Silverlightმოგამარაგებ თევზებზე ინფორმაციით

ეგერ ბატონო

19 თებერვალი – 20 მარტი
ზოდიაქოს 12 ნიშანი.
წყლის 3 ნიშანი
4 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.
ბედნიერი რიცხვი: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ორი თევზი, სხვადასხვა მხარეს მცურავი.
ასტროლოგიური ფერები: ზღვის ტალღისფერი, ბაცი ლილისფერი, ლურჯი, ფოლადის ფერი და მოწითალო–იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
თევზი განაგებს ჰოროსკოპების მე-12 სახლს.
დიდი ასტროლოგი – ევანგელინა ადამსი თევზის ნიშნის ხალხს მიმართავდა: „თევზი რომ ხართ – ეს ერთი, ორი თევზი რომ ხართ – ეს მეორე, მაგრამ, ერთი დინების მიმართულებით მიცურავს და მეორე კი – მის საწინააღმდეგოდ, ეს სულ სხვა რამაა“. ეს არის თევზის ნიშნის პიროვნების რთული ტიპი. მის ადამსი კარგად იცნობდა თევზის ნიშნიან თავის კლიენტებს.
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ.
თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.
თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს. ისინი უანგაროდ, ყველაფერში კვერს უკრავენ სხვებს. თევზი წლის მე–3 ნიშანია და ეს ხალხი განსაკუთებით ემოციური და თავისებურად ვნებიანია. მათი ძლიერი ემოციები და განცდები, როცა ისინი დადებითისაკენ არის მიმართული – შენების, შექმნის მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ ისინი მოსუსტებულია, მათ თევზები პიროვნების დაცემამდე შეიძლება მიიყვანოს. ადრეული ასაკიდან თევზი უნდა ერიდოს უკიდურესად ემოციურ ადამიანებს, რომლებიც მათ არასტაბილურობას ასე თუ ისე ხელს შეუწყობენ.
თევზი იდუმალების და ილუზიების ბნელ სამყაროს განაგებს. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება, უყარს და ხშირად წარმოსახვით მოგზაურობს ქვეყნიერებაზე.
თევზს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად აქვს ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება.
თევზმა უნდა იბრძოლოს და თავი დაიცვას იმ ადამიანების მკაცრი კრიტიკისაგან, რომლებიც ვერ ერკვევიან მათ მისტიკურ სამყაროში. მისი სულიერი ტკივილები დიდხანს არ შუშდება. თავგანწირვა კეთლშობილებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის კეთება ღირს.
თევზი იშვიათად ფიქრობს შედეგებზე, სანამ მოქმედებას შეუდგებოდეს. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინასა და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა.
თევზებს მოწონთ წამებულის როლის თამაში, ამიტომ უნდა ერიდონ საკუთარი თავის შებრალებას და უპატივცემლობას. თევზი მოკრძალებული და მორცხვია, მაგრამ ნერვიული და ენერგიით აღსავსეც არის. ყოველივე ეს ერთად მას ისეთ შესახედაობას აძლევს, თითქოს მუდმივ მერყეობაში არის და არ იცის რა ქნას. მას მიდრეკილება აქვს მეტისმეტად ინერვიულოს და ყოველ წვრილმანზე დიდი ღელვა გადაიტანოს.
ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყიც არის, ისინი ხშირად კარგავენ ნივთებს ან ავიწყდებათ სად შეინახეს. შთაბეჭდილების ხალხია, მაგრამ ლოგიკა და თანმიმდევრულობა არ ყოფნით.
თევზი ძალიან არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე , რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. იგი ძალიან მიმნდობია და ამიტომ მათი მოტყუება ადვილია. მაგრამ, თუ მიხვდა, რომ ატყუებენ, უჩვეულოდ ეჭვიანი და გულჩათხრობილი გახდება. მისი ინტელექტი ალივით ბრიალებს, ხან ხალისიანი და გონებამახივლი, ხან კი – დუნე, ჩამკვდარი, მელანქოლიურია.
