი სხივები.
ხელის მტევნები, თითები მტვრიანი.
წყალი სიცხეში უწყლოდ დამხრჩვალა
მის შესანდობარს სვამენ ირმები ,
თავზე დამჩხვლა ყვავმა ყვანჩალამ.
სიკვდილს ჩოხაზე ვუვლე სირმები.
შავ ჩოხას ვერცხლით ჯვარი ვაქარგე
და ზედ ჩემი თმები ხსოვნად დავნაბდე.
თვალებში სული კვლავ გადავმალე.
შვიდი ცის კარი ფიქრით ჩავრაზე.
თვალი შევავლე ისევ საყანეთს
და სიზმარს ვატან ამბავს საპყარზე.
მე თქვენ გიტოვებთ ამ ჩემს სავანეს,
რომელიც არ დგას არარა მყარზე.
საკინძე შევხსენ ოცნებას - მეძავს.
გველიც დავთაფლე და აღარ მგესლავს,
თაფლიც ვათალფე, მაგრამ ვეღარა ბედავს
ფიქრი ბეწვისხიდს შემდგარის შველას.
30.07.08წ.
* * *
ჩემს ბიძაშვილს
სალომეა...
საოცარია სამყარო ბავშვის, მისი თვალებით დიდების ცქერა,
ამოუცნობი საგნების სახელს ბავშვის ენაზე გვითარგმი ყველას.
ლოგინში როცა მძინარე გნახე მე გამახსენდა ჩემი ბავშვობა
ოღონდაც ჩვენში განსხვავებაა წლებით ნათქვამი მრავალი ბგერა.
მე გავიღიმე როცა შენ გაჩნდი და მოგიქარგე სიზმარი ფერად,
ერთი ფერი კი შენთვის შევქმენი და მას ვუწოდე - შენ სალომეა!
* * *
გუშინ მეგონა დღევანდელ დღეს ვეღარ ვნახავდი...
დილით გავიღვიძე. გარეთ მანქანის საბურავების სველ გზაზე შრიალისმაგვარი ხმის გაგონებისას მეგონა, რომ ისევ წვიმა მოვიდა...
გავიხედე ფანჯრიდან და... ნისლი და გზის ნაპირებზე თეთრად შეფენილი თოვლი დავინახე. ჯერ კიდევ ბინდი იდგა...
თოვლი მოსულა - გავიღიმე გონებაში...
-დეე, თოვლი მოსულა.
დიდი ფანტელებითვითმკვლელებივით თვალებში მივარდებოდნენ და განმეღიმა...
ისინი კვდებიან მე კი ისევ ცოცხალი ვარ და დღევანდელ დღეს ისევ ხარბად ვისუნთქვავ.
15.12.08w.
* * *
შენ არ მოკვდები - მე მას გავატან შენს შიშს სიკვდილზე.
მე თუ მოვკდები, დღეებს შეცვლიან მოგონებები და
მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ, რომ ეს სიცოცხლე ფიცზე დიდია
და რომ ეს გზები ლაბირინთებში ჩაკარგული ჩვენი გულია.
რა არის გზა, ან ცა, ან ზღვა, ან თუნდაც თვალების სიღრმე?!
ჩვენ არ მოვკდებით, რადგან ეს გზა ჩვენზე დიდია
და ეს სიტყვები კალენდრის ფურცლებს ფეხზე ჰკიდიათ.
და თუ მაინც, ჩვენ კვლავ მოკვდებით,
რაღა დარჩება სამყაროში ჩვენზე პატარა?!
სუნთქვა დარჩება, ფიქრი და შიში
აი, რა რჩება ადამიანს უკანა საგზლად.
ფიქრი რა არის?! -
იქნებ არ არსებობს არაფერი
და არც ჩვენა ვართ?
იქნებ ნაფეხურს კიდევ ვიღაც მძიმედ დააწვა
და გაისრისა მისი სიმძიმით
გაბრუებული ნაბახუსევი ჩვენი თავები?!
რა არის სივცე? -
სიზმრაში მოქცეული ერთი დილემა,
რომელსაც ღმერთმაც კი ვერ მოუძებნა მყუდრო ადგილი...
