ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს და ძვირფას ადამიანს

სულელის დღიურის ჩანაწრები
"-ზურიკელა, ბიძიკო, ხომ ვიყავი მე შენ ხელა?
- კი იყავი.
- ხომ გახდები შენ ჩემხელა?
-კი გავხდები.
-მაშინ, მე და შენ ტოლები ვყოფილვართ და ეგაა."
მ. დუმბაძე
17 ივლისი 2009 წელი
საუბარი ნ. -სთან (4_ წლის)
- გამარჯობა. ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ნუ, თუ გცალია... შეიძლება მაგ კითხვას სხვა კითხვებიც მოჰყვეს, შეიძლება?
- რამდენიმე წუთი მცალია. გისმენ.
- რამდენად, ანუ რამდენი პროცენტით იცნობ შენ გარეგან და შინაგან ფიზიკურ სზეულს?
- ალბათ, 50%-ით.
-დიდი მაჩვენებელია.
ახლა ასეთ კითხვას გისვამ:
თუ გიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ სამყაროში სამყაროსთვის მოლეკულას ხელაც კი არ ვართ?
- არა, მოლეკულაზე აშკარად დიდები ვართ, მაგრამ მნიშვნელობა შეიძლება ბევრად ნაკლები აღმოჩნდეს...
- შენ ასე გგონია?
- რომელიმე ათვლის სისტემის მიმართ.
- მთელი სამყარო, მთელი გალაქტიკები რომ ავიღოთ, ამ მასშტაბით გკითხე.
- მათემატიკური თვალსაზრისით და პროცენტულობით წერტილების ელემენეტები ვართ.
- აგაშენებს ღმერთი!
და ვთქვათ, რომ ეს სამყარო ზუსტად ისე აღგვიქვამს და გვიცნობს ჩვენ, როგორც ჩვენ ვიცნობთ საკუთარ გარეგან და შინაგან ფიზიკურ სხეულს, სულიერებაზე არაფერს ვამბობს, მაშინ რა გამოდის?!
ჩვენ ვცხოვრობთ გიგანტების გვერდით, შიგნით და ზე, და გამოდის, რომ ჩვენ იმაზე მეტი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ვიდრე ვართ.
- არა, სამყაროში ბევრად მეტი ცოდნა და შესაძლებლობებია ჩადებული.
- მესმის, მაგრამ ადამიანებიც მასე ვართ, მეტ-ნაკლები ცოდნით... აქედან ავიღოთ.
- დაახოლებით ეს ჰგავს იმას, როცა მხოლოდ სიბრტყეზე შეგიძლია სიარული, როდესაც განზომილებები მეტია.
რატომ შეგაწუხა ამ პრობლემამ?
- აგაშენებს ღმერთი! როგორც იქნა შენ მაინც მითხარი ის, რასაც ვკითხულობ.
პრობლემამ არა, უფრო იმან, რომ ადამიანებს უფრო მეტი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავებზე და დანიშნულებაზე, ვიდრე ვართ. პრეტენზია გვაქვს ვიყოთ გიგანტები გიგანტების გვერდით, ეს სასაცილოდ მეჩვენება.
- ამ მხრივ მე სულ იმას ვამბობდი, რომ საშინლად არაამბიციური ვარ.
- ვერ გამიგე.
- გაგიგე კარგადაც. მეც ვთვლი, რომ არაა საჭირო იმაზე მეტად ვაღიაროთ თავი, ვიდრე ვართ, რადგან შესადარებლის სიდიდეზე და გრანდიოზულობაზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს.
- წარმოიდგინე, ჩვენ ორგანზომილებაში ვხედავთ რუკებს სამგანზომილებიანი სამყაროდან, მაგრამ არ ვიცით ჩვენს შიგნით სხეულში როგორი სამყარო გვაქვს... ახლა წარმოვიდგინოთ ეს სამყაროსეული თვალით, ჩვენ ხომ სამყაროს პერიფერიაში ვართ, მზის სისტემაც კი უზარმაზარია თითოეულ ჩვენგანზე კი არა, მთლიანად ჩვენ მთლიანზე.