მაგრამ „თევზმა გული არ უნდა გაიტეხოს ჩემს მიერ აღწერილი ნაკლოვანებების გამო. ბევრი იყო ამ ნიშნით ხალხი, რომლებმაც ისინი დაძლიეს და სახელგანთქმული ადამიანები გახდნენ. ამ ნიშანზე არის დაბადებული: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ფრედერიკ შოპენი.
თევზი უფრო იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომლებსაც სითხესთან აქვს რაიმე კავშირი. იგი ზღვის ღელვასა და მის იდუმალებას ემორჩილება და ნავზე ან ხომალდზე დროის გატარებით აღიდგენს ძალებს. იგი რელიგიით მეტისმეტად არის გატაცებული, მაგრამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ ფანატიზმში არ გადავარდეს. თევზის ნიშნის ხალხი ხელოვნების ყველა დარგში აღწევს წარმატებას. მათაგან გამოდიან მშვენიერი მუსიკოსები, მწერლები პოეტები, მხატვრები, მომღერლები.
საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თევზი ყველაზე მეტად ზრუნავს კეთილდღეობაზე. თევზს აქვს უნარი სრულიად გამოეთიშოს რეალურ სამყაროს და ამით ბევრი თავისი მეგობარი გააღიზიანოს. თუ მართლა უნდა თავისი იდეალისტური ფილოსოფიიდან რაიმე სარგებელი მისცეს ხალხს და ქვეყანაზე რაიმე დატოვოს, თევზი უნდა მოეშვას თავის ორმაგ „ მესთან“ კუკუმალობის თამაშს. თავის თავს გარედან უნდა შეხედოს, შემდეგ კი ისე მოიქცეს, რომ ეს ბუნდოვანი სახება, უფრო მკაფიო გახდეს; ორგანიზებულობა უნდა შეიძინოს და მიზანიც ცხადად განსაზღვროს. ამის გაკეთებას თუ მოახერხებს, მაშინ შეცვლის თავისი ნიშნის სიმბოლოს – სხვადასხვა მიმართულებით მცურავ ორ თევზს, ერთი მიმართულებით მიმავალ ორ თევზზე, რომლებიც საერთო ძალით წარმატებასა და ბედნიერებისაკენ მიექანებიან.
შემოქმედება და კარიერა (10.11.2006)
თავიანთი ნატურის გაორების გამო თევზები ფლობენ საოცარ უნარს - წმინდა შემოქმედება შეუთავსონ პრაქტიკულ მისწრაფებებს. მათი ნებისმიერი გამონაგონი ყოველთვის საქმიან საფუძველს ეყრდნობა. შემოქმედებაში თევზები თავიანთ ნიჭს ერთდროულად ორი მეცნიერების ან ხელოვნების ორი ჟანრის მიმართ ამჟღავნებენ. თევზების შემოქმედებითი უნარი ყველაზე სრულყოფილად მაშინ ვლინდება, როდესაც მათ გარედან ეხმარებიან მატერიალურად. პროფესიონალური სტატუსის მიღწევა, თევზებისათვის, შემოქმედებაში დამაბრკოლებელი კი არ არის, პირიქით, წარმატებას, სტიმულს წარმოადგენს შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებისათვის.
ასტროლოგები თევზებს შორის ხვდებიან ხელოვნების არცთუ ცოტა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მხატვრებს, მოქანდაკეებს და კინორეჟისორებს. ფაქიზი ფსიქიური ორგანიზაციის უნარი, ჩვეულებრივ, ჩინებული კარიერის მომასწავებელია ოკულტურ მეცნიერებაში, მედიცინასა და განსაკუთრებით, ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში. რაც არ უნდა აირჩიოს თევზმა, იგი ყოველთვის ამჯობინებს იცხოვროს განმარტოებით, მაღალი წრის გართობისა და ხმაურიანი ფუსფუსისგან მოშორებით.
