კარგით რა ხალხო ზღაპრების კიდევ გჯერათ?
ფაქტი 1)თუკი გონიერმა უცხოპლანეტელებმა ჩვენამდე მოაღწიეს მათ იმდენი ძალა ექნებათ რომ დამალვა არაფერში დასჭირდებათ?
ფაქტი2) მზის სისტემაში არ არსებობს პლანეტა, სადაც შეძლებდა არსებობას ცილოვანი სიცოცხლე (ანუ იმ ფორმით როგორიც ჩვენთანაა), თუკი სხვა ფორმითაა და დედამიწას სტუმრობენ ხოლმე, აქ პირველი ფაქტი ირთვება
ფაქტი3) თუკი გონიერი უცხოპლანეტელები საეღოდ არ არიან მზის სიტემიდან და მოფრინავენ გალაქტიკის სიღრმიდან, ან უკეთესი-სხვა გალაქტიკიდან, მაშინ მათ სინათლის სიჩქარითაც რომ იმოძრაონ ჩვენამდე მოსვლას იმდენი დრო დასჭირდება, რომ დედამიწა აღარ იქნება იმ დროს ალბათ

ხო, უეჭველადაა დადგენილი, რომ ჩვენს სამყაროში, რომელსაც სხვათა შორის აქვს საზღვრები, სინათლის სიჩქარე ზღვრულია.
მაგამ, დავუშვათ არსებობს პორტალები ე.წ "შავი" და "თეთრი" ხვრელები, რომლის მეშვეობითაც ხდება სივრცის გადაკვეთა წერტილებს შორის მანძილის გაუვლელად, მაგრამ თეორიული გათვლებით, ამას იმდენი ენერგია ესაჭიროება, რომ თუკი შავი ან თეთრი ხვრელი "გაიხსნა" მზის სისტემასთან ახლოს, მალევე შთანთქავს მას, ე.ი უნდა გაიხსნას მისგან მოშორებით, და ჩვენამდე "მამაპაპური" მეთოდით ანუ სინათლის სიჩქარით უნდა მოფრინდნენ, მაგრამ ამ დროს ირთვება ფაქტი1

ლეგენდა უცხოპლანეტელებზე, ეს არის სამხედრო უწყებების მოგონილი მითი თავიანთი არასანქცირებული ექსპერიმენტების (არა მარტო ტექნიკური, არამედ ბიოლოგიური-გატაცებული დადამიანები) შესანიღბად, რომელსაც ნელნელა თვითონაც დაუჯერეს, რადგან კვლევების დასაფინანსებლად უამრავი ფული გამოიყოფა, ბანალურია არა :|
მე არ ვუარყობ იმას, რომ არსებობდეს ალბათობა დედამიწის გარდა სხვაგან სიციცოცხლის, მაგრამ იდუმალი კონტაქტები გამორიცხულია!
ხალხო რაღა შორს მიდიხართ ოკეანის სიღრმეებში და გამოქვაბულთა უდიდეს სისტემებში ჯერაც ბევრი რამეა გამოსაკვლევი და იქნებ ქალთევზას მითიც უფრო ახლოს გამოდგეს რეალობასთან: რადგანაც სიცოცხლე პირველად წყალში წარმოიშვა, თუმცა ეგ ქალთევზე აქ რომ ახსენეს ჩვეულებრივი თევზია