რანი ვართ ჩვენვე?! -
არც რანი,
უბრალოდ ზამთრის ნაცრისფერ ციდან
ჩამოვარდნილი თვითმკვლელი ფიფქნი,
რომლებიც სხვა ჩვენი მსგავსის ტუჩებზე ვდნდებით
და გვიხარია,
რომ სუიციდის განცდაც ჩვენთან ერთად
თვითმკლელობით ასრულებს სირბილს.
რა ვართ?! ან ვინ ვართ?!
ღმერთები და ქალღმერთები
თუ მოკვდავი ადამიანნი,
რომლებსაც გვგონია რომ ვართ თავისუაფლნი...
არც რანი ვართ,
წამის მეასედში ჩატეული ერთი ცრემლი ვართ,
რომელიც სევდიან ღმერთს თვალიდან ჩამოვუგორდით და
მის ანარეკლად წარმოვიდგინეთ თავი და სული.
შენ არ მოკდები, რადგან ამ ფიქრებს მას გავატან...
ცაში გავატან...
შენ კი დაგხატავ ფიქრში, სიზმარში და მერე წაგშლი,
რომ კვლავ და მრავლჯერ ისევ შეგქმნა ნახატად,
როგორც შენ მქნიდი და როგორც ვქნიდით
ოცნებას ცხოვრებაზე, ღმერთებზე მითებს რომ ვიგონებდით.
ისევ დაგხატავ და ეს ნახატი მხოლოდ ცაზე თუ გამოჩდება
და მას მხოლოდ ბაშვები დაინახავენ,
რადგან მათ სუფთა თვალები, ხელები და სულები ჰქონიათ...
მე თუ მოვკდები, ცისარტყელის შვიდ ფერთან გელი,
იქ მომაგნებენ როგორც ძველ ლექსში ოდესღაც ვწერდი.
* * *
ეს მიყვარს

ჰო, თუმცა...
იცი, გუშინ ნი კა-ს შევხდი. სტრანნი ადამიანია, თუმცა ჩემგან ამის ახსნა რაში გჭირდება, შენც ხომ იცნობ მას.
ამ ადამიანს იმდენი ხანია ვიცნობ, რომ უკვე დამავიწყდა, როდის და სად, რა ვითარებაში გავიცანი, მაგრამ ამას არსებითი მნიშნვნელობა არ აქვს.
ერთი-ორ სიტყვას იმ ადამიანზეც ვიტყვი, რომლის ლექსებსაც აქ ვდებთ.
რომ ჰკითხო, მისი ლექსები უბრალოდ ნაჯღაბნია, რომელსაც არანაირი ყურადღება არ უნდა მიექცეს არავის მიერ, მაგრამ...
გემოვნებაზე არ დაობენ...
მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. მას კი ვერც სიხარული და ვერც წყენა შევატყვე... რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი არ ესიამოვნა ჩემი ნახვა მეთქი, ტუმცა შემდეგ 1 საათი ვისაუბრეთ...
მოკლედ, რატომ მოვაყოლე ეს ამხელა პროლოგი: მახსოვს, ნიკამ თავის უახლოეს ძმაკაცს სახელი შეუცვლა და ნატულიკა შეარქვა. რომ ვკითხეთ "რატომ თქო", გვიპასუხა, "მაგისგან კაცი არ დადგება და ისევ სჯობს ნატულიკა ერქვასო", არადა ყველაზე ძალიან ეს ბიჭი უყვარდა მთელს ჩვენს საამხანაგოში... ამ ბიჭმაც იცოდა ტავისი ზედმეტისახელის სესახებ და ნიკასგან არაფერი სწყინდა, თუმცა ნიკასგან არავის არაფერი გვწყინდა, ერთადერი ადამიანი რომელიც მისგან ნაწყენი იყო, თავად ნიკა იყო და სხვა არავინ... "ნატულიკასგან" კაცი კი დადგა, მაგრამ ნიკამ დაკარგა ის ადამიანი, თუმცა დღემდე ძალიან აფასებს და ძმასავით უყვარს...