ფსიქოსექსუალური დახასიათება (10.11.2006)
ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნიდან თევზი ყველაზე ძნელი აღსაწერია. მისი სექსუალური ცხოვრების გასაგებად თუ რაიმე გასაღები არსებობს, ეს არის ნეპტუნის გავლენა სექსის სფეროში., აგრეთვე, ნაწილობრივ, ვენერას ამაღლებული სიახლოვე, რაც თევზის ნიშნის ხალხს იდეალურსა და სულიერ ინტერესებს უღვიძებს. თევზი უყოყმანოდ დათანხმდება დაუკავშირდეს ყველა სათნოებით შემკულ ადამიანს, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაეძებს და რომლის პოვნაც, მან იცის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სექსუალური ცხოვრების მეორე გზაა შევისწავლოთ სხვადასხვა დახასიათებები, რასაც ასტროლოგები მიაწერენ ჰოროსკოპის მე-12 სახლს. ამ სახლს თევზი განაგებს და მას ხშირად ეძახიან ფარული მტრების და დაღუპვის სახლს. მას საქმე აქვს გონების სნეულებასთან, სექსუალურ გადახრებთან, ნარკომანიასთან, იმპოტენციასთან. იგი ასევე წარმართავს გაუთვალისწინებელ ტრაგედიებს კაცის ცხოვრებაში, გრძნობის ორგანოების დაზიანებას, განცალკავებას და შესაძლო ჰოსპიტალიზაციას.
უმჯობესია თევზი თავის ნათელ მხარეს მიუბრუნდეს. მათ უნდა გამოიყენონ მათი მმართველი ნეპტუნის დადებითი ასპექტები და უფრო შეეგუონ სექსუალური რეალობების სამყაროს, უარყონ ეს უცნაური უარყოფითი ვიბრაციები.
რადგანაც ჰოროსკოპის ყველაზე რელიგიური ნიშანია, თევზი ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია სექსის ფიზიკური ასპექტების გამო. იგი გამუდმებით დაეძებს სულიერ სამყაროს და ადვილად აფუჭებს ურთიერთობას სიყვარულის სექსუალური მხარისადმი გულგრილობის გამო.. ამიტომ იგი ხშირად შეეთავსება ქალწულისა და სასწორის ნიშნის ადამიანებს, განსაკუთრებით სულიერ-ემოციურად, რადგან ამ ნიშნებსაც თავიანთი გართულებები აქვთ სიყვარულის ფიზიკურ მხარეში. თევზ-ქალისა და კაცის ურთიერთობაში მიდრეკილებაა ისეთი ურთიერთობისკენ, სადაც ერთი “ბატონია”, მეორე- “მონა”. თევზი უფრო ხშირად “მონის” როლს ირჩევს. თევზის ნიშნიანების ნებისყოფა ვინმეს გავლენის ქვეშაა, ისინი მუდამ დაეძებენ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ლამის სამხედრო წესებით იბატონებენ მათზე ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში თევზს ყოველთვის სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოთმინებით შეხედავს მის სექსუალურ კაპრიზებს. ზოგჯერ ყოვლად უმიზეზოდ, თევზი წყვეტს ხანგრძლივ ურთიერთობას. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ აიტანონ ყოველნაირი მოთხოვნები. ასეთი კრიზისის დროს თევზები თანაგრძნობასა და მათი საქციელის გაგებას ეძებენ, რომელნიც თვითონ მათთვისაც გამოუცნობია.
თევზმა თავის სხეულსა და სექსუალურ სურვილებს ყოველთვის უნდა შეხედოს, როგორც მისი არსების განუყოფელ ნაწილს, თორემ იგი ცხოვრებაში მუდამ მარტო იქნება.
უარყოფითი თვისებები
შესაძლოა მათი ყველაზე დიდი ნაკლი სხვებმა ნაკლად არც კი ჩათვალონ, მაგრამ ეს თევზის უარყოფითი თვისებაა: იგი უმალ გამოგონილ სამყაროს შეაფარებს თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას შეეჯახება. იგი გაცილებით მშვიდი იქნება, თუ დღევანდელი დღით ცხორებას ისწავლის.
