Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(30)
« პირველი
...
20
21
[22]
23
24
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩვენი "შედევრები"
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Honey-Mak
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Honey-Mak
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1519
წევრი No.: 132827
რეგისტრ.: 22-June 11
#28053879
· 28 Oct 2011, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ორივეს ერთად აყარა
მერმ თევზმა შავი მიწაო
ჰაჰაჰაჰაა, ხოოო, თევზმა მიწაც აყარა და პირში ჩალაც გამოავლოოო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
VlV
☯
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1519
წევრი No.: 118444
რეგისტრ.: 15-July 10
#28059550
· 29 Oct 2011, 00:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
ტექსტი სერიოზულად არ მიიღოთ.
არა,რატომ? ძაან მაგარია
Honey-Mak
QUOTE
დავიმორჩილე, დავლაშქრე,
კუროს და ლომის მიწანი.
რითმის პონტში იკუნტრუშე
თორემ დაგითაგავ ეხლა მთელ ნახირს და პრაიდს და რას დალაშქრავ,ვნახავ
QUOTE
ძუძუები ჩვენი კირჩხიბებისას
კალასალ'ნაჰ :ელაჩკაშუკინა:
--------------------
Whatever makes you happy ^_^
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
წერილები: 5008
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09
#28060274
· 29 Oct 2011, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
demna_
QUOTE
დემნა მაინც სულ სხვააა
5 ხმაც და მერობაზე ვიფიქრებ
+1
აბა, მოქალაქენო, ვაიძულოთ თევზი სიტყვა შეასრულოს!!
--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GLADI
♏ გენიალური ♏
ჯგუფი: Members
GLADI
♏ გენიალური ♏
ჯგუფი: Members
წერილები: 16115
წევრი No.: 61746
რეგისტრ.: 19-May 08
#28062022
· 29 Oct 2011, 04:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(teoj @ 25 Oct 2011, 23:10 )
ამ ერთი ორი სამით შემოვიფარგლები საკუთარი უსაზღვრო შემოქმედებიდან
3ds max & Vray
ესენი უნდა მივისაკუთრო რა )))
მაგარი სახლია :3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teoj
Drive
ჯგუფი: Members
teoj
Drive
ჯგუფი: Members
წერილები: 19668
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
#28107086
· 1 Nov 2011, 13:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GLADI
--------------------
როგორც მთვარემდე და უკან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#28107513
· 1 Nov 2011, 14:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(demna_ @ 28 Oct 2011, 16:12 )
ნუ მწერ ,რომ კუროს ასტკივდა კუჭი,
რომ დიეტაზე ის დაჯდა თითქოს.
რომ დაინახე : კირჩხიბი ცვლიდა
თავისი ხელით ტორმუზის ჟიტკოსტს.
რომ მორიელმა ჩაიცვა შავი.
სასწორმა ნაზი კაბა ყვავილის,
რომ თევზი ოხრავს როგორც ყოველთვის
როცა კი სატრფოს კართან ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცულით გველოსანს
და მომდიოდა ფარფლიდან სისხლი,
ძლივს გავარჩიე :მორბოდა ლომი.
ეწეწებოდა ფაფარი ნისლში.
დაბალახობდა ეზოში ვერძი.
და თხის რქის რქაზე ლუსტრები ენთო
მშვილდოსანი კი როგორც ყოველთვის
ჩანთით გაუყვა დიდუბის ფერდობს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი რა უნდა
მერწყულს, იდეინ ტვინში აქვს რაღაც.
ტყუპები დადის ოთახში ღამით
რაღაცას ეძებს, რაღაცას კარგავს.
მე ისიც ვიცი რომ ქალწულების
გულმაც დაიწყო საამო ფეთქვა.
და მოდერებმა თუკი დამინდეს
და ამ გაზაფხულს თუ დავრჩი თქვენთან :
გეტყვით , მოვედი ბრძოლანახული
შემოდგომამდე თქვეთან დავრჩები.
და შემოვუსხდეთ მერე მაგიდას
ჩვენ,პლანეტები და ცაგარელი !
ოქრო ხარ.