კოსმოსიდან ჩვენ მიკროსკოპით თუ დაგვინახავენ, არადა, ჩვენ ჭიანჭველებსაც კი ვხედავთ ვითომ...
ეტყობა აბდა-უბდად გწერ, რისი თქმაც მინდა...
- მივხვდი, რისი თქმაც გინდა.
- ჰო.
- თუ საკუთარ სისტემას მოერგები...
- ეს საშინელებაა, აი, ამ სიმართლეს ვეძიებ. ამას ვუწოდებ შიშველ ჭეშმარიტებას. ამას თუ გავიგებ, გავიგებ ვინ ვარ, რა მინდა და რისთვის ვარ გაჩენილი, სპეციალურად გავჩნდი, თუ ესეც შემთხვევითობა იყო?
- არადა, მე დღეს უფრო "მდაბალი" პრობლემები მაწუხებს. ახლა ერთი პროექტი მაქვს დასაწერი და ჩასაბარებელი.
წავედი, ჩემს მიწიერ პრობლემებთან.
- ეგ უკეთესია ვიდრე ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ.
ეს საკუთარი თავის სადისტურად წვალებას უფრო ჰგავს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. არადა ხვალ სხდომაა ჩვენთან (ხომ გითხარი?!), წესით, დღეს საქმეებზე უნდა ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის.
-დაეშვი ძირს, ამ სისტემაში, სადაც მნიშვნელობა უკვე გაქვს, ესეც ამბიციაა სხვა განზომილებებში გაჭრა.
- კი, ეგ ამბიცია მაქვს და ეს უფრო ამბიცია არაა, ეს უფრო ცოდნის წყურვილია, სიმართლის ცოდნის, თუმცა გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ, ერთი მხრიდან არაამბიციურად ჩანს, მერედან კი - "слишком" ამბიციურად.
საუბარი ლ.-სთან (2_წლის)
- ახლა რასაც ვუყურებ, იმაზე მაფიქრებს, რომ: რა პატარები ვართ ჩვენ, წერტილებიც კი არ ვართ, მოლეკულებიც კი არ ვართ სამყაროსთვის.
- კი, მაგრამ, ამავე დროს რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ წერტილს და მოლეკულებს....
ხანდახან მთელი სამყარო ზედ ევლება ხოლმე მაგ წერტილებს.
- დავიჯერო?! რაღაც მეეჭვება, რომ სამყარომ იცოდეს ამ წერტილების არსებობის შესახებ. ეს ხომ გიგანტების სამყაროა?!
- არამარტო იცის, არამედ მათით არსებობს...
- ჰო, არსებობს... არ გაგჩენია აზრი, შენ, იმაზე, რომ: რამდენად იცნობ შენს სხეულს? შენ შიგნით არსებულ მატერიალურ სამყაროს?
მე კი და, რაც უფრო მიჩნდება ეს კითხვა, პასუხი მხოლოდ 15%-ია, მეტი არა!
- თითქმის იგივე პრინციპია... სამყარო და სხეული...
საუბარი გ-სთან (1_ წლის)
- როგორ ხარ, ნინიკო?
- არამიშავს, შენ?
ახლა ერთი მარტივი კითხვა დავუსვი ორ ადამიანს და მინდა კიდევ დავუსვა სხვადასხვა ადამიანებს.
პასუხები განსაცვიფრებელი იყო.
- კარგად, ჩემო კარგო. რა ხდება სამსახურში? მოწყენილობაა? რა კითხვა?
- არა, არაა მოწყენილობა, პირიქით...
კითხვა ასეთია: რამდენად იცნობ შენ გარეგან ფიზიკურ და შინაგან ფიზიკურ სხეულს?
- გარეგანს ვიცნობ სადამდეც ვხედავ და შინაგანს ვცდილობ რომ ვიცნობდე, მაგრამ...
შინაგანს ცუდად ვიცნობ, ასე მგონია მე.
სხვებმა რა გითხრეს?