თევზი უნდა ეცადოს პიროვნული სიმყარე მოიპოვოს და გაუძალიანდეს ქარებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ერეკებიან მას; ისიც უნდა სინჯოს, დაბნეულობა მოიშალოს და გამოკვეთილი პოზიცია დაიკავოს. ზოგჯერ შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი განწყობილება მკვეთრად შეიცვლება და შემდეგ არასწორი არჩევანი სანანებელი გაუხდება, მაგრამ ესეც კი სჯობია მათ გაუთავებელ ყოყმანს.
დადებითი თვისებები
თევზებს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლისა და უარყოფის ტენდეციის გამო, მას სხვებზე მეტი ბრძოლით უხდება ამ კარგი თვისებების გამოვლენა. მათი განზრახვები ჩვეულებრივ პატიოსანია, მაგრამ არ სჯერათ, რომ იგივე სხვებსაც ახასიათებთ. ისინი პატიებით უდგებიან შეცდომებს, მათ ლამაზი ბუნება უყვართ, ტკბებიან პოეზიითა და მხატვრობით. ისინი თითქმის ქვეშეცნეულად იძენენ ცოდნას და ხშირად ისეთ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს ამბობენ, რომლებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლეა. კარგად აქვთ განვითარებული კომიკოსობის გრძნობა. ამ ნიშნით ბევრი ცნობილი კომიკოსი დაიბადა. თევზი ხშირად კეთილსინდისიერია მუშაობაში, მაგრამ მაინც უნდა ისწავლოს მეტი მეთოდურობა და ორგანიზებულობა. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც უნდა შეიგნოს, ენდოს თავის ალღოს. ის თანაგრძნობით ეკიდება ნაკლოვანებებს; ტანჯვისადმი მოთმინება აქვს განვითარებული; თუ მისი თანაგრძნობა მეტისმეტია, მან მედიცინას უნდა მოჰკიდოს ხელი, ან რომელიმე რელიგიურ სექტაში შევიდეს. ნეპტუნი მათ მფარველობს ხელოვნებისა და ესთეტიკის სფეროში. ბევრ ფილანთროპს ჰოროსკოპში თევზების ძლიერი გავლენა აქვს.
ყველაზე უფრო შესაფერისი პარტნიორები
29,5 წლამდე თევზის ყველაზე უფრო შესაფერისი პრატნიორები კირჩხიბისა და ღრიანკალის ნიშნებში უნდა ვეძებოთ. სამივე წყლის ნიშანია და 29,5 წლამდე მათი ურთერთობა ძალიან მჭიდროა, ემოციური, ვენბიანი და მძაფრიც კი. სიჭაბუკეში თევზს იზიდავს ღრიანკალი უფლებისმოყვარე ხასიათით და ბავშვურად არაპრაქტიკული კირჩხიბი. 29,5 წლის შემდეგ კარგად შეეთავსება სასწორს. სასწორი თევზს მოხდენილობითა და წონასწორობის გრძნობით იზიდავს. მოწიფულ თევზს მერწყულიც შეიძლება მოეწონოს, იგი გააფართოებს თევზის ურთიერთობათა არეს და ზეემოციურობის ჩაქრობაში დაეხმარება. 41,5 წლის შემდეგ თევზს უკვე შეძენილი აქვს დიდი სტაბილურობა და უკვე მიახლოებული არის თავის საუკეთესო მეგობარ–პარტნიორ – ქალწულს, თევზის საპირისპირო ნიშანს რომ წარმოადგენს. ორივე ერთი ყაიდის ფრინველია, სხვადასხვა ფერად შებუმბული. ისინი ერთად განუყრელ, ურყევ წყვილს შექმნიან, ორივე ნიშანი ხომ გულგრილად ეკიდება სექსს. დასასრულს, მე მოვუწოდებ თევზს, თორმეტივე ნიშანი მოსინჯოს, რადგანაც მას ყველაზე მეტად უჭირს პარტნიორის პოვნა .
