პირველ რიგში მოგესამებით

newbie გახლავართ ამ განყოფილებაში და თემაც,შესაბამისად პირველია ჩემთვის

ე.ი., თემის არსი რაში მდგომარეობს:
ალბათ ყველა თქვენგმა (ყველამ თუ არა,უმეტესობამ მაინც) იცის, რომ ადამიანიანები ტემპერამენტის ტიპოლოგიის მიხედვით 4 ძირითად ტიპად იყოფიან.ესენია:
სანგვინიკი - ენერგიული, აქტიური, შრომისუნარიანი, სწრაფმოქმედი, მეტყველი მიმიკით, უყვარს შთაბეჭდილებების გაცვლა, კარგი ორგანიზატორი, კომუნიკაბელური, ემოციები (ძირითადად დადებითი) მალე ჩნდება, მაგრამ მალევე იცვლება, ადვილად გადააქვს წარუმატებლობა.
ქოლერიკი - აქტიური, ენერგიული, მიზანსწრაფული, ცოტა უხეში, ფეთქებადი, ადვილად ეცვლება გუნება-განწყობილება, მოუთმენელი, ხანდახან აგრესიულიც.
ფლეგმატიკი - პასიური, ნელი, არამეტყველი მიმიკით, ძნელად გადაერთვება ერთი საქმიანობიდან მეორეზე, მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის, სტაბილური გრძნობებით.
მელანქოლიკი - პასიური, შენელებული მოძრაობით, ადვილად იღლება, ძალიან მგრძნობიარეა, ახასიათებს ემოციების სიღრნმე და მდგრადობა, ოღონდ ამას გარეგნულად არ გამოხატავს, მათში მეტია უარყოფითი ემოციები, ადვილად სწყინთ.
მივადექით თემის არსს

მივაკუთვნოთ თითოეულ ტიპს შესაბამისი ზოდიაქოს ნიშანი და დავწეროთ ყველამ ჩვენი ვარიანტები, საინტერესო იქნება ალბათ, რამდენად დაემთხვევა ჩვენი შეხედულებები.ჩემი ვარიატი ესეთია:
სანგვინიკი - ტყუპები, მერწყული
ქოლერიკი - მშვილდოსანი, ვერძი, მორიელი და ლომიც ალბათ.
ფლეგმატიკი - კურო, სასწორი, თხის რქა.
მელანქოლიკი - თევზები, კირჩხიბი და ქალწული ( მესამეზე ცოტა ვმერყეობ

)
თქვენი ჯერია