------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aca baca banci bunca
Fus ro dah
ჯგუფი: Members
aca baca banci bunca
Fus ro dah
ჯგუფი: Members
წერილები: 20888
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08
#28366905
· 18 Nov 2011, 14:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძველისძველი 2009ში დაწერილი. პირველი რაღაც "ღირებული"
"ოჰ ამოიგდე რა ეგ ჭკვიანი ტვინი თავიდან, ზოგჯერ იფიქრე ბავშვივით. არ ვწუწუნებ და არ ვჩივი, მაგრამ ხანდახან მაგაზეც ვდარდობ. ფეხებზე მკიდია ვინ როგორ გაიგებს, ფეხებზე კიდია უკვე ყველას ყველაფერი, ხანდახან მაგაზეც ვდარდობ. ხანდახან მიკვირს-რატომ მჯერა ყველასი და თავს ყველას რატომ ვანდობ? განა მე წყენა მალაპარაკებს? ამასაც დარდით ვამბობ. მე არაფერი მაკლდება ( biggrin.gif ) მე ისევ ისე მძიმეთ დავდივარ, მე ასეთ რამეებს თითქმის ყოველდღე ჩავდივარ და არ ვიცი რატომ ჩანს ყოველდღე ეს ყველაფერი ყალბი! იქნებ შენი თვალები სხვა მხარეს გარბის და არ ჩანს? მაშ თუ ვერ ხედავ, სანერვიულო რაღაა და ბოღმა რად მჭამს?!
იცი? საზღვრებს ყველა ხედავს. ზოგი არღვევს, ზოგი ღებავს. ზოგი მეზობელს ვერც კი ხედავს. მე არა მაქვს საზღვარი ასე რომ მესაზღვრეებს უსახლკარო და მაწანწალა ვგონივარ. ხან მარტო ვარ ხან, ორნი ვართ. მესაზღვრეები მიშვებენ და ერთ ლუკმას მაძლევენ-ჩემი არ ესმით smile.gif არც ამაზე ფიქრი თავს არ ესხმით. იმათ ასე ასწავლეს და ახლა ისინიც ასე ცხოვრობენ."
--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sazageli iezuiti
NO DARKNESS
ჯგუფი: Members
sazageli iezuiti
NO DARKNESS
ჯგუფი: Members
წერილები: 9429
წევრი No.: 89326
რეგისტრ.: 19-April 09
#28366961
· 18 Nov 2011, 14:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ნუ მწერ ,რომ კუროს ასტკივდა კუჭი,
რომ დიეტაზე ის დაჯდა თითქოს.
რომ დაინახე : კირჩხიბი ცვლიდა
თავისი ხელით ტორმუზის ჟიტკოსტს.
რომ მორიელმა ჩაიცვა შავი.
სასწორმა ნაზი კაბა ყვავილის,
რომ თევზი ოხრავს როგორც ყოველთვის
როცა კი სატრფოს კართან ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცულით გველოსანს
და მომდიოდა ფარფლიდან სისხლი,
ძლივს გავარჩიე :მორბოდა ლომი.
ეწეწებოდა ფაფარი ნისლში.
დაბალახობდა ეზოში ვერძი.
და თხის რქის რქაზე ლუსტრები ენთო
მშვილდოსანი კი როგორც ყოველთვის
ჩანთით გაუყვა დიდუბის ფერდობს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი რა უნდა
მერწყულს, იდეინ ტვინში აქვს რაღაც.
ტყუპები დადის ოთახში ღამით
რაღაცას ეძებს, რაღაცას კარგავს.
მე ისიც ვიცი რომ ქალწულების
გულმაც დაიწყო საამო ფეთქვა.
და მოდერებმა თუკი დამინდეს
და ამ გაზაფხულს თუ დავრჩი თქვენთან :
გეტყვით , მოვედი ბრძოლანახული
შემოდგომამდე თქვეთან დავრჩები.
და შემოვუსხდეთ მერე მაგიდას
ჩვენ,პლანეტები და ცაგარელი !
გენიალურია
რა ნიშნის დაწერილია?
--------------------
´´Oranges and lemons, say the bells of St.Clement´s,
You owe me three farthings, say the bells of St.Martin´s,
When will you pay me? say the bells of Old Bailey,
When I grow rich, say the bells of Shoreditch.´´
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axx
Crazy Member
ჯგუფი: Members
axx
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3750
წევრი No.: 100204
რეგისტრ.: 17-September 09
#28367002
· 18 Nov 2011, 14:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა ნიშნის დაწერილია?