მახსოვს, 25 წლის ასაკში გადაწყვიტა თავისი უნიჭო ლექსების კრებული გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც, მთელი 50 ფურცელი გამოვიდა, საკმაოდ კარგი და საინტერესო ლექსების ხივლის საშუალება მოგვეცა, ადრე ამ ლექსებს არავის გვაკითხებდა.
მოკლედ გააკეთა კრებული და ჩამოგვირიგა მხოლოდ მეგობრებს. ერთი ასეთი კრებული მშობლებსაც აჩუქა, "რა იცით, იქნებ მოგეწონოთო".
თურმე დედამისს სამი ლექსის წაკითხვის შემდეგ მისთვის უთქვამს, "შვილო, ეს რა არის, ამის წაკიტხვის შემდეგ "პახარონნი" მარში, ვენოკი და გულზე ხელების დაკრეფვა-ღა დამრჩენია და პირდაპირ გამასვენეო..." "ეჰ, დედი, ყველა მოვესწრებით მაგ დღეს, მაგრამ "პახარონი" მარშს ჩემგან ნუ ელი, აი, ვენოკს კი აუცილებლად შევუკვეთავ და თანაც ახლავეო..." ასეთი მწარე იუმორი აქვს ამ ჩვენს ნიკას...
მოკლედ, გუშინ ნიკას ვეკითხები, ამხელა ადამიანი და კიდევ ისევ ისეთი ხარ, საერთოდ არ შეცვლილხარ მეთქი... გაეცინა, "არა ყველა ვიცვლებით და პირველ რიგში კი მე, ხან ისე და ხან ასე, როგორც განწყობა და ჩემი თავი მეტყვის ისეთი ვხდები"-ო. "ერთი ეს მითხარი, რამდენი წლის ხარ მეთქი", გაოცებული თვალებით შემომაშტერდა, ეს გიჟი ხომ არააო, მაგრამ რომ მიხვდა ვისაც ელაპარაkებოდა მიპასუხა, "27 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ საერთოდ აღარ ვითვლი რამდენის ვხდები. წლები მე არ მაწუხებენ და მე კი მათო"-ო. ნიკასგან სხვა რა პასუხს უნდა მოელოდოს ადამიანი, პირიქით, მადლობელიც ვარ, რომ ძველ სტილში არ მიპასაუხა მეთქი გავიქრე და აი, აქ შევცდი, "შე ...., მე რომ მეკითხები თავად რამდენი წლის ხარ?!"-ო.. გავშრი, მეგონა ეს ძველი "ზამაშკები" დაივიწყდა მეთქი და...
"27 -ის" ვუპასუხე, "ხოდა, აი, მანd იჭედები"-ო მითხრა, "რატომ მეთქი?" "მაგაზე თავად იფიქრეო". "კარგი მეთქი"...
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოწვა. უბრალოდ ცაში იყურებოდა და დაავიწყდა რომ გვერდით მე ვიჯექი.
სიჩუმე ისევ მე დავარღვიე და ვკითხე "ნიკა ბედნიერება რა არის?" "ბედნიერება?" გაეცინა, არაფერი მიპასუხა, თუმცა მისგან ასეთ "პასუხს" ჩვეულებრივად ვიღებდით. ახლა ვცადე სხვანაირად დამესვა კითხვა, "ნი კა, შენ თუ ყოფილხარ ბედნიერი როდესმე?" "მე? კი, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაშინაც კი, როცა თავის მოკვლის სურვილი მიცდება. მაშინაც კი..."
ჰოოო, ეს ახალი, ამაბავი არაა, რაც თავი გვახსოვს, ნიკას სულ მუდამ აინტერესებდა სიკვდილი და თუ რა ხდებოდა მის შემდეგ, ხშირად უთქვამს - თავი უნდა მოვიკლაო, მაგრამ ვიცოდით, რომ ამის გამკეთებელი არ იყო, არ იყო სუიციდისკენ მიდრეკილი ტიპი, როგორც თავად იცოდა თქმა "ეგოისტი ვარ მე!" ჰო იყო და არ იყო კიდეც ეგოისტი...
