პოსტის ნაწილში პირდაპირ მივმართავ ადამიანებს და ასე ვთქვათ "გამგები გაიგებს"
) დღესდღეობით ერთერთი სერიოზული პრობლემაა ძალადობა. უამრავი ბავშვი ან ზრდასრული ადამიანი ძალმომრეობის მსხვერპლია. არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. რა არის ამის მიზეზი?
რატომ გირჩევნია სიძულვილი სიყვარულს? ნუთუ ეს უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს? რატომ იყენებ კუნთებს ბოროტად? და რატომ ჩაგრავ სუსტს? არ ჯობს ძალა კეთილად გამოიყენო? დაიცვა სუსტი ძლიერისგან და მეტი სიკეთე დათესო? გგონია ვინმეს თვალში უფრო მაგარი გამოჩნდები? გგონია შენი რჩეულის თვალში ამაღლდები? არა, არასოდეს.
ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს გული, გული რომელსაც სიყვარული უფრო შეუძლია ვიდრე სიძულვილი. და შენც ხარ ადამიანი და გაქვს გული, გული რომელსაც შენთვითონ ცვლი. თავიდან ყველა ადამიანი უცოდველი იბადება და შემდეგ როგორც წარმართავენ ცხოვრებას ისევე იცვლებიან. თუ ბიბლიას დავუჯერებთ სატანა ჯერ ანგელოზი იყო და შემდეგ შურმა გააბოროტა. შენი გულიც ასეთია, თავიდან კეთილი იყო და შენ შენი ქმედებით ასწავლი მას სიძულვილს და სიბოროტეს.
ამიტომ ჯობია ძალა კეთილად გამოიყენო და არ დაჩაგრო სუსტი, არამედ დაიცვა ის. ადრე თუ გვიან ყველა ამ დასკვნამდე მივა და ჯობს ახლავე დაიწყო შეცდომების გამოსწორება : )