თებზია მგონი
--------------------
ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა რაც დუმილზე უკეთესია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
woman_111
Super Member
ჯგუფი: Registered
woman_111
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 39844
რეგისტრ.: 11-August 07
#28373483
· 18 Nov 2011, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ გამოიცნობთ, რომელ ნიშანზე დავწერე?
* * *
მაშინ უაზროდ ვცდილობდით ჩვენი ცხოვრების უცხო ფურცლების ერთმანეთზე მიკერებას... ეს ისტორიები სულ სხვადასხვა სამყაროდან იყო და ამაოდ იწელებოდა დრო... დრო, რომელზე ფიქრიც საუკუნეებამდე თელავს უსასრულობას... მაგრამ თუ დროის არსებობას დაივიწყებ, ერთ ადგილზე გაქვავებული, უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ ცხოვრებისგან...
თუ სადღაც გალაქტიკაში ჩვენი პლანეტების შეჯახება მოხდება, ჩვენი ცნობიერება უამრავ კატაკლიზმებს განიცდის და ერთიან აზრზე ტრანსფორმირდება. შენ გამერიდები ისე, თითქოს `სულ ერთი~ ვიყო შენთვის, თავს აარიდებ ყოველგვარ კონფლიქტს და მაინც, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებ ეგოისტური მიზანსწრაფულობით... როცა ემოციების განმარტებას მოგთხოვ, არც დაფიქრდები და მეტყვი, რომ არ გაქვს... მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ემოციური ტრაგიზმით ამოვსებული ტვინის უჯრედები მთელი ღამე არ დაგაძინებს და მთელი დღე თრობის სურვილით შეგიპყრობს...
მერე, დიდი ხნის შემდეგ, როცა ამ შეწეპებული ფურცლების განცალკევება მოგვინდება, აზრი არ ექნება, მაგრამ მაინც დავაჯერებთ თავს, რომ დავსრულდით და ეხლა ორი, სრულიად განსხვავებული ცხოვრების ფურცელი არსებობს სამყაროში...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axx
Crazy Member
ჯგუფი: Members
axx
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3750
წევრი No.: 100204
რეგისტრ.: 17-September 09
#28373554
· 18 Nov 2011, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
woman_111
ვფიქრობ მშვილდოსანზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
woman_111
Super Member
ჯგუფი: Registered
woman_111
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 113
წევრი No.: 39844
რეგისტრ.: 11-August 07
#28373606
· 18 Nov 2011, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
axx
არა, ვერ გამოიცანი
* * *
* * *
როცა შეხება გწყურია და როცა ეხები ამ წყურვილს, წამით თითქოს იმას გრძნობ, რისი განცდაც მხოლოდ სიზმრებში შეიძლება.. ეს შეხება ისეთი ნაზია, ისეთი თბილი, რომ ყველას და ყველაფერს გავიწყებს ამქვეყნად.. სევდიანად ელოდები თითოეულ სიტყვას, რომელიც ძალიან გსიამოვნებს.. ო, როგორ გინდოდა ცხოვრებაში რაღაც ახალი, განსაკუთრებული, ყველაზე ლამაზი და შეუდარებელი და შენ ის მიიღე.. მიიღე უცებ და უსასყიდლოდ.. მიიღე და მუდამ გემახსოვრება..
სიყვარული არაა ისეთი გრძნობა,რომელიც წამებში ქრება, მაგრამ შენ არც გინდა გაქრეს.. გინდა მუდამ არსებობდეს.. თუნდაც ფიქრებში, თუნდაც წარმოდგენებში, მაგრამ მაინც სულ უფროდაუფრო ძლიერდებოდეს.. მუდმივი შეკითხვა:”რა იქნება შემდგომ?” და მუდმივი პასუხი: “ნუ ფიქრობ მომავალზე! იცხოვრე დღევანდელი დღით!”
_ იცი, მე ახლა ძალიან მინდა შენთან ერთად ვიყო და შენთან ერთად განვიცადო ის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება..