"კარგი ახლა, წავედი" მითxრა და წამოდგა ტროტუარიდან. "სად მიდიხარ მეთქი", "ასათიანზე, იქნებ ვინმემ შემამჩნიოს და საგიჟეთში ჩამბაროს, თორემ ჩემით რომ მივდივარ არავინ მიღებს, შენ გიჟის არაფერი გცხია და რა გინდა აქაო. არადა, გარეთ გიჟს მეძახიან. ვერაფერი გავუგე ამ ხალხს, გიჟებისთვის ჭკვიანი ვარ და ჭკვიანებისათვის გიჟი" თავისთვის ჩაილაპარაკა, შემდეგ მომიტრიალდა და მითხრა, "ჩვენებს თუ შეხვდები უთხარი, რომ თვეში ერთხელ ასათიანზე მომაკითხონ და რაიმე ჩემი საყვარელი საჭმელებიდან მომიტანონ". შეტრიალდა. სანამ დამშორდებოდა ვუთხარი, "რომელია შენი საყვარელი? რომელი?" დაფიქრდა, შემოტრიალდა "ნებისმიერი, რაც იჭმევა..." "კარგი, მაშინ მე მოგაკითხავ მეთქი" გავეხუმრე, 'არა შენ არა"-ო, "რატომ მეთქი", "შენ რომ იქ გამოჩნდე, გაუსინჯავად დაგტოვებენ და "შემოგასახლებენ" ჩემს პალატაში, შენ ჩემზე უარესი ხარ და შენი თავი სად მაქვს, შენ გარეთ უფრო დამჭირდები, ამიტომ ჩვენებს უთხარი, რომ თვეში ერთხელ მათ მომიტანონ "პერედაჩი" და არა შენ"... აღარ დაელოდა პასუხს და ნელა გაუყვა ტროტუარს. თვალი გავაყოლე. გამოპასუხებას აზრი აღარ ჰქონდა. შემდეგ ტროტუარიდან საპირისპირო მხარეს, მანქანების სავალ გზაზე გადავიდა და ოდნავშესამჩნევი ზიგზაგით გაუყვა თავის გზას "ასათიანისკენ". გიჟია ოხერი, გავიფიქრე ჩემთვის, "ისევ თვალებდახუჭული დადის... ერთხელაც იქნება და ვიღაცა გაიტანს ამ უბედურს". საბედნიეროდ, გუშინ იმ გზაზე მანქანებმა იშვიათად ჩამიარეს გვერდით, ასე რომ გუშინ ნი კა გადარჩა, თუმცა ასე დადის უკვე დიდი ხანია, მითუმეტეს შებინდებულზე...
ეჰ, ნი კა, ნი კა... შენი გამოსწორება არ იქნება. გამეღიმა, შემოვტრიალდი და სახლისაკენ წამოვედი... თან მეღიმებოდა, მთელი 1საათიანი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ ისაუბრა ჩემთან და დანარჩენი ჩუმად იყო... მაგრამ ეს კიდევ მიღწევა იყო, ერთხელ მთელი ორსაათიანი შეხვედრისას და ისიც შემთხვევით შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთი პატარა დიალოგი შედგა ჩვენს შორის:
ნი კა, როგორ ხარ?
როგორც ყოველთვის
ე.ი. კარგად.
ვისთვის როგორ.
რას საქმიანობ, სახლში როგორ ხართ?
ისევ ისე ვარ და სახლშიც როგორც ყოველთვის.
სად მიდიხარ?
მთავარანგელოზებთან და წმიდანებთან შეხვედრა მაქვს.
გამეცინა მაშინაც, ეს ჩვეულებრივი სტილია ნი კასი - , რა გინდა, ისევ სტრელკა დაუნიშნე?
არა, მთავარანგელოზებს ფრთები და წმიდანებს სახელი უნდა დავუბრუნო, განა მუდმივანდ მერგო ერთი ან მეორე?! ხოდა ამას თავის დროზე დაბრუნება უნდა...
კი მაგრამ...
ეს იყო და ისევ წავიდა.
მაგრამ ყოველთვის ასეც არ ხდება, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ ენაწყლიანი გვიხდება ეს ჩვენი ნი კა და აი, მაშინ ვიღუპებით ხოლმე. თუმცა ისედაც გამიგრძელდა საუბარი და სჯობს აქ გავჩერდე. სხვა ისტორიები სხვა დროს იყოს.