ტემპერამენტი და ხასიათი
ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი `მე~ და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს, ისინი მჟონავი აირივით არიან. თევზები დაღლილები იბადებიან, მათ არ გააჩნიათ ენერგია დაბრკოლებების გადასალახავად, წვრილმანი საზრუნავის მოსაგვარებლად, ყოველდღიური ძალისხმევისთვის. მათი ცხოვრება წააგავს სახლს ფანჯრის მინების გარეშე, ასეთ სახლში ნებისმიერი ქარი დაუბერავს.
ნებისმიერი ტკივილი, სიცხე, სიცივე – ყველაფერი მოქმედებს მათზე და მაშინათვე ვლინდება, ამ სახლის ღარიბი მობინადრე კიდევ უფრო ღარიბი და დაღლილი ხდება. სხვანი პირიქით ნერვიული, დიდი ენერგეტიკის მატარებელნი არიან, რომელსაც შეუძლია მათი შეკავება ფხიზელ მდგომარეობაში დღეების, კვირების განმავლობაში. ამ დროს, იწყებენ რა უამრავ დაუმთავრებელ საქმეს, პროექტებს, გეგმებს, მათ უმრავლესობას ძალა ეცლება, ხვალისთვის გადადებენ ამ საქმეებს და ა.შ. თევზების ძლიერი ტიპი მართავს საკუთარ თავს, მაგრამ უფრო რწმენით, შეთანხმებები, ვიდრე ძალით.
თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ.
თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე.
თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას. ისინი ეკვრიან თავიანთ ტანჯვებს, რომელსაც თვლიან რეალობად. ჩვეულებრივ მათი `რეალობა~ იმარჯვებს და ითრევს დამხმარეს გაწბილების უდაბნოში. აი რატომ არიან თევზებს შორის ეგზომ ბევრი ფატალისტი ქალები. მისტიკა და ფანტაზია ჭარბობს მათში ტანსაცმლის შერჩევის დროს, ისინი ნაკლებად ზრუნავენ მოდის მოთხოვნებზე, ჩაცმულობაშიც კი შეუძლიათ გამოიჩინონ დაუდევრობა.
ქალისთვის უფრო ადვილია იყოს თევზები, ვიდრე მაკაცისთვის, იმიტომ, რომ მოთენთილ მეოცნებე, გაუბედავ ქალს საზოგადოება მომხიბვლელად მიიჩნევს და არ უწონებს ამ თვისებებს მამაკაცს.
პროფესიები
სამუშაოსთან დამოკიდებულება მეტადრე ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური, მათ საკუთარ რითმში უნდა იმუშაონ. ისინი კარგად რეაგირებენ არსებულ გარემოებებზე, თავს არ ახვევენ თავიანთ ძალაუფლებას, არ `აწვებიან~ და თავადაც თავს არიდებენ წნეხს ზემოდან. მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან.
თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები.
მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, მეწაღეობა, მეთევზეობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.
ბევრი მათგანი ინტერესს იჩენს ყოველივე უჩვეულოსადმი: იოგა, ასტროლოგია, ქირომანტია, გადაგვარების თეორია და სხვა ოკულტური მეცნიერებები, მათგან კარგი მედიუმები გამოდიან.
ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვები მარცხდებიან და თავად განიცდიან მარცხს იქ, სადაც სხვები იმარჯვებენ. ფულთან დამოკიდებულება იცვლება ცხოვრებაზე შეხედულებების მიხედვით.
სიყვარული
იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) _ ტანჯულ მსხვერპლამდე.
ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან _ რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ.
სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს, მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ექზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე – ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული – ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა
ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის
მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე – არ იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.
ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ.
ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს. თევზები ბედნიერები არიან ქალწულთან, კუროსთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან, უსიტყვოდ უგებენ მორიელს. თავი უნდა აარიდონ სასწორს და ტყუპებს