- აი, ახლა კი ასეთი კითხვა: თუ გიფიქრია იმაზე, რომ სამყაროში ჩვენ სამყაროსთვის მოლეკულების ხელებიც კი არ ვართ?
- ვერ მივხვდი შეკითხვის არსს: მოლეკულების ხელები რას არ აქვს?
- სამყაროსთვის, ჩვენ რომ ავიღოთ ჩვენივე თავი, მოლეკულებიც კი არ გამოვდივართ-თქო. აი, მზის სისტემისთვის ჩვენ უჯრედების ხელები ვართ, მზის სისტემა კი არაა მარტო სამყაროში. აი, ეს გკითხე.
- ააა, მივხვდი. კი, მიფიქრია, მაგრამ ადამიანის და ცოცხალი არსების ზომა მარტო ფიზიკურით არ განისაზღვრება. ჩვენი დანიშნულება სხვებზე მეტია. ჯერ შორს ვართ მთავარი მიზნისგან, მაგრამ ნელ-ნელა მივალ, ასე მგონია მე.
ანუ, რასაც ჯერ ვიცნობთ, იქიდან სხვებზე მეტია.
- დავიჯერო? ჩვენ ხომ საკუთრი სხეულის ფიზიკურობასაც კი არ ვიცნობთ, საკუთარ სხეულში ამდენ ცოცხალ ორგანიზმსა თუ სხეულს ვატარებთ, ეგეც კი არ გვაღელვებს.
- თუ არ გინდა ნუ დაიჯერებ. მე უბრალოდ ასე ვინუგეშებ თავს და ამის მჯერა. აბა, იმის წარმოდგენა, რომ ერთი პატარა ლაქა ხარ სამყაროს რუქაზე, რომელიც შეიძლება ვერც კი შეამჩნიო, არცთუ ისე სასიამოვნოა.
მაშინ კითხვას დაგისვამ...
- მართალი ხარ და გისმენ, ველი შენს კითხვას.
- რა არის ადამიანი: ხელი, ფეხი, თითი თუ რომელიმე სხვა ორგანო? რა არის ფიზიკური სხეული ადამიანი თუ იარაღი ადამიანის ხელში მისი მიზნების განსახორციელებლად?
- ყველაფერი ერთად -კითხვაზე პასუხი: იარაღია ფიზიკური სხეული, მაგრამ ვართ კი ჩვენ ადამიანები? იქნებ ესეც ილუზია და საკუთარი თავის დარწმუნებაა, რომ ჩვენ ვართ "რამეები"? ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ ამ ყველაფერს დნმ-ი აკეთებს, ანუ ისინი არიან ინჟინრები და ისინი გვკარნახობენ ჩვენ ყველაფერს, გამრავლებასაც კი. რომ მათ გააგრძელონ ცხოვრება და სიცოცხლე.
- რა თქმა უნდა, გკვარნახობენ, მაგრამ არამგონია დნმ-ი ადამიანს სხვა ადამიანის მოკვლას ან თამბაქოს მოწევას, ანდაც სხვისთვის დახმარებას, ულამაზესი არქიტექტურის ან ხელოვნების ნიმუშების შექმნას კარნახობდეს. ხოლო, რაც შეეხება შთამომავლობის გაგრძელებას და მსგავს რაღაცეებს, რა თქმა უნდა, ამაზე დნმ-მა უნდა მიგითითოს. ეს კიდევ ადასტურებს, რომ ადამიანი უფრო მაღლა დგას, ვინაიდან მაგ საკითხების გარდა გააჩნია სხვა რაღაცეებიც, რასაც დნმ-ში ვერ იპოვი.
- აი, ზუსტად მანდ ვარ მეც. გამოდის, რომ ჩვენ საკუთარ ფიზიკურ სხეულს არ ვიცნობთ და შესაზლებელია ჩვენც ზუსტად ისეთივე "ინჟინრები" ვართ სამყაროსთვის, როგორც ჩვენთვის დნმ-ია. მიმიხვდი? ანუ ცენტრები კი არ ვართ, უბრალოდ მუშები და ინჟინრები და ჩვენ იმაზე მეტი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ვიდრე სინამდვილეში ვართ. ჩვენ ხომ გიგანტების გვერდით ვცხოვრობთ?