(10.10.2007w.)
* * *
ლიტასი, ეს პირადად შენ
აქ, ყველანი გამოვრბივართ მხოლოდ იმიტომ, რომ...
ნეტავ რატომ?! იქნება და დაკარგულები ვართ რეალობაში და აქ ვცდილობთ საკუთარი თავების პოვნას? ჰმ, ნათქვამია, ვინც ეძებს ის ჰპოვებს კიდეც-ო, მაგრამ რას ვიპოვით იქ, სადაც არაფერია, ა რ ა ფ ე რ ი, აქ მხოლოდ ჩვენი ტვინის ნაცრისფერი, რუხი, ფოსფორისფერი და, ჯანდაბა! კიდევ რამდენი ფერის და მოცულობის ნაწილაკების ქიმიური ნაერთებისგან წარმოქმნილი იდიოტური სამი მცირედი ნაწილაკის შემოქმედებაა, რომელიც ყველას ჩვენი გვგონია და არავინ ვუკვირდებით ერთ ჭეშმარიტებას! რა ჯანდაბას ვაკეთებთ აქ? მაშინ, როდესაც შეგვიძლია, ყველა აქამომდე არსებული კანონი თუ დოგმა დავარღვიოთ, გავარღვიოთ პატარა ოთხკუთხები, სამკუთხებდი, მართკუთხედი, რომბი პირამიდისეული ჩარჩო და ამოვისუნთქოთ! ამოვისუნთქოთ, ჩავისუნთქოთ და უბრალოდ საკუთარ თავს დავუსვათ ერთი კითხვა, რა ჯანდაბას ვაკეთებთ საერთოდ? რა ჯანდაბა გვინდა საკუთარი თავისგან?! რა ჯანდაბას მოვითხოვთ საკუთარი თავისგან?! ვინ მოგვცა უფლება?! უფლება, ჰმ, საოცარი სიტყვაა "უფლება"! კი მაგრამ, ამასაც ღმერთს მივაწერთ თუ ესეც ჩვენი პატარა ნახევარკილოიანი ნაცრისფერი ჯირკვლის შემოქმედებაა? უფლება! უფლება! სასაცილოა არა? ამის უფლება, იმის უფლება, ვინ აწესებს რაიმეს უფლებას? იქნება და ეს სიტყვა ვიღაც გაზულუქებული, მეტრანახევრიანი, ღიპიანი ბაბუის, ბაბუის, ბაბუის ბაბუის მოგონილია, რათა სხვები დაემონებინა საკუთარი კეთილდღეობისა თუ ეგოცენტრისტობის გამო? მას შემდეგ მოდის უფლება, ამის უფლება იმის უფლება, ეს ერთგვარი მორალურად "გაპრავებული" ქმედებაა ერთი ადამიანის მიერ მეორეს დასამონებლად, დასაბრმავებლად, დასაბორკილებლად... უფლება, დოგმა, ნორმა, სტერეოტიპი... პიზდეცინტელექტუალიზმია, ამისიც... თავად მორალის მქადაგებლისა და ჭეშმარიტი გონის გამკრიტიკებლის ტვინში თუ ვინმეს ჩაუხედავს? ჰაჰ, არამგონია, რადგანაც საკუთარ ტვინში ჩახედვისა, თავად ბაბუა კანტსაც კი აშინებდა, მას ხომ საკუთარი ჩრდილისაც ეშინოდა, პატარა, უსულო, შავი წაგრძელებულცხვირიანი ჩრდილისაც, რომელიც სულ თან დასდევდა ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან, ხან წინიდან და ხანაც უკნიდან... ყველაზე დიდი ამორალობა ყველაზე დიდი მორალია! იცხოვრეთ რა, იცხოვრეთ ყოველგვარი ნებებისა და დოგმების გარეშე, არ სჭირდება ღმერთს თქვენი არასრულფასოვნება!!! ეძებთ მას, ეძებთ ყველგან, ეძებთ საკუთარ თავში და... და იპოვით კი იმას, რაც სახლში დაკარგეთ, ძებნით კი შარაგზაზე ეძებთ და თანაც უკუნით ბნელში, უკუნით ბნელში