ძალიან მომეწონა გლობას რაც ეწერა მერწყულებზე, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მეთარგმნა.
გაითვალისწინეთ, შეულამაზებელი რეალობაა და ვინც საკუთარ თავს განუვითარებელ თევზებში აღმოაჩენს, ვწუხვარ

ვინც განვითარებულში - ვულოცავ და ცხოვრების ბოლომდე ევოლუციას ვუსურვებ!

მაშ ასე!
მზე თევზებში (ავტ: Павел Глоба. Планеты в знаках Зодиака)
თქვენ ნატურით, როგორც წესი პასიური და ძალიან მგრძნობიარე ხართ, ბედის ყოველი დარტყმა გულთან ახლოს მიგაქვთ. ხანდახან გარშემო სამყაროს ძლიერ ზემოქმედებას განიცდით, დამოკიდებული ხართ სხვების სურვილებზე, შეხედულებებზე და იდეოლოგიაზე, რომლებიც იმ მომენტისათვის ილექება თქვენს გონებაში.
თქვენი გატაცება ადვილია, ძალიან "ტონკად" და ნათლად გრძნობთ რიტმს, ფაქტობრივად ინტუიციურ დონეზე. ამიტომ მუსიკა დიდ გავლენას ახდენს თქვენზე.
უარეს შემთხვევაში მუსიკა თქვენზე "გამომთაყვანებელ" (

) ზეგავლენას ახდენს, საუკეთესო შემთხვევაში კი მუსიკალური მოქცევის ტალღით მიფრინავთ სულიერების მწვერვალისა და კოსმიური სიყვარულისკენ.
ამიტომ თევზებს შორის უამრავი მუსიკოსია: ბაჰი, ჰენდელი, როსინი, ვივალდი.
თევზები იყვნენ უამრავი მხატვრები, რომლებიც ნახატების, სილამაზის და სინათლის მეშვეობით ადამიანის სულის უწვრილეს დეტალებს გადმოსცემდნენ: რენუარი, ბოტიჩელი, მიქელანჯელო და ა.შ.
დამახასიათებელია სირბილე და სენტიმენტალურობა, თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სიტუაციები სადაც გაგიგებენ. ფილმში "Доживем до понедельника" პერსონაჟმა დაწერა: "ბედნიერება-როცა შენი ესმით". ასე შეეძლო ეთქვა ნამდვილ "ღრმა წყლების" თევზებს.
გესაჭიროებათ ადამიანი, რომელიც თქვენ გაგიგებთ და გარკვეულწილად გიხელმძღვანელებთ. მაგრამ ამ ყველა თვისების მიუხედავათ შეგიძლიათ იყოთ თავგანწირული. უმაღლესი განვითარების შემთხვევაში ზუსტად თქვენ შეგიძლიათ გასცეთ უკანასკნელი.
თქვენი არსებითი თვისებებიდან უნდა აღინისნოს შემდეგი: საიდუმლო, ქვეცნობიერი და ხანდახან ცნობიერი მიდრეკილება ყოველგვარი იდუმალისკენ, ამიტომ შეგიძლიათ იყოთ ძლიერი ოკულტისტი.
ასტროლოგია ესეც საიდუმლო და ოკულტური ცოდნაა, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ თუ თქვენ შეძლებთ ასტროლოგიაში მოღვაწეობას.
შეგიძლიათ იყოთ არაჩვეულებრივი მსახიობი, რადგან თქვენთვის ნაცნობია თანაგრძნობა.
უარეს შემთხვევაში თქვენ ყველაზე უსინდისო პიროვნება ხართ მთელს ზოდიაქოს სისტემაში, რადგან თევზები ბოლო ნიშანია, ის ერთგვარი სარკეა, რომელიც აირეკლავს თერთმეტივე ნიშნის საუკეთესო და უარეს თვისებებს.
საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ გავხართ სარკეს, რომელიც ყველა ზოდიაქოს ნიშანს აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს, არსს, სიფათს, ფიზიონომიას