- შენ თქვი, რომ ინჟინრები ვართ. ინჟინერი შემოქმედია და მაინც რომ დაფიქრდე, აგურზე უკეთესი ნამდვილადაა (უფლის სახედ და ხატად ანუ შემოქმედად).
- ინჟინერი პირობითად ვთქვი. უბრალოდ, რისი თქმა მინდა, იცი? რამდენადაც ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავებს, იმდენად გვიცნობენ ჩვენც, გამოდის, სამყაროში. უბრალოდ, რეალურად უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და აღარ იქნება ეს გაუთავებელი სისულელე დედამიწაზე.
- ეგ მასე, უბრალოდ ორი დაპირისპირებყული აზრი შემოვიდა საუბარში, რომლებსაც რეალურად საერთო ერთი აზრი აერთიანებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავის სეცნობა პროეცსია და არა მოვლენა. ადამიანი ვერასდროს შეიცნობს თავის თავს, ვინაიდადნ შენი თავი რომ შეიცნო დღეს, ამისთვის საჭიროა ხვალ უფრო მაღალ საფეხურზე დადგე და როდესაც იმ საფეხურზე დადგები და შენ თავს დაინახავ გუშინდელ დღეს, ეს კარგია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის შეცნობისთვის ისევ მომავლაში მოგიწევს წვალება.
იმისთვის, რომ შეიცნო, უნდა იყო იმაზე მეტად განვითარებული, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი თავის ტავს მხოლოდ წარსულში შეიცნობს.
- ამაში მართალი ხარ. აი, ზუსტად მაგას ვამბობ. დროს უნდა გაუსწრო, რათა დაინახო საკუთარი თავი ზევიდან, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, არაა აუცილებელი ზე დადგე, შესაძლებელია შიგნიდან დაიწყო ეგ პროცესი. მაგრამ ავცდით კითხვის არსს, სამწუხაროდ.
საუბარი ალ-თან (3_ წლის)
რამდენი პროცენტით იცნობ შენს სხეულს, შენ შინაგან ფიზიკურ სამყაროს?
- არ მიფიქრია მაგაზე.
-შეგიძლია, რომ იფიქრო?
- რისთვის?
- კარგი, დაიკიდე.
- მაგრა მკიდია ეგ ამბავი.
- იმაზე თუ გიფიქრია, რომ სამყაროსთვის შენ მოლეკულის ხელაც კი არ ხარ?
- შენა და, პირდაპირ მკითხე რა გინდა, ჰა?
- პირდაპირ გეკითხები.
- ნუ, მიფიქრია, მერე?
- და იმაზე არ დაფიქრებულხარ, შენი ფიზიკური სხეული, გინდა გარეგანი და გინდა შინაგანი, რამდენ ასეთ შენნაირ მოლეკულას შეიცავს?
- კიი, მერე?
- ჩვენ ხომ სამყაროში გიგანტების გვერდით გვიწევს ცხოვრება ისე, რომ ჩვენ მათზე აზრზე არ ვართ და შესაძლებელია ისევე, რგორც შენ და შენნაირი ათასი და მილიონი, არც ის გიგანტები დაფიქრებულან ჩვენ შესახებ?! პარადოქსი იკვრება როგორც ჩანს.
მერე არაფერი, სულ ეს მაინტერესებდა. მორჩა, შეგიძლია გააგრძელო დაკდიება.
- ამის შესახებ წიგნია, ბოლოში მაგრად იხალისებ, უკანასკნელ ორ აბზაცში дай Бог помять.. რა ერქვა, რომ გავიხსენო...
- ჰოო, წიგნი მომწონა...
а я думала что ты есть Бог! всё, შეგიძლია გააგრძელო დაკიდება, მეტი აღარანაირი კითხვა.
- ვერ გავიგე, რა?
- არაფერი.
- OK