მაგრამ არსებობს უამრავი “`მაგრამ~”, რომელიც არასოდეს მოგცემს მოსვენებას და შენ ისევ ჩუმად და რუდუნებით მოგიწევს ოცნება.. ერთ დღეს ოცნებაც მთავრდება.. ალბათ, როცა ახდება, ან უბრალოდ, როცა მიხვდები, რომ ახდენა არ უწერია.. არ არსებობს ოცნება, რომელზეც მთელი ცხოვრება იფიქრებ.. ოცნებები იცვლება და ადამიანებიც... იცვლება გრძნობები შენს გულში..
ტელეფონის ზარი უკვე მერამდენედ გაყრუებს.. გინდოდა გქონოდა დიდი მომავალი.... როცა გარდაცვლილთა სულებს იგონებდი, თეთრად ისუდრებოდი.. როცა წარსულზე ფიქრობდი, შავი ფერი ისადგურებდა..
მაინც გაგიჟებს ერთიდაიგივე ფეხის ხმა, რომელიც მუდამ თან გდევს ზამთარსა თუ ზაფხულში, და შემდეგ, როცა მიიხურავ საკეტმონგრეულ კარს, მიხვდები, შენი ცხოვრება მეტი არა ყოფილა რა - მხოლოდ სისხლის ტბაში მოცურავე გედის ლეგენდა..
გარეთ თუ წვიმს, შენს სულში უცნაური სუნი იღვიძებს.. ეს სუნი არ ჰგავს არც ასფალტისას, არც ბენზინისას, ეს უფრო მკვდარი მომავლის სასტიკი სურნელია, რომელიც ამის შემდგომ უკვე ყოველდღე შეგაწუხებს..
შენ იქცევი მტვრად, უფრო სწორედ, ხარ.. შენს ადგილს ყოველდღე სხვადასხვა თაღლითები და ფარისევლები იკავებენ.. როცა თენდება, იცი, შენ კიდევ ერთი სანატრელი დღე მოგაკლდა ცხოვრებაში და სამაგიეროდ შენს გამო ერთი პეშვი ცრემლი დაიღვარა უაზროდ..
_ რა არის სიყვარული?
_ არ ვიცი..
_ დიდი გრძნობაა?
_ უშველებელი..
_ ერთადერთხელ მოდის ცხოვრებაში?
_ ჰო, ერთადერთია და განუმეორებელი..
_ ტკივილს უნდა გაყენებდეს?
_ არა, ცაში უნდა აჰყავდე ბედნიერებას..
_ სიზმარია თუ ცხადი?
_ სიზმარიც და ცხადიც.. ეს თითქოს თეთრი ბინდია, სხეულის ჟრჟოლა, გულის ხმიანი ძგერა და მუდამ ერთიდაიგივე დაუვიწყარი ხმა, ნაზი და ალერსიანი, იმედის მომცემი..
გარშემო ყველაფერი იდუმალია..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ni ka
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ni ka
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11
#28548325
· 30 Nov 2011, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა არის სიმართლე?! რა არის რეალობა?! რა არის სხვა ადამიანის ცხოვრება?!
უნდა შეგეძლოს ყველა ადამიანის ისეთად მიღება, როგორიც არის...
არ მოითხოვო სხვისგან იმაზე მეტი, ვიდრე მას შეუძლია გასცეს ან გააკეთოს...
არცერთი ადამიანი სხვას არ ატყუებს, ყველა საკუთარ თავს იტყუებს - ამიტომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რადგან არ მინდა თავი მოვიტყუო.
არის ზღვარი, რომლის გადასვლის შემდეგაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება...
არის მომენტი, როდესაც პატიება არ შემიძლია, ამ დროს სხვას კი არა საკუთარ თავს არ ვპატიობ...
თუ გინდა ადამიანი დაინახო ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის, უნდა იყო ის ადამიანი და მორჩა...
როცა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ საცდელი ობიექტები ვიყავით, ან ზოოპარკის ბინადრები და ვიღაცა (ვიღაცეები) გვაკვირდებოდნენ თუ როგორ ვიქცეოდით, როგორ ვცხოვრობდით...
ბავშვობაში ნებისმიერ ბავშვს ჰყავს წარმოსახვითი მეგობარი - მეც მყავდა თან ორი - ბურატინო და იესო ქრისტე...