- იმის გათვალისწინებით ვინ რას ფლობს.. (ამიტომაა არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი თევზები)
უარეს შემთხვევაში ბოდიშით და კანალიზაცია ხართ, რომელიც წინა ზოდიაქოების ყველა სიბინძურეს იღებს, მაგრამ დიდ მოთმინების უნარს ფლობთ და იღებთ ამ სიბინძურეს საკუთარ თავზე და ამით სხვებს განწმენდთ, ამასთან ერთად თავადაც შეგიძლიათ სწრაფად მოიშოროთ ის სიბინძურე, რაც თქვენზე გადმოასხეს. ეს უკანასკნელი ხდება მაშინ, თუ მაღალგანვითარებული თევზები ხართ.
თუ ვისაუბრებთ ყველაზე ცუდ გამოვლინებებზე, ეს, როგორც უკვე ვთქვით არის: ნაძირლობა, უპრინციპულობა, ნებისმიერი გავლენის ქვეშ მოქცევა, ცნობიერებაში კრიტიკული ხედვის არარსებობა. ამ ინდივიდებს შეუძლიათ ყველაზე საშინელი ადამიანური თვისებების და ქმედებების გამოვლენა.
რა თქმა უნდა, ყველაზე მდაბალი თევზიც განიცდის სინდისის ქენჯნას. მაგრამ თუ გაკვეთილს ვერ შეისწავლის, თავის საზიზღარ საქმეებს გააგრძელებს.
თევზებში გვხვდება ბევრი ალკოჰოლიკი და ნარკომანი. არის ასეთი სტატისტიკა, რომ ევროპაში, თევზებს შორის ყველაზე მეტია ალკოჰოლიკები - 38%, მათ ოპოზიციური ნიშანი, ქალწული, კი ყველაზე ფხიზელია (ალკოჰოლიკები 2,8%).
თევზების არსი არის აღქმა, ანუ სრული გახსნილობა და საკუთარ თავში ცხოვრების დინების შეშვება. თევზები ნებისმიერ ადგილასა თუ სიტუაციაში ადვილად ადაპტირდებიან, თუ მივმართავთ თევზების სიმბოლიკას, დავინახავთ 2 თევზს: თევზი, რომელიც მიცურავს ზემოთ, სულიერი ევოლუციისკენ და თევზები, რომელიც მიცურავს ქვემოთ, დეგრადაციის გზაზე. ასევე შეგვიძლია წარმოვიდგონოთ, როგორც ცოცხალ და მკვდარ თევზად. შესაბამისად ცხოვრებაში ვხვდებით როგორც ძალიან ბევრ ცოცხალ თევზებს, ასევე, უფრო მეტ მკვდარს

. ცოცხალი თევზები ეს არის კოსმოსთან, ღმერთთან ჰარმონიის მიღწევა. მკვდარი თევზები-ფსევდოჰარმონია, ფანატიზმი და ქაოსი. თევზების გამოვლინების სპექტრი ძალიან ფართოა: სრული კონფორმიზმიდან და უხერხემლოობიდან, რადიკალურ ფანატიზმამდე, მათ შორის რელიგიური, ფილოსოფიური... თევზებს შორის ასევე არიან საშინელი მკვლელები, რომლებსაც ვერაფრით გააჩერებ, ჯაშუშები... გარკვეულწილად მთელი "კონტრრაზვეტკა" თევზების ქვეშ მდებარეობს.
თევზების უარესი გამოვლინება დადის სადიზმამდე და გარყვნილებამდე.
თევზების გავლენის ქვეშაა ქვეყნები: ისრაელი, ფილიპინები და ყველა კუნძულოვანი სახელმწიფო, ასევე სომხეთი.
ეს ის ნაციებია, რომლებიც იღებენ ნებისმიერ ზეგავლენას და ხშირად ამ მრავალგვარი ზეგავლენით ახალი სისტემის ორგანიზაციას ახდენენ, ხშირად ეკლექტიკურ, არაცოცხალ და კარგ შემთხვევაში სინთეზურ, ცოცხალ სისტემას.
თევზების პრობლემა-ეს არის არეული აზროვნება. თევზებს გააჩნიათ мифологемное (?) გონება, სამყაროს აღიქვამენ ინტუიციურად.
ძლიერი მხარეა: ესთეთიზმი, სილამაზის და ჰარმონიის ხედვის უნარი, რომელიც ხშირად მათ სისუსტედ იქცევა. ისინი დამოკიდებულნი არიან სიყვარულზე, აქ ვხედავთ თუ როგორ გადადის ძალა სისუსტეში, ღირსება ხდება ნაკლი. ამიტომ ნაკლის სახით ემატება თევზების სიყვარულზე მოთხოვნილება, ანვითარებს რა დამოკიდებულებას გარშემომყოფებზე, ახლობელ ადამიანებზე, ოჯახზე, შეყვარებულობის გრძნობაზე.
ხშირად თევზებს მეტყველებაში, კერძოდ, აზრის გადმოცემის უნარში პრობლემა აქვთ, ამიტომ მათ ესაჭიროებათ ლოგიკურ სტრუქტურაზე მუშაობა, რათა ჩამოყალიბებულად იაზროვნონ.
თევზების კარმული მისია: საკუთარ თავზე მიღება კოსმიური სიყვარულის და ღვთიური ენერგიის ნაკადის, რათა ამ ნაკადით გარშემომყოფები დააჯილდოვოს, სხვებს გაუზიაროს ეს ღვთიური სიყვარული, თანაგრძნობა, კეთილშობილება, რომლითაც დაბადებიდან ყველა თევზია დაჯილდოვებული.
თევზები უნდა მიილტვოდნენ საკუთარი საუკეთესო თვისებების განვითარება/გამოვლენისკენ: მიზანსწრაფვა იდეალურისკენ, ჰარმონიულისკენ, სილამაზისკენ, სულიერებისკენ...
You’re dining with a psychopathic murderer.