ზამთრის სუსხიან ღამეში... არასრულფასოვნაი ვარ, რადგანაც ვარ აქ, კომპიუტერის მიღმა ვზივარ და გაუთავებლად, ნერვიულად ვაკაკუნებ ათი თითიდან მაქსიმუმ ხუთს, მარტო იმისთვის, რომ რაღაც ვთქვა, რაღაც ვთქვა, რათა საკუთარი არსებობა დავასაბუთო და დავამტკიცო... ამისიც, რა საჭიროა იმის დასაბუთება, რომ... იქნებ ეს მე მჭირდება?! რათა ვიგრძნო, რომ ცოცხალი ვარ?! კი მაგრამ, ადრე ხომ არ მჭირდებოდა?! ადრე?! რა არის ადრე, ახლა, მომავალში?! ადრე ვიცოდი, ახლა?! ახლა ჩარჩოში ვარ, ვიღაცამ ერთი კუთხეც დახურა და ვგავარ იმ ფაკირს, რომელიც პატარა მინის კუბში შეძვრა, გამოძრომით კი ვეღარ გამოძვრა, რადგანაც... ვიღაც იდიოტმა დაიყვირა, რომ ის უბრალოდ კუბია და მეტი არაფერი... კუბი ვარ?! ჰაჰ, ვარ კუბი, რადგანაც დავიჯერე ეს... მოდით ყველამ დავივიწყოთ ყველსფერი და ... თუმცა, რა ჩემი საქმეა ვინ რას დაივიწყებს ან გაიხსენებს? ერთი გემრიელი შეკურთხება მომინდა, მაგრამ არ შეიძლება, ამისი უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არაეთიკურია, ეთიკა კი მორალის ქვაკუთხედია... უფლება, ისევ უფლება... ბედის ირონია... ვარ იმის მცველი და იმის მსახური, რასაც ახლა ვაკრიტიკებ და ვაქილიკებ, ვაი, ჩემდა!!! ცხოვრება ცინიკოსია, მაგრამ ადამიანიც ცინიკოსია, უბრალოდ ერთი განსხვავებაა მათ შორის, ბოლოს მაინც ცხოვრება იმარჯვებს... სიცოცხლის შვილებს დედინაცვლად სიკვდილი გვყავს

თაყვანს ვცემთ სიკვდოლის ღმერთს, როდესაც სიცოცხლის ღმერთმა გვშობა, არ მწამს თქვენი ღმერთების, რადგანაც ჩემი ღმერთი მათ ამსხვრევს, ჩემი ღმერთი სიცოცლხეა, სიცოცხლის შემქმნელი და თავადაც სიცოცხლე, არ ვარ სუდარაში გახვეული მუმია და რატომ გამხვიეს სუდარაში და რატომ დამდეს მიწის ზევით?! ეს ხომ სადისტობაა, მაყურებინო მზეს, სიმწვანეს, ჩიტების ჟივჟივსა და ყვავილების სიკასკასეს, ცხოველთა უერთგულეს თვალებს და თავად თავზე ნაცარი დავიყარო მარტო იმისთვის, რომ ვიღაცამ თქვა, "უფლება არ გაქვს"... უფლება არ გაქვს... ოდესღაც მქონდა ეს უფლება... მაგრამ საკუთარ თავს თავად წავართვი იგი, რადგანაც დავუჯერე ადამიანთა მოდგმის უფლების განმარტებას... ოდესღაც ეს ამოხეთქავდა...
არასდროს წაართვათ სიცოცხლის უფლება საკუთარ თავებს, რადგანც ღმერთია თავად სიცოცხლე და მას სიკვდილისთვის არავინ შეუქმნია, თავად ჩვენ მივეცით უფლება ვემონოთ სიკვდილის ღმერთს, მაშინ როდესაც მცირედიც საკმარისია, რათა თვალი გაახილო და დაინახო რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი...
ლიტასი, ძალიან მიყვარხარ
This post has been edited by ni ka on 27 Oct 2011, 11:45