როცა გავიზარდე მივხვდი, რომ თურმე არ გავზრდილვარ...
პირველად წიგნს ვეზიარე 6 წლის ასაკში, მეორედ კი - 13-14 წლის ასაკში.
პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე იყო დედა ენა, მეორედ როცა პირველად წავიკითხე წიგნი იყო ვოლტერი...
ცხოვრება ცინიკოსია, მაგრამ ყველაზე დიდი ცინიკოსი მაინც ადამიანია...
ბედისწერა არსებობს, მაგრამ როგორია იგი არავის უნახავს, ღმერთისგან განსხვავებით...
ჰმ, რა საოცარია, როდესაც ბავშვი ხარ ყველაზე მაღალი, ძლიერი, ლამაზი და ჭკვიანი საკუთარი მშობლები გგონია, როცა იზრდები კი ხვდები, რომ ცდებოდი, მაგრამ როდის ცდებოდი? მაშინ, როდესაც ბავშვი იყავი თუ მაშინ როდესაც გაიზარდე?
გავზრდილვარ. მოვიქეცი ისე, როგორც "საჭირო" იყო, ანუ "სწორად" გადავდგი ნაბიჯი... და ამით რა?
არც რა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qwerty-1
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Qwerty-1
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12097
წევრი No.: 84165
რეგისტრ.: 7-February 09
#28548400
· 30 Nov 2011, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჰმ, რა საოცარია, როდესაც ბავშვი ხარ ყველაზე მაღალი, ძლიერი, ლამაზი და ჭკვიანი საკუთარი მშობლები გგონია, როცა იზრდები კი ხვდები, რომ ცდებოდი, მაგრამ როდის ცდებოდი? მაშინ, როდესაც ბავშვი იყავი თუ მაშინ როდესაც გაიზარდე?
აეს სიტყვები სადღაც უკვე წაკითხული მაქვს
და დეჟა ვუ მაქვს ვითომ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ni ka
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ni ka
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11
#28678682
· 9 Dec 2011, 11:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისაო,ესაო, აქეთურიო, იქითურიო და ბოლოს... ბოლოს არცარაფერიო
ტრაგიკომედიაა ეს ცხოვრება... ადრეც ატასჯერ მიტქვამს და მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, ჩვენ მხოლოდ მსახიობები ვართ ამ ტრაგი-კომედიაში, ოღონდაც იმ განსხვავებით, რომ ამ სპექტაკლში პირველი და მეორე ხარისხოვანი როლები არ არსებობს, ყველა მტავარი გმირია ამ სპექტაკლშI და ხან ოვაციებს ვიმსახურებთ სცენაზე ტამაშიშას, ხან კი შტვენით გვაცილებენ კულისებისკენ... თუნცა, რომც არ გაგავაცილონ შტვენით, ვისაც ჯანსაღი თვითკრიტიკა დაჰყვა დაბადებისას, იცის, რომ ოვაცია თუ შტვენა არ შეეფერება იმ სინამდვილეს რაც ჩვენ გვინდა ანდა ვხედავთ, ამიტომ თავადვე ვგრძნობთ, როდის ხუთიანზე შევასრულეთ როლი და... თუმცა, ახალი შეფასების სისტემით, ხუთიანი ხომ ძველი შეფასების სისტემის ორიანის ტოფასია?! აჰა, ახლა გასაგებია, რატომ არის ჩემს მიერ დაწერილი ხუთიანი ორიანის ტოლფასი... ყველფერი შეფარდებითია, ტავად მეც კი შეფარდებითი ვარ... შეფარდებითი... რამეთუ ჩემი ქმედებები, აზრები, ფიქრები, სიტყვები, სიზმრები, სხეულის პროპორციები მქნინაიან შეფარდებითად... საოცარია... არ მოვყვები ახლა ჩემი დაბადების წამიდან და არ დავიწყებ საკუთარი ტავის გაცნობას, სიედაც იმდენი ვილაპარაკე მხოლოდ მე-ზე რომ საკუტარ მეორე მესაც კი მობეზრდა იგი და აღარც ჩუმად ზის და არარც ცაბნელებულ ოტხში, ის უბრალოდ ადგა და წავიდა... ეტყობა ის ჩემზე ძLიერი იყო და ფრთები და სახელი თავის დროზე დაუბრუნა პატრონებს... მე კი?! მე კი დმატოვა ჩემს საკრესტა და იქ: ამაპრტავენბა, სიამაყე, კუდაბზიკობა, კომელქსები, მასხარაობა, ეგოიზმი, დაშვებული შეცდომები, ნაადრევად გადადგმული ნაბიჯები ჩანს... კიდევ რა ჩანს?! ჰო, კიდევ ის ცანს, რომ უნდა შეგეძლოს ტავის დროზე სცენიდან გასვლა ისე, რომ ვიღაცას მაინც ახსოვდე ისე, რომ თავი არ მოაბეზრო... ახსოვდე ისე, რომ ერთი ადგილი გეყო და ერთხელ მაინც გააკეტე ის რაც უნდა გაგეკეთებინა, ერთხელ მაინც ტავის დროზე, მოცემულ სიბრტყეზე, მოცემულ სივცეში მოეცემულ მომენტშI ადექი და გადადგი ნაბიჯ და ეს ნაბიჯი გადადგი თავალგახეილმა და არა ისე, როგორც ადრე დგამდი, თვალდახუჭული და ბედს მინდობილი... საოცარია ეს ცხოვრება, ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, ცავისუნთქე, ამოვისუნთქე და... მეგობრები ექიმებს გვანანო.. ალაბთ ასეა, ამგრამ ისიც ნათქვამია, რომ ავადმყოფმა ექიმზე უკეთ იცის რა სჭირს და საშველიც უკეთესად იცის... სანამ უფრო მეტად უაზროდ მილაქალქია და ამ უაზროდ ლაქალში უფრო მეტი სეცდომა დამიშვია, სჯობს ფარდა დავუშვა სცენაზე და... და სანამ ბოლო სიტყვას ვიტყვი, ეპილოგის მაგივრად:
და იყო ის ღამე, როდესაც ბნელ ოთახში 6-7 წლის გოგონა კუთხეში იჯდა, მუხლებზე ხლები შემოეხვია, თავი ამ ხელებზე დაედო და ჩუმად სლუკუნებდა... მივედი და მოვეფერე, პირობა მივეცი, პატარავ, ახლა შენთან ვარ, მეტი აღარ იტირო, პირობას გაძლევ, აღარასდროს აღარავის მივცემ იმის უფლებას ბნელ ოთხში იჯდე და ასე სლუკუნებდე დაუცველი... მე ვარ შენი მცველი, მე ვარ შენი სახელი, სახე, თავი შენი და გული შენი, სახლი შენი და სული ხარ ჩემი, პაპატიე, რომ ვერ გაგიფრთხლდი აქამდე... მან თავი ასწია და უნდოდ შემომხედა, მის თავალებს ვერ ვხედავდი, სამგიეროდ ვგრძნობდი თუ როგორ გამეხვრიტა გული და მეტკინა... ვგრძნობდი როგორ გამაჟრჟოა... ღმერთო, მომეცი ძალა, რომ მისთვის მიცემული პირობა შევასრულო, მემოცი იმის ძალა, რომ შენამდე მოვიყვანო ეს პატარა არსება, ის ხომ სუსტია, დაუცველი, სათუთი და გაურყვნელი... შენ რაღატომ მიატოვე?! მოვხვიე ხელები მხრებზე, გულში მაგრად ჩავიხუტე, ტავზე ვაკოცე... "მაპატიე" გულში ვიმეორებდი, ტუჩებს ვამოძრავებდი, ამგრამ ბგერებად ეს სიტყვა ვერ გამოვეცი... გაპატიე და გამიღიმა... ვიცი, კიდევ გატეხავ სიტყვას, კიდევ ათასჯერ,აამგრამ მე გაპატიე, იმიტომ რომ მე შენ ვარ და შენ როგორც იქნა მიმიღე ის ნაწილი, რომელსაც ყოველთვის უარყოფდი...
ფინიტა ლა კომედია. დაეშვა ფარდა. დარბაზში კი მხოლოდ სცენის განათება დატოვეს. ერთი მსახიობის თეატრი კი...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(30)
« პირველი
...
20
21
[22]
23
24